ბრძანება N 21426

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 06.10.2025
№ დოკუმენტი 21426
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21426

06 ოქტომბერი 2025

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(მის.:„--------“)

2025 წლის 25 აგვისტოს საჩივრის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 25 აგვისტოს №133914/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების თაობაზე გამოცემულ 2025 წლის 30 იანვრის №965 ბრძანებასთან, 2025 წლის 8 აპრილის №021-23 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2025 წლის 19 აგვისტოს №021-96 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების თაობაზე გამოცემულ 2025 წლის 30 იანვრის №965 ბრძანებასთან და 2025 წლის 8 აპრილის №021-23 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „-------- -ის“ (ს/ნ „--------“) მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აპრილის №021-23 საგადასახადო მოთხოვნასთან და კამერალური საგადასახადო შემოწმების თაობაზე გამოცემულ 2025 წლის 30 იანვრის №965 ბრძანებასთან დაკავშირებით, 2025 წლის 5 მაისს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივლისის №14643 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ იმ გარემოებაზე, რომ 2025 წლის 8 აგვისტოს შპს „---------- -მა “ (ს/ნ „--------“) სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების თაობაზე გამოცემული 2025 წლის 30 იანვრის №965 ბრძანების და 2025 წლის 8 აპრილის №021-23 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა, ხოლო საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 22 აგვისტოს განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული გადასახადის გადამხდელის სარჩელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, შპს „----------- -ის “ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 25 აგვისტოს №133914/21 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 იანვრის №965 ბრძანებასთან და 2025 წლის 8 აპრილის №021-23 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფაქტიურად გადახდილი ხარჯის 75%-ის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად დაკვალიფიცირებას. განმარტავს, რომ შემოწმებამ დაადასტურა ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება სადავო არ არის. აგრეთვე, შემოწმებამ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გახარჯული თანხის ოდენობა საბანკო დოკუმენტებით დაადგინა. ამდენად, არსებობს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ვინ, ვის, როდის, რისთვის და რა რაოდენობის თანხა გადაუხადა საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ამდენად, შემმოწმებლები ამ ფაქტის დადასტურებით აღიარებენ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობას. გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ გამოვლენილი შეძენილი საქონლის ღირებულების მომწოდებლისათვის საბანკო დაწესებულების მეშვეობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტია და იგი ხარჯებში აუცილებლად სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული. ასევე, გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იყო გაწეული ხარჯის დადგენის მიზნით გამოეყენებინა არაპირდაპირი მეთოდი. საგადასახადო ორგანო მიმართავს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის არაპირდაპირ მეთოდს იმ შემთხვევაში თუკი საქონლის შეძენა ფაქტობრივად დადასტურებულად ჩაითვლება. სადავო ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები, საწარმოს მიერ შეძენილი მასალების ღირებულებით ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირების ნაწილში, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის შემცირების საკითხთან დაკავშირებით განიმარტა, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს შეძენას, მაგრამ შეძენის დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს ან არ არსებობს შეძენის დოკუმენტები, მაგრამ ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო უნდა მოხდეს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და ამ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება. ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლო 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-1210(2კ-21) მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობაზე.

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 აგვისტოს №021-96 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივლისის №14643 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივლისის №14643 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 13 აგვისტოს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 27 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 19 აგვისტოს №021-96 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ მომჩივანმა შემოსავლების სამსახურის ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს არ წარუდგინა ხარჯის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, შესაბამისად, გადაანგარიშებით საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი მონაცემების კორექტირება არ განხორციელდა.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 აგვისტოს №021-96 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად ინფორმაცია/მტკიცებულებები. ამდენად, საგადასახადო შემოწმების მიერ არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 იანვრის №965 ბრძანებასთან და 2025 წლის 8 აპრილის №021-23 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

2. შპს „-----------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 აგვისტოს №021-96 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფაქტიურად გადახდილი ხარჯის 75%-ის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად დაკვალიფიცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: