ბრძანება N 10069

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.05.2025
№ დოკუმენტი 10069
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 10069

19 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ --------------ის (ს/ნ --------------------)

(მის.: ---------------------------------------)

2025 წლის 28 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 მაისის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა ი/მ --------------ის (ს/ნ --------------------) 2025 წლის 28 აპრილის №95314/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 აპრილის ID: ------- შესაგებელთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე შესაგებელს. განმარტავს, რომ ზედმეტობა წარმოშობილია ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილ ძირითად საშუალებებზე დღგ-ის გადახდის შედეგად. აცხადებს, რომ შეძენილი ძირითადი საშუალებები (ტრაქტორები) უნდა გამოეყენებინა ეკონომიკურ საქმიანობაში, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო ვერ ამუშავა სრული დატვირთვით, შესაბამისად, ის ხარჯი (გადასახდელი თანხა), რომელსაც ლიზინგის ხელშეკრულებაში ასახული გრაფიკის მიხედვით ეტაპობრივად იხდიდა, წარმოადგენდა საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის მხოლოდ ნაწილს, ხოლო დანარჩენ თანხას იხდიდა იმ კაპიტალიდან, რომელიც გააჩნდა აქტივის შეძენამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს მიაჩნია, რომ ფიქსირებული შემოსავალი არ აღემატება ხარჯს და ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა ი/მ --------------ის (ს/ნ --------------------) 2025 წლის 27 მარტის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის (ID: ----) შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის განმარტებით ზედმეტობა წარმოშობილია ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილ ძირითად საშუალებებზე დღგ-ის გადახდის შედეგად.

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის საფუძველზე, 2025 წლის 14 აპრილს განისაზღვრა ხარვეზი: (ID:------) და გადასახადის გადამხდელს დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარადგინა 2025 წლის 22 აპრილის (ID: -----) მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნა შესწავლილ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ და „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის შესაბამისად 2025 წლის 25 აპრილს შედგა შესაგებელი (ID: -----) და გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, დადგენილი ხარვეზი სრულყოფილად არ იქნა გამოსწორებული, კერძოდ, სრულად არ არის წარმოდგენილი 2022-2024 წლების საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავლის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შეუსაბამობაა გადამხდელის მიერ გაწეულ ხარჯსა და დაფიქსირებულ შემოსავლებს შორის.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს, მისივე განმარტებით, წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაქირავება ფიზიკურ პირებზე. მეწარმე გაწეული მომსახურების შესაბამის ანაზღაურებას იღებს ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო სხვა სახის საქმიანობას არ ახორციელებს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მეწარმე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 16 აპრილს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2021 წლის 25 ოქტომბერს, ამასთან, 2022 წელს სს „-------გან“ შეძენილი აქვს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რისთვისაც მიღებული აქვს 173 157 ლარის ღირებულების ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნული ძირითადი საშუალების შეძენისთვის გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლის მიზნით მეწარმე ნებაყოფლობით დარეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად და მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა 26 414 ლარის ოდენობით. აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით დღეის მდგომარეობით აღნიშნული ძირითადი საშუალებები ან/და სხვა რაიმე ქონება არ ფიქსირდება გადამხდელის საკუთრებაში. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველი აპრილის საანგარიშო პერიოდებში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 3 050 ლარს, შესაბამისად, შეუსაბამობაა გადამხდელის მიერ გაწეულ ხარჯსა და დეკლარირებულ შემოსავლებს შორის. ამასთან, ვინაიდან გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით და ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევით (არ იყენებს საკონტროლო-სალარო აპარატს და ჩეკთან გათანაბრებულ დოკუმენტს) შეუძლებელია დეკლარირებული შემოსავლის სისწორის დადგენა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილ ვადაში გადამხდელმა სრულად არ გამოასწორა ხარვეზი და სრულყოფილად არ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ --------------ის (ს/ნ --------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე შესაგებელს. ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა მომჩივანის მოთხოვნის შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის განმარტებით ზედმეტობა წარმოშობილია ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილ ძირითად საშუალებებზე დღგ-ის გადახდის შედეგად.გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის საფუძველზე განისაზღვრა ხარვეზი და გადასახადის გადამხდელს დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე.

გადასახადის გადამხდელმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარადგინა მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნა შესწავლილ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შედგა შესაგებელი და გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, დადგენილი ხარვეზი სრულყოფილად არ იქნა გამოსწორებული, კერძოდ, სრულად არ არის წარმოდგენილი 2022-2024 წლების საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავლის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63(1); 65(1.2.3.4.5);