გადაწყვეტილება №95023/1/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.10.2025
№ დოკუმენტი 95023/1/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№95023/1/2025

01 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 11.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №95023/1/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 19.06.2024 წლის №22393/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2025 წლის №005-19 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 3 802 384,55 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 1 988 800

ჯარიმა - 784 700

საურავი - 1 028 884,55

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2021-2022 წლებში ------- (პ/ნ -------) მიღებული 7 847 000 ლარის დასაბეგრ შემოსავალზე სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად იკვეთება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2021 წლის 1 მაისს, ერთის მხრივ, „-------“ (რეგისტრირებული ოფისებით -------) საქართველოში რეგისტრირებული „საბჭო“-ს, წარმოდგენილი მისი თავმჯდომარის ------- (------- მოქალაქე) და მეორე მხრივ, ------- (------- მოქალაქე) („არბიტრი“) შორის გაფორმდა რეფერალური მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საბჭომ არბიტრს მიანიჭა უფლებამოსილება შეისყიდოს, მოიძიოს და უშუალო კონტაქტი დაამყაროს პოტენციურ კლიენტებთან, რომლებსაც აქვთ სამედიცინო საქონლის გაყიდვის სურვილი, ხოლო არბიტრმა უნდა წარუდგინოს კლიენტ(ებ)ი საბჭოს, რომელიც აკმაყოფილებენ საბჭოს მოთხოვნებს თანამშრომლობის თვალსაზრისით.

2021 წლის 5 მაისს გაფორმდა 2021 წლის 1 მაისის რეფერალური სერვისების ხელშეკრულების დანართი „დამატება №1“, რომლის მიხედვით, არბიტრმა შეარჩია ------- კანონმდებლობით დაფუძნებული კომპანია შპს „-------.“ და წარუდგინა საბჭოს. აღნიშნულით მხარეები თანხმდებიან, რომ არბიტრის რეფერალური საფასური შეადგენს 4 000 000 ------- და რეფერალური საფასურის გადახდა მოხდება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების მიხედვით.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით, არბიტრის რეფერალური საფასურიდან 2 000 000 ------- წარმოადგენს -------საკომისიოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ------- სს „თიბისი ბანკის“ და სს „საქართველო ბანკის“ საბანკო ანგარიშების ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ 2021-2022 წლებში საბანკო გადარიცხვის გზით ------- ------- (არბიტრი) მიღებული აქვს შემოსავალი 7 847 000 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, მე-100, 102-ე და 105-ე მუხლებისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით, 2021-2022 წლებში ფ/პ ------- ერთობლივი შემოსავალია 7 847 000 ლარი, ხოლო ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი შეადგენს ნულს. შესაბამისად, ------- დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.09.2023 წლის №005-141 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.02.2024 წლის №2305 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 19.06.2024 წლის №22393/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საბჭომ მიიჩნია, რომ მიღებული შემოსავლების დაბეგვრის საკითხის შესწავლისას, მომჩივნის მიერ მითითებული მომსახურების ------- გაწევის და საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად ჩათვლის საკითხები, საგადასახადო ორგანოს მიერ დამატებით უნდა იქნას შეფასებული საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებების განხილვის და გამოკვლევის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხის ყოველმხრივ, სრულყოფილად შესწავლა, მათ შორის მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხი შეისწავლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

საბჭოს 19.06.2024 წლის №22393/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 25.03.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელახლა შესწავლილ იქნა საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც არბიტრის რეფერალური საფასურიდან 2 000 000 ------ წარმოადგენს ------- საკომისიოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ------- სს „თიბისი ბანკის“ და სს „საქართველოს ბანკის“ საბანკო ანგარიშების ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ 2021-2022 წლებში საბანკო გადარიცხვის გზით ------- ------- (არბიტრი) მიღებული აქვს შემოსავალი 7 847 000 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, მე-100, 102-ე, 104-ე და 105-ე მუხლებისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით, 2021-2022 წლებში აღნიშნული თანხა წარმოადგენს ფ/პ ------- მიერ საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალს.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარმოდგენილი (ელექტრონული) მასალები ძირითადად მოიცავს: სხვადასხვა პერიოდში დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტით განხორციელებულ მიმოწერებს ------- (-------), -------, ------- და ასევე ------- შორის; სასტუმროს ჯავშნებისა და თანხების გადახდების, ასევე ავიაბილეთების შესახებ ინფორმაციას; ------- კომპანიასა (-------) და ------- შორის ინვოისებს; ------- და ------- კომპანიას (-------) შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს და მიღება-ჩაბარების აქტებს. აღნიშნულიდან, შემოწმებისთვის საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებულ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არის წარმოდგენილი: ------- ელექტრონული ფოსტით განხორციელებული მიმოწერები; ------- კომპანიასა (-------) და ------- შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და ინვოისები; ------- და ------- კომპანიას (-------) შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და საქმის სხვა მასალები. აღნიშნული დოკუმენტაცია შესწავლილია და შინაარსობრივად წარმოდგენს შემოწმების პროცესში ხელთ არსებული დოკუმენტაციის ანალოგს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 25.03.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 27.03.2025 წლის №005-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

------- მიერ -------, როგორც „არბიტრისთვის“ მომსახურება არ არის გაწეული. ------- მიერ 2021-2022 წლებში მომსახურება გაწეული იქნა ------- კომპანიისთვის, რომელსაც საქართველოში ასევე გააჩნია წარმომადგენლობა (რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობით). ------- მიერ მომსახურება გაწეული იქნა ------- ------- ტერიტორიაზე. აღნიშნული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ -------.

ცნობილი არ იყო 2021 წლის 1 მაისის რეფერალური სერვისების ხელშეკრულების შესახებ, რომელიც დედა-შვილს შორის როდის და რა ვითარებაში გაფორმდა უცნობია და არც ერთი მტკიცებულება იმის, რომ ------- ------- ურთიერთობდა როგორც არბიტრი, არ არის ცნობილი. მომსახურების გაწევის პერიოდში მომსახურების გამწევ და მიმღებ პირებს შორის მიმდინარეობდა სისტემატიური მიმოწერა მეილების საშუალებით, სადაც ------- ფიქსირდება, როგორც მომსახურების მიმღები ------- იურიდიული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და არა როგორც არბიტრი. აღნიშნულ მიმოწერაში სრულად მონაწილეობდა -------, როგორც ------- მომსახურების გამწევი პირი. არსებულ ფაქტთან დაკავშრებით წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, რომლის მიხედვითაც ცალსახად დგინდება, რომ ------- მიერ გაწეული იქნა მომსახურება ------- კომპანიისთვის (რომელსაც ასევე გააჩნია თავისი წარმომადგენლობა (ააიპ) საქართველოში), ------- და მომსახურება გაწეული იქნა საქართველოს ფარგლებს გარეთ.

თუ გავითვალისწინებთ შემოსავლების სამსახურის არგუმენტაციას, რომ ------- არის საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, იგი ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან. აღნიშნული კი მიუთითებს, რომ თუ პირველად წყაროსთან რეზიდენტი ფიზიკური პირის დაბეგვრა არ ხდება, აღნიშნული ასევე ვრცელდება -------. შემოსავლების სამსახურის მიერ გადაწყვეტილებაში აპელირება ასევე ხდება, რომ მომსახურების გაწევა რეზიდენტი პირის მიერ მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე.

საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე.

საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ------- მომსახურება გაწეული იქნა ------- კომპანიისთვის (რომელსაც ასევე გააჩნია თავისი წარმომადგენლობა (ააიპ) საქართველოში), ------- და მომსახურება გაწეული იქნა საქართველოს ფარგლებს გარეთ - -------. კერძოდ, ------- მიერ მომსახურების გაწევის პერიოდში საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტები, მომსახურების ფაქტობრივად გაწევის ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამონაწერები მიღებული/გაგზავნილი მეილებიდან; ------- ჯანდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო საწარმო, ------- სახელმწიფო შესყიდვები) წერილი; ------- წერილი (მმართველი დირექტორი/მესაკუთრე ------- ხელმოწერით).

შემოსავლების სამსახურის მითითება საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, რომ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება მომსახურება, რომელიც ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე, არ არის რელევანტური. კერძოდ, ------- მიერ კომპანიისთვის მომსახურების გაწევა მოხდა უშუალოდ ------- ტერიტორიაზე, რასაც ------- ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს საკუთარ წერილში და ამბობს, რომ კომპანია პრესტიჟ დიაგნოსტიკმა პირნათლად შეასრულა თავისი ვალდებულება შესყიდვის კონტაქტის ფარგლებში, ხოლო ------- სრულად შეასრულა წერილში აღნიშნული ყველა დანარჩენი მომსახურება და ფიზიკურად იმყოფებოდა -------. ასევე, -------ის წერილი (მმართველი დირექტორი/მესაკუთრე ------- ხელმოწერით), რომლის მიხედვითაც: ------- ადასტურებს, ------- სანდო პიროვნება იყო როგორც შპს -------ისთვის, ასევე, -------. გარდა ამისა, ------- მსგავსი პროცედურები აქვს საქართველოში, კერძოდ: ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრსა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ასევე, ------- ზემოაღნიშნული ვერიფიკაციის ჩატარებისას მოიპოვა დიდი პრაქტიკული გამოცდილება, რაც ასევე, ძალიან სასარგებლო იყო -------. ------- იგივე პროცესები/პროცედურები განახორციელა ------- სახელმწიფო საწარმო - -------სთან 23.07.2021 წ. დადებული №09/77/2-07/2021 შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში. ასევე, ------- (მმართველი დირექტორი/მესაკუთრე -------) ადასტურებს, რომ ------- ფიზიკურად ესწრებოდა 3 მიწოდებისა და გადამოწმების პროცესს. მისი დასწრება იყო აუცილებელი, ვინაიდან -------- ყველა მონაწილე მხარისთვის სანდო პიროვნებაა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ------- მიერ მიმდინარე დავის ფარგლებში 2023 წლის 30 ნოემბრის თარიღით წარმოდგენილი (მატერიალური სახით) დოკუმენტაცია შესწავლილია აუდიტის დეპარტამენტის მიერ და შინაარსობრივად წარმოადგენს აქამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალოგს. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტები (------- ჯანდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო საწარმო, ------- სახელმწიფო შესყიდვები) წერილი და -------ის წერილი (მმართველი დირექტორი/მესაკუთრე ------- ხელმოწერით) უშუალოდ აღწერს და ადასტურებს ------- მომსახურების გაწევის ფაქტს -------.

ცალსახად დგინდება, რომ ------- მიერ მომსახურება გაწეული იქნა ------- საქართველოს ფარგლებს გარეთ - -------. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ზემოაღნიშნული მიღებული შემოსავალი წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, მომსახურების გამწევი პირი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, ხოლო მომსახურების მიმღები იურიდიულ პირს, შესაბამისად, მომსახურების მიმღები იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოში გააჩნია წარმომადგენლობა, ვალდებული იყო გადახდის წყაროსთან დაეკავებინა საშემოსავლო გადასახადი და მომსახურების გამწევს, ------- მიეღო უკვე საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი მომსახურების თანხა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ------- მიერ ------- ჩარიცხული თანხების დანიშნულებაში მითითებულია პირადი გადარიცხვა და არა მომსახურების ანაზღაურება.

უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულად იქნა აღნიშნული ოპერაციები შესწავლილი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციიდან მიღებული თანხები არ იქნა დაბეგრილი დღგ-ით, ვინაიდან აღნიშნული მომსახურების ფაქტობრივად გაწევის ადგილი არ წარმოადგენს საქართველოს და იგი გაწეულია საქართველოს ფარგლებს გარეთ.

დღეის მდგომარეობით მოპოვებული და წარმოდგენილია დამატებითი მტკიცებულება. კერძოდ, სს „ბაზის ბანკიდან“ გამოთხოვილი იქნა „-------” დირექტორის ------- მიერ გაცემული მინდობილობა, რომლის ტექსტშიც ვკითხულობთ: „მე, -------, როგორც „-------“ დირექტორი, ვენდობი და უფლებამოსილებას ვანიჭებ ------- (-------) ------- რეგიონალურ დირექტორს (დაბ. 10/01/1984 წელი, საქართველოს მოქალაქეს, პ/ნ -------) მასზედ, რომ მან როგორც პირველმა ხელმომწერმა აწარმოოს ნებისმიერი ტიპის ოპერაციები...“ მინდობილობის მიხედვით უდავოდ დგინდება, რომ -------, როგორც „-------“ დირექტორი ენდობა და უფლებამოსილებას ანიჭებს კომპანიის რეგიონალურ დირექტორს (წარმომადგენელს) ------- მასზედ, რომ მან აწარმოოს ნებისმიერი ტიპის ოპერაციები „-------“ კუთვნილი ანგარიშებიდან სს „ბაზის ბანკში“ და ხელი მოაწეროს ამასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. მინდობილობა გაცემულია 2 წლის ვადით და ძალაშია 2021 წლის 31 დეკემბრამდე. განცხადებას/მინდობილობას თან ერთვის ------- ფაქსიმილე, ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული.

2025 წლის 4 აპრილს სს „ბაზის ბანკში“ გაგზავნილი იქნა განცხადება აღნიშნული მინდობილობის ნამდვილობის დადასტურებასთან დაკავშირებით. 2025 წლის 7 აპრილს სს „ბაზის ბანკიდან“ წარმოდგენილი იქნა №7.04/07 წერილი, რომელშიც მითითებული: წინამდებარე დოკუმენტით სს „ბაზის ბანკი“ მოგმართავთ თქვენი 2025 წლის 4 აპრილის განცხადების პასუხად და გიდასტურებთ, რომ თქვენს განცხადებაზე თანდართული ააიპ „-------“ (ს/ნ -------) მიერ ------- (პ/ნ -------) გაცემული მინდობილობა წარმოდგენილი იყო ბანკში. აღნიშნული მინდობილობით ააიპ „-------“ დირექტორი ------- და ------- ადასტურებენ, რომ ------- სწორედ მათ მიერ იქნა დანიშნული ააიპ „-------“ წარმომადგენლად/მინდობილ პირად. აღნიშნული დოკუმენტაცია/ინფორმაცია კიდევ ერთხელ სრულყოფილად და ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ------- ოპერაციების განხორციელების პერიოდში იყო ააიპ „-------“ წარმომადგენელი/მინდობილი პირი რეგიონში, ------- ტერიტორიაზე, ასრულებდა ოპერაციებს მისი სახელით, მომსახურებას უწევდა მხოლოდ მას. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციებიდან მიღებული თანხები წარმოადგენს მხოლოდ ააიპ „-------“ გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებს, რომლის დაბეგვრა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე უნდა მომხდარიყო გადახდის წყაროსთან იურიდიული პირის მიერ (ააიპ „-------).

სრულყოფილად იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რის მიხედვითაც სრულყოფილად და ცალსახად დგინდება, რომ ------- მიერ მომსახურება გაწეული იქნა იურიდიული პირისთვის, რომელსაც თავად უნდა დაეკავებინა კუთვნილი გადასახადი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 25 მარტის №96 დასკვნაში დაფიქსირებული გარემოებები არ შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არის შესრულებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 ივლისის №22393/2/2024 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სრულყოფილად შეასრულოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 ივლისის №22393/2/2024 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნა, გაითვალისწინოს წარდგენილ დოკუმენტაციაში (მათ შორის დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციაში) არსებული ინფორმაცია, შეამციროს შემოწმების აქტით ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები და გამოსცეს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და დარიცხვის ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ 1.05.2021 წელს „-------“ (რეგისტრირებული ოფისებით -------) საქართველოში რეგისტრირებული „საბჭო“-ს, წარმოდგენილი მისი თავმჯდომარის ------- (------- მოქალაქე) და ------- (------- მოქალაქე, „არბიტრი“) შორის გაფორმდა რეფერალური მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საბჭომ არბიტრს მიანიჭა უფლებამოსილება შეისყიდოს, მოიძიოს და უშუალო კონტაქტი დაამყაროს პოტენციურ კლიენტებთან, რომლებსაც აქვთ სამედიცინო საქონლის გაყიდვის სურვილი, ხოლო არბიტრმა უნდა წარუდგინოს კლიენტ(ებ)ი საბჭოს, რომელიც აკმაყოფილებენ საბჭოს მოთხოვნებს თანამშრომლობის თვალსაზრისით. 5.05.2021 წელს გაფორმდა 1.05.2021 წლის რეფერალური სერვისების ხელშეკრულების დანართი „დამატება №1“, რომლის მიხედვით, არბიტრმა შეარჩია ------- კანონმდებლობით დაფუძნებული კომპანია შპს „-------.“ და წარუდგინა საბჭოს. აღნიშნულით მხარეები თანხმდებიან, რომ არბიტრის რეფერალური საფასური შეადგენს 4 000 000 ------- და რეფერალური საფასურის გადახდა მოხდება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების მიხედვით. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით, არბიტრის რეფერალური საფასურიდან 2 000 000 ------- წარმოადგენს ------- საკომისიოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ------- სს თიბისი ბანკის და სს საქართველო ბანკის საბანკო ანგარიშების ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ 2021-2022 წლებში საბანკო გადარიცხვის გზით ------- ------- (არბიტრი) მიღებული აქვს შემოსავალი 7 847 000 ლარი. 2021-2022 წლებში ფ/პ ------- ერთობლივი შემოსავალია 7 847 000 ლარი, ხოლო ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი შეადგენს ნულს.

საბჭოს 19.06.2024 წლის №22393/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მომჩივნის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრის საკითხის შესწავლისას, მომჩივნის მიერ მითითებული მომსახურების ------- გაწევის და საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად ჩათვლის საკითხები, საგადასახადო ორგანოს მიერ დამატებით უნდა იქნას შეფასებული საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებების განხილვის და გამოკვლევის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხის ყოველმხრივ, სრულყოფილად შესწავლა, მათ შორის მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხი შეისწავლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

აუდიტის დეპარტამენტის 25.03.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელახლა შესწავლილ იქნა საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც არბიტრის რეფერალური საფასურიდან 2 000 000 ------- წარმოადგენს ------- საკომისიოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ------- სს „თიბისი ბანკის“ და სს „საქართველოს ბანკის“ საბანკო ანგარიშების ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ 2021-2022 წლებში საბანკო გადარიცხვის გზით ------- ------- (არბიტრი) მიღებული აქვს შემოსავალი 7 847 000 ლარი. საგადასახადო კოდექსის 79- ე, მე-80, მე-100, 102-ე, 104-ე და 105-ე მუხლებისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით, 2021-2022 წლებში აღნიშნული თანხა წარმოადგენს ფ/პ ------- მიერ საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალს. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარმოდგენილი (ელექტრონული) მასალები ძირითადად მოიცავს: სხვადასხვა პერიოდში დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტით განხორციელებულ მიმოწერებს ------- კომპანიას (-------), -------, ------- და ასევე ------- შორის; სასტუმროს ჯავშნებისა და თანხების გადახდების, ასევე ავიაბილეთების შესახებ ინფორმაციას; ------- კომპანიასა (-------) და ------- შორის ინვოისებს; ------- და ------- (-------) შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს და მიღება-ჩაბარების აქტებს. აღნიშნულიდან, შემოწმებისთვის საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებულ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არის წარმოდგენილი: ------- ელექტრონული ფოსტით განხორციელებული მიმოწერები; ------- კომპანიასა (-------) და ------- შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და ინვოისები; ------- და ------- (-------) შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, მიღებაჩაბარების აქტები და საქმის სხვა მასალები. აღნიშნული დოკუმენტაცია შესწავლილია და შინაარსობრივად წარმოდგენს შემოწმების პროცესში ხელთ არსებული დოკუმენტაციის ანალოგს.

აუდიტის დეპარტამენტის 23.04.2025 წლის №32326-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელახლა შესწავლილ იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და საჩივართან (27.02.2024 წლის №22393/2/2024) ერთად წარმოდგენილი (ელექტრონული) მასალები, რომლებიც ძირითადად მოიცავს: სხვადასხვა პერიოდში დაფიქსირებულ ელექტრონული ფოსტით განხორცილებულ მიმოწერებს ------- კომპანიას (-------), -------, ------- და ასევე ------- შორის; სასტუმროს ჯავშნებისა და თანხების გადახდების, ასევე ავიაბილეთების შესახებ ინფორმაციას; ------- (-------) და ------- შორის ინვოისებს; ------- და ------- კომპანიას (-------) შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს და მიღება-ჩაბარების აქტებს. აღნიშნულიდან, შემოწმების პროცესში საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ შემოწმებისთვის მოწოდებულ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არის წარმოდგენილი: ------- ელექტრონული ფოსტით განხორციელებულ მიმოწერები; ------- კომპანიასა (-------) და ------- შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და ინვოისები; ------- და ------- კომპანიას (-------) შორის გაფორმებულ ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და საქმის სხვა მასალები. აღნიშნული დოკუმენტაცია შესწავლილია და დავების ეტაპზე წარმოდგენილი ძირითადი დოკუმენტაცია შინაარსობრივად წარმოადგენს შემოწმების პროცესში ხელთ არსებულ დოკუმენტაციის ანალოგს. საჩივართან ერთდ წარმოდგენილია სასტუმროს ინვოისები, 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბერი, დეკემბერი და 2022 წლის თებერვლის პერიოდებზე, რომ ------- იმყოფებოდა -------. ასევე, წარმოდგენილია --------სა და ------- საწარმოს წერილები, რომ ------- 2021 წლის 23 ივლისს ხელშეკრულების ფარგლებში ესწრებოდა მიწოდებისა და გადამოწმების პროცესებს და ახორციელებდა ვერიფიკაციის/ვალიდაციის (და სხვადასხვა) პროცედურებს. ასევე ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ------- მომსახურების მიწოდება განახორციელა -------. 2021 წლის 1 მაისს ------- (საბჭო) და ------- (არბიტრი) შორის გაფორმდა რეფერალური მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საბჭომ არბიტრს მიანიჭა უფლებამოსილება შეისყიდოს, მოიძიოს და უშუალო კონტაქტი დაამყაროს პოტენციურ კლიენტებთან, რომლებსაც აქვთ სამედიცინო საქონლის გაყიდვის სურვილი, ხოლო არბიტრმა უნდა წარუდგინოს კლიენტ(ებ)ი საბჭოს, რომელიც აკმაყოფილებს საბჭოს მოთხოვნებს თანამშრომლობის თვალსაზრისით. 2021 წლის 5 მაისს გაფორმდა 2021 წლის 1 მაისის რეფერალური სერვისების ხელშეკრულების დამატება №1, რომლის მიხედვით, არბიტრმა - ------- შეარჩია ------- კანონმდებლობით დაფუძნებული კომპანია შპს „-------“ და წარუდგინა საბჭოს. საბჭოს, არბიტრს და ------- კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა -------ის მიერ 4 000 000 ------- ანაზღაურება, არ ფიქსირდება ინფორმაცია ტენდერში გამარჯვების და ------- და ------- შორის საქონლის შესყიდვის ხელშეკრულების (2021 წლის 23 ივლისი) გაფორმების შემდეგ, საქონლის მიწოდებისა და გადამოწმების პროცესების ან/და ვერიფიკაციის და სხვა პროცედურების ჩატარების შესახებ. ხელშეკრულებით განსაზღვრულია გასაწევი მომსახურება და არბიტრის ვალდებულებები, რაც მოიცავს მხოლოდ: საბჭოსთვის კლიენტის წარდგენას, რომელიც ეწევა სამედიცინო საქონლის წარმოებასა და რეალიზაციას (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ COVID 19-ის PCR ტესტირებით) და რომელსაც შეუძლია შეთანხმებული ხარისხის სამედიცინო საქონლის საჭირო რაოდენობის წარმოება; საბჭოს და კლიენტს შორის მოლაპარაკებებში და საბროკერო ხელშეკრულების გაფორმებაში დახმარებას; ტენდერებში და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებში კლიენტის მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მომზადებაში დახმარებას. გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის თანახმად, ------- მიერ ------- მიღებული 4 000 000 ------- 2 000 000 ------- წარმოადგენდა ------- საკომისიოს. ამასთან, გამოძიებით დადგენილია, რომ ------- მიერ „-------“-სთან მიმოწერები ------- გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით, ძირითადად განხორციელებული საქართველოში ყოფნის პერიოდში. 2025 წლის 11 აპრილის საჩივართან ერთად დამატებით წარმოდგენილია ------- მიერ ------- გაცემული მინდობილობა, რომელიც მას როგორც რეგიონალურ დირექტორს ანიჭებს უფლებამოსილებას აწარმოოს ნებისმიერი ტიპის ოპერაციები ------- კუთვნილი ანგარიშებიდან სს ბაზის ბანკში და ხელი მოაწეროს ამასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. აღნიშნული მინდობილობა არ წარმოადგენს ------- მიერ ------- მომსახურების გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ საქმეზე წარმოდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 25.03.2025 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 19.06.2024 წლის №22393/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 19.06.2024 წლის №22393/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭოს 19.06.2024 წლის №22393/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელახლა შესწავლილ იქნა საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც არბიტრის რეფერალური საფასური წარმოადგენს მომჩივანის საკომისიოს (საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალს).

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარმოდგენილი (ელექტრონული) მასალები ძირითადად მოიცავს: სხვადასხვა პერიოდში დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტით განხორციელებულ მიმოწერებს; სასტუმროს ჯავშნებისა და თანხების გადახდების, ასევე ავიაბილეთების შესახებ ინფორმაციას; ინვოისებს; გაფორმებულ ხელშეკრულებებს და მიღება-ჩაბარების აქტებს. აღნიშნულიდან, შემოწმებისთვის საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებულ სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესწავლილია და შინაარსობრივად წარმოდგენს შემოწმების პროცესში ხელთ არსებული დოკუმენტაციის ანალოგს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 25.03.2025 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 19.06.2024 წლის №22393/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 80; 102; 105