ბრძანება N 3926

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.02.2026
№ დოკუმენტი 3926
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3926

20 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ----)

(მის.: ---) 2025 წლის 23 დეკემბრის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 23 დეკემბრის №99565/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ნოემბრის №081-305 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადამხდელი არ ეთანხმება კაპიტალში შეტანილი აქტივების დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების საფუძვლით ჩათვლების გაუქმებას. აღნიშნავს, რომ შპს „---ს“ კაპიტალში შეტანილი არაფულადი შენატანის დიდი ნაწილი წარმოადგენდა მომსახურებას და არა აქტივს (საქონელს) და შესაბამისად, ამ ნაწილში არ არსებობს ჩათვლილად მიჩნეული დღგ-ის აღდგენის საფუძველი. დღგ-ის აღდგენისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო დღგ-ის ჩათვლის პერიოდული და პროპორციული პრინციპი, შედეგად აღდგენას უნდა დაქვემდებარებოდა გაცილებით ნაკლები ოდენობის დღგ შემდეგ გარემოებათა გამო:

- შპს --- დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირებული იყო იმავე წელს - 2015 წლის 22 ივლისს, შესაბამისად, ჩათვლილად მიჩნეული დღგ-ის გაუქმების და შესაბამისად, დღგ-ის დეკლარირების და ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ჰქონდა მხოლოდ კაპიტალში შენატანის სახით აქტივების/საქონლის მიწოდების ნაწილში, 2015 წელს - მხოლოდ 2015 წლის დეკემბრის საანგარიშო თვის მიხედვით და მხოლოდ აქტივების/საქონლის კაპიტალში შეტანის ღირებულებიდან გაანგარიშებული დღგ-ის მაქსიმუმ 20%-ის ოდენობით.

- შპს ---ს 2015 წლის ივლისი-დეკემბრის განმავლობაში ჰქონდა საერთო ბრუნვა 2,118,925.51 ლარის ოდენობით, საიდანაც 87,141.20 ლარი იყო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (გარდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვისა) - დაქირავებული პირების კვება, ტრანსპორტირება და სხვა. ხოლო, 2,031,784.31 ლარი იყო დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა, რაც შეადგენს საერთო ბრუნვის 95,89%-ს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი ვალდებული იყო მოეხდინა კაპიტალში არაფულადი შენატანების დეტალური შესწავლა და თითოეული შენატანის ან მისი ნაწილის ზუსტი 3926 გამიჯვნა: რა ღირებულების შენატანი იყო აქტივის (საქონლის) მიწოდება და რამდენი - მომსახურების გაწევა. ვინაიდან, შპს „---ის“ მიერ არაფულადი შენატანის ფორმით შპს „---სთვის“ მიწოდებული სარემონტო, კეთილმოწყობის და ზედამხედველობის სამუშაოები უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად უკავშირდებოდა სხვა იურიდიული პირის - შპს „---ის“ საკუთრებაში არსებულ 1625 კვ.მ უძრავ ქონებას, ყველა ის სამუშაო, რომლის შედეგიც საბოლოოდ შენობა-ნაგებობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, განხილული უნდა იქნას სარემონტო, კეთილმოწყობის და ზედამხედველობის მომსახურების გაწევად და არ აკმაყოფილებს აქტივის განმარტებას შპს „---თვის“. შპს „---მა“ ხსენებული არაფულადი შენატანი განახორციელა შპს „---ის“ კაპიტალში როგორც აქტივის/საქონლის მიწოდების გზით ისე - მომსახურების გაწევის გზით, რისი გამიჯვნაც აუცილებელი იყო არაფულადი შენატანის დაბეგვრის რეჟიმის დადგენის მიზნებისთვის.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, შემოწმებით გამოსაკვლევ საკითხთან დაკავშირებით, ვალდებული იყო დეტალურად შეესწავლა დოკუმენტები, ბუღალტრული რეესტრები და დაედგინა შესასწავლი ოპერაციის მიხედვით გადამწყვეტი მნიშვნელობის ყველა გარემოება, თუმცა როგორც ფაქტობრივი გარემოებებიდან და წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, საგადასახადო ორგანოს არ გამოუკვლევია შპს „---ის“ მიერ შპს „---ის“ კაპიტალში განხორციელებული შენატანის ფორმა და არაფულადი შენატანები სრულად მიიჩნია აქტივების მიწოდებად დღგ-ის მიზნებისთვის.

შპს „---ს“ უფლება არ ჰქონდა მიეღო ჩათვლა შპს „---ის“ მიერ მისთვის მიწოდებული იმ აქტივების მიხედვით, რომელიც გამიზნული იყო მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევისთვის. რაც შეეხება აქტივებს, რომელიც შპს „---თვის“ წარმოადგენდა ძირითად საშუალებებს და რომელიც ერთდროულად გამოიყენებოდა აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევისთვის და ისეთ ოპერაციებში, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელს აქვს ჩათვლის მიღების უფლება, გამომდინარე იქიდან, რომ შპს --- წარმოადგენდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ დღგ-ის ახლად რეგისტრირებულ გადამხდელს:

 იმის გათვალისწინებით, რომ შპს „---“ დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირებული იყო 2015 წლის 22 ივლისს, მას უფლება ჰქონდა პირველივე საანგარიშო პერიოდში (2015 წლის სექტემბერსა და დეკემბერში) მიეღო დღგ-ის ჩათვლა (მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება ჰიპოთეტური ჩათვლა) სრულად იმ აქტივების მიხედვით, რომელიც შპს „----თვის“ წარმოადგენდა ძირითად საშუალებებს და რომელიც გამიზნული იყო, როგორც აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევის ოპერაციებში, ისე - საქონლის/მომსახურების მიწოდების იმ ოპერაციებში, რომლის მიხედვითაც მას ჰქონდა ჩათვლის მიღების უფლება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-7 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის და 174-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად;

 შპს „---“ ვალდებული იყო აქტივების იმ ნაწილზე, რომელიც მისთვის წარმოადგენდა სხვა ძირითად საშუალებებს (გარდა შენობა-ნაგებობებისა) ჩათვლილად მიჩნეული დღგის ჩათვლა გაეუქმებინა ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში - 2015-2019 წლებში ყოველი წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-7 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის და 174-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად;

 ამავე ქვეპუნქტების მიხედვით, შპს „---“ არ იყო ვალდებული ერთიანად, 2015 წლის სექტემბერსა და დეკემბერში სრულად გაეუქმებინა ჩათვლილად მიჩნეული დღგ.

 ამავე ქვეპუნქტების მიხედვით, შპს „---ს“ თითოეული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ უნდა დაეთვალა კაპიტალში შენატანის სახით მისთვის მიწოდებული აქტივის ღირებულებიდან გაანგარიშებული დღგ-ის თანხის (ღირებულების 18%-ის) ერთი მეხუთედის ოდენობით და, იმავდროულად - შესაბამისი კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-სგან გათავისუფლებული ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით ასევე დადგინდა, რომ უნდა მომხდარიყო შპს „---ის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის გზით საქონლისა და მომსახურების გამიჯვნა. აღნიშნული ცალსახად ადგენს იმ სტანდარტს, თუ რა მეთოდით უნდა გამიჯნულიყო საქონელი და მომსახურება, თუმცა სრულიად იქნა იგნორირებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ და შესწავლა არ განხორციელებულა ზემოხსენებული მეთოდოლოგიით, მიუხედავად იმისა, რომ შპს „---მა“ სრულად შეასრულა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი წინადადება დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივლისის №16681 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ----) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საწარმოს მიერ კაპიტალში შეტანილი აქტივების გამიჯვნის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. პირველადი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე), რომლითაც შესაძლებელი იქნება გაიმიჯნოს კაპიტალში შეტანილი მომსახურება, საქონელი და ძირითადი საშუალებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კაპიტალში შეტანილ მომსახურებაზე დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივლისის №16681 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 12 ნოემბრის №25645/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განეხორციელებინა ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში გამოყენებული ძირითადი საშუალებების მიხედვით ჩასათვლელი/გასაუქმებელი დღგ-ის გაანგარიშება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივლისის №16681 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 ნოემბრის №25645/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 18 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 24 ნოემბრის №081-305 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შპს „---“ ფლობს სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონს, რომლის გამოყენებითაც ახორციელებს აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევას. საწარმოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შპს „---მა“ და შპს „---მა“ განახორციელა შემდეგი სამეურნეო ოპერაციები:

 შპს „---მა“ 2015 წლის 4 თებერვლის ხელშეკრულებით შპს „---ს“ დაუკვეთა ქ. ---ში მდებარე შპს „----ის“ საკუთრებაში არსებული 1625 კვ.მ უძრავი ქონების რემონტი და კეთილმოწყობა.

 აღნიშნულ ფართთან დაკავშირებით, სადაც მოწყობილია სამორინე და სათამაშო აპარატების სალონი, შპს „---მა“ და შპს „---მა“ 2015 წლის 27 სექტემბერს გააფორმეს სასყიდლიანი იჯარის ხელშეკრულება.

 შპს „---მა“ სამუშაოები შეასრულა და ეტაპობრივად გადასცა შპს „---ს“ 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 6 242 376.56 ლარი დღგ-ის ჩათვლით. შპს „---მა“ მიიღო აღნიშნულთან დაკავშირებით დღგ-ის ჩათვლა.

 შპს „---მა“ შპს „---გან“ შესყიდული სამუშაოები სრულად მიაწოდა შპს „---ს“ კაპიტალში შენატანის სახით ორ ეტაპად: 2015 წლის 30 სექტემბერს (რაც მხარეთა მიერ დადოკუმენტირდა 2015 წლის 15 ოქტომბერს) და 2015 წლის 31 დეკემბერს.

 სამუშაოების ზედამხედველობას ახორციელებდა არარეზიდენტი იურიდიული პირი --- შპს „---ის“ დაკვეთით. სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 171 630 ევრო

 შპს „---მა“ ----ისგან შესყიდული საზედამხედველო სამუშაოების უდიდესი ნაწილი (ღირებულებით 164 347 ევრო) მიაწოდა შპს „---ს“ კაპიტალში შენატანის სახით 2015 წლის 30 სექტემბერს (რაც მხარეთა მიერ დადოკუმენტირდა 2015 წლის 15 ოქტომბერს).

 შპს „---ს“ არ განუხორციელებია შპს „---სგან“ 2015 წლის განმავლობაში შეძენილი სამუშაოების და მისი შედეგების რაიმე ფორმით მოდიფიკაცია და იმავე სახით იქნა მიწოდებული შპს „---ის“ კაპიტალში შენატანის განხორციელების გზით.

 შპს „---ის“ სამორინემ და სათამაშო აპარატების სალონმა ფუნქციონირება დაიწყო 2015 წლის 1 ოქტომბერს.

 შპს „----ის“ სამორინე და სათამაშო აპარატების სალონი ფუნქციონირებს ---l ბრენდის გამოყენებით, ქალაქ ---ში, სასტუმრო „----ის“ შენობაში.

 შპს „---ს“ შპს „---ის“ მიერ კაპიტალში არაფულადი შენატანების ოპერაციის მიხედვით რაიმე საგადასახადო ვალდებულება არ დაუდეკლარირებია და შესაბამისად გადასახადიც არ გადაუხდია, მათ შორის არ მოუხდენია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2015 წლის სექტემბერი-დეკემბერში მოქმედი 174-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჩათვლილი დღგ-ის გაუქმება.

 შპს „---ს“ მიერ შპს „---ის“ კაპიტალში არაფულადი შენატანების შეტანის შედეგად შპს „---მა“ ბალანსზე მიიღო იჯარით აღებული შენობის კეთილმოწყობა/რემონტი და სხვა აქტივები. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ კომპანიის დამფუძნებლის შპს „---ს“ მიერ 2015 წელს შპს „----ის“ კაპიტალში შენატანის სახით განხორციელდა აქტივების მიწოდება (ძირითადი საშუალება).

შპს „----ის“ საქმიანობას წარმოადგენს მხოლოდ ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები (ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა). კომპანიამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 174-ე მუხლის მე-7 ნაწილის დებულებით და გაათავისუფლა შენატანი დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით (შეტანის მომენტში). შესაბამისად, არ დაუბეგრავს დღგ-ით და ეთანხმებოდა, რომ ეკუთვნოდა ჩათვლა.

ამ დროს, როგორც ზემოთ მოყვანილი ჩანაწერი ამბობს, ითვლება, რომ აქტივების მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა (საყურადღებოა, რომ ოპერაცია ჩათვლის უფლებითაა გათავისუფლებული და არა ჩათვლის უფლების გარეშე). გარდა ამისა, გადამხდელმა წარმოადგინა აუდიტის შეფასება, სადაც ის აღნიშნავს, რომ აღნიშნული კაპიტალში შენატანი წარმოადგენს ქონებას. ასევე, გადამხდელი ყველა საჩივარში აღნიშნავს, რომ შპს „---ს“ კაპიტალში შეტანილი აქვს ქონება. ასევე, კომპანიას წარმოდგენილი აქვს თავისი საქმიანობის აღწერა ახსნა-განმარტების სახით - რა წარმოადგენს ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციას და რა დღგ-ით დასაბეგრს. კერძოდ, ოპერაციები, რომელზეც შპს „---ს“ ჰქონდა დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებული პირებისთვის უსასყიდლოდ გაწეულ კვების და ტრანსპორტირების მომსახურებას. პერსონალის კვების წილი კაზინოს მთლიან საქმიანობაში შეადგენს 1%-ზე ნაკლებს, ხოლო ტრანსპორტირება 0.1%-ს. შემოწმებით კაპიტალში შეტანილი აქტივი (ძირითადი საშუალება) ცალსახად გამოიყენება მხოლოდ კაზინოსთვის და არ არის გამოყენებული დღგ-სგან დასაბეგრ ოპერაციებში, კერძოდ, არც თანამშრომელთა ტრანსპორტით გადაყვანისთვის და არც კვებისთვის. დამატებით, კაზინო თანამშრომლების კვებას უზრუნველყოფდა მესამე მხარის (რესტორნის) საშუალებით - კვების ვაუჩერების გამოყენებით, აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს ბუღალტრული პროგრამის ყოველდღიური გატარებები და ასევე, ყოველთვიური ფაქტურები.

შემოწმება დანიშნულია მხოლოდ საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანილი აქტივების დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების შემთხვევაში ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმების კუთხით, შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების დაბეგვრის მართლზომიერების საკითხი შემოწმების ფარგლებში არ ხვდება.

შემოწმების მიერ გაუქმებულ იქნა გათავისუფლებულ ოპერაციებში გამოყენებულ აქტივებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მიღებული დღგ-ის ჩათვლები. საწარმოს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებული პირებისთვის უსასყიდლოდ გაწეული კვების და ტრანსპორტირების მომსახურების თანხა, საწარმოს მიერ ძირითადი საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან მიმართებით არარსებითია. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-7 და მე-9 ნაწილების დებულებების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 ნოემბრის №25645/2/2025 გადაწყვეტილების თანახმად, საბჭო, საქმეზე წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში განხორციელებულია აქტივების მიწოდება საწარმოს კაპიტალში, რაც მიმწოდებელმა მხარემ საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, არ დაბეგრა დღგ-ით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა განმარტებით, მიმღებ მხარესთანაც შენატანი აღრიცხულია როგორც აქტივი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ კომპანიის დამფუძნებლის შპს „---ის“ მიერ 2015 წელს შპს „---ის“ კაპიტალში შენატანის სახით განხორციელდა აქტივების მიწოდება, შპს „----ის“ საქმიანობას წარმოადგენს მხოლოდ ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები (ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა). კომპანიამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 174-ე მუხლის მე-7 ნაწილის დებულებით და გაათავისუფლა შენატანი დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით (შეტანის მომენტში). შესაბამისად, არ დაუბეგრავს დღგ-ით და ეთანხმებოდა, რომ ეკუთვნოდა ჩათვლა.

შემოწმების მიერ გაუქმებულ იქნა გათავისუფლებულ ოპერაციებში გამოყენებულ აქტივებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მიღებული დღგ-ის ჩათვლები და საწარმოს დაერიცხა დღგ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 ნოემბრის №25645/2/2025 გადაწყვეტილების თანახმად, სადავო ოპერაციის მხარეები არიან შპს „---“ და მისი დამფუძნებელი (50%-იანი მონაწილეობით) კომპანია, რომელთა მიერ ოპერაციის განხორციელებისას გამოყენებული იქნა საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქციის დებულება, რითაც ოპერაციის განხორციელების მომენტში შპს „---ის“ მიერ მიჩნეულია, რომ მოხდა კაპიტალში შენატანის სახით აქტივის მიღება, რა დროსაც მან, როგორც აქტივების მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო ჩათვლა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური, საქმეზე წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში განხორციელებულია აქტივების მიწოდება საწარმოს კაპიტალში, რაც მიმწოდებელმა მხარემ საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, არ დაბეგრა დღგ-ით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა განმარტებით, მიმღებ მხარესთანაც შენატანი აღრიცხულია როგორც აქტივი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება კაპიტალში შეტანილი აქტივების დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების საფუძვლით ჩათვლების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის N16681 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის N25645/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განეხორციელებინა ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში გამოყენებული ძირითადი საშუალებების მიხედვით ჩასათვლელი/გასაუქმებელი დღგ-ის გაანგარიშება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის №16681 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №25645/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.