ბრძანება N 17437
📄 სრული ტექსტი
N 17437
18 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 27 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 14 ივლისის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა შპს „------ის“ (ს/ნ ------) №109833/21-11 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივნისის №002417 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მის მიერ საპენსიო სააგენტოში რეგისტრაცია არ მოხდა გაურკვევლობის გამო, რადგან მხოლოდ დირექტორი არის კომპანიის თანამშრომელი და ამასთან, ასაკიდან გამომდინარე (არის 56 წლის) ეგონა, რომ არ იყო სავალდებულო. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და მასზე თანდართული დოკუმენტების შინაარსიდან ირკვევა, სსიპ საპენსიო სააგენტოს 2022 წლის 28 ივლისის №------ წერილის საფუძველზე, მოწოდებული იქნა საპენსიო სააგენტოს მიერ გამოვლენილი ისეთი დამსაქმებლების სია, რომლებსაც 2019 წლის პირველი იანვრიდან, საგადასახადო პერიოდებისთვის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ხელფასისათვის გადახდილ/დეკლარირებული აქვთ საშემოსავლო გადასახადი, თუმცა აღნიშნული დამსაქმებლები არ არიან რეგისტრირებულები საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში. შესაბამისად გამოიკვეთა დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელითა და სასარგებლოდ ვალდებულების შესაძლო შეუსრულებლობის ფაქტები.
შესაბამისად, 2023 წლის 27 ივნისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შპს „-------ის“ (ს/ნ -------) მიმართ შედგენილი იქნა №002417 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილ საჩივართან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს,რომ შპს „------ის“ (ს/ნ ------) მიერ 2019 წლიდან ფიქსირდება ხელფასის გაცემა და შესაბამისად ექვემდებარებოდა საპენსიო სააგენტოში რეგისტრაციას. ვინაიდან კომპანია ამ პერიოდისათვის საპენსიო სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით არ იყო რეგისტრირებული 18 ივლისი 2023 N 17437 დაგროვებითი საპენსიო სქემაში მონაწილეობისათვის, ამდენად არ ჰქონდა შესრულებული სავალდებულო საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2, მე-5 ნაწილებისა და მე6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:
2. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი).
5. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს მონაწილე, უფლებამოსილია, ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან.
6. მონაწილე დასაქმებულის საპენსიო შენატანების დაფინანსება ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას მონაწილე დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია გადაამოწმოს დამსაქმებლისა და თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო მხარდაჭერის საშუალებით.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახური საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს ინფორმაციით, რომლის საფუძველზედაც საპენსიო სააგენტო ამოწმებს დამსაქმებლის და მონაწილის მიერ საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტებს ან/და ავლენს თანხების ზედმეტად გადახდის ფაქტებს, რის შედეგადაც: ა) დამსაქმებლის ან/და მონაწილის ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო შესაბამის ინფორმაციას ელექტრონული ფორმით უგზავნის დამსაქმებელს, მონაწილეს და შემოსავლების სამსახურს, რომელიც ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამოვლენა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევების საერთო რაოდენობისა) გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;
გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „-----ის“ (ს/ნ ------) მიერ დარღვეულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------ის“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მის მიერ საპენსიო სააგენტოში რეგისტრაცია არ მოხდა გაურკვევლობის გამო, რადგან ასაკიდან გამომდინარე (არის 56 წლის) ეგონა, რომ არ იყო სავალდებულო. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.
ფაქტობრივი გარემოება
წარმოდგენილ საჩივართან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს,რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წლიდან ფიქსირდება ხელფასის გაცემა და შესაბამისად ექვემდებარებოდა საპენსიო სააგენტოში რეგისტრაციას. ვინაიდან კომპანია ამ პერიოდისათვის საპენსიო სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით არ იყო რეგისტრირებული დაგროვებითი საპენსიო სქემაში მონაწილეობისათვის, ამდენად არ ჰქონდა შესრულებული სავალდებულო საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგ ნორმებს: 33; 165 11; 278.