გადაწყვეტილება №25457/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25457/2/2025
01 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ -------- (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „-------“-ის 14.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №------/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24514 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.05.2025 წლის №001-61 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.06.2025 წლის №13421 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 172 000,52 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 98 068
დღგ - 37 363 ლარი
საშემოსავლო გადასახადი - 60 552
ქონების გადასახადი - 153
ჯარიმა - 36 618
საურავი - 37 314,52
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ქალის და მამაკაცის ტანისამოსის ------დან იმპორტი და ------ზე რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 20.11.2007 წელს, დღგ-ის გადამხდელად - 1.05.2011 წლიდან.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გადასახადის გადამხდელის 1.01.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდის სრული, გეგმიური, კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 21.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით 2021 წლის შემოსავალი შეადგენდა 603 638 ლარს, 2022 წლის - 273 995 ლარს, 2023 წლის - 362 040 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 13 თებერვლის №2950 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა. 2024 წლის 21 მარტის №----- ოქმის საფუძველზე გამოვლინდა 247 249 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ის დანაკლისი და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 10%-ის ოდენობით. ინვენტარიზაციის ფასნამატად განისაზღვრა 91%. აღნიშნულის შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და ამავე სამსახურის 2024 წლის 28 მაისის №12330 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 მაისის №12071 ბრძანების საფუძველზე კიდევ ჩატარდა მეწარმესთან სმფ-ების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ პირი აღნიშნული თარიღისთვის ფლობდა სმფ-ების ნაშთს 1 117 614 ლარის საბაზრო ღირებულებით. შემმოწმებლებს წარედგინათ საბანკო ანგარიშთა ამონაწერები. აქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტერიას, აღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებლებმა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის იხელმძღვანელეს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სმფ-ების ინვენტარიზაციებზე დაყრდნობით, ფასნამატად გამოყენებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფასნამატი 91%-ის ოდენობით. შემოსავალი შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად, ზემოაღნიშნულ ფასნამატზე დაყრდნობით. 2024 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში გათვალისწინებულ იქნა 2024 წლის 21 მარტის №----- ოქმის საფუძველზე გამოვლენილი 247 249 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ის დანაკლისის მიწოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითა ხარჯები შემდეგი ოდენობებით: 2021 წელს საქონლის შეძენის ხარჯი 334 381 ლარი, ხელფასის ხარჯი - 1500 ლარი, სხვა ხარჯები - 19 679 ლარი, 2022 წელს საქონლის შეძენის ხარჯი 158 990 ლარი, ხელფასის ხარჯი - 3 438 ლარი, სხვა ხარჯები - 13 967 ლარი, 2023 წელს საქონლის შეძენის ხარჯი 453 427 ლარი, ხელფასის ხარჯი - 3 875 ლარი, სხვა ხარჯები - 18 678 ლარი. შემოწმების შედეგად გაანგარიშებულმა შემოსავალმა შეადგინა 2021 წელს - 1 016 890 ლარი, 2020 წელს - 401 549 ლარი, 2023 წელს - 362 040 ლარი. ასევე, ჩატარებული ინვენტარიზაციის საფუძველზე დაკორექტირდა 2023 წლის საბოლოო სმფ-ის დეკლარირებული ნაშთი 788 088 ლარით ნაცვლად 705 194 ლარისა, შეძენილი სმფ - 447 855 ლარით, ნაცვლად 453 427 ლარისა. ასევე, შემცირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯები. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე 2024 წლის 27 ივნისს გამოიცა №15155 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №001-131 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
მომჩივანი არ ეთანხმებოდა არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ ფასნამატს და აღნიშნავდა, რომ მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები უნდა გაანგარიშებულიყო ჩატარებული ინვენტარიზაციების ფარგლებში განხორციელებული აღწერის მასალებში დაფიქსირებული თვითღირებულებებისა და სარეალიზაციო (საბაზრო) ფასების მიხედვით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენებით ან უკიდურეს შემთხვევაში, იმავე საბაზრო სივრცეში მსგავსი საქმიანობის მქონე მეწარმეებთან საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი სამართლიანი ფასნამატის გამოყენებით.
შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24514 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21409 ბრძანების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24514 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგები დაკორექტირდა. კერძოდ, გაანგარიშება განხორციელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21409 ბრძანების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე გაყიდული სმფ-ების სარეალიზაციო ფასნამატად გამოყენებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე გადაანგარიშებით დადგენილი ფასნამატი 31%-ის ოდენობით, ნაცვლად შემოწმების აქტში გამოყენებული 91%-ისა (მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული), რასაც დაემატა დოკუმენტური რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, 8.05.2025 წელს გამოიცა №9214 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №001-61 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.06.2025 წლის №13421 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2024 წლის 20 ნოემბრის №24514 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ეხელმძღვანელა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21409 ბრძანების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, ხოლო აღნიშნული ბრძანებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ფასნამატისა და საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ფასებით ხელმძღვანელობა. ბრძანების აღსრულების შედეგად, შეიცვალა ინვენტარიზაციის შედეგები და ცვლილება შევიდა გადამხდელის მიმართ გამოცემულ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად მომჩივანს განესაზღვრა ჯარიმა 7 564,02 ლარი ნაცვლად 24 724,9 ლარისა. ხოლო, ვინაიდან შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული იყო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის შედეგად შეიცვალა ინვენტარიზაციის შედეგები, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გამოყენებულ იქნა მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე გადაანგარიშებით დადგენილი ფასნამატი 31%-ის ოდენობით, ნაცვლად შემოწმების აქტში გამოყენებული 91%-ისა, რის საფუძველზეც შემცირდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები სულ 283 625 ლარით, მათ შორის, გადასახადი 187 064 ლარით და ჯარიმა 96 561 ლარით.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მეწარმის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ტანისამოსის -----დან იმპორტი და -----ზე რეალიზაცია მაღაზიის ტიპის ობიექტიდან. პირის საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი დღგ-ისა და წლიური საშემოსავლო დეკლარაციების მიხედვით 2021 წლის შემოსავალი შეადგენს 603 638 ლარს, 2022 წლის - 273 995 ლარს, 2023 წლის - 362 040 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 13 თებერვლის №2950 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, 2024 წლის 21 მარტის №----- ოქმის საფუძველზე გამოვლინდა 247 249 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ის დანაკლისი და სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 10%. ინვენტარიზაციის ფასნამატად განისაზღვრა 91%. აღნიშნულის შედეგები გასაჩივრებულ იქნა გადამხდელის მხრიდან შემოსავლების სამსახურში, რაც 2024 წლის 28 მაისის №12330 ბრძანებით არ იქნა დაკმაყოფილებული. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 მაისის №12071 ბრძანების საფუძველზე კიდევ ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ პირი აღნიშნული თარიღისათვის ფლობდა სმფ-ს ნაშთს 1 117 614 ლარის საბაზრო ღირებულებით. მიმდინარე საგადასახადო შემოწმებისათვის პირის მხრიდან წარმოდგენილია საბანკო ანგარიშთა ამონაწერები, ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება წარმოებული არ აქვს. შესაბამისად შემოწმება ჩატარდა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სმფ-ის ინვენტარიზაციებზე დაყრდნობით. ფასნამატად გამოყენებულ იქნა მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფასნამატი 91%. შემოსავალი შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად ზემოაღნიშნულ ფასნამატზე დაყრდნობით. 2024 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში გათვალისწინებულ იქნა 2024 წლის 21 მარტის №----- ოქმის საფუძველზე გამოვლენილი 247 249 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ის დანაკლისის მიწოდება. აღნიშნულის შედეგად სსკ-ის 168-ე მუხლის საფუძველზე დღგ-ის დასაბეგრ ბაზასა და დეკლარირებულს შორის გამოვლინდა სხვაობა, რამაც შეადგინა 766 665 ლარი. სსკ-ის 175-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა დაკორექტირდა და შემცირებას დაექვემდებარა 11 ლარის ოდენობით. შედეგად პირს დაერიცხება დღგ-ის ძირითადი თანხა და დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად“. გადასახადის თანხა: დღგ: 138 006 ლარი.
„გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი დეკლარაციების წლიური საშემოსავლო გადასახადის მიხედვით ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 2021 წელს 603 638 ლარს, 2022 წელს 273 995 ლარს, 2023 წელს 362 040 ლარს. წლების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატია 13%, 30% და 30%. ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯებია 2021 წელს შეძენილი საქონელი 334 381 ლარის, ხელფასის ხარჯი 1 500 ლარის, სხვა ხარჯები 19 679 ლარის, 2022 წელს შეძენილი საქონელი 158 990 ლარის, ხელფასის ხარჯი 3 438 ლარის, სხვა ხარჯები 13 967 ლარის, 2023 წელს შეძენილი საქონელი 453 427 ლარის, ხელფასის ხარჯი 3 875 ლარის, სხვა ხარჯები 18 678 ლარის. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 13 თებერვლის №2950 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, 2024 წლის 21 მარტის №---- ოქმის საფუძველზე გამოვლინდა 247 249 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ის დანაკლისი და სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 10%. ინვენტარიზაციის ფასნამატად განისაზღვრა 91%. აღნიშნულის შედეგები გასაჩივრებულ იქნა გადამხდელის მხრიდან შემოსავლების სამსახურში, რაც 2024 წლის 28 მაისის №12330 ბრძანებით არ იქნა დაკმაყოფილებული. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 მაისის №12071 ბრძანების საფუძველ-ზე კიდევ ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ პირი აღნიშნული თარიღისათვის ფლობდა სმფ-ს ნაშთს 1 117 614 ლარის საბაზრო ღირებულებით. მიმდინარე საგადასახადო შემოწმებისათვის პირის მხრიდან წარმოდგენილია საბანკო ანგარიშთა ამონაწერები, ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება წარმოებული არ აქვს. შესაბამისად შემოწმება ჩატარდა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სმფ-ის ინვენტარიზაციებზე დაყრდნობით. ფასნამატად გამოყენებულ იქნა მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფასნამატი 91%. შემოწმების შედეგად 2021 წლის შემოსავალმა შეადგინა 1 016 890 ლარი, 2022 წლის შემოსავალმა შეადგინა 401 549 ლარი, 2023 წლის შემოსავალმა შეადგინა 362 040 ლარი, ასევე ჩატარებული ინვენტარიზაციის საფუძველზე კორექტირებას დაექვემდებარა 2023 წლის საბოლოო სმფ-ის დეკლარირებული ნაშთი ნაცვლად 705 194 ლარისა 788 088 ლარით. შეძენილი სმფ ნაცვლად 453 427 ლარისა 447 855 ლარით. ასევე შემცირებას დაექვემდებარა გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯები. შედეგად პირს დაერიცხება წლიური საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხა და დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად“. გადასახადის თანხა: საშემოსავლო გადასახადი: 128 016 ლარი.
შემოწმების აქტში მითითებული საჩივარი ინვენტარიზაციის შედეგებზე, რომელიც არ დაკმაყოფილდა, ხელახლა იქნა განხილული შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წ. №21409 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბრძანების თანახმად, „შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტური რეალიზაციების წილი მცირეა, დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება არამართლზომიერია და შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, ფასნამატისა და საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით იხელმძღვანელოს ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ფასებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსე-ბობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება)“.
შემოწმების აქტზე მომჩივნის მიერ წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წ. №24514 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბრძანების თანახმად, „ვინაიდან შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის შედეგად შეიცვალა ინვენტარიზაციის შედეგები, აუდიტის დეპარტამენტმა უნდა იხელმძღვანელოს საბოლოოდ დადგენილი შედეგების გათვალისწინებით“. ბრძანე-ბის მე-2 პუნქტით: „სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21409 ბრძანების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება)“.
შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წ. №24514 ბრძანების აღსრულების მიზნით შედგენილ იქნა აუდიტის დეპარტამენტის 02.05.2025 წ. №-- გადაანგარიშების დასკვნა, რომლის საფუძველზეც გამოცემულ იქნა 08.05.2025 წ. №15155 ბრძანება დარიცხული თანხების კორექტირების შესახებ და 08.05.2025 წ. №001-61 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. გადაანგარიშების დასკვნის თანახმად, „შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24514 ბრძანების აღსრულების მიზნით ი/მ -------ის (ს/ნ -------) საგადასახადო შემოწმების შედეგები დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას, გაანგარიშება განხორციელდა მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21409 ბრძანების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე გაყიდული სმფ-ის სარეალიზაციო ფასნამატად გამოყენებულ იქნა მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე გადაანგარიშებით დადგენილი ფასნამატი 31%, ნაცვლად შემოწმების აქტში გამოყენებული მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული 91%-ისა, რასაც დაემატა დოკუმენტური რეალიზაცია“. გადაანგარიშებით შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული გადასახადების ძირითადი თანხა 266 358 ლარიდან 79 294 ლარამდე შემცირდა.
პრეტენზია გადაანგარიშების დასკვნის მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ არასწორად (მეტობით) განისაზღვრა დოკუმენტის გარეშე გაყიდული სმფ-ის თვითღირებულება (რომელზეც გავრცელდა 31%- იანი ფასნამატი), რაც თავის მხრივ იმან განაპირობა, რომ შემოწმებამ არასწორად (ნაკლებობით) განსაზღვრა დოკუმენტებით გაყიდული სმფ-ის თვითღირებულება (91%-იანი ფასნამატის გამოყენებით) ანუ ნაკლები თვითღირებულება იქნა მიკუთვნებული დოკუმენტურ რეალიზაციაზე. შემოსავლების სამსახურის აღსასრულებელ ბრძანებაში არ არის მითითება, რომ დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება განსაზღვრულიყო განსხვავებული ფასნამატით. ამის გარდა, მეთოდური მითითებით დაუშვებელია იდენტიფიცირებად რეალიზაციებზე ფასნამატის გამოყენება. შესაბამისად: შემოწმებას მთელ თვითღირებულებაზე უნდა გაევრცელებინა 31%-იანი ფასნამატი ან დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება განესაზღვრა 31-% იანი ფასნამატით (შედეგი ერთი და იგივე იქნებოდა) ან კიდევ დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება განესაზღვრა პირდაპირი მეთოდით - დოკუმენტურად (კონკრეტული პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე). ამის გარდა, გასათვალისწინებელია, რომ 91%- იანი ფასნამატი ინვენტარიზაციის მიერ გაანგარიშებულია 01.01.2024 წ. – 13.02.2024 წ. პერიოდზე და შემოწმების მიერ გავრცელებულია 01.01.2021 წ. – 01.01.2024 წ. პერიოდზე (მაშინ, რო-დესაც შესაძლებელი იყო შესაბამისი წლის დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა - დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების განსაზღვრის მიზნით).
შემოსავლების სამსახურის 24.06.2025 წ. №13421 ბრძანებაში, მართალია, სწორად არის მითითებული დავის საგანი (შემოწმებას დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება უნდა განესაზღვრა არა „91%- იანი ფასნამატის გამოყენებით“, არამედ „დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება განესაზღვრა 31%-იანი ფასნამატით“), მაგრამ სამოტივაციო ნაწილში საერთოდ არაა მსჯელობა დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების გავლენაზე საგადასახადო ვალდებულების მოცულობაზე, საერთოდ არაა დადგენილი, რომ დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება განსაზღვრულია 91%-იანი ფასნამატის გამოყენებით, და, შესაბამისად, საერთოდ არაა შეფასებული დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების განსასაზღვრად 91%-იანი ფასნამატის გამოყენების მართებულება შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წ. №24514 ბრძანების აღსრულების ფარგლებში. შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული ბრძანების აღსრულებაზე ფორმალურად იმსჯელა. ბრძანებაში არ ყოფილა საუბარი დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების გამოყოფის ფასნამატზე, ვინაიდან დოკუმენტური (91%-იანი) ფასნამატი შემოწმების მიერ გამოყენებული იყო როგორც დოკუმენტურად, ისე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. შესაბამისად, დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების გამოყოფის საკითხი დღის წესრიგში დადგა გადაანგარიშების ეტაპზე, რის გამოც მოცემული საკითხი არსებითად განხილვას ექვემდებარებ(ოდ)ა.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 24.06.2025 წ. №13421 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 02.05.2025 წ. №--- გადაანგარიშების დასკვნის საფუძველზე გამოცემული 08.05.2025 წ. №15155 ბრძანება დარიცხული თანხების კორექტირების შესახებ და 08.05.2025 წ. №001-61 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და აუდიტის დეპარტამენტს დაავალოთ დარიცხული თანხების შემდგომი კორექტირება (შემცირება) მითითებული პრეტენზიის მიხედვით.
მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტიდან მოხდეს ინფორმაციის გამოთხოვა წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით (კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფასნამატით განისაზღვრა დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება შემოწმებული პერიოდების მიხედვით და როგორ განისაზღვრა აღნიშნული ფასნამატი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24514 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ეხელმძღვანელა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21409 ბრძანების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24514 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცა აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2025 წლის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ი/მ ------ის საგადასახადო შემოწმების შედეგები დაკორექტირდა, კერძოდ, გაანგარიშება განხორციელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21409 ბრძანების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე გაყიდული სმფ-ის სარეალიზაციო ფასნამატად გამოყენებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე გადაანგარიშებით დადგენილი ფასნამატი 31%-ის ოდენობით, ნაცვლად შემოწმების აქტში გამოყენებული 91%-ისა, რასაც დაემატა დოკუმენტური რეალიზაცია.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 24.06.2025 წ. №13421 ბრძანებაში, მართალია, სწორად არის მითითებული დავის საგანი (შემოწმებას დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება უნდა განესაზღვრა არა „91%-იანი ფასნამატის გამოყენებით“, არამედ „დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება განესაზღვრა 31%-იანი ფასნამატით“), მაგრამ სამოტივაციო ნაწილში საერთოდ არაა მსჯელობა დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების გავლენაზე საგადასახადო ვალდებულების მოცულობაზე, საერთოდ არაა დადგენილი, რომ დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება განსაზღვრულია 91%-იანი ფასნამატის გამოყენებით და შესაბამისად, საერთოდ არაა შეფასებული დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების განსასაზღვრად 91%-იანი ფასნამატის გამოყენების მართებულება შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წ. №24514 ბრძანების აღსრულების ფარგლებში. შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული ბრძანების აღსრულებაზე ფორმალურად იმსჯელა. ბრძანებაში არ ყოფილა საუბარი დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების გამოყოფის ფასნამატზე, ვინაიდან დოკუმენტური (91%-იანი) ფასნამატი შემოწმების მიერ გამოყენებული იყო როგორც დოკუმენტურად, ისე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. შესაბამისად, დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების გამოყოფის საკითხი დღის წესრიგში დადგა გადაანგარიშების ეტაპზე, რის გამოც მოცემული საკითხი არსებითად განხილვას ექვემდებარებოდა.
შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24514 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტისთვის დავალებული იყო ეხელმძღვანელათ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21409 ბრძანების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, რომლის შესაბამისადაც დოკუმენტის გარეშე გაყიდული სმფ-ების სარეალიზაციო ფასნამატად გამოყენებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე გადაანგარიშებით დადგენილი ფასნამატი 31%-ის ოდენობით, ნაცვლად პირველადად გამოყენებული 91%-ისა.
აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2025 წლის დასკვნის თანახმად, შემოწმებით ნაცვლად შემოწმების აქტში გამოყენებული 91%-ისა, გამოყენებულ იქნა 31% ფასნამატი.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24514 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 24.06.2025 წლის №13421 ბრძანების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №24514 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გადასახადის გადამხდელის 1.01.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდის სრული, გეგმიური, კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით 2021 წლის შემოსავალი შეადგენდა 603 638 ლარს, 2022 წლის - 273 995 ლარს, 2023 წლის - 362 040 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №2950 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა. ოქმის საფუძველზე გამოვლინდა 247 249 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ის დანაკლისი და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 10%-ის ოდენობით. ინვენტარიზაციის ფასნამატად განისაზღვრა 91%. აღნიშნულის შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და ამავე სამსახურის №12330 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №12071 ბრძანების საფუძველზე კიდევ ჩატარდა მეწარმესთან სმფ-ების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ პირი აღნიშნული თარიღისთვის ფლობდა სმფ-ების ნაშთს 1 117 614 ლარის საბაზრო ღირებულებით. შემმოწმებლებს წარედგინათ საბანკო ანგარიშთა ამონაწერები. აქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტერიას, აღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებლებმა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის იხელმძღვანელეს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სმფ-ების ინვენტარიზაციებზე დაყრდნობით, ფასნამატად გამოყენებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფასნამატი 91%-ის ოდენობით. შემოსავალი შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად, ზემოაღნიშნულ ფასნამატზე დაყრდნობით. 2024 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში გათვალისწინებულ იქნა 2024 წლის 21 მარტის ოქმის საფუძველზე გამოვლენილი 247 249 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ის დანაკლისის მიწოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან,გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითა ხარჯები . შემოწმების შედეგად გაანგარიშებულმა შემოსავალმა შეადგინა 2021 წელს - 1 016 890 ლარი, 2020 წელს - 401 549 ლარი, 2023 წელს - 362 040 ლარი. ასევე, ჩატარებული ინვენტარიზაციის საფუძველზე დაკორექტირდა 2023 წლის საბოლოო სმფ-ის დეკლარირებული ნაშთი 788 088 ლარით ნაცვლად 705 194 ლარისა, შეძენილი სმფ - 447 855 ლარით, ნაცვლად 453 427 ლარისა. ასევე, შემცირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯები. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №15155 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა №001-131 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №24514 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის №21409 ბრძანების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №24514 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგები დაკორექტირდა. დოკუმენტის გარეშე გაყიდული სმფ-ების სარეალიზაციო ფასნამატად გამოყენებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე გადაანგარიშებით დადგენილი ფასნამატი 31%-ის ოდენობით, ნაცვლად შემოწმების აქტში გამოყენებული 91%-ისა (მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული), რასაც დაემატა დოკუმენტური რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცა №9214 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა №001-61 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №13421 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის №24514 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის №13421 ბრძანების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);