ბრძანება N 1347
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1347
30.01.2023
„----------“ (პ/ნ ----------)
(მის: ----------)
2022 წლის 30 დეკემბრის საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) იმსჯელა „----------“ (პ/ნ ----------) № 77728/1/2022 საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, რომელიც ეხება საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №20010/1402524 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული გადასახდელის კანონიერების საკითხს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილება არის საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელებული ქმედება ან/და გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც პირის ან დაინტერესებულ პირთა მიმართ შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.
საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ საფოსტო გადამზიდავი შპს „----------“№12552/21-10-20 (25.01.2023) განცხადების საფუძველზე 2023 წლის 26 იანვარს განხორციელდა 2022 წლის 28 დეკემბრის №20010/1402524 საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ის კორექტირება, ჩასწორდა დეკლარაციის წონადაშესაბამისად, „----------“ გათავისუფლდა ამ დეკლარაციით დარიცხული გადასახდელისგან. ამდენად, არ არსებობს დავის საგანი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.