გადაწყვეტილება №28011/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.10.2026
№ დოკუმენტი 28011/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28011/2/2026

29 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 24.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28011/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 20.02.2026 წლის №3950 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.06.2026 წლის №006-199 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17885 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 690 617,8 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 397 303,97

დღგ - 87 672,97

საშემოსავლო გადასახადი - 309 631

ჯარიმა - 195 314,46

საურავი - 97 999,37

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 25.11.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის მიზნებისათვის 25.06.2025 წლის ჩათვლით პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2025 წლის №006-462 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.02.2026 წლის №3950 ბრძანებით სადავო საკითხთან (არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 20.02.2026 წლის №3950 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის დასკვნის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილია ბუღალტრული პროგრამა ორისის ასლი, რომელშიც ასახულია მხოლოდ საქონლის მოძრაობა, სხვა ანგარიშებზე არ არის ასახული სრული ინფორმაცია. საქონლის მოძრაობის ანალიზისას დადგინდა, რომ ბუღალტრულ პროგრამაში ასახული მონაცემები არ ედრება დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემებს. კერძოდ, რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული და ბუღალტრულად ჩამოწერილი საქონლის სახეობა, დრო და რაოდენობა აცდენილია ერთმანეთს. ასევე, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო სმფ-ების ნაშთების შესახებ ინფორმაცია, როგორც სახეობრივი ისე თანხობრივი გაშიფვრით, ხოლო გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი ნაშთები არ ედრება წინა ეტაპზე წარმოდგენილ მონაცემებს. შესაბამისად, აღნიშნული ბუღალტრული პროგრამის მონაცემები გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა გათვალისწინებული. გადასახადის გადამხდელმა ასევე წარმოადგინა საბაჟო დოკუმენტაცია (ინვოისები), რაც შემოწმების პროცესში მოწოდებული არ ყოფილა. ინვოისების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული ჰქონდა ისეთი სახის პროდუქცია (ჩიპები, ტონერები, ყუთები და სხვა), რაც საბაჟო ორგანოს ბაზის მონაცემებში იდენტიფიცირდებოდა როგორც კარტრიჯი და შემოწმების პროცესში საქონლის (კარტრიჯის) მოძრაობაში იღებდა მონაწილეობას. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოხდა საქონლის რაოდენობის კორექტირება, რამაც გავლენა იქონია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებზე და ნაწილობრივ დაექვემდებარა შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 11.06.2026 წლის №006-199 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17885 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და სადავო საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა დამატებით შეესწავლა საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის ასლი, რომელშიც ასახული იყო მხოლოდ საქონლის მოძრაობა, სხვა ანგარიშებზე არ იყო ასახული სრული ინფორმაცია. საქონლის მოძრაობის ანალიზისას დადგინდა, რომ ბუღალტრულ პროგრამაში ასახული მონაცემები არ ედრებოდა დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემებს. კერძოდ, რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული და ბუღალტრულად ჩამოწერილი საქონლის სახეობა, დრო და რაოდენობა აცდენილი იყო ერთმანეთს. ასევე, გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი ნაშთები არ ედრებოდა შემოწმების პროცესში წარმოდგენილ სმფ-ის ნაშთების შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, აღნიშნული ბუღალტრული პროგრამის მონაცემები გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა გათვალისწინებული. გადასახადის გადამხდელმა, ასევე, წარმოადგინა საბაჟო დოკუმენტაცია (ინვოისები), რომელთა შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ გადამხდელს იმპორტირებული ჰქონდა ისეთი სახის პროდუქცია (ჩიპები, ტონერები, ყუთები და სხვ.), რაც საბაჟო ბაზის მონაცემებში იდენტიფიცირდებოდა, როგორც კარტრიჯი და შემოწმების პროცესში საქონლის (კარტრიჯის) მოძრაობაში იღებდა მონაწილეობას. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოხდა საქონლის რაოდენობის კორექტირება, რის შედეგადაც გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 140 930 ლარით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს ძირითად საქმიანობაა პრინტერის კარტრიჯების, ტონერების ჩიპების შეძენა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის გზით და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მითითებულია საქმიანობა: პრინტერის კარტრიჯების, ტონერების და ჩიპების შეძენა/რეალიზაცია, ანუ კომპანია ახორციელებს როგორც იმპორტს, ასევე ადგილობრივ შესყიდვას და შემდგომ რეალიზაციას არამარტო კარტრიჯების, არამედ ასევე კარტრიჯის ჩიპების, კარტრიჯის ფოტო დოლურების, ჭავლური პრინტერისთვის განკუთვნილი მელნების (სხვადასხვა ბრენდისთვის), ლაზერული კარტრიჯების ტონერის (ფხვნილის) იმპორტს/რეალიზაციას.

შემოწმებით უგულებელყოფილია აღიშნული ინფორმაცია, რაც ნათლად არის ასახული როგორც იმპორტის დეკლარაციის თანმდევ დოკუმენტაციაში (ინვოისებში), ასევე რეალიზაციის შედეგად გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ფარგლებში უბრალოდ დაჯამებულია სრულად იმპორტირებული საქონელი რაოდენობაში და მას გამოაკლდა სასაქონლო ზედნადებების მიხედვით გაყიდული რაოდენობის ჯამი, რის შედეგადაც ცხადია მიღებული იქნა არარეალური შედეგი, რამაც გამოავლინა თითქოსდა 26 536 ცალი კარტრიჯის რაოდენობრივი სხვაობა საბოლოო ნაშთთან მიმართებაში.

აღიშნული შეცდომიდან გამომდინარე, კომპანიას უსაფუძვლოდ დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის 20.02.2026 წლის №3950 ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 15 მაისს გამოცემულ დასკვნაში აუდიტის დეპარტამენტმა დაუსაბუთებელი მიზეზებით არ გაითვალისწინა გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მონაცემები და კვლავაც დაეყრდნო იმ სმფ-ების ნაშთების შესახებ ინფორმაციას, რომელიც წარდგენილი იქნა დოკუმენტაციის პროგრამულ დამუშავებამდე. შემოსავლების სამსახურს არ ჩაუტარებია სმფ-ების ინვენტარიზაცია და შესაბამისად ეყრდნობა მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მიერ მონაცემების დამუშავებამდე წარდგენილ ნაშთებს და არ ითვალისწინებს მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებულ, დეტალიზებულ სმფ-ების ნაშთებს.

აუდიტის დეპარტამენტმა არასათანადოდ გამოიკვლია სადავო საკითხთან დაკავშირებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არასრულად შეისწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია (მ.შ. საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები, ინვოისები და სხვა).

შემოწმების მხრიდან შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გამოყენება არასამართლიანია და წინააღმდეგობაშია საკანონმდებლო ნორმების გამოყენებასთან. ამ მხრივ გასათვალისწინებელია იდენტური სახის საგადასახადო დავასთან დაკავშირებით (რომელშიც გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება/განჩინება (საქმის ნომერი ბს-1210 (2კ-21)).

კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელებული ცალკეული ოპერაციების საპირწონედ ვერ გამოდგება საგადასახადო ორგანოს შეფასება/მოსაზრება მათ კანონიერების განსაზღვრასთან დაკავშირებით, თუკი იგი არ იქნება დაფუძნებული კონკრეტულ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე, რომლებიც მაღალი ალბათობით დაადასტურებს განხორციელებული ოპერაციებით სხვა სახის ოპერაციების დაფარვას. ფულადი აქტივის სალაროში უმოძრაოდ არსებობა ვერ გამოდგება ამ ოპერაციისთვის კანონსაწინააღმდეგო ხასიათის მინიჭების და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძველი. ასეთი სახის ოპერაცია განეკუთვნება ყოველი კომპანიის ეკონომიკურ გათვლას, მათ რისკს, რომლის განხორცილების საშუალებას კანონმდებლობა ანიჭებს ეკონომიკური ოპერაციის განმახორციელებელ პირს. კანონმდებლობით მინიჭებული უფლების - სალაროში ფულადი ნაშთის არსებობის შეზღუდვა, ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს, რაც ერთი მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, მმართველობა დაუქვემდებაროს კანონსა და სამართალს, ხოლო, მეორე მხრივ, მოქალაქეებს ავალდებულებს, განახორციელონ სამართლებრივი ოპერაციები კანონით დადგენილი წესით და მათ შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს გადასახადის გადამხდელთა მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეფუძნება კანონის მოთხოვნებს, შესუსტდება ნდობა კანონით დადგენილი რეგულაციების მიმართ და დამოკიდებული გახდება საგადასახადო ორგანოს შეფასებაზე.

აუდიტის დეპარტამენტს მიერ უსამართლოდ არის განხორციელებული დარიცხვები (მ.შ. ჯარიმა/საურავები), ვინაიდან სამეწარმეო სუბიექტის მხრიდან, სამეურნეო საჭიროებისათვის (მ.შ. ბიზნეს სტრატეგიის ფარგლებში) სალაროში ნაშთის ქონა არ შეიძლება განხილული იქნეს არაგონივრულ ანდა ფიქტიურ ნაშთად და შესაბამისად უნდა მოხდეს დარიცხული თანხების გაუქმება.

მომჩივანი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლებზე მითითებით, მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, განხილული უნდა იქნას საჩივარი, გათვალისწინებულ იქნას დაფიქსირებული ფაქტები/გარემოებები და ბათილად უნდა იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17885 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 20.02.2026 წლის №3950 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაციის/მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილია ბუღალტრული პროგრამა ორისის ასლი, რომელშიც ასახულია მხოლოდ საქონლის მოძრაობა, სხვა ანგარიშებზე არ არის ასახული სრული ინფორმაცია. საქონლის მოძრაობის ანალიზისას დადგინდა, რომ ბუღალტრულ პროგრამაში ასახული მონაცემები არ ედრება დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემებს. კერძოდ, რეალიზაციის ზედნადებებში დაფიქსირებული და ბუღალტრულად ჩამოწერილი საქონლის სახეობა, დრო და რაოდენობა აცდენილია ერთმანეთს. ასევე, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო სმფ-ების ნაშთების შესახებ ინფორმაცია, როგორც სახეობრივი ისე თანხობრივი გაშიფვრით, ხოლო გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი ნაშთები არ ედრება წინა ეტაპზე წარმოდგენილ მონაცემებს. შესაბამისად, აღნიშნული ბუღალტრული პროგრამის მონაცემები გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა გათვალისწინებული. გადასახადის გადამხდელმა ასევე წარმოადგინა საბაჟო დოკუმენტაცია (ინვოისები), რაც შემოწმების პროცესში მოწოდებული არ ყოფილა. ინვოისების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული ჰქონდა ისეთი სახის პროდუქცია (ჩიპები, ტონერები, ყუთები და სხვა), რაც საბაჟო ორგანოს ბაზის მონაცემებში იდენტიფიცირდებოდა როგორც კარტრიჯი და შემოწმების პროცესში საქონლის (კარტრიჯის) მოძრაობაში იღებდა მონაწილეობას. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოხდა საქონლის რაოდენობის კორექტირება, რამაც გავლენა იქონია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებზე და ნაწილობრივ დაექვემდებარა შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტის 27.08.2026 წლის №82176-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და მტკიცებულებები გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი და დართული საჩივარზე. საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ აზუსტებს კონკრეტულად რა დოკუმენტის შესწავლა არ განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ან გაანგარიშებაში რა შეცდომაა დაშვებული.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი (საჩივარზე დართული) ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 20.02.2026 წლის №3950 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 20.02.2026 წლის №3950 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 20.02.2026 წლის №3950 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილია ბუღალტრული პროგრამა ორისის ასლი, რომელშიც ასახულია მხოლოდ საქონლის მოძრაობა, სხვა ანგარიშებზე არ არის ასახული სრული ინფორმაცია. საქონლის მოძრაობის ანალიზისას დადგინდა, რომ ბუღალტრულ პროგრამაში ასახული მონაცემები არ ედრება დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემებს. კერძოდ, რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული და ბუღალტრულად ჩამოწერილი საქონლის სახეობა, დრო და რაოდენობა აცდენილია ერთმანეთს. ასევე, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო სმფ-ების ნაშთების შესახებ ინფორმაცია, როგორც სახეობრივი ისე თანხობრივი გაშიფვრით, ხოლო გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი ნაშთები არ ედრება წინა ეტაპზე წარმოდგენილ მონაცემებს. შესაბამისად, აღნიშნული ბუღალტრული პროგრამის მონაცემები გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა გათვალისწინებული. გადასახადის გადამხდელმა ასევე წარმოადგინა საბაჟო დოკუმენტაცია (ინვოისები), რაც შემოწმების პროცესში მოწოდებული არ ყოფილა. ინვოისების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული ჰქონდა ისეთი სახის პროდუქცია (ჩიპები, ტონერები, ყუთები და სხვა), რაც საბაჟო ორგანოს ბაზის მონაცემებში იდენტიფიცირდებოდა როგორც კარტრიჯი და შემოწმების პროცესში საქონლის (კარტრიჯის) მოძრაობაში იღებდა მონაწილეობას. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოხდა საქონლის რაოდენობის კორექტირება, რამაც გავლენა იქონია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებზე და ნაწილობრივ დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 20.02.2026 წლის №3950 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154;