ბრძანება N 24879

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.10.2023
№ დოკუმენტი 24879
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24879

09 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 10 და 29 მარტის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა სს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 10 მარტის №79603/1/2023 და 29 მარტის №79994/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №081-16 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ შემოწმებამ არასწორად გააუქმა დღგ-ის ჩათვლა, რადგან კაპიტალში შეტანილი აქტივების ნაწილი გამოიყენებოდა სამედიცინო საქმიანობისთვის. გადაანაგრიშების ეტაპზე არ იქნა აღდგენილი საწესდებო კაპიტალში განხორციელებული შენატანის ფარგლებში დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენებისთვის გამიზნულ აქტივებზე გაუქმებული დღგ-ის ჩათვლები, კერძოდ, არ განხორციელდა სასტუმროს შენობის და სასტუმროსთვის განკუთვნილი სხვა აქტივების შეტანის ოპერაციის მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხების გამიჯვნა და აღნიშნული ოპერაციების მიხედვით სასტუმროსთვის განკუთვნილ ფართზე დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შენობაში კლინიკა გამიჯნულია სასტუმროსგან და აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი. ითხოვს სასტუმროსთვის განკუთვნილ ფართზე/აქტივებზე გაუქმებული დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლების აღდგენას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 იანვრის №749 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. სს „---ის“ (ს/ნ ---) უფლებამონაცვლის სს „---ს“ (ს/ნ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გამიჯნოს კაპიტალში შენობის და სასტუმროსთვის განკუთვნილი აქტივების შეტანის ოპერაციის მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები და აღნიშნული ოპერაციების მიხედვით, სასტუმროსთვის განკუთვნილ ფართზე/აქტივებზე დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 იანვრის №749 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 1 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 9 თებერვლის №081-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების და გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით გადაანგარიშების ეტაპზე ხელახლა შესწავლილ იქნა აქტით დარიცხული სადავო საკითხებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება. შემოწმების ბრძანების პირობებში, 2020 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდისთვის, საზოგადოების კაპიტალში შეტანილი შენობა (ს/კ --- ) წარმოადგენდა სასტუმროს და 2020 წლის წლის იანვარში დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანის გზით გადაცემულ იქნა სს „---ე“ იგივე სს „---“ 2020 წლის 6 აპრილის ახსნა-განმარტების მიხედვით კლინიკის გახსნის მიზნით) და სხვა აქტივები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ო” პუნქტის და 174-ე მუხლის მიხედვით, მათი საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე დაექვემდებარა დღგ-ს აღდგენას.

შერწყმამდე პერიოდში სს „---ის“ საქმიანობას წარმოადგენდა სამედიცინო საქმიანობა და აღნიშნულ პერიოდში დეკლარაციების მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები წარმოადგენს მთლიანი ბრუნვის 99,41%-ს.

გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ კაპიტალში შეტანილი შენობა და სხვა აქტივები გამოიყენებოდა ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შესაძლებელია. თუმცა, საზოგადოების მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი 2020 წლის 28 იანვრის ახსნა-განმარტებაში მიუთითებს, რომ ქ. --- შენობაში იმ პერიოდისთვის მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და აქედან გამომდინარე, საქმიანობის განხორციელება სასტუმროს ფუნქციონირებისთვის ჯერ დაწყებული არ ჰქონდა, ხოლო სს "---ს" (იგივე სს "---") (ს/ნ ---) საქმიანობის 100% წინა წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით მხოლოდ სამედიცინო საქმიანობას მოიცავდა. შესაბამისად, ბრძანებით შესამოწმებელ პერიოდში, 2020 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდისთვის გამიჯვნადი არ არის შენობის მთლიანი ფართიდან და სხვა აქტივებიდან რა ნაწილი გამოიყენებოდა სასტუმროს ფუნქციონირებისთვის და კლინიკისთვის.

შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის გაუქმების საფუძველი მართლზომიერია და არ კმაყოფილდება გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილი პოზიცია საგადასახადო ვალდებულების შემცირებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, სს „---ის“ (ს/ნ ---) 2020 წლის 21 იანვრის აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. 2020 წლის 23 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ სს „---“ (იგივე სს „---“) შეერწყა სს „---ს“.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა მიხედვით, შერწყმამდე პერიოდში სს „---ის“ საქმიანობას წარმოადგენდა სამედიცინო საქმიანობა და აღნიშნულ პერიოდში დეკლარაციების მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები წარმოადგენს მთლიანი ბრუნვის 99,41%-ს.

2020 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდისთვის შენობაში მიმდინარეობდა რემონტი, ხოლო სასტუმროს ფუნქციონირება ჯერ დაწყებული არ ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამიჯვნადი არ არის შენობის მთლიანი ფართიდან და სხვა აქტივებიდან რა ნაწილი გამოიყენებოდა სასტუმროს ფუნქციონირებისათვის და რა ნაწილი - კლინიკისათვის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბუღალტრული გატარებების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას სასტუმროდან შემოსავალი არ უფიქსირდება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შენობაში კლინიკა გამიჯნულია სასტუმროსგან და აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი. ითხოვს სასტუმროსთვის განკუთვნილ ფართზე/აქტივებზე გაუქმებული დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლების აღდგენას

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 იანვრის №749 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 1 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 9 თებერვლის №081-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 304 (21).