ბრძანება N 13016
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13016
15 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 5, 21 მაისის და პირველი ივნისის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 21, 28 მაისის და 4 ივნისის სხდომებზე (ოქმები: №44; №44, №47) განიხილა შპს „----“ (ს/ნ -----) №-----, №-----; №-----, №------, №----- საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 აპრილის №081-68 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს, კერძოდ, არარეზიდენტზე გადარიცხული თანხების (ავანსის) დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას.
მიუთითებს, რომ საწარმოს გააჩნია შესაბამისი ინვოისები (-----) და საბანკო ამონაწერები, რომლებიც ადასტურებს, რომ თანხა გადაირიცხა საქონლის შესყიდვის მიზნით და არა დირექტორის პირადი სარგებლობისთვის. საქონლის მოწოდების შეფერხება გამოწვეულია კონტრაგენტის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევით, თანხის უკან დაბრუნება არ მომხდარა, რა დროსაც ოპერაცია შეიძლებოდა განხილულიყო დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. აუდიტის დეპარტამენტმა უცხოურ კონტრაგენტთან („----- - ----) განხორციელებული გადარიცხვები (ჯამში 358,967.00 ლარის ოდენობით) დააკვალიფიცირა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად იმ მოტივით, რომ საქონლის იმპორტი უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე არ განხორციელებულა. მოცემულ შემთხვევაში კომპანიამ რეალურად შეიძინა საქონელი, ხოლო მიმწოდებლის მიერ საქონლის მოწოდების დაგვიანება ვერ ჩაითვლება დირექტორის ხელფასად. აუდიტის დეპარტამენტის მიერ უგულებელყოფილია და არ არის გამოკვლეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ------- კონტრაგენტმა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა. კერძოდ, შესყიდული საქონელი -------დან გაიგზავნა -------, ხოლო ------ მიეწოდა -----დანიშნულების ადგილას შუამავალი კომპანიის მეშვეობით (დამადასტურებელი დოკუმენტაცია გამოთხოვილია დამკვეთი კომპანიიდან და შესაძლო მოკლე ვადაში მოწოდებული იქნება).
ამასთან, მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გაანგარიშებისას გაითვალისწინა მხოლოდ საწარმოს ანგარიშიდან გასული თანხა
(358 967 ლარი), თუმცა უგულებელყო ფაქტობრივი გარემოება, რომლის მიხედვითაც საწარმოს ანგარიშზე უკან დაბრუნდა 61 110 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში - 160 224.31 ლარი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გადასახადით უნდა დაიბეგროს მხოლოდ ის ეკონომიკური სარგებელი, რომელიც რეალურად იქნა მიღებული და არ დაბრუნებულა გადამხდელის განკარგულებაში. გადარიცხული თანხებიდან უკან დაბრუნებული თანხის გამოკლებით, რეალურად გადარიცხული და ათვისებული თანხა შეადგენს მხოლოდ 198 743 ლარს (358,967.00 - 160,224.31). მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აუდიტის დეპარტამენტის შეფასება სარწმუნოდ იქნება მიჩნეული, არასწორადაა განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რის გამოც არასწორადაა დაანგარიშებული კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე,96-ე და 601 მუხლებზე და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 13 იანვრის №210 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 27 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 6 აპრილის №7888 ბრძანება და ამავე თარიღის №081-68 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 171 598 ლარი, მათ შორის გადასახადი 107 844 ლარი, ჯარიმა 53 217 ლარი და საურავი 10 537 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს ,,----" რეგისტრირებულია 2022 წლის 27 ივლისს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია ამავე თარიღში. კომპანიის საქმიანობის სახეს წარმოადგენს სამშენებლო, საფასადე მომსახურება (იურიდიული მისამართია -----). შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვა. შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე დადგინდა რომ, 2023 წლის აგვისტოს თვეში ----- თავისუფალი ზონიდან (----) შპს ,,-----" ------ ბანკის -----. ------ ანგარიშზე ჩაირიცხა 222 384 ლარი, დანიშნულებით პროდუქციის შესაძენად. ამავე ანგარიშიდან 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით ------(მიმღები: ----) გადარიცხულია საერთო ჯამში 358 967 ლარი, დანიშნულებით პროდუქციის შესაძენად. აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადამხდელმა განმარტა, რომ ----- დამკვეთის მიერ ჩარიცხული თანხა გადაირიცხა ----- რადგან იქ დამზადებულიყო შესაბამისი პროდუქცია, თუმცა ოპერაციას მიეცა ავანსის სახე ვინაიდან აღნიშნული პროდუქტი დღემდე არ დამზადებულა. შესაბამისად, შპს ,,-----" მიერ არ ფიქსირდება ------დან -------ის რეალიზებული პროდუქციის იმპორტი. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით, ,,ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე", ვინაიდან შპს ,,-----" მიერ ავანსის გადახდიდან გასულია გონივრული ვადა, ასევე, საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე, საწარმოს არ აქვს მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება და საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღამდე არ დასტურდება ავანსის უკან დაბრუნება, შედეგად საწარმოს მიერ არარეზიდენტი პირისთვის გადახდილი ავანსი დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, ამავე საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
საგადასახადო შემოწმებით დგინდება, რომ გადამხდელს 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით ------ ---- (მიმღები: ----) გადარიცხული აქვს ჯამში 358 967 ლარი, დანიშნულებით პროდუქციის შესაძენად. შპს ,,-----" მიერ არ ფიქსირდება -----დან -----ის რეალიზებული პროდუქციის იმპორტი. ვინაიდან შპს ,,-----" მიერ ავანსის გადახდიდან გასულია გონივრული ვადა, ასევე, საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე, საწარმოს არ აქვს მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება და საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღამდე არ დასტურდება ავანსის უკან დაბრუნება, შედეგად საწარმოს მიერ არარეზიდენტი პირისთვის გადახდილი ავანსი დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, ამავე საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საკითხის 2026 წლის 28 მაისის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განხილვისას, გადამხდელის მიერ დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით, გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა არარეზიდენტი კომპანიის ------ის (-----) მიერ საქონლის დამკვეთი კომპანიისთვის ------ მიწოდებას. აღნიშნულის გათვალისწინებით საკითხის განხილვა გადაიდო გონივრული ვადით, თუმცა საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საწარმოს მიერ არარეზიდენტი პირისთვის გადახდილი ავანსის დაკვალიფიცირება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, ამავე საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია მხოლოდ საწარმოს ანგარიშიდან გასული თანხა (358 967 ლარი), თუმცა საწარმოს ანგარიშზე უკან დაბრუნდა 61 110 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში - 160 224.31 ლარი). გადამხდელი აცხადებს, რომ გადარიცხული თანხებიდან უკან დაბრუნებული თანხის გამოკლებით, რეალურად გადარიცხული და ათვისებული თანხა შეადგენს მხოლოდ 198 743 ლარს (358,967.00 - 160,224.31).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ავანსად გადარიცხული თანხების უკან დაბრუნების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, ავანსის სახით გადარიცხული/დაბრუნებული თანხების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----“ (ს/ნ ----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ავანსის სახით გადარიცხული/დაბრუნებული თანხების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს, კერძოდ, არარეზიდენტზე გადარიცხული თანხების (ავანსის) დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობის სახეს წარმოადგენს სამშენებლო, საფასადე მომსახურება.შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს უცხოური ვალუტის ანგარიშზე უცხოური თავისუფალი ზონიდან პროდუქციის შესაძენად ჩაირიცხა გარკვეული ფულადი თანხა, საიდანაც მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში სხვა უცხოურ მისამართზე კვლავ პროდუქციის შესყიდვის მიზნით გადაირიცხა შესაბამისი ფინანსური რესურსი.აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადამხდელმა განმარტა, რომ გადარიცხვას მიეცა ავანსის სახე, ვინაიდან შესაბამისი პროდუქცია დღემდე არ დამზადებულა და არ ფიქსირდება საქონლის იმპორტი.
საგადასახადო ორგანოს მეთოდური მითითებების თანახმად, ვინაიდან ავანსის გადახდიდან გასულია გონივრული ვადა, შემოწმების დასრულებამდე საწარმოს არ მიუღია შესაბამისი საქონელი/მომსახურება და შემოწმების დანიშვნის თარიღამდე არ დასტურდება წინასწარ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, საწარმოს მიერ არარეზიდენტი პირისთვის გადახდილი ავანსი დაკვალიფიცირდა პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რის შედეგადაც სუბიექტს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
სადავო საკითხთან დაკავშირებით, ავანსის სახით გადარიცხული/დაბრუნებული თანხების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1);154(1);