საქონლის საბაჟო ღირებულების კონტროლის პროცედურული სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის
ბრძანება N 21497
28/07/2020
საქონლის საბაჟო ღირებულების კონტროლის პროცედურული სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სარამრთლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.დამტკიცდეს „საქონლის საბაჟო ღირებულების კონტროლის პროცედურული სახელმძღვანელო“ თანდართული რედაქციით.
2.ამ ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელო ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
3.საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტმა და საბაჟო დეპარტამენტმა უზრუნველყონ საბაჟო ღირებულების კონტროლის განმახორციელებელი მებაჟე ოფიცრების გადამზადება 2021 წლის 1 იანვრამდე.
4.საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრმა და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტმა უზრუნველყონ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში, სახელმძღვანელოთი დადგენილი შეტყობინებების ფორმების ასახვა 2021 წლის 1 იანვრამდე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი
ლევან კაკავა
შემოსავლების სამსახური
-----------------------------------------------------------------
საქონლის საბაჟო ღირებულების კონტროლის პროცედურული სახელმძღვანელო
სახელმძღვანელო შემუშავებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის და საბაჟო დეპარტამენტის მიერ მსოფლიო ბანკის ჯგუფის/საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის დახმარებით
2020 წელი
ეს სახელმძღვანელო განსაზღვრავს საბაჟო ღირებულების კონტროლის განხორციელების ფორმებს.
სახელმძღვანელო ძირითადად განკუთვნილია საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებების და გაფორმების ეკონომიკური ზონის საქონლის გაფორმების სამმართველოებს მებაჟე ოფიცრებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო დეკლარაციებში მითითებული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორის შემოწმებას და კონტროლს.
სახელმძღვანელო უზრუნველყოფს საბაჟო ღირებულების კონტროლის ეფექტურ, გამჭვირვალე და თანმიმდევრულ განხორციელებას.
სახელმძღვანელოში აღწერილი პროცედურები შემუშავებულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ” 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ” შეთანხმების და საქართველოს საბაჟო კოდექსის 37 – 44 მუხლების განსაზღვრული საბაჟო ღირებულების საფუძველზე
შინაარსი
თავი 1: შესავალი
1.1 სახელმძღვანელოს წყობა
1.2 საბაჟო ღირებულების ზოგადი მიმოხილვა
1.3 ტერმინთა განმარტებები
1.3 ტერმინთა განმარტებები
1.5 საქონლის საბაჟო ღირებულების კონტროლისას განსახორციელებული პროცესის ძირითადი ეტაპებია
თავი 2: დეკლარაციის შემოწმება
2.1 დეკლარაციის შემოწმება საბაჟო ღირებულების კონტროლის მიზნებისთვის
თავი 3: გარიგების ფასის კონტროლი
3.1 გარიგების ფასის შემოწმება, იდენტური ან მსგავსი საქონლის ფასის შედარებით
3.2 გარიგების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება
3.3 ინფორმაციის შეფასება
3.4 შეტყობინება გარიგების ფასის უარყოფის შესახებ
თავი 4: შეფასების სხვა მეთოდების გამოყენება
4.1 ზოგადი აღწერა
4.2 შეფასების მე-2 და მე-3 მეთოდის გამოყენებ
4.3 შეფასების მე-4 მეთოდის გამოყენება
4.4 შეფასების მე -5 მეთოდის გამოყენება
4.5 შეფასების მე-6 მეთოდის გამოყენება
თავი 5: ზოგადი პროცესები
5.1 გარანტიით გაშვება
5.2 დეკლარაციის შემოწმების აქტის შედგენა და საბაჟო ფორმალობების დასრულება
ფორმები დანართები და ინსტრუქციები
ფორმა 01_შეტყობინება დეკლარაციის შემოწმების დაწყების შესახებ
ფორმა 02_დეკლარირებული მონაცემების შესაძლო უარყოფისა და დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე
დანართი 01_საბაჟო ღირებულების განსაზღვრის კითხვარი
დანართი 02_დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მოთხოვნა
ფორმა 02.1_დეკლარირებული ღირებულების უარყოფის შესახებ
დანართი 03_იდენტური და მსგავსი საქონლის გარიგების ფასის კითხვარი.
დანართი 04_ერთეულის ფასის მეთოდის კითხვარი
დანართი 05_შედგენილი ღირებულების კითხვარი
შედგენილი ღირებულების კითხვარი
ფორმა 03_დეკლარაციის შემოწმების აქტი
ინსტრუქცია 01_ფასდაკლების შესწავლა
ინსტრუქცია 02_დამატებითი დოკუმენტები
ინსტრუქცია 03_შეფასების წესების გამოყენება კონკრეტულ შემთხვევებში
თავი 1: შესავალი
1.1 სახელმძღვანელოს წყობა
1. ეს სახელმძღვანელო შედგენილია საბაჟო ღირებულების კონტროლის განხორციელებისთვის იმ მიმდევრობით, რომლითაც ისინი უნდა შესრულდეს მებაჟე ოფიცრების მიერ:
თავი 2 – დეკლარაციის შემოწმება
თავი 3 – გარიგების ფასის კონტროლი
თავი 4 - შეფასების სხვა მეთოდების გამოყენება
თავი 5- ზოგადი პროცედურები
2. დანართი - ამ სახელმძღვანელოს დანართი შეიცავს სტანდარტულ ფორმებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნეს მებაჟე ოფიცრის მიერ დეკლარანტთან კომუნიკაციაში.
დანართში ასევე მოცემულია ინსტრუქციები, რომლებიც მებაჟე ოფიცერს დაეხმარება შეფასებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების გადაწყვეტაში.
3. სახელმძღვანელოს ძირითადი თავები დაყოფილია ქვეთავებად, რომლებიც განსაზღვრავს მებაჟე ოფიცრის მიერ საბაჟო ღირებულების კონტროლისას განსახორციელებელ ღონისძიებებს. თითოეული ასეთი ღონისძიებისთვის განსაზღვრულია:
მიზანი– პროცესის მიზანი ან ამოცანა;
პროცესის დიაგრამა – პროცესის ამსახველი ნახაზი;
პასუხისმგებელი პირ(ებ)ი – ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო პირები;
გამომწვევი მიზეზი – მოვლენა, რომელიც განაპირობებს პროცესის დაწყებას;
დამუშავების ეტაპები – მოქმედებები, რომლებიც მებაჟე ოფიცერმა უნდა განახორციელოს ღონისძიებების თანმიმდევრობით განსახორციელებლად;
დამატებითი მოთხოვნები – განსახორციელებელ ღონისძიებასთან დაკავშირებული დამატებითი გარემოებები;
შესაბამისი ფორმები და ინსტრუქციები – შესაბამისი ფორმების და ინსტრუქციების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მებაჟე ოფიცრის მიერ საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად (ეს ფორმები და ინსტრუქციები წარმოდგენილია დანართში).
1.2 საბაჟო ღირებულების ზოგადი მიმოხილვა
1. საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ძირითადი საფუძველია “გარიგების ფასი“ (პირველი მეთოდი), რომელიც წარმოადგენს შემოტანილ საქონელზე (საექსპორტოდ გაყიდვისას) რეალურად გადახდილ ან გადასახდელ ფასს და რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ კორექტირებას.
2. როცა საბაჟო ღირებულების განსაზღვრა შეუძლებელია გარიგების ფასით, თანმიმდევრობით გამოიყენება შეფასების შემდეგი ხუთი მეთოდი, ამასთან ყოველი შემდგომი მეთოდის გამოყენება ხორციელდება წინა მეთოდის დასაბუთებული უარყოფის საფუძველზე, ესენია:
ა) იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდი (მეორე მეთოდი);
ბ) მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდი (მესამე მეთოდი);
გ) საქონლის ერთეულის ფასის მეთოდი (მეოთხე მეთოდი);
დ) შედგენილი ღირებულების მეთოდი (მეხუთე მეთოდი);
ე) სარეზერვო მეთოდი (მეექვსე მეთოდი).
3. საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი. საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარირებული ღირებულების სისწორეს და თუ არ ეთანხმება, მას თვითონ განსაზღვრავს.
1.3 ტერმინთა განმარტებები
ამ სახელმძღვანელოს მიზნებისთვის გამოყენებული ტერმინები და აბრევიატურები
1.4 პირობითი აღნიშვნები
პროცედურულ სახელმძღვანელოში მოცემული სქემების შედგენის მიზნით გამოყენებულ აღნიშვნებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.5 საქონლის საბაჟო ღირებულების კონტროლისას განსახორციელებული პროცესის ძირითადი ეტაპებია:
თავი 2: დეკლარაციის შემოწმება
2.1 დეკლარაციის შემოწმება საბაჟო ღირებულების კონტროლის მიზნებისთვის
მიზანი
დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის შემოწმება წარმოდგენილ თანმხლებ დოკუმენტებთან და შეუსაბამობის იდენტიფიცირება.
პროცესის დიაგრამა
ნახაზი 01
პასუხისმგებელი პირ(ებ)ი
მებაჟე ოფიცერი
გამომწვევი მიზეზი
საბაჟო ღირებულების კონტროლის კრიტერიუმით დეკლარაცია შერჩეულია რისკის პროფილის მიერ წითელ ან ყვითელ დერეფანში და განესაზღვრა კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი მებაჟე ოფიცერი.
დამუშავების ეტაპები
მებაჟე ოფიცერმა უნდა:
1. გაუგზავნოს დეკლარანტს შეტყობინება „დეკლარაციის შემოწმების დაწყების შესახებ“ (ფორმა_01);
2. შეამოწმოს დეკლარაციაში მითითებული მონაცემები, შეესაბამება თუ არა კომერციულ დოკუმენტებში და თანხლებ საბუთებში წარმოდგენილ ინფორმაციას, მაგ:
ა. მომწოდებლის/გამყიდველის სახელი და მისამართი;
ბ. მიმღების/მყიდველის სახელი და მისამართი;
გ. მიწოდების პირობები;
დ. ინვოისში მითითებული ფასი;
ე. ინვოისში მითითებული ვალუტა;
ვ. საქონლის რაოდენობა;
ზ. საქონლის აღწერილობა.
3. შეამოწმოს მითითებულია თუ არა კომერციულ დოკუმენტებში, მყიდველის მიერ გამყიდველისთვის გადახდილი ან გადასახდელი ქვემოთ მოცემული შემდეგი ხარჯები:
ა. საკომისიო ან საბროკერო მომსახურების ხარჯები;
ბ. საქონლის შეფუთვის ღირებულება;
გ. კონტეინერის ღირებულება
თუ კომერციულ დოკუმენტში მითითებულია, რომ მყიდველმა გადაიხადა ან გადაიხდის აღნიშნულ ხარჯებს, მებაჟე ოფიცერმა უნდა შეამოწმოს შეტანილია თუ არა ასეთი თანხები საქონლის დეკლარირებულ ფასში.
4. შეამოწმოს არის თუ არა შემდეგი ელემენტები ზუსტად და სრულად შეტანილი საბაჟო დეკლარაციაში:
ა. ტრანსპორტირების ხარჯები, გაწეული საქართველოს საბაჟო საზღვრამდე;
ბ. დაზღვევა; გ. ჩატვირთვის და გადმოტვირთვის (მათ შორის საწყობში შენახვის) ხარჯები საქართველოს საბაჟო საზღვრამდე.
5. მოინიშნოს დეკლარაციის შემოწმებისას გამოვლენილი შეუსაბამობები შემდგომი ცვლილების განხორციელების მიზნით:
ა. აღნიშნული შეუსაბამობები დამატებით შესწავლილი იქნება მებაჟე ოფიცრის მიერ გარიგების ფასის კონტროლის პროცესში (იხ. თავი 3), დეკლარანტისთვის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის კითხვარზე პასუხის და დამატებით ინფორმაციის/დოკუმენტის მოპოვებით;
ბ. საჭიროების შემთხვევაში მოხდება - საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების დანართი №8-ის მე-14 მუხლის შესაბამისად, დეკლარაციაში ცვლილება.
დამატებითი მოთხოვნები
ზოგადი მითითებები
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის თანახმად დეკლარანტს მოეთხოვება საქონლის ნასყიდობის, სატრანსპორტო და გაფორმებისთვის საჭირო სხვა თანმხლები დოკუმენტების წარდგენა.
2. დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც მებაჟე ოფიცერმა შეიძლება მოითხოვოს (დანართი_02) დეკლარირებული საბაჟო ღირებულების ასევე ღირებულების სხვა ელემენტების შესამოწმებლად, რომელიც აღწერილია ინსტრუქციაში_02 „დამატებითი დოკუმენტები“.
ნასყიდობის დოკუმენტი (ეტაპი 1)
3. როცა საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის თანხა მოცემულია უცხოური ვალუტაში (მაგ. ევროთი ან დოლარით), განხორციელდება მისი კონვერტაცია ლარში სსკ-ს მე-8 მუხლის შესაბამისად.
ტრანსპორტირების ხარჯები (ეტაპი 2)
4. თუ გაყიდვის პირობებია Ex Works (ქარხნიდან), F.O.B. (ფრანკო-ბორტი), ან მიწოდების სხვა “F” პირობა, მყიდველი პასუხისმგებელია საერთაშორისო ტრანსპორტირების უზრუნველყოფაზე. ასეთ შემთხვევებში, სატრანსპორტო დოკუმენტი (მაგ.. საზღვაო ან საჰაერო ზედდებული) შეიძლება მიუთითებდეს ტრანსპორტირების და სხვა დაკავშირებულ ხარჯებს. თუ ინფორმაცია არ არის აღნიშნული ამ დოკუმენტებში, ან თუ მებაჟე ოფიცერს ეჭვი აქვს წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორესთან დაკავშირებით, მან შეიძლება დეკლარანტს მოსთხოვოს ტრანსპორტირების (ფრახტის) ფაქტიური ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საეჭვო გარემოებები, რომელიც უნდა განიხილოს მებაჟე ოფიცერმა (ეტაპი 3)
5. საბაჟო დეკლარაციის თანმხლებ დოკუმენტებში არსებული საეჭვო გარემოებები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს –
ა. საეჭვო ნასყიდობის დოკუმენტი (მაგ., წაშლილი, გახეხილი, კორექტორით ჩასწორებული ტექსტი, განსხვავებული შრიფტი; ხელნაწერი ინვოისი; ხელით ჩაწერილი ფასები);
ბ. არასრული ნასყიდობის დოკუმენტი (მაგ., გამოტოვებული მისამართი, საქონლის ბუნდოვანი ან არასრული აღწერა);
გ. პროფორმა ან გარანტიით ნასყიდობის დოკუმენტი (მაგ., საბოლოო ინვოისი არ არის წარმოდგენილი)
დ. შეუსაბამობა ნასყიდობის დოკუმენტის, სატრანსპორტო დოკუმენტის და დეკლარაციაში ასახულ ინფორმაციას შორის (მაგ. შეუსაბამობა საქონლის, წონის, ფასის, მხარეების აღწერაში);
ე. ნასყიდობის დოკუმენტზე აღნიშვნა “საბაჟო მიზნებისთვის” ან სხვა მინიშნება, რომელიც მიუთითებს, რომ იმპორტირებული საქონელი არ წარმოადგენს გაყიდვის ოპერაციის საგანს (მაგ. მითითება, რომ საქონელი იმპორტირებულ იქნა კონსიგნაციით, უფასოდ, სესხად, ერთი და იმავე კომპანიის ორ ფილიალს შორის გადარიცხვის შედეგად და ა.შ.).
ვ. ნასყიდობის დოკუმენტი, რომელზეც გაკეთებულია აღნიშვნა „პირველი გადახდა ან ნაწილობრივი გადახდა მხოლოდ“; „მხოლოდ დეპოზიტი, კონტრაქტის პირობების შესაბამისად“, „საბოლოო გადახდა“ და/ან სხვა მსგავსი მინიშნება, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ მყიდველის მიერ ნაწილ-ნაწილ გადახდილი ფასი და ინვოისის ფასი შეიძლება შეადგენდეს მხოლოდ საქონლისთვის გადახდილი მთლიანი ღირებულების ნაწილს;
ზ. ნასყიდობის დოკუმენტში (მაგ. ინვოისში) მითითებული უჩვეულო ფასდაკლება. მოცემული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის. მებაჟე ოფიცერმა უნდა ჩაინიშნოს აღნიშნული და სხვა დარღვევები შემდგომი შემოწმების მიზნით.
თავი 3: გარიგების ფასის კონტროლი
3.1 გარიგების ფასის შემოწმება, იდენტური ან მსგავსი საქონლის ფასის შედარებით
მიზანი
უნდა განისაზღვროს არის თუ არა იმპორტირებული საქონლის დეკლარირებული საბაჟო ღირებულება მწარმოებელი ქვეყნის იდენტური ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულების შესაბამისი. ამ შემთხვევაში, ობიექტური და დასაბუთებული მონაცემების მიღების მიზნით, დეკლარირებული ღირებულების შედარება მოხდება საბაჟო ღირებულების მონაცემთა ბაზასთან.
პროცესის დიაგრამა
ნახაზი 02
პასუხისმგებელი პირ(ებ)ი
მებაჟე ოფიცერი
გამომწვევი მიზეზი
მებაჟე ოფიცერმა შეამოწმა დეკლარანტის მიერ წარდგენილი დეკლარაცია და კომერციული დოკუმენტები.
დამუშავების ეტაპები
მებაჟე ოფიცერმა უნდა:
1. შეამოწმოს სეს ესნ-ის მიხედვით დეკლარირებული საქონლის კლასიფიკაცია:
ა. თუ დეკლარაციაში, ნასყიდობის დოკუმენტში და სატრანსპორტო დოკუმენტში მოცემული საქონლის აღწერითი ნაწილი წინააღმდეგობრივია ან ვერ ხორციელდება სეს ესნ-ის მიხედვით საქონლის კლასიფიკაციის შემოწმება მებაჟე ოფიცერმა უნდა გამოიყენოს პროცესი დამატებითი „დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მოთხოვნა“
ბ. საჭიროების შემთხვევაში, მებაჟე ოფიცერმა დეკლარანტს შეიძლება მოსთხოვოს საქონლის ნიმუში ან განახორციელოს საქონლის ფიზიკური დათვალიერება.
გ. თუ სეს ესნ-ის მიხედვით დეკლარირებული საქონლის კლასიფიკაცია არასწორია მებაჟე ოფიცერმა უნდა განახორციელოს დეკლარაციაში შესაბამისი ცვლილებები, საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად
(იხ. ქვეთავი 2.1 „დამუშავების ეტაპი“ 6.ბ).
2. გამოთვალოს საქონლის ერთეულის მაგალითად FOB ღირებულება.
ა. თუ დეკლარირებული გაყიდვის პირობაა FOB, მაშინ -
ერთეულის FOB ფასი = საქონლის ფასი ÷ დეკლარირებული ერთეულების რაოდენობა
ბ. თუ დეკლარირებული გაყიდვის პირობა მოიცავს ტრანსპორტის რომელიმე ელემენტს, მაშინ ფრახტის დაზღვევა და ჩატვირთვის/გადმოტვირთვის ხარჯები ამოღებულ უნდა იქნეს ფასიდან.
მაგალითად, თუ გაყიდვა ხდება CIF გარანტიით, მაშინ FOB ერთეულის ფასი გამოითვლება შემდეგნაირად-
𝐹𝑂𝐵 ერთეულის ფასი = (საქონლის ფასი –ფრახტი, დაზღვევა, სხვა ხარჯები) ÷ დეკლარირებული ერთეულების რაოდენობა
3. საბაჟო ღირებულების მონაცემთა ბაზაში შეამოწმოს იდენტური და/ან მსგავსი საქონლის ერთეულის ფასი, რომელიც წარმოებულია იმავე ქვეყანაში:
ა. თუ მონაცემთა ბაზა არ იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას, იგი გადადის „გარიგების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვების“ 3.2 ქვეთავზე;
ბ. თუ მონაცემთა ბაზა იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას, იგი აგრძელებს კონტროლს „ინფორმაციის შეფასების“ 3.3 ქვეთავის შესაბამისად.
დამატებითი მოთხოვნები
1. შედარებისთვის პირველ რიგში გამოყენებულ უნდა იქნეს იდენტური საქონლის ფასი მისი ხელმისაწვდომობის შემთხვევაში. თუ იდენტური საქონლის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, მაშინ მსგავსი საქონლის ფასი უნდა იქნეს გამოყენებული მისი ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.
2. იდენტური საქონელია -
საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნისთვის საქონელი იდენტურ საქონლად მიიჩნევა, თუ ეს საქონელი და შესაფასებელი საქონელი, ფიზიკური მახასიათებლების, ხარისხის, რეპუტაციისა და წარმოშობის ქვეყნის მიხედვით, ერთნაირია. საქონელი იდენტურ საქონლად მიიჩნევა იმის მიუხედავად, რომ ამ საქონელსა და შესაფასებელ საქონელს შორის უმნიშვნელო გარეგნული განსხვავებებია, თუ სხვა მაჩვენებლებით იგი შეესაბამება ზემოაღნიშნულ განსაზღვრებას.
3. მსგავსი საქონელია -
საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნისთვის მსგავს საქონლად მიიჩნევა საქონელი, რომელიც არ არის ზუსტად შესაფასებელი საქონელი, ამასთანავე, მსგავს საქონელსა და შესაფასებელ საქონელს აქვს ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყანა, მსგავსი ფიზიკური მახასიათებლები და შემადგენელი მასალები, რომელთა საფუძველზედაც მსგავს საქონელს შეუძლია შეასრულოს იგივე ფუნქციები, რომლებსაც შესაფასებელი საქონელი ასრულებს, და იყოს კომერციული თვალსაზრისით ჩანაცვლებადი.
4. შესადარებლად გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იდენტური ან მსგავსი საქონლის დეკლარაციები, რომლებიც რეგისტრირებულია შესაფასებელი საქონლის დეკლარაციის მომზადებამდე.
3.2 გარიგების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება
მიზანი
საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს გარიგებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, რათა მებაჟე ოფიცერმა განსაზღვროს თუ რამდენად ზუსტი და სრულია დეკლარირებული ფასი და რამდენად მიზანშეწონილია გარიგების ფასის მეთოდის გამოყენება.
პროცესის დიაგრამა
ნახაზი 03პასუხისმგებელი პირ(ებ)ი
მებაჟე ოფიცერი
დეკლარანტი
გამომწვევი მიზეზი
მებაჟე ოფიცერმა შეამოწმა დეკლარანტის მიერ წარდგენილი დეკლარაცია, ინვოისი და სატრანსპორტო დოკუმენტი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში მონაცემთა ბაზაში შეადარა იდენტური ან მსგავსი საქონლის ფასები.
დამუშავების ეტაპები
მებაჟე ოფიცერმა უნდა:
1. მოითხოვოს - „დეკლარირებული მონაცემების შესაძლო უარყოფისა და დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე“ შეტყობინების (ფორმა_02) მეშვეობით , „საბაჟო ღირებულების განსაზღვრის კითხვარის“ (დანართი_01) და „დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მოთხოვნის“ (დანართი_02) შევსება და დამატებითი დოკუმენტებისა და ინფორმაციის მოწოდება;
2. მიუთითოს - შეტყობინება ფორმა_02-ში გარიგების ფასის უარყოფის თაობაზე გადაწყვეტილების დასაბუთება და დამატებით მოთხოვნილ დოკუმენტზე ან/და ინფორმაციაზე პასუხის წარმოდგენის ვადა.
3. პასუხის გასაცემად განკუთვნილი დრო არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი მოთხოვნის ჩაბარების თარიღიდან.
შენიშვნა: დეკლარანტმა შეიძლება მოითხოვოს დამატებითი დრო პასუხის გასაცემად. თუ:
ა. დამატებითი დროის მოთხოვნა იგზავნება საწყისი პერიოდის ამოწურვამდე, პასუხის გაცემის ვადა ხანგძლივდება არა უმეტეს 30 დღით.
ბ. დამატებითი დროის მოთხოვნა იგზავნება საწყისი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, მაგრამ საქონლის საბაჟო ღირებულებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (დეკლარაციის შემოწმების აქტის ჩაბარებამდე). პასუხის წარმოდგენის ვადა ხანგძლივდება არა უმეტეს 30 დღით.
4. როცა დეკლარანტი წარადგენს პასუხს ან როცა დრო ამოიწურება (იმისდა მიხედვით თუ რომელს აქვს ჯერ ადგილი) ხელმისაწვდომი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის საფუძველზე მებაჟე ოფიცერი იღებს გადაწყვეტილებას გარიგების ფასის მიღებასთან ან უარყოფასთან დაკავშირებით:
ა. თუ დეკლარანტი წარმოადგენს დამატებით დოკუმენტებს ან/და ინფორმაციას, მებაჟე ოფიცერი გაითვალისწინებს აღნიშნული დოკუმენტებს ან/და ინფორმაციას გადაწყვეტილებაში;
ბ. თუ დეკლარანტი არ წარმოადგენს ინფორმაციას განსაზღვრულ ვადაში, მებაჟე ოფიცერი მიიღებს გადაწყვეტილებას მის ხელთ არსებული ინფორმაციის და დოკუმენტის საფუძველზე, აგრეთვე იმსჯელებს საბაჟო კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო ორგანოსთვის ინფორმაციის წარუდგენლობასთან დაკავშირებით სანქციის გამოყენების თაობაზე.
გ. მებაჟე ოფიცერი, არსებული ან დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ინფორმაციის შეფასების 3.3 ქვეთავის შესაბამისად.
დამატებითი მოთხოვნები
1. გაფორმების პროცესის დაჩქარების მიზნით, არასაკმარისი ინფორმაციის ან დეკლარაციაში მცირე უზუსტობების აღმოჩენისას, მებაჟე ოფიცერს შეუძლია სიტყვიერად მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, გაფორმების ადგილზე ხელზე გადასცეს შეტყობინება - ნაცვლად ელექტრონული ფორმისა. სტანდარტულ შემთხვევაში მებაჟე ოფიცერი შეტყობინებას (ასევე დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მოთხოვნისას) აგზავნის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე ან ფოსტის მეშვეობით.
2. მიუხედავად იმისა ინფორმაცია ზეპირადაა მოთხოვნილი, ხელზეა გადაცემული თუ ელექტრონულადაა გაგზავნილი, დეკლარანტი ვალდებულია დათქმულ ვადაში წარადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი შეტყობინებას შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდის მეშვეობით ან შემოსავლების სამსახურის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში განცხადების რეგისტრირებით.
3. „დეკლარირებული მონაცემების შესაძლო უარყოფისა და დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე“ (ფორმა_02) შეტყობინების გაგზავნისას მას დანართის სახით დაერთვება:
ა) „საბაჟო ღირებულების განსაზღვრის კითხვარი“ (დანართი_01); და
ბ) „დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მოთხოვნა“ (დანართი_02),4. დამატებითი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მოთხოვნა არ უნდა მოხდეს თუ ასეთი ინფორმაცია ან/და დოკუმენტები უკვე წარდგენილია საბაჟო ორგანოში საბაჟო დეკლარაციასთან ერთად.
3.3 ინფორმაციის შეფასება
მიზანი
დეკლარირებული ღირებულების სიზუსტის და სისრულის შეფასება და გარიგების ფასის სისწორეს განსაზღვრა. აღნიშნული პროცესის ბოლოს მებაჟე ოფიცერი:
ა) მიიღებს დეკლარირებულ ღირებულებას (შესაძლოა გარკვეული კორექტირებებით), ან
ბ) გადაწყვეტს რომ გარიგების ფასის მეთოდი არ შეიძლება იქნეს გამოყენებული და საჭიროა ალტერნატიული მეთოდის გამოყენება.
პროცესის დიაგრამა
ნახაზი 04
პასუხისმგებელი პირ(ებ)ი
მებაჟე ოფიცერი
გამომწვევი მიზეზი
მებაჟე ოფიცერმა დეკლარირებული საქონლის ღირებულება შეადარა იდენტური ან მსგავსი საქონლის ღირებულებას საბაჟო ღირებულების მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ან/და დეკლარანტმა წარმოადგინა საბაჟო ღირებულების განსაზღვრის კითხვარი, აგრეთვე დამატებით დოკუმენტები ან/და ინფორმაცია (ან მოთხოვნილი დოკუმენტების და ინფორმაციის მისაწოდებლად განსაზღვრული ვადა ამოიწურა).
დამუშავების ეტაპები
მონაცემთა ბაზიდან მიღებული ინფორმაციის ან/და დეკლარანტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის და დოკუმენტების საფუძველზე, მებაჟე ოფიცერმა უნდა:
1. განსაზღვროს გაიყიდა თუ არა საქონელი საქართველოში საექსპორტოდ.
ა. თუ საქონლის იმპორტი განხორციელდა საექსპორტო გაყიდვის შედეგად, უნდა მოხდეს მომდევნო ეტაპზე გადასვლა.
ბ. თუ იმპორტირებული საქონელი არ ყოფილა საექსპორტოდ გაყიდული, გარიგების ფასის მეთოდი არ გამოდგება და შეფასების ალტერნატიული მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული.
2. განსაზღვროს ექვემდებარება თუ არა გაყიდვა ან ფასი პირობებს ან შეზღუდვებს, რაც ხელს უშლის გარიგების ფასის გამოყენებას მეთოდის წესებიდან გამომდინარე.
ა. თუ არსებობს პირობები ან შეზღუდვები, რომლებიც ხელს უშლის გარიგების ფასის მეთოდის გამოყენებას, გარიგების ფასის მეთოდი არ გამოდგება და შეფასების ალტერნატიული მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული.
ბ. თუ არ არსებობს რაიმე მინიშნება ხელმისაწვდომ დოკუმენტებში და ინფორმაციაში ასეთი პირობების ან შეზღუდვების შესახებ უნდა მოხდეს მომდევნო ეტაპზე გადასვლა.
3. განსაზღვროს ხომ არ არიან მყიდველი და გამყიდველი „ურთიერთდამოკიდებული“ პირები.
ა. თუ არ არსებობს რაიმე მინიშნება ხელმისაწვდომ დოკუმენტებში და ინფორმაციაში მყიდველსა და გამყიდველს შორის კავშირის არსებობის შესახებ, უნდა მოხდეს მომდევნო ეტაპზე გადასვლა.
ბ. თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებულნი არიან (საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტი ან/და ინფორმაცია უნდა გადაეცეს საბაჟო ღირებულების შემფასებელ ექსპერტს):
ბ.ა) დეკლარირებული გარიგების ფასის უარყოფის შემთხვევაში, დეკლარანტს უნდა ეცნობოს არგუმენტირებული მიზეზი და მას უნდა მიეცეს პასუხის გაცემის შესაძლებლობა;
ბ.ბ) დეკლარირებული გარიგების ფასის მიღების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მომდევნო ეტაპზე გადასვლა.
4. განსაზღვროს, მყიდველმა:
1) გადაიხადა თუ არა ან ხომ არ გადაიხდის როიალტის, სალიცენზიო მოსაკრებელს ან შესყიდვის საკომისიოს (თავისი აგენტისთვის გადახდილი საკომისიოს გარდა);
2) მიაწოდა თუ არა დამხმარე მასალები და მომსახურება უცხოელ მწარმოებელს, ან
3) გამყიდველს ხომ არ გადაუხადა ან ხომ არ გადაუხდის იმპორტირებული საქონლის გადაყიდვის, გასხვისების ან გამოყენებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილს. (საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია ან/და დოკუმენტი უნდა გადაეცეს საბაჟო ღირებულების შემფასებელ ექსპერტს.):
ა. თუ არ არსებობს რაიმე მინიშნება ხელმისაწვდომ დოკუმენტებში და ინფორმაციაში რომ მყიდველმა განახორციელა ან განახორციელებს ასეთ გადახდას უნდა მოხდეს მომდევნო ეტაპზე გადასვლა;
ბ. თუ მყიდველმა გადაიხადა ან გადაიხდის ასეთ თანხას, და/ან განახორციელა დამხმარე მასალების მიწოდება, და არ შეიტანა ისინი დეკლარირებულ ღირებულებაში:
ბ.ა ) თუ საკმარისი ინფორმაცია ხელმისაწვდომია იმ თანხის განსასაზღვრად რომელიც უნდა დაემატოს დეკლარირებულ ღირებულებას, დეკლარაცია შესაბამისად უნდა შესწორდეს;
ბ.ბ) თუ განსაზღვრული იქნება რომ საკმარისი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი იმისათვის რომ რაოდენობრივად ზუსტად შეფასდეს დეკლარირებული ღირებულების კორექტირება, შესაძლებელია უარყოფილ იქნეს გარიგების ფასის მეთოდი. ასეთ შემთხვევაში დეკლარანტს უნდა ეცნობოს ამის შესახებ და მისთვის მიწოდებულ იქნეს მიზეზები და მას უნდა მიეცეს პასუხის გაცემის შესაძლებლობა.
5. განსაზღვროს არის თუ არა საქონლის გარიგების ფასის (ან გარიგების ფასის რომელიმე ელემენტის) შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია ან/და დოკუმენტები არასაკმარისი ან არასაიმედო:
ა. გარიგების ფასის მეთოდის გამოყენება შესაძლოა უარყოფილ იქნეს თუ არ არის ხელმისაწვდომი საკმარისი ინფორმაცია, რომელიც საბაჟო ორგანოს საშუალებას მისცემს განსაზღვროს იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი;
ბ. თუ საბაჟო ორგანოსთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია საკმარისია გარიგების ფასის განსასაზღვრად და არ არსებობს მისი სანდოობის ეჭვს ქვეშ დაყენების მიზეზი, უნდა მოხდეს მომდევნო ეტაპზე გადასვლა.
6. განსაზღვროს საქონლის საბაჟო ღირებულება გარიგების ფასის მეთოდის საფუძველზე:
ა. დეკლარირებული ღირებულება შეიძლება აღებულ იქნეს, როგორც საქონლის გარიგების ფასი, თუ შეუსაბამობა არ იქნა გამოვლენილი შემოწმების პროცესში;
ბ. თუ გამოვლენილ იქნა შეუსაბამობები და ცვლილებების შეტანა არის საჭირო დეკლარაციაში, ცვლილებები უნდა განხორციელდეს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად (იხ. ქვეთავი 2.1, „დამუშავების ეტაპი“ 5.ბ).
7. თუ მებაჟე ოფიცერი აპირებს დეკლარირებული ღირებულების უარყოფას მნიშვნელოვანი განსხვავების გამო, დეკლარირებულ ფასსა და იდენტური ან მსგავსი საქონლის გარიგების ფასს შორის და წარმოდგენილი არ არის რაიმე განმარტება აღნიშნულ განსხვავებასთან დაკავშირებით, მებაჟე ოფიცერმა უნდა აცნობოს დეკლარანტს (იხ.თავი 3.4).
დამატებითი მოთხოვნები
საექსპორტო გაყიდვა (ეტაპი 1)
1. გარიგების ფასის მეთოდი გამოიყენება მხოლოდ საექსპორტოდ გაყიდული საქონელის იმპორტის შემთხვევაში. შეფასების რომელიმე სხვა მეთოდი გამოიყენება თუ -
ა. ტვირთი იმპორტირებულია საქართველოში კონსიგნაციით ან აუქციონისთვის;
ბ. საქონელი გამოგზავნილია უცხოელი ექსპორტიორის მიერ თავისი თანამშრომლისთვის საქართველოში;
გ. საქონელი გამოგზავნილია უცხოური კომპანიის მიერ თავისი ფილიალისთვის საქართველოში (რომელსაც არ აქვს დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი);
დ. საქონელი იმპორტირებულია სესხით ან საიჯარო ხელშეკრულებით;
ე.საქონელი მოწოდებულია უფასოდ (მაგ. საჩუქრად, ნიმუშებად ან სარეკლამოდ).
ვ. საქონელი შემოტანილია შუამავლის მეშვეობით, რომელიც არ არის საქონლის მყიდველი და შემოტანის შემდეგ ახდენს მის გაყიდვას უცხოელი მომწოდებლის (საქონლის მფლობელი) დავალებით.
გაყიდვის შეზღუდვები ან პირობები (ეტაპი 2)
2. გარიგების ფასის მეთოდის გამოყენების მოთხოვნების თანახმად, იგი არ გამოდგება თუ არსებობს გარკვეული შეზღუდვები ან პირობები იმპორტირებული საქონლის გაყიდვასთან ან ფასთან დაკავშირებით. ეს შეზღუდვები და პირობები შემდეგია:
ა. გაყიდვა ექვემდებარება შეზღუდვას მყიდველის მიერ საქონლის განკარგვასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გარდა შემდეგი შეზღუდვებისა, რომლებიც:
ა.ა) განსაზღვრულია კანონით ან საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ;
ა.ბ) ზღუდავს გეოგრაფიულ არეალს, რომლის ფარგლებშიც შეიძლება საქონლის გადაყიდვა;
ა.გ) არ ახდენს არსებით გავლენას საქონლის ღირებულებაზე.
ბ. პირობები ან შეზღუდვები გაყიდვასთან ან ფასთან დაკავშირებით, რის გამოც შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულება შეუძლებელია განისაზღვროს, მაგალითად:
ბ.ა) გამყიდველი ადგენს იმპორტირებული საქონლის ფასს იმ გარანტიით, რომ მყიდველი ასევე შეიძენს სხვა საქონელს კონკრეტული რაოდენობით;
ბ.ბ) იმპორტირებული საქონლის ფასი დამოკიდებულია ფასზე ან ფასებზე, რომლითაც მყიდველი ყიდის სხვა საქონელს გამყიდველზე;
ბ.გ) ფასი დადგენილია გადახდის ფორმის საფუძველზე, რომელიც უცხოა იმპორტირებული საქონლისთვის, მაგალითად, როცა იმპორტირებული საქონელი ნახევარფაბრიკატია, რომელიც მოწოდებულია გამყიდველის მიერ გარანტიით, რომ ის მიიღებს მზა საქონლის კონკრეტულ რაოდენობას.
3. საბაჟო ღირებულების განსაზღვრის კითხვარი მოითხოვს დეკლარანტის პასუხს გაყიდვის პირობების ან შეზღუდვებს თაობაზე. ასეთი შეზღუდვები ან პირობები შეიძლება ასევე ასახული იქნეს ინვოისში ან გაყიდვის ხელშეკრულებაში.
4. გარიგების პირობებთან ან შეზღუდვებთან ეჭვის არსებობის შემთხვევაში მებაჟე ოფიცერს შეუძლია კონსულტაციისთვის მიმართოს საბაჟო ღირებულების შემფასებელ ექსპერტს.
დაკავშირებული მხარეები (ეტაპი 3)
5. საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს პირებს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნენ ურთიერთდამოკიდებულად. როიალტი, სალიცენზიო მოსაკრებელი, შესყიდვის საკომისიო, დამხმარე მასალები და მომსახურება, ან ამონაგები (ეტაპი 4)
6. საბაჟო ღირებულების განსაზღვრის კითხვარი დეკლარანტისგან მოითხოვს პასუხს მოიცავს თუ არა გაყიდვის ოპერაცია აღნიშნული ტიპის გადახდას ან დამხმარე მასალების მიწოდებას. ასეთი გადახდები ან დამხმარე მასალები შეიძლება ასევე ნაჩვენები იქნეს ინვოისში ან გაყიდვის ხელშეკრულებაში. საკმარისი და სანდო ინფორმაცია (ეტაპი 5)
7. მებაჟე ოფიცერმა შესაძლოა გამოავლინოს, რომ არ არის ხელმისაწვდომი საკმარისი სანდო ინფორმაცია გარიგების ფასის განსასაზღვრად რადგან:
ა. დეკლარანტისგან ან მისი წარმომადგენლისგან მოთხოვნილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტები გარიგების დეკლარირებული ფასის ელემენტის (მაგ., გაყიდვის ფასი, ტრანსპორტირების ხარჯი, დაზღვევის საფასური, შეფუთვის ხარჯები) დასადგენად არ არის წარმოდგენილი ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი საბაჟო ორგანოსთვის;
ბ. აღმოჩნდა, რომ დეკლარანტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტები გარიგების დეკლარირებული ფასის ან რომელიმე ელემენტის დასადასტურებლად არათანმიმდევრულია ან შეიცავს არსებით შეუსაბამობებს, რომლებთან დაკავშირებითაც საბაჟო ორგანომ ვერ მიიღო დამაკმაყოფილებელი განმარტება;
გ. ადგილი აქვს მნიშვნელოვან განსხვავებას გარიგების დეკლარირებულ ფასსა და იდენტური ან მსგავსი საქონლის გარიგების ფასს შორის და დეკლარანტს ან მის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია ინფორმაცია და/ან დოკუმენტები განსხვავების განმარტებისთვის.
8. მნიშვნელოვანი განსხვავება იმპორტირებული საქონლის დეკლარირებულ ფასსა და იდენტური ან მსგავსი საქონლის ფასებს შორის შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ დეკლარანტმა არ შეიტანა ან არასაკმარისად შეიტანა საბაჟო ღირებულების ყველა საჭირო ელემენტი ან მყიდველის მიერ გამყიდველისთვის იმპორტირებული საქონლისთვის განხორციელებული ყველა გადახდა.
9. ასევე, შეიძლება არსებობდეს საფუძვლიანი კომერციული მიზეზები, იმპორტირებული საქონლის ფასსა და იდენტური ან მსგავსი საქონლის ფასებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავების თაობაზე. განსხვავების დასაბუთება შეიძლება იყოს:
ა. დეკლარირებული ფასი ემყარება მოცულობას, სავაჭრო ან ერთგულების ფასდაკლებას; (იხ. ინსტრუქცია 01.)
ბ. დეკლარირებული ფასი „გასული სეზონის“ ფასია (მაგ.: გაუყიდავი ტანსაცმელი საცალო საქონლის მაღაზიაში სეზონის ბოლოს), ჭარბი მარაგები ან დეფექტური საქონელი;
გ. დეკლარირებული ფასი იმ საქონლის ფასია, რომელიც გაყიდა ლიკვიდაციის ან გაკოტრების რეჟიმში მყოფმა პირმა;
დ. გამყიდველის ხარჯები გაქვითულია ექსპორტის სუბსიდიით, რომელიც გამყიდველმა მიიღო ექსპორტის განმახორციელებელი ქვეყნის მთავრობისგან.
(ზემოთ აღნიშნული დასაბუთებების ჩამონათვალი ამომწურავი არ არის.)
10. დეკლარირებულ ფასსა და იდენტური ან მსგავსი საქონლის ფასებს შორის „მნიშვნელოვანი განსხვავება“ დამოკიდებულია გარიგების ინდივიდუალურ გარემოებებზე. მაგალითად, სასაქონლო ფასწარმოქმნა შეიძლება ექვემდებარებოდეს სეზონურ ფაქტორებს (საქონლის ფასის „მნიშვნელოვანი განსხვავების“ შესახებ ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ საბაჟო ღირებულების შემფასებელ ექსპერტს)
11. დოკუმენტებში ან ინფორმაციაში არსებული შეუსაბამობები, რომლებსაც არ აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა საბაჟო ღირებულების განსაზღვრაზე არ უნდა იქნეს გამოყენებული როგორც გარიგების ფასის უარყოფის საფუძველი.
12. თუ მებაჟე ოფიცერი აპირებს გარიგების ფასის უარყოფას საკმარისი, სანდო ინფორმაციის არარსებობის გამო, დეკლარანტს უნდა აცნობოს გადაწყვეტილების მიღების მიზეზი და უნდა მიეცეს ვადა პასუხის გასაცემად.
საბაჟო ღირებულების კორექტირება (ეტაპი 6)
13. მებაჟე ოფიცერმა შეიძლება მიიღოს გარიგების ფასის მეთოდი, საბაჟო ღირებულების კორექტირებით და საბაჟო დეკლარაციაში განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, წარდგენილი დოკუმენტის, საბაჟო ღირებულების განსაზღვრის კითხვარზე დეკლარანტის მიერ გაცემული პასუხების ან დამატებით მიწოდებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის შესწავლისას გამოვლენილი შეუსაბამობების საფუძველზე. (მაგ.: გამოვლინდა რომ გაყიდვის საკომისიო გადახდილ იქნა, მაგრამ ეს თანხა არ შესულა თავდაპირველ დეკლარაციაში).
3.4 შეტყობინება გარიგების ფასის უარყოფის შესახებ
მიზანი
დეკლარანტის ინფორმირება, რომ გარიგების ფასის მეთოდი (მეთოდი 1) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბაჟო ღირებულების განსასაზღვრად; აგრეთვე დეკლარანტისგან ინფორმაციის მოპოვება, რომელიც აუცილებელია საბაჟო ღირებულების განსასაზღვრად მე- 2-6 მეთოდების შესაბამისად.
პროცესის დიაგრამა
ნახაზი 05
პასუხისმგებელი პირ(ებ)ი
მებაჟე ოფიცერი
დეკლარანტი
გამომწვევი მიზეზი
მებაჟე ოფიცერმა, საბაჟო ღირებულების მონაცემთა ბაზებიდან ასევე დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტებიდან მოწოდებული ინფორმაცია შეაფასა და მიიღი გადაწყვეტილება რომ გარიგების ფასის მეთოდი არ შეიძლება იქნეს გამოყენებული საბაჟო ღირებულების განსასაზღვრად
დამუშავების ეტაპები
მებაჟე ოფიცერმა უნდა:
1. გაუგზავნოს დეკლარანტს შეტყობინება „საბაჟო ღირებულების უარყოფის შესახებ“ (ფორმა_02.1), სადაც უთითებს უარყოფის სათანადო მიზეზებს. ამასთან დეკლარანტს ან მის წარმომადგენელს ატყობინებს, რომ საქონლის საბაჟო ღირებულების მე-2-6 მეთოდით განსასაზღვრად წარადგინოს:
ა. დანართი_03 (იდენტური და მსგავსი საქონლის გარიგების ფასის კითხვარი);
ბ. დანართი_04-ის (საქონლის ერთეულის ფასის კითხვარი) და
გ. დანართი_05 (შედგენილი ღირებულების კითხვარი).
2. მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარანტის მიერ წარდგენილი პასუხის და ხელმისაწვდომი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამისი საბაჟო ღირებულების მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუ პასუხის წარდგენის დრო ამოიწურება გადაწყვეტილება მიღებული იქნება არსებული დოკუმენტის ან/და ინფორმაციის საფუძველზე.
დამატებითი მოთხოვნები
შეტყობინება გარიგების ფასის უარყოფის შესახებ
1. დეკლარანტი უნდა იყოს ინფორმირებული, როცა მებაჟე ოფიცერი გადაწყვეტს, რომ გარიგების ფასის მეთოდი არ არის მისაღები (რადგან ადგილი არ ჰქონია საექსპორტო გაყიდვას ან არსებობს შეზღუდვები ან პირობები გაყიდვასთან ან ფასთან დაკავშირებით, რა დროსაც შეუძლებელი გარიგების ფასის გამოყენება) ან უარყოფილ იქნა (რადგან ინფორმაცია ან/და დოკუმენტები არ არის საკმარისი ან სანდო გარიგების ფასის განსასაზღვრად).
2. მოთხოვნაზე პასუხის გაცემის დრო (რომელიც წარმოადგენს პერიოდს საბაჟო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოსადგენად მე- 2–6 მეთოდების შესაბამისად) არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი მოთხოვნის ჩაბარების თარიღიდან.
3. მებაჟე ოფიცერი ახორციელებს დეკლარანტისგან პასუხის მიღების ვადის მონიტორინგს.
შენიშვნა:
დეკლარანტმა შეიძლება მოითხოვოს დამატებითი დრო პასუხის გასაცემად. თუ:
ა. დამატებითი დროის მოთხოვნა იგზავნება საწყისი პერიოდის ამოწურვამდე, პასუხის გაცემის ვადა ხანგძლივდება არა უმეტეს 30 დღით.
ბ. დამატებითი დროის მოთხოვნა იგზავნება საწყისი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, მაგრამ საქონლის საბაჟო ღირებულებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (დეკლარაციის შემოწმების აქტის ჩაბარებამდე). პასუხის წარმოდგენის ვადა ხანგძლივდება არა უმეტეს 30 დღით.
თავი 4: შეფასების სხვა მეთოდების გამოყენება
4.1 ზოგადი აღწერა
მიზანი
ეს ქვეთავი წარმოადგენს პროცესების ერთობლიობას, როცა შეუძლებელია გარიგების ფასის გამოყენება.
როდესაც მებაჟე ოფიცერი გადაწყვეტს, რომ საქონლის საბაჟო ღირებულება ვერ იქნება განსაზღვრული გარიგების ფასის მეთოდით, მან უნდა გამოიყენოს იდენტური ან მსგავსი საქონლის გარიგების ფასი შესაბამისი თანმიმდევრობით.
მებაჟე ოფიცერმა უნდა გამოიყენოს საბაჟოს მონაცემების მათ შორის საბაჟო ღირებულების მონაცემთა ბაზა იმისათვის, რომ გაარკვიოს ხომ არ შეიცავს ის იდენტური ან მსგავსი საქონლის ღირებულებას, რომელიც საჭიროა მოცემული მეთოდების გამოსაყენებლად. თუ მონაცემთა ბაზა არ შეიცავს საჭირო ინფორმაციას ან ინფორმაცია არ არის სხვაგვარად მოწოდებული დეკლარანტის მიერ, ეს მეთოდები ვერ იქნება გამოყენებული. ასეთ შემთხვევაში, მებაჟე ოფიცერმა უნდა გამოიყენოს მე-4, მე -5 ან მე -6 მეთოდი თანმიმდევრობით სანამ საბაჟო ღირებულება არ იქნება განსაზღვრული.
დეკლარანტმა შეიძლება მოითხოვოს მე -5 მეთოდის გამოყენება მე-4 მეთოდამდე საბაჟო ღირებულების განსასაზღვრად.
პროცესის დიაგრამა
ნახაზი 06
პასუხისმგებელი პირ(ებ)ი
მებაჟე ოფიცერი
დეკლარანტი
გამომწვევი მიზეზი
მებაჟე ოფიცერმა, დაადგინა, რომ საბაჟო ღირებულება შეუძლებელია განისაზღვროს გარიგების ფასის მეთოდით.
დამუშავების ეტაპები
მებაჟე ოფიცერმა უნდა:
1. გამოიყენოს მე-2 მეთოდი, თუ საკმარისი ინფორმაცია იდენტური საქონლის გარიგების ფასის შესახებ ხელმისაწვდომია საბაჟო ღირებულების მონაცემთა ბაზაში და/ან მოწოდებულია დეკლარანტის მიერ;
2. იდენტური საქონლის გარიგების ფასის შესახებ საკმარისი ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენოს მე-3 მეთოდი თუ საკმარისი ინფორმაცია მსგავსი საქონლის გარიგების ფასის შესახებ ხელმისაწვდომია საბაჟო ღირებულების მონაცემთა ბაზაში და/ან მოწოდებულია დეკლარანტის მიერ;
3. თუ საკმარისი ინფორმაცია მსგავსი საქონლის გარიგების ფასის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი, გამოყენებულ უნდა იქნეს მე -4 მეთოდი თუ საქონლის ერთეულის ფასის განსასაზღვრად საჭირო ინფორმაცია მოწოდებულია დეკლარანტის მიერ ან ხელმისაწვდომია საბაჟოს მონაცემებში;
4. თუ ერთეულის ფასის განსასაზღვრად საჭირო ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, უნდა მოხდეს მე -5 მეთოდის გამოყენება თუ საქონლის უცხოელი მწარმოებელი იძლევა ინფორმაციას, რომელიც საჭიროა საქონლის შედგენილი ფასის განსასაზღვრად;
5. თუ უცხოელი მწარმოებელი არ განახორციელებს ინფორმაციის მოწოდებას, რომელიც საჭიროა შედგენილი ფასის განსასაზღვრად, უნდა მოხდეს მე - 6 მეთოდის გამოყენება საქონლის საბაჟო ღირებულების დასადგენად
დამატებითი მოთხოვნები
1. გასათვალისწინებელია, რომ დეკლარირებული ღირებულების უარყოფის შესახებ შეტყობინების გაგზავნისას, დეკლარანტს მოეთხოვება ნებისმიერი ინფორმაციის ან/და დოკუმენტის წარდგენა მე-2-6 მეთოდით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით.
2. მე-2-6 მეთოდით შეფასების დროს, მებაჟე ოფიცერი საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საბაჟო ღირებულების შემფასებელ ექსპერტს.
შენიშვნა: თუ რეგისტრირებულ დეკლარაციაში საბაჟო ღირებულება განსაზღვრულია შეფასების რომელიმე სხვა მეთოდით, მებაჟე ოფიცერი ღირებულების კონტროლს ახორციელებს მეოთხე თავის შესაბამისი ქვეთავის დამუშავების ეტაპის მიხედვით.
4.2 შეფასების მე-2 და მე-3 მეთოდის გამოყენება
მიზანი
საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მე-2 მეთოდის (იდენტური საქონლის გარიგების ფასი) ან მე-3 მეთოდის (მსგავსი საქონლის გარიგების ფასი) გამოყენებით.
პროცესის დიაგრამა
ნახაზი 07
პასუხისმგებელი პირ(ებ)ი
მებაჟე ოფიცერი
დეკლარანტი
გამომწვევი მიზეზი
მებაჟე ოფიცერმა დაადგინა, რომ საბაჟო ღირებულება შეუძლებელია განისაზღვროს გარიგების ფასის მეთოდით.
დამუშავების ეტაპები
მებაჟე ოფიცერმა უნდა:
1. განსაზღვროს ხელმისაწვდომია თუ არა ინფორმაცია შესაფასებელი საქონლის იდენტური ან მსგავსი საქონლის გარიგების ფასის შესახებ:
ა. ინფორმაცია შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს საბაჟო ღირებულების მონაცემთა ბაზაში ან მოწოდებულ იქნეს დეკლარანტის მიერ (იხ. დანართი_03);
ბ. თუ არ არის ხელმისაწვდომი საკმარისი და სანდო ინფორმაცია საბაჟო ორგანოსთვის იდენტური საქონლის გარიგების ფასის ან მსგავსი საქონლის გარიგების ფასის შესახებ, საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ვერ მოხდება მე-2 ან მე-3 მეთოდით.
2. თუ ხელმისაწვდომია იდენტური საქონლის გარიგების ფასი, მებაჟე ოფიცერმა უნდა გამოიყენოს მე-2 მეთოდი შემდეგი წესების შესაბამისად –
ა. პირველი წესი: ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, შეარჩიოს ისეთი იდენტური საქონლის გარიგება, რომელიც წარმოებულია იმავე მწარმოებლის მიერ როგორც შესაფასებელი საქონელი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიყენოს იმ იდენტური საქონლის გარიგების ფასი, რომელიც დამზადებულია ნებისმიერი მწარმოებლის მიერ იმავე ქვეყანაში;
ბ. მე-2 წესი: პირველი წესის გამოყენების შემდეგ შეარჩიოს იდენტური საქონლის გარიგების ფასი, რომელიც იმპორტირებულია მსგავსი რაოდენობით და იმავე კომერციულ დონეზე როგორც შესაფასებელი საქონელი. თუ წარსულ გარიგებებში ადგილი ჰქონდა იმპორტს მნიშვნელოვნად განსხვავებული რაოდენობით და განსხვავებულ კომერციულ დონეზე ვიდრე შესაფასებელი საქონლის შემთხვევაში, შეფასების მე-2 მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი კორექტირების შემთხვევაში. (იხ. დამატებითი მოთხოვნები);
გ. მე-3 წესი: მე- 2 წესის გამოყენების შემდეგ, თუ ხელმისაწვდომია იდენტური საქონლის ორი ან მეტი გარიგების ფასი, მებაჟე ოფიცერმა უნდა აირჩიოს გარიგების უმცირესი ფასი;
დ. მე-4 წესი: მე-3 წესის გამოყენების შემდეგ, თუ თქვენ მიერ შერჩეული გარიგება მოიცავს საქონელს, რომელიც ექსპორტირებულია იგივე ქვეყნიდან იმავე ან თითქმის იმავე დროს და ერთნაირი სახეობის სატრანსპორტო საშუალებით როგორც შესაფასებელი საქონელი, მაშინ გარიგების ფასი იქნება შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულება. თუ შერჩეული გარიგება მოიცავს საქონელს, რომელიც ექსპორტირებულია სხვა ქვეყნიდან და/ან სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებით, მაშინ შეფასება უნდა განახორციელდეს შესაბამისი კორექტირებები.
3. თუ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი იდენტური საქონლის გარიგების ფასთან დაკავშირებით, საბაჟო ღირებულება ვერ იქნება განსაზღვრული მე- 2 მეთოდით. მებაჟემ უნდა გამოიყენოს მე-3 მეთოდი თუ წარსულში განხორციელებული იმპორტის ფასი ხელმისაწვდომია მსგავსი საქონლისთვის საბაჟო ღირებულების მონაცემთა ბაზაში და/ან წარმოდგენილია დეკლარანტის მიერ. ასეთ შემთხვევაში, მებაჟემ უნდა გამოიყენოს დამუშავების ეტაპში ჩამოთვლილი წესები - „იდენტური საქონლის“ „მსგავსი საქონლით“ ჩანაცვლებით.
დამატებითი მოთხოვნები
პირველი ეტაპი
1. აღსანიშნავია, რომ შეტყობით დეკლარირებული ღირებულების უარყოფის შესახებ, დეკლარანტს მოეთხოვა ნებისმიერი ინფორმაციის ან/და დოკუმენტის წარდგენა მე-2- 3 მეთოდების გამოყენებით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით. (იხ. დანართი_03).
2. შესადარებლად გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ იდენტური ან მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომლის დეკლარაციაც რეგისტრირებულია შესაფასებელი საქონლის დეკლარაციის მომზადებამდე.
3. საქონელი არ ჩაითვლება იდენტურ ან მსგავს საქონლად, თუ ის არ არის წარმოებული იმავე ქვეყანაში, რომელშიც წარმოებულია შესაფასებელი საქონელი და ექსპორტირებულია იმავე ან თითქმის იმავე დროს, რაც ნიშნავს, რომ იდენტური ან მსგავსი საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის განსხვავება არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს (ექსპორტამდე ან ექსპორტის შემდეგ).
შენიშვნა: ,,ექსპორტირებული იმავე ან თითქმის იმავე დროს” ნიშნავს, რომ განსხვავება იდენტური საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის არ აღემატება 30 კალენდარულ დღეს (30 დღით ადრე ექსპორტამდე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ), თუ მონაცემთა ბაზაში საბაჟო ღირებულების იდენტური ან მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდით დასადგენად განიხილება ორი გარიგება, რომლებიც დადებულია შესაფასებელი საქონლის იდენტურ ან მსგავს საქონელზე. უნდა დადგინდეს ჩაითვლება თუ არა ეს ორი გარიგება ექსპორტირებულად იმავე ან თითქმის იმავე დროს როცა განხორციელდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი - სამივე გარიგება დადებულია ყაზახეთიდან საქართველოში ხორბლის შემოტანაზე, შემოტანა ხორციელდებოდა სარკინიგზო ტრანსპორტით. სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით შესაფასებელმა საქონელმა ყაზახეთი დატოვა 10 აგვისტოს, იდენტური საქონლის სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით მათ ყაზახეთის ტერიტორია დატოვეს ერთ შემთხვევაში 15 ივლისს ხოლო მეორე შემთხვევაში 5 სექტემბერი. შესაბამისად შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღი იქნება 10 აგვისტო, ხოლო იდენტური საქონლის ექსპორტის თარიღები 15 ივლისი (26 დღით ადრე) და 5 სექტემბერი (26 დღის შემდეგ). ვინაიდან ორივე იდენტური საქონლის ექსპორტის თარიღის განსხვავება შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღისაგან 30 დღეზე ნაკლებია ისინი ჩაითვლებიან ექსპორტირებულად იმავე ან თითქმის იმავე დროს.
4. დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია იდენტური ან მსგავსი საქონლის წინა გარიგებებთან დაკავშირებით საკმარისად დეტალურად უნდა იქნეს აღწერილი, რათა მებაჟე ოფიცერს მიეცეს გარიგების დოკუმენტების მოძიების საშუალება (მაგ., დეკლარაციის ნომრით ან რეგისტრაციის თარიღით). თუ დეკლარანტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მებაჟე ოფიცერს არ აძლევს ჩანაწერების მოძიების საშუალებას, ინფორმაცია არ უნდა ჩაითვალოს საკმარისად მე-2 ან მე-3 მეთოდით ღირებულების განსაზღვრისთვის.
მე-2 ეტაპი
5. იდენტური ან მსგავსი საქონლის გარიგების ფასი გულისხმობს ისეთივე რაოდენობას და კომერციულ დონეს, როგორიცაა შესაფასებელი საქონლის შემთხვევაში (მაგ.: საბითუმო, საცალო, სამომხმარებლო). თუ ადგილი აქვს იდენტური ან მსგავსი საქონლის იმპორტს სხვა კომერციულ დონეზე და/ან განსხვავებული რაოდენობით ვიდრე შესაფასებელი საქონლი, უნდა განხორციელდეს კორექტირება ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე (მაგალითად, მწარმოებლის ფასთა ჩამონათვალი, რომელიც აჩვენებს სხვადასხვა რაოდენობით გაყიდული საქონლის ფასს). ობიექტური კრიტერიუმების გარეშე, რომლებიც შესაძლებელს გახდის ფასის დადგენას სხვა კომერციულ დონეზე და განსხვავებული რაოდენობით - მე-2 ან მე-3 მეთოდი ვერ იქნება გამოყენებული.
შენიშვნა: GATT-ის შეთანხმების მიხედვით, პირველი სამი მეთოდი დამყარებული ღირებულების განსაზღვრაზე გარიგების ფასის მიხედვით, მხოლოდ მას შემდეგ რაც ვერ მოხდება გარიგების ფასის დადგენა პირველი სამი მეთოდის შესაბამისად, ხდება ღირებულების განსაზღვრა მეოთხე მეთოდის გამოყენებით.
4.3 შეფასების მე-4 მეთოდის გამოყენება
მიზანი
საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მე-4 მეთოდით (საქონლის ერთეული ფასის მეთოდი).
პროცესის დიაგრამა
ნახაზი 08
პასუხისმგებელი პირ(ებ)ი
მებაჟე ოფიცერი
დეკლარანტი
დამუშავების ეტაპები
მებაჟე ოფიცერმა უნდა:
1. შეამოწმოს საქონლის საბაჟო ღირებულების მე-4 მეთოდით შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია არის თუ არა ხელმისაწვდომი საბაჟო ორგანოსთვის:
ა. მოსთხოვოს დეკლარანტს ინფორმაციის წარმოდგენა 04 დანართით - „ერთეულის ფასის მეთოდის კითხვარი“;
ბ. თუ დეკლარანტს არ შეუძლია მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა და ინფორმაცია სხვაგვარად არ არის ხელმისაწვდომი საბაჟოსთვის, მე -4 მეთოდის გამოყენება შეუძლებელი იქნება.
2. განახორციელოს 04 დანართით წარმოდგენილი ინფორმაციის ან/და დოკუმენტის კონტროლი და შემოწმება:
ა. თუ დანართი_04 შეიცავს არსებით განსხვავებებს ან უზუსტობებს, რომელიც შეუძლებელია სხვაგვარად გადამოწმდეს, მე-4 მეთოდი არ გამოიყენება.
3. გამოთვალოს საქონლის ერთეულის ფასი მისი ელემენტების გათვალისწინებით, როგორიცაა:
ა. შესაფერისი ფასის შერჩევა;
ა.ა ერთეულის ფასის შერჩევის საფუძველს წარმოადგენს საქონელი რომელიც გაყიდულია იმპორტის ქვეყანაში, ამასთან საქონლის ერთეულის ფასი არ შეიძლება იქნეს გამოყენებული თუ:
-საქონელი არ არის გაყიდული მისი იმპორტის შემდეგ;
-გაყიდულია ექსპორტის მიზნით;
-გაყიდული საქონელი, რომელიც იმპორტირებულია შორეულ პერიოდში.
ბ. გაყიდვის პერიოდი და სასაქონლო სახე რომელშიც შესაფასებელი, იდენტური ან მსგავსი საქონელი იყო გაყიდული:
ბ.ა ერთეულის ფასის შერჩევისას გასათვალისწინებელია დრო, რომ გაყიდვა (რომელიც განხორციელდა ადგილობრივ ბაზარზე) განხორციელდეს იმავე ან თითქმის იმავე დროს როდესაც შესაფასებელი საქონელი იქნა შემოტანილი.
ბ.ბ მდგომარეობა , საქონელი გაყიდული უნდა იყოს იმავე სასაქონლო სახით, რა სახითაც იგი შემოტანილია საქართველოშ.
გ. საქონლის მაქსიმალური ოდენობა, არაურთიერთდამოკიდებულ პირზე უდიდესი მოცულობით გაყიდული საქონლის ფასი პირველ კომერციულ დონეზე
დამატებითი მოთხოვნები
ზოგადი
1. გამოქვითვები - საქონლის ერთეულის ფასის მეთოდისთვის გულისხმობს შემდეგს:
ა) საკომისიო ან საერთო ხარჯები;
ბ) ტრანსპორტირების და დაზღვევის ხარჯები გაწეული იმპორტის შემდეგ;
გ) იმპორტის და სხვა გადასახადები რომლებიც გადაიხდება საქართველოში.
პირველი ეტაპი
2. ერთეულის ფასი შეიძლება ემყარებოდეს საქართველოში იმპორტირებული ამავე საქონლის გაყიდვის ფასს (და არა იდენტური ან მსგავსი საქონლის გაყიდვის ფასს). ამ მიზნით დეკლარანტის მოთხოვნის საფუძველზე, საბაჟო ორგანომ შესაძლებელია იმპორტირებული საქონელი გაუშვას გარანტიით საბაჟო ღირებულების საბოლოო განსაზღვრამდე.
3. ერთეულის ფასის გამოსათვლელად საჭირო ინფორმაცია შეტანილია დანართ_04-ში “ერთეულის ფასის მეთოდის კითხვარი“. ასეთი ინფორმაციის მოწოდება ხდება დეკლარანტის მიერ.
4. რიგ შემთხვევებში, საბაჟო ორგანოს შეიძლება ჰქონდეს საჭირო ინფორმაცია - მაგალითად, ადრე განსაზღვრული იდენტური ან მსგავსი საქონლის ერთეულის ფასი იმპორტირებული დეკლარანტის ან სხვა იმპორტიორის მიერ იმავე ან თითქმის იმავე დროს ვიდრე შესაფასებელი საქონლი. ამ მიზნით, მებაჟე ოფიცერმა უნდა შეამოწმოს ასეთი ინფორმაცის არსებობა საბაჟოს მონაცემებში.
ეტაპი 2
5. დანართი_04 წარმოგიდგენის დროს, მებაჟე ოფიცერმა უნდა შემოწმოს რამდენად სრულად და სწორად არის მოწოდებული ინფორმაცია.
შენიშვნა:
ა. დეკლარანტი უნდა იძლეოდეს:
ა.ა. ინფორმაციას საქართველოში იმპორტირებული საქონლის გაყიდვის შესახებ (გრაფა A) ან/და ინფორმაციას იმპორტირებული „იდენტური“ ან „მსგავსი“ საქონლის გაყიდვის შესახებ საქართველოში (გრაფა B), ან
ა.ბ. ფასთა ცხრილს (გრაფა C);
ბ. დეკლარანტმა უნდა წარმოადგინოს:
ბ.ა. იმავე კლასის ან ტიპის საქონლის საქართველოში გაყიდვისას გაყიდვის ჩვეულებრივი საკომისიოს თანხა, ან
ბ.ბ. თანხა, რომელიც ჩვეულებრივ ემატება მოგების და ზოგად ხარჯებს იმავე კლასის და სახეობის საქონლის საქართველოში გაყიდვასთან დაკავშირებით (გრაფა A).
6. განახორციელოს შემდეგი შემოწმებები დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი გაყიდვების შესახებ ინფორმაციის გასარკვევად (დანართი_04 მიხედვით):
ა. შეამოწმოს შეიტანა თუ არა დეკლარანტმა დანართ_04-ში საქართველოში იმპორტირებული საქონლის ყველა გაყიდვა იმპორტის თარიღიდან 90 დღის განმავლობაში;
ბ. შეამოწმოს შეიტანა თუ არა დეკლარანტმა დანართ_04-ში იდენტური ან მსგავსი საქონლის ყველა გაყიდვა, რომელიც დაახლოებით იმპორტის დროს და იმპორტის თარიღიდან არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში განხორციელდა და რაც მისთვის არის ცნობილი;
გ. შეამოწმოს რომ დანართ_04-ში შეტანილი ყველა გაყიდვა განხორციელდა არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში იმპორტის თარიღიდან;
დ. შეამოწმოს რომ საქართველოში ერთეულის ფასის განსასაზღვრად გამოყენებული გაყიდვები განხორციელდა მყიდველებთან, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი გამყიდველთან ან მყიდველთან, რომელმაც მიაწოდა დამხმარე მასალები უცხოელ მწარმოებელს;
ე. თუ დეკლარანტი წარმოადგენს ფასთა ცხრილს (გრაფა C) შეამოწმოს, რომ იდენტური ან მსგავსი საქონლის გაყიდვა საქართველოში განხორციელდა ცხრილში მითითებული ფასით დაახლოებით იმპორტის დროს და არაუგვიანეს 90 დღის განმავლობაში;
ვ. თუ დეკლარანტი წარმოადგენს გაყიდვების შესახებ ინფორმაციას (გრაფა A და/ ან B), შეამოწმოს რომ ასეთი ინფორმაცია (ფასი, გაყიდვის თარიღი, გაყიდული ერთეულების რაოდენობა) შესაბამისობაშია დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტებთან.
7. მოსთხოვოს დეკლარანტს ახსნა, თუ როგორ განსაზღვრა ამ უკანასკნელმა ჩვეულებრივი საკომისიო ან ჩვეულებრივი მოგების ან ზოგადი ხარჯები (გრაფაA) და განმარტების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა.
8. მოსთხოვოს დეკლარანტს ფრახტის დოკუმენტის და ფრახტის გადახდის დოკუმენტის ასლები, დანართ_04 საქართველოში გაწეული ტრანსპორტირების და დაკავშირებული სხვა ხარჯების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის დასადასტურებლად (გრაფა B).
9. საერთაშორისო სატრანსპორტო ხარჯები უნდა შემოწმდეს მე-2 თავის შესაბამისად.
ეტაპი 3
10. ერთეულის ფასი გამოითვლება როგორც –
ერთეულის ფასი* x იმპორტირებული საქონლის ერთეულების რაოდენობა
მინუს (ჩვეულებრივი საკომისიო ან ჩვეულებრივი მოგების და ზოგადი ხარჯები) [გრაფა A]
(საქართველოში გაწეული ტრანსპორტის, დაზღვევის და დაკავშირებული სხვა ხარჯები ) [გრაფა B]
(საერთაშორისო ტრანსპორტირების, დაზღვევის და დაკავშირებული დატვირთვის, გადმოტვირთვის და ხელით გადატანის ხარჯები
(იმპორტის გადასახადი, დღგ, აქციზი იმპორტზე ან საქართველოში გაყიდულ საქონელზე )
= ერთეულის ფასი
*ერთეულის ფასი რომლითაც გაიყიდა ინპორტირებული ან იდენტური ან მსგავსი საქონელი ყველაზე დიდი ოდენობით
11. საბაჟო გადასახადის გამოქვითვა ხორციელდება -
გადასახდელი საბაჟო გადასახადი = ერთეულის ფასი საბაჟო გადასახადის გადახდამდე*
1 + (მოსაკრებლის განაკვეთი)
* (ერთეულის ფასი x იმპორტირებული საქონლის ერთეულების რაოდენობა) – (გრაფა A + გრაფა B + (საერთაშორისო ტრანსპორტირების, დაზღვევის და დაკავშირებული დატვირთვის, გადმოტვირთვის და ხელით გადატანის ხარჯები))
იგივე ფორმულა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დღგ-ის და აქციზის დასაქვითად, თუ ნებისმიერი ასეთი გადასახადი გამოიყენება იმპორტირებული საქონლის მიმართ.
12. თუ ადგილი აქვს იმპორტირებული საქონლის ან იდენტური საქონლის ან მსგავსი საქონლის ერთზე მეტ გაყიდვას იმპორტის თარიღის მდგომარეობით ან დაახლოებით ამ პერიოდში, ერთეულის ფასი გამოითვლება იმ გაყიდვიდან, რომელშიც ერთეულების ყველაზე დიდი რაოდენობა გაიყიდა საერთო ფასად.
13. თუ დეკლარანტი წარმოადგენს ინფორმაციას იმპორტირებული საქონლის და იდენტური ან მსგავსი საქონლის გაყიდვის შესახებ იმპორტის თარიღის მდგომარეობით ან დაახლოებით ამ პერიოდში, გამოყენებულ უნდა იქნეს იმპორტირებული საქონლის ფასი ერთეულის ფასის განსასაზღვრად.
14. ზოგადად გაყიდვა შეიძლება ჩაითვალოს იმპორტის დროს ან ამ პერიოდში განხორციელებულად თუ ის სრულდება იმპორტის თარიღამდე ან მის შემდეგ 30 დღის განმავლობაში. 15. თუ ადგილი არ აქვს იმპორტირებული საქონლის ან იდენტური ან მსგავსი საქონლის გაყიდვას იმპორტის თარიღის მდგომარეობით ან დაახლოებით ამ პერიოდში, მაშინ ერთეულის ფასი განისაზღვრება გაყიდვის საფუძველზე, რომელიც განხორციელდა იმპორტის თარიღიდან უმოკლეს ვადაში მაგრამ არა უგვიანეს 90 დღისა.
4.4 შეფასების მე -5 მეთოდის გამოყენება
მიზანი
საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მე- 5 მეთოდის გამოყენებით (შედგენილი ფასის მეთოდი)
პროცესის დიაგრამა
ნახაზი 09
პასუხისმგებელი პირ(ებ)ი
მებაჟე ოფიცერი
დეკლარანტი
უცხოელი მწარმოებელი გამომწვევი მიზეზი საბაჟო ღირებულების განსაზღვრა შეუძლებელია პირველი მეთოდით (გარიგების ფასის მეთოდი), მე -2 მეთოდით (იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდი) , მე -3 მეთოდით (მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდი) ან მე -4 მეთოდით (საქონლის ერთეულის ფასის მეთოდი)
დამუშავების ეტაპები
მებაჟე ოფიცერმა უნდა:
1. დაადასტუროს რომ დეკლარანტმა წარმოადგინა ან წარმოადგენს -უცხოელი მწარმოებლისგან მიღებულ ინფორმაციას ხარჯების შესახებ, რომელიც საჭიროა საქონლის შედგენილი ფასის გამოსათვლელად, და უცხოელი მწარმოებლის თანხმობას, რომელიც საბაჟო ორგანოს აძლევს ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმების საშუალებას.
ა. ინფორმაცია ხარჯების შესახებ და უცხოელი მწარმოებლისგან მიღებული თანხმობა შედგენილი მეთოდის გამოსაყენებლად განსაზღვრულია დანართით_05 - „შედგენილი ღირებულების კითხვარი“.
ბ. თუ დეკლარანტს არ შეუძლია მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა და ინფორმაცია სხვაგვარად არ არის ხელმისაწვდომი საბაჟოსთვის სხვა წყაროებიდან, მე -5 მეთოდის გამოყენება შეუძლებელი იქნება. 2. განახორციელოს დანართით_05 წარმოდგენილი ინფორმაციის კონტროლი და შემოწმება. ა. თუ დანართი_05 შეიცავს არსებით განსხვავებებს ან უზუსტობებს რომელიც არ არის ახსნილი ან შეუძლებელია სხვაგვარად გადამოწმდეს, ასეთ შემთხვევაში მე-5 მეთოდი არ გამოყენება.
3. გამოთვალოს საქონლის შედგენილი ღირებულების მეთოდი
დამატებითი მოთხოვნები
პირველი ეტაპი
1. მე -5 მეთოდი საქონლის უცხოელი მწარმოებლისგან მოითხოვს:
ა) საწარმოო და მოგების გადასახადის და ზოგადი ხარჯების წარმოდგენას მწარმოებლის ბუღალტრული დოკუმენტის საფუძველზე; და
ბ) თანხმობას თანამშრომლობაზე ისეთი გადამოწმების პროცესში, რომელსაც საბაჟო ორგანო ჩათვლის საჭიროდ საქონლის საბაჟო ღირებულების განსასაზღვრად, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენას მოთხოვნის შემთხვევაში და საბაჟო ორგანოსთვის მწარმოებლის კომერციულ ანგარიშებზე და დოკუმენტებზე წვდომას. შედგენილი ფასის განსასაზღვრად საჭირო ეს ინფორმაცია აღწერილია დანართი_05-ში „შედგენილი ღირებულების კითხვარი“. ამდენად პირველად უნდა ეთხოვოს დეკლარანტს შეუძლია თუ არა ინფორმაციის მოპოვება და კომერციულ ანგარიშებზე და დოკუმენტებზე წვდომის თანხმობის მიღება უცხოელი მწარმოებლისგან. თუ ვერ შეძლებს, შეუძლებელი იქნება მე-5 მეთოდის გამოყენება.
მე -2 ეტაპი
2. თუ დეკლარანტი წარადგენს უცხოელი მწარმოებლის ინფორმაციას ხარჯების შესახებ და თანხმობას (დანართი_05), უნდა შემოწმდეს ფორმის ყველა გრაფა სრულად არის თუ არა შევსებული და ხელმოწერილი უცხოელი მწარმოებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ.
3. შემოწმდეს საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯები (გრაფა D) ჩვეულებრივი ფორმით მე -3 ეტაპი
4. დანართი_05-ის ჯამური გრაფა A + B + C საქონლის შედგენილი ფასის გამოსათვლელად. აღსანიშნავია, რომ A + B + C გრაფებში მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს ერთეულის ხარჯებს და ამდენად უნდა გამრავლდეს შესაფასებელი საქონლის რაოდენობაზე.
4.5 შეფასების მე-6 მეთოდის გამოყენება
მიზანი
საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მე -6 მეთოდის გამოყენებით (სარეზერვო მეთოდი)
პროცესის დიაგრამა
ნახაზი 10
პასუხისმგებელი პირ(ებ)ი
მებაჟე ოფიცერი
გამომწვევი მიზეზი
მებაჟე ოფიცერმა დაადგინა რომ საბაჟო ღირებულების განსაზღვრა შეუძლებელია პირველი მეთოდით (გარიგების ფასის მეთოდი), მე -2 მეთოდით (იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდი) , მე -3 მეთოდით (მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდი) ან მე -4 მეთოდით (საქონლის ერთეულის ფასის მეთოდი) ან მე -5 მეთოდით (შედგენილი ფასის მეთოდი).
დამუშავების ეტაპები
მებაჟე ოფიცერმა უნდა:
1. განსაზღვროს იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება მე -6 მეთოდის გამოყენებით, რა დროსაც იგი ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით;
ა) საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მიზანშეწონილი საშუალებების გამოყენების გზით;
ბ) აღნიშნული მიზანშეწონილი საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს „გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის გამოყენების შესახებ“ შეთანხმებას და GATT-ის მე-7 მუხლის პრინციპებსა და ზოგად დებულებებს;
გ) საბაჟო ღირებულების განსაზღვრა უნდა განხორციელდეს იმპორტის ქვეყანაში არსებული მონაცემების საფუძველზე.
2. გამოიყენოს პირველი - მეხუთე მეთოდები, ისეთი მოქნილობით, რომ შეესაბამებოდეს სარეზერვო მეთოდის მიზნებსა და დებულებებს, ასეთი მოქნილობის დროსაც უნდა იქნეს დაცული პირველი - მეხუთე მეთოდების რიგითობა;
3. მიაწოდოს დეკლარანტს წერილობითი განმარტება (დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში): (i) მე -6 მეთოდით განსაზღვრული საბაჟო ღირებულება და (ii) აღწეროს როგორ განსაზღვრა ღირებულება მე -6 მეთოდით.
დამატებითი მოთხოვნები
1. აღსანიშნავია, რომ გარიგების ფასის უარყოფის შესახებ შეტყობინებით (თავი 3.4) დეკლარანტს ეთხოვა ნებისმიერი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოდგენა მე 2-6 მეთოდებით საქონლის შეფასებასთან დაკავშირებით.
2. აღსანიშნავია, რომ მე -6 მეთოდი მოითხოვს მებაჟე ოფიცერმა განსაზღვროს საბაჟო ღირებულება ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე გონივრული მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც შესაბამისობაშია საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ძირითად პრინციპებთან, ამასთან აკრძალულია გარკვეული მეთოდების გამოყენება, კერძოდ:
ა) საქართველოში წარმოებული საქონლის შიდა გასაყიდი ფასი;
ბ) ექსპორტიორი ქვეყნის შიდა ბაზარზე საქონლის ფასი;
გ) უცხო ქვეყანაში საექსპორტო საქონლის ფასი;
დ) საქონლის მინიმალური საბაჟო ღირებულება;
ე) საქონლის თვითნებურად შერჩეული ან ფიქციური ღირებულება;
ვ) საქონლის ორი ღირებულებიდან უდიდესის მიღების პრინციპი;
ზ) საქონლის წარმოების ხარჯი, გარდა შედგენილი ღირებულებისა, რომელიც განსაზღვრულია იდენტური ან მსგავსი საქონლისთვის ამ კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად.
3. მებაჟე ოფიცრებმა შეიძლება იხელმძღვანელოს საბაჟო მონაცემებით ან/და საბაჟო ღირებულების მონაცემთა ბაზით მე -6 მეთოდის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას.
თავი 5: ზოგადი პროცესები
5.1 გარანტიით გაშვება მიზანი დეკლარანტისთვის შესაძლებლობის მიცემა გაიტანოს საბაჟო ღირებულების კონტროლის პროცესში მყოფი საქონელი, თუ საბაჟო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება დადგენილზე მეტ დროს საჭიროებს ან თუ მებაჟე ოფიცერმა უარყო დეკლარირებული საბაჟო ღირებულება ხოლო დეკლარანტი არ ეთანხმება მებაჟე ოფიცრის მიერ დეკლარაციის შემოწმების აქტით განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებას და სურს საქონლის გატანა დეკლარაციის კორექტირების გარეშე.
პასუხისმგებელი პირ(ებ)ი
მებაჟე ოფიცერი
დეკლარანტი
გამომწვევი მიზეზი
საბაჟო ორგანოსთვის დეკლარანტის მომართვა საქონლის გარანტიით გაშვებასთან დაკავშირებით.
დამუშავების ეტაპები
მებაჟე ოფიცერმა უნდა:
1. განსაზღვროს დეკლარაციაში მითითებული იმპორტირებული საქონლის ღირებულება:
ა. შეფასებული ღირებულება უნდა ემყარებოდეს იდენტური/მსგავსი საქონლის გარიგების ფასს ან გამოთვილი უნდა იყოს რომელიმე სხვა მეთოდის გამოყენებით;
ბ. თუ ინფორმაცია იდენტური/მსგავსი საქონლის გარიგების ფასთან დაკავშირებით არ არის ხელმისაწვდომი, ხოლო სხვა მეთოდით ღირებულების გამოთვლა გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული, შეფასების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს გონივრულად მიახლოებული მნიშვნელობები (მაგ. იგივე ან მსგავსი საქონლის ფასები ინტერნეტში; ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული იგივე ან მსგავსი საქონლის ფასიდან გონივრული მოგების და ხარჯების გამოქვითვით და ა.შ.).
2. განსაზღვროს უზრუნველყოფის თანხა, რომელიც დეკლარანტმა უნდა წარადგინოს საქონლის გარანტიით გაშვებისთვის:
ა. უზრუნველყოფის თანხა უნდა იყოს მებაჟე ოფიცრის მიერ განსახღვრულ გადასახდელსა და დეკლარირებულ გადასახდელს და შორის სხვაობის ტოლი;
ბ. აცნობოს დეკლარანტს უზრუნველყოფის თანხის და გარანტიით გაშვების პირობების შესახებ.
3. გაუშვას საქონელი საბაჟო დეკლარაციის კორექტირების გარეშე, მის მიერ განსაზღვრული თანხის უზრუნველყოფის გარანტის საფუძველზე
დამატებითი მოთხოვნები
გარანტიით გაშვება
1. თუ საბაჟო ღირებულების კონტროლი დადგენილზე მეტ დროს საჭიროებს და დეკლარანტი მიმართავს საბაჟო ორგანოს საქონლის დაუყონებლივ გაშვების თაობაზე, მას შეუძლია საქონელი გაიტანოს უზრუნველყოფის თანხის გარანტიის წარდგენის საფუძველზე. უზრუნველყოფის თანხა უნდა იყოს იმპორტირებული საქონლის სავარაუდო ღირებულებას და იმპორტირებული საქონლის დეკლარირებულ ღირებულებას შორის სხვაობიდან განსაზღვრული იმპორტის გადასახდელი თანხის ეკვივალენტური, რა დროსაც მებაჟე ოფიცერი დეკლარანტს აცნობებს (მათ შორის შესაძლებელია შეტყობინება ფორმა_02 ან ფორმა_02.1-ის მეშვეობით) უზრუნველყოფის თანხის ოდენობას ან მიზეზს, თუ რატომ ვერ ახორციელებენ საქონლის გარანტიით გაშვებას.
2. გარანტიით საქონლის გაშვების შემთხვევაში, დეკლარაციის 31-ე გრაფაში გაკეთდება აღნიშვნა „გაშვება ნებადართულია გარანტიით“, რის შემდეგაც მოხდება დეკლარაციის შეფასება და ტვირთის გაშვება ღირებულების კორექტირების გარეშე.
3. დეკლარაციის შემოწმების დასრულებისთანავე, დეკლარანტს ეგზავნება დეკლარაციის შემოწმების აქტი, თუ:
ა. დეკლარანტი ეთანხმება შემოწმების აქტის მონაცემებს, იგი ამას ადასტურებს აქტზე ხელმოწერით, ხოლო ელექტრონული მიმოწერის შემთხვევაში - აქტის მე-6 გრაფაში თანხმობის გამოხატვით და მებაჟე ოფიცერისთვის შემოწმების აქტის ელექტრონულად გადმოგზავნით. ელექტრონული მიმოწერის შემთხვევაში, თანხმობად მიიჩნევა ასევე, თუ მებაჟე ოფიცერს პასუხი არ დაუბრუნდა შემოწმების აქტის ჩაბარებიდან მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. რის შემდეგაც საბაჟო დეკლარაციაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილება და საქონლის გაშვება.
ბ. თუ დეკლარანტი არ ეთანხმება დეკლარაციის შემოწმების აქტის მონაცემებს და აპირებს მის გასაჩივრებას, შემოწმების აქტზე აკეთებს ჩანაწერს შესაბამისი დასაბუთებით და ხელმოწერით, ხოლო ელექტრონულად ჩაბარების შემთხვევაში დეკლარანტმა უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს თავისი პოზიცია მომდევნო სამუშაო დღის დასრულებამდე და ხუთი კალენდარული დღის განმავლობაში წარმოადგინოს ამ თავის დამუშავების ეტაპების 2.ა ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული იმპორტის გადასახდელის თანხის თაუზრუნველყოფის გარანტია.
გ. გარანტიის წარმოდგენის შემდეგ დეკლარაციის 31-ე გრაფაში გაკეთდება აღნიშვნა „გაშვება ნებადართულია გარანტიით“, რის შემდეგაც მოხდება დეკლარაციის შეფასება და ტვირთის გაშვება ღირებულების კორექტირების გარეშე
5.2 დეკლარაციის შემოწმების აქტის შედგენა და საბაჟო ფორმალობების დასრულება
მიზანი
საქონლის საბაჟო ღირებულების კონტროლის დასრულებისთანავე, მებაჟე ოფიცრის მიერ ხორციელდება დეკლარაციის შემოწმების აქტში კონტროლის შედეგების აღწერა და იმ ღონისძიებები მითითება, რომლებიც განხორციელდა შემოწმების ეტაპების შესაბამისად და საქონლის გაშვება.
პასუხისმგებელი პირ(ებ)ი
მებაჟე ოფიცერი
გამომწვევი მიზეზი
მებაჟე ოფიცერმა დაასრულა საბაჟო ღირებულების კონტროლი და დეკლარირებული ღირებულების შემოწმება.
დამუშავების ეტაპები
მებაჟე ოფიცერმა უნდა:
1. შეავსოს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა Oracle-ში დეკლარაციის შემოწმების აქტი.
2. ასახოს შედეგები დეკლარაციის შემოწმების აქტში საბაჟო ღირებულების მონაცემთა ბაზის ინფორმაციის დამუშავების შედეგი - შემდეგნაირად (იხ. თავი 3.1):
ა. “ფასში განსხვავების არარსებობა” - თუ საქონლის ერთეულის დეკლარირებული ღირებულება უდრის ან აღემატება საქონლის ერთეულის უმცირეს ფასს იდენტური ან მსგავსი საქონლისთვის, ასეთ შემთხვევაში მებაჟე ოფიცერმა ასევე უნდა აღნიშნოს იმ დეკლარაციის ნომერი, რომელიც გამოყენებულ იქნა შესადარებლად;
ბ. “ფასში განსხვავების არსებობა”- თუ საქონლის ერთეულის დეკლარირებული ღირებულება ნაკლებია ვიდრე საქონლის ერთეულის უმცირესი ფასი მონაცემთა ბაზაში იდენტური ან მსგავსი საქონლისთვის; ასეთ შემთხვევაში მებაჟე ოფიცერმა უნდა აღნიშნოს პროცენტული გადახრა და შესადარებლად გამოყენებული დეკლარაციის ნომერი;
გ. “ინფორმაციის არარსებობა”- ის შემთხვევაა როცა მონაცემთა ბაზაში არ არის წარმოდგენილი იდენტური ან მსგავსი საქონელი.
3. დაასრულოს დეკლარაციის შემოწმების აქტის შედგენა, განსაზღვრული საბაჟო ღირებულების შეფასების საბოლოო შედეგების ასახვით;
4. შეაფასოს საბაჟო დეკლარაცია და განახორციელოს საქონლის გაშვება.
დამატებითი მოთხოვნები
1. შემოწმების აქტის შევსება ხორციელდება, როდესაც მებაჟე ოფიცერი ეთანხმება დეკლარაციაში მითითებულ გარიგების ფასს, ან გარიგების ფასის უარყოფის შემთხვევაში, როდესაც თავად განსაზღვრავს მას.
2. თუ მებაჟე ოფიცერი ეთანხმება გარიგების ფასს, და არ ცვლის დეკლარირებულ მონაცემებს, იგი ასრულებს საქონლის გაფორმებას (დეკლარაციისთვის შეფასების A ნომრის მინიჭებით), ამ დროს დეკლარაციის შემოწმების აქტზე დეკლარანტის ხელმოწერა (დათანხმების ან არ დათანხმების შესახებ) საჭირო არაა.
ფორმები დანართები და ინსტრუქციები
ფორმა 01_შეტყობინება დეკლარაციის შემოწმების დაწყების შესახებ
ინფორმაცია დეკლარანტისათვის
№C _______ დეკლარაციისათვის სისტემის მიერ შეირჩა კონტროლის განხორციელების ღონისძიებები.
დეკლარაციის შემოწმება, როგორც წესი, უნდა დასრულდეს არა უგვიანეს ერთი საათისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განხორციელდება საქონლის დათვალიერება ან/და სინჯების ან/და ნიმუშების აღება ან საბაჟო გაფორმების სხვა პროცედურა და აღნიშნული საჭიროებს მეტ დროს
საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლოა განგესაზღვროთ დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, რა შემთხვევაშიც, ზემოაღნიშნული ვადა წერილობითი მოთხოვნის გამოგზავნის (გადმოცემის) მომენტიდან ჩერდება მოთხოვნილი დოკუმენტების თქვენს მიერ ოფიციალურად წარმოდგენამდე
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გაფორმების საბაჟო ორგანოს ამ შეტყობინების მე-3 გრაფაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.
დეკლარანტის უფლებები და მოვალეობები
დეკლარანტს უფლება აქვს, დეკლარაციის გაფორმების დროს ცალკეული ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მოითხოვოს საქონლის იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიით გაშვება*
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დეკლარანტი ვალდებულია, მითითებულ ვადაში წარადგინოს მოთხოვნილი სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია
*იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიით გაშვება
საქონლის იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიით გაშვება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის № ----- ბრძანებით დამტკიცებული „გარანტიის შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №4) განსაზღვრული საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფით. გარანტიის თანხის ოდენობა და გარანტიის სახე უნდა შეთანხმდეს საბაჟო ორგანოსთან.
აღნიშნული უფლების გამოყენების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საბაჟო ორგანოს ამ შეტყობინების მე-3 გრაფაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
შენიშვნა: საქონლის იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიით გაშვება განხორციელდება შემოწმების აქტის საფუძველზე, სადაც მითითებული იქნება საქონლის საბაჟო ღირებულება და გარანტიით უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული იმპორტის გადასახდელის ოდენობა.
ფორმა 02_დეკლარირებული მონაცემების შესაძლო უარყოფისა და დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე
საბაჟო ორგანომ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ №C ______ დეკლარაციაში განხორციელდეს ცვლილება და შეიცვალოს ამ დეკლარაციით დეკლარირებული მონაცემი ___________ შემდეგი შემოწმების შედეგად:
დეკლარაციის შევსების სისწორის შემოწმება; სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის დოკუმენტური შემოწმება;
აკრძალვების, შეზღუდვების და გაცხადებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განხორციელების პირობების შემოწმება
საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემოწმება საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შემოწმება
იმპორტის გადასახდელის გადახდის შემოწმება
გთხოვთ, წამოადგინოთ დეკლარაციის შემოწმების მონიშნული ეტაპისათვის მოთხოვნილი შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტი:
ინფორმაციის/დოკუმენტების წარმოდგენა:
საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებული ხართ, ამ შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში წარადგინოთ სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია, ან მისცეთ განმარტება ასეთი ინფორმაციის ან/და დოკუმენტის არქონის (ვერ მოპოვების) შესახებ
საბაჟო ორგანო იტოვებს უფლებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია
თქვენ გაქვთ უფლება, ზემოთ მითითებულ ვადაში და ელექტრონულ მისამართზე საბაჟო ორგანოს წარუდგინოთ ნებისმიერი ისეთი დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტი, რომელსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევთ დეკლარირებული მონაცემის დასადასტურებლად
ამ შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში საბაჟო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტის წარუდგენლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს საბაჟო კოდექსის 178-ე მუხლის შესაბამისად.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. დამატებითი განმარტება
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. ხელმოწერა და თარიღი
დანართი 01_საბაჟო ღირებულების განსაზღვრის კითხვარი
საბაჟო ღირებულების განსაზღვრის კითხვარი
კითხვარის გამოყენების წესი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კითხვარი
ა. საექსპორტო გაყიდვა საქართველოში
თუ პასუხი კითხვაზე არის “არა”, გარიგების ფასის მეთოდი (პირველი მეთოდი) ვერ იქნება გამოყენებული. შეავსეთ კითხვარი და გამოიყენეთ შეფასების ალტერნატიული მეთოდი, დაიწყეთ მე-2 მეთოდით.
თუ პასუხი კითხვაზე არის “კი” მაგრამ გაქვთ ეჭვი, მოითხოვეთ და შეამოწმეთ ინვოისი და გაყიდვის ხელშეკრულება, ან შესყიდვის შეკვეთა და დადასტურება, ან სხვა დოკუმენტაცია იმისათვის, რომ შეამოწმოთ იყო თუ არა საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული გაყიდვის შესაბამისად.
ბ. მყიდველი -გამყიდველის ურთიერთობა
თუ პასუხი კითხვაზე არის “კი”, მოითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, რათა განისაზღვროს არის თუ არა დაკავშირებული მხარის ფასი გარიგების მისაღებ ფასთან.
გ. გაყიდვასთან დაკავშირებული შეზღუდვები
თუ პასუხი რომელიმე შეკითხვაზე არის “კი”, გარიგების ფასის მეთოდი (პირველი მეთოდი) ვერ იქნება გამოყენებული. შეავსეთ კითხვარი და შემდეგ გამოიყენეთ შეფასების ალტერნატიული მეთოდი. დაიწყეთ მე-2 მეთოდით.
დ. ინვოისის ფასი
თუ პასუხი ამ კითხვაზე არის “არა,” მოიპოვეთ სრული დეტალები გადახდილი თანხების და ასეთი გადახდების მიზეზის შესახებ. მოითხოვეთ და შეამოწმეთ დოკუმენტაცია აღნიშნულ დამატებით გადახდებთან დაკავშირებით. შეიტანეთ შესწორებები დეკლარაციაში ამ თანხების შესატანად საჭიროების შემთხვევაში.
თუ პასუხი არის “კი” მაგრამ გაქვთ ეჭვი, რომ დეკლარირებული ფასი მოიცავს ყველა გადახდას საქონელთან დაკავშირებით, რომელიც მყიდველმა გადაიხადა ან გადაუხდის გამყიდველს ან მესამე მხარეს გამყიდველის სასარგებლოდ, მოითხოვეთ და შეამოწმეთ კომერციული ინვოისი, ხელშეკრულება გაყიდვის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საბანკო დოკუმენტი ან გადახდის სხვა მტკიცებულება.
დეკლარანტს უნდა სთხოვოთ დაადასტუროს რომ მყიდველის მიერ გამყიდველისთვის გადახდილი თანხა, ნებისმიერი არაპირდაპირი გადახდის ჩათვლით, სათანადოდ არის შეტანილი დეკლარირებულ ფასში. არაპირდაპირი გადახდები მოიცავს -
მყიდველის მიერ მესამე მხარისთვის გადახდილ თანხებს გამყიდველის ვალდებულების დასაფარად (მაგ., გამყიდველის დავალიანების დაფარვა);
საქონლის გასაყიდი ფასის შემცირებას როგორც კრედიტს ან კომპენსაციას, რომელიც უკავშირდება ადრეულ გარიგებას (მაგ., თუ წინა სასაქონლო პარტია მყიდველმა მიიღო დაზიანებული ფორმით და გამყიდველმა სანაცვლოდ ახალი სასაქონლო პარტია გაუგზავნა ან უფასოდ ან დაბალ ფასში, რათა მყიდველს აუნაზღაუროს წინა სასაქონლო პარტიის ღირებულება).
ე. ტრანსპორტირება და დაკავშირებული ხარჯები
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის ტრანსპორტირების და დაზღვევის ხარჯი და დატვირთვა-გადმოტვირთვის ხარჯები, რომლებიც უკავშირდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის ტრანსპორტირებას საქართველომდე შეტანილ უნდა იქნეს საბაჟო ღირებულებაში.
თუ მიწოდების პირობები არის CIF, შეამოწმეთ ინვოისი, რომელიც უნდა შეიცავდეს საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ტრანსპორტირების, დაზღვევის და სხვა ხარჯებს. თუ მიწოდების პირობებია FOB, სატრანსპორტო ხარჯების მტკიცებულება შეიძლება მოცემული იყოს სატრანსპორტო დოკუმენტში.
როდესაც გაქვთ ეჭვი ტრანსპორტირების რეალურ ხარჯებთან დაკავშირებით (მაგ., დეკლარირებული ხარჯები მნიშვნელოვნად დაბალია ვიდრე ასეთივე ხარჯი შესადარებელ გარიგებაში), საჭიროა ფაქტობრივი ხარჯების დოკუმენტური მტკიცებულება როგორიცაა საბოლოო ტრანსპორტირების ინვოისი.
თუ განხორციელებული ტრანსპორტირება უფასოა ან უზრუნველყოფილია მყიდველის მიერ, სატრანსპორტო ხარჯები გამოითვლება გადაზიდვის ტარიფების შესაბამისად, ან საბაჟო ღირებულების მონაცემთა ბაზიდან ობიექტური და რაოდენობრივად შეფასებადი მონაცემების საფუძველზე და ემატება საქონლის საბაჟო ღირებულებას იმ პირობით თუ აღნიშნული ხარჯი მასში ასახული არ არის.
ვ. კონტეინერები და შეფუთვა
ჩვეულებრივ საქონლის კონტეინერების და შეფუთვის ხარჯები შეტანილია გამყიდველის ინვოისში. თუმცა, თუ მყიდველმა გადაიხადა ან გადაიხდის შეფუთვის ან კონტეინერების თანხას ცალკე (იქნება ეს გამყიდველი თუ მესამე მხარე) ეს თანხები უნდა დაემატოს ინვოისით განსაზღვრულ ფასს.
შესაბამისად, თუ პასუხი რომელიმე კითხვაზე არის “არა,” საჭიროა დოკუმენტები აღნიშნულ დამატებით თანხებთან დაკავშირებით და შეიტანეთ შესწორება დეკლარაციაში აღნიშნული თანხების გასათვალისწინებლად საჭიროების შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ კონტეინერების ღირებულება ეხება იმ კონტეინერებს, რომლებიც მიჩნეულია საბაჟო დანიშნულების კონტეინერებად მოცემული საქონლისთვის (ე.ი., კლასიფიცირებულია იმავე სატარიფო მოთხოვნით როგორც საქონელი, სატარიფო კლასიფიკაციის წესების შესაბამისად).
ზ. საკომისიო და საბროკერო მოსაკრებელი
საქონლის შესყისვასთან დაკავშირებული გადახდილი საკომისიო ან საბროკერო მოსაკრებელი შეტანილ უნდა იქნეს საბაჟო ღირებულებაში. გამონაკლისი არის შესყიდვის
საკომისიო, რომელიც წარმოადგენს მყიდველის მიერ თავისი აგენტისათვის (საქონლის შესყიდვისას საზღვარგარეთ მისი წარმომადგენელისათვის) გადახდილ ან გადასახდელ თანხას. შესყიდვის საკომისიო არ უნდა შევიდეს საბაჟო ღირებულებაში თუ ის საქონლის გადახდილი ან გადასახდელი ფასისგან ცალკეა იდენტიფიცირებული (მაგალითად, გამოყოფილია ცალკე მუხლად ინვოისში).
შესაბამისად, თუ საკომისიო გადახდილია ან გადახდილი იქნება და შეტანილია საბაჟო ღირებულებაში, საჭიროა გაყიდვის კონტრაქტი ან სხვა რელევანტური დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია მყიდველის ვალდებულება გადაიხადოს საკომისიო ან საბროკერო მოსაკრებელი.
თუ საკომისიო ან საშუამავლო თანხა გადახდილია ან გადახდილი იქნება, მაგრამ არ არის შეტანილი საბაჟო ღირებულებაში, საჭიროა ხელშეკრულების ასლი მყიდველსა და აგენტს შორის ასეთი საკომისიოს გადახდასთან დაკავშირებით.
მესამე პირის სახელი ინვოისზე შეიძლება მიუთითებდეს გაყიდვის აგენტის მონაწილეობაზე.
თ. ამონაგები საქონლის გადაყიდვიდან
თუ მყიდველმა გადაიხადა ან თანახმაა გადაუხადოს გამყიდველს ამონაგების რაიმე წილი საქართველოში საქონლის გადაყიდვის, განკარგვის ან გამოყენების შედეგად (ანუ პასუხი თ.1 კითხვაზე არის “კი”), შეავსეთ კითხვარი.
ი. როიალტი ან სალიცენზიო მოსაკრებელი
თუ როიალტი ან სალიცენზიო მოსაკრებელი გადახდილია ან გადასახდელია (ანუ პასუხი ი.1 კითხვაზე არის “კი”), შეავსეთ კითხვარი.
კ. მყიდველის მიერ საწარმოო მასალების მიწოდება
თუ მიწოდებულ იქნა დამხმარე მასალები და მომსახურება (ანუ პასუხი კ.1-ის ნებისმიერ კითხვაზე არის “კი”), შეავსეთ კითხვარი.
დანართი 02_დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მოთხოვნა
დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მოთხოვნა
ფორმა 02.1_დეკლარირებული ღირებულების უარყოფის შესახებ
დანართი №2-II-02.1
სსიპ შემოსავლების სამსახურის
საბაჟო დეპარტამენტი
შეტყობინება
დეკლარირებული ღირებულებების უარყოფის შესახებ
დანართი 03_იდენტური და მსგავსი საქონლის გარიგების ფასის კითხვარი
გამოიყენება -
1. შეფასების მე- 2 და მე -3 მეთოდი
ფორმა 03_დეკლარაციის შემოწმების აქტი
დანართი №2-II-03
სსიპ შემოსავლების სამსახურის
საბაჟო დეპარტამენტი
დეკლარაციის შემოწმების აქტი №----------
ინსტრუქცია 01_ფასდაკლების შესწავლა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ზოგადი წესი
ფასდაკლება მისაღებია თუ ის წარმოადგენს თანხას, რომელიც მყიდველმა რეალურად გადაიხადა ან თანახმაა გადაუხადოს გამყიდველს შესაფასებელი საქონლისთვის.
ფასდაკლების ფორმები
მისაღები ფასდაკლებების გავრცელებული ფორმებია:
ფასდაკლება რაოდენობის მიხედვით ან სავაჭრო ფასდაკლება
რაოდენობრივი ფასდაკლება - საქონლის დიდი მოცულობის შეძენის შემთხვევაში, გამყიდველის მიერ შეთავაზებული ფასდაკლება. სავაჭრო ფასდაკლებას - გამყიდველის მიერ შეთავაზებული ფასდაკლება იმ მყიდველთათვის, რომლებიც უფრო გადამყიდველები არიან ვიდრე საბოლოო მომხმარებლები.
დეკლარანტს შეუძლია გამოიყენოს ასეთი დისკონტირებული ფასი, როგორც გარიგების ფასი, თუ იგი უკავშირდება იმპორტირებულ საქონელს და ფასდაკლების მიღება ხდება საქონლის საბაჟო ორგანოში დეკლარირებისას (ე.ი. იმპორტიორი ყიდულობს საქონლის დიდ მოცულობას და იღებს ფასდაკლებას დეკლარაციის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წარდგენისას). ასეთი შემთხვევაში გადახდილი ან გადასახდელი სუფთა (ნეტო) ფასი მისაღებია.
თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, ასეთ შემთხვევაში ფასდაკლება აგრეთვე მისაღები იქნება, თუ ეს კავშირი გავლენას არ ახდენს საქონლის ფასზე.
ფული და ადრე გადახდის ფასდაკლება
ფულადი ფასდაკლება არის გამყიდველის მიერ მომხმარებლის მოტივაციის საშუალება გადაიხადოს თანხა კონკრეტულ ვადაში და მაგალითად გადაიხადოს „5,000 ევროს მინუს 10% თუ ეს თანხა გადახდილი იქნება XX თარიღამდე.“
თუ მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა დისკონტირებული ფასი იმ დროს, როცა ხდება საქონლისთვის დეკლარაციის რეგისტრაცია, მაშინ დისკონტირებული ფასი შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბაჟო ღირებულებისთვის.
თუ დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტისთვის მყიდველს ჯერ არ გადაუხდია თანხა გამყიდველისთვის, ამ დროისთვის არ იქნება ცნობილი მყიდველი მიიღებს ფასდაკლებას თუ არა (ანუ გადაიხდის თუ არა მყიდველი თანხას საჭირო პერიოდში). მიუხედავად ამისა, დისკონტირებული ფასი მისაღები იქნება:
თუ ფასდაკლების დონე ზოგადად მიღებულია მოცემულ სავაჭრო სექტორში;
ან
როცა ფასდაკლება უფრო მაღალია ვიდრე ჩვეულებრივ სავაჭრო სექტორში გავრცელებული ფასდაკლებები, ის მიღებულ უნდა იქნეს, თუ დეკლარანტს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია აჩვენოს, რომ საქონელი რეალურად ისეა გაყიდული როგორც დეკლარირებულია (ფაქტიურად გადახდილ ან გადასახდელ ფასად) და ფასდაკლება კვლავ ხელმისაწვდომია თავისუფალ ბრუნვაში გაშვების დროს.
ფასდაკლება ერთგულებისთვი
ამ ტიპის ფასდაკლებას გამყიდველი სთავაზობს მყიდველს საქონლის განმეორებითი შესყიდვისთვის კონკრეტულ პერიოდში, როგორიცაა 10%-იანი ფასდაკლება ყოველ ექვს თვეში ან ნაკლებ პერიოდში.
დეკლარანტს შეუძლია ასეთი დისკონტირებული ფასის გამოყენება, როგორც გარიგების ფასის, თუ ფასდაკლება უკავშირდება იმპორტირებულ საქონელს და წარმოიქმნება საქონლის დეკლარირების მომენტისთვის.
დოკუმენტაცია
ფასდაკლების პირობები მითითებულ უნდა იქნეს კომერციულ ინვოისში და/ან გაყიდვის კონტრაქტში და/ან მყიდველის შეკვეთაში და გამყიდველის დასტურში.
მიუღებელი „ფასდაკლება“
კომერციული ინვოისი შეიძლება ეხებოდეს “ფასდაკლებას”, რომელიც ფაქტიურად მოცემულ ტვირთთან დაკავშირებული ფასდაკლება კი არ არის, არამედ წინა იმპორტთან დაკავშირებული ფასდათმობაა ან სხვა კომპენსაცია (როგორიცაა მაგალითად საკომპენსაციო ან რეტროაქტიური ფასდაკლება). ეს „ფასდაკლებები“ არ უნდა იქნეს გათვალისწინებული მიმდინარე იმპორტზე.
მაგალითი
გამყიდველმა დეფექტური საქონელი მიაწოდა მყიდველს წინა გაყიდვის დროს. აღნიშნულის კომპენსაციის მიზნით, გამყიდველი დათანხმდა მიმდინარე საქონელზე ფასის 50%-ით დაკლებაზე. ეს „ფასდაკლება“ უკავშირდება წარსულში იმპორტირებულ საქონელს და ამდენად არ ჩაითვლება მისაღებად მიმდინარე იმპორტზე.
ინსტრუქცია 02_დამატებითი დოკუმენტები
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქვევით წარმოდგენილი მაგალითები არ არის ამომწურავი, მიუთითებს დოკუმენტების ტიპებზე, რომლებიც საბაჟომ შეიძლება მოითხოვოს ან რომლებიც დეკლარანტმა შეიძლება წარადგინოს გარიგების გარემოებებიდან გამომდინარე.
ინსტრუქცია 03_შეფასების წესების გამოყენება კონკრეტულ შემთხვევებში
1. “უფასო” საქონელი
თუ საქონლის მიწოდება ხდება უფასოდ, პირველი მეთოდი (გარიგების ფასის მეთოდი) არ შეიძლება იქნეს გამოყენებული, რადგან საქონელი არ ექვემდებარება საექსპორტო გაყიდვას. შესაბამისად, ალტერნატიული შეფასების მეთოდები უნდა იქნეს გამოყენებული თანმიმდევრულად, კერძოდ:
მე-2 ან მე-3 მეთოდი, თუ ადგილი აქვს იდენტური ან მსგავსი საქონლის იმპორტს;
მე-4 მეთოდი, თუ ინფორმაცია ხელმისაწვდომია იმპორტირებული საქონლის ან იდენტური ან მსგავსი საქონლის გაყიდვასთან დაკავშირებით მომხმარებელზე საქართველოში, რომელიც არ წარმოადგენს დაკავშირებულ მხარეს.
მე-5 მეთოდი თუ ინფორმაცია ხელმისაწვდომია იმპორტირებული საქონლის საწარმოო ხარჯებთან დაკავშირებით.
ჩვეულებრივ, თუ აუცილებელია საქონლის ღირებულების განსაზღვრა მე-6 მეთოდით, ისეთი ფასის უნდა იქნეს აღებული, რომელიც გადაიხდებოდა საქონლის შესყიდვის შემთხვევაში. ეს შეიძლება დასაბუთდეს მაგალითად:
მიმწოდებლის მიმდინარე ფასთა ჩამონათვალის ასლით საქართველოში გაყიდული საქონლისთვის, ან
მიმწოდებლის განცხადებით საქონლის ღირებულების შესახებ
ყველა შემთხვევაში, საქართველოში საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ფრახტი, დაზღვევა და დატვირთვა-გადმოტვირთვის ხარჯები შეტანილ უნდა იქნეს საბაჟო ღირებულებაში.
2. “უფასოდ” ჩასანაცვლებელი საქონელი
იმპორტირებული საქონელის ბუნებიდან გამომდინარე, თუ ადვილი შესაძლებელია მათი დაზიანება ან სასაქონლო სახის გაუარესება საქართველოში ტრანსპორტირებისას (მაგალითად ახლად გამოჩეკილი წიწილები), გამყიდველმა შესაძლოა იმავე ტვირთს დაამატოს ასეთი საქონლის გარკვეული რაოდენობა „უფასოდ“, ჩასანაცვლებელი საქონლის სახით. ასეთ შემთხვევებში შეიძლება ჩაითვალოს რომ კონტრაქტით განსაზღვრული გასაყიდი ფასი ფარავს ტრანსპორტირებული საქონლის სრულ რაოდენობას (მათ შორის, „უფასო“ ჩამნაცვლებელ საქონელს).
კომერციული ინვოისი ან გაყიდვის სხვა დოკუმენტი უნდა მიუთითებდეს, რომ დამატებითი საქონელი დამატებულია ასეთი მიზნით.
მეორე მხრივ, გამყიდველმა შეიძლება განახორციელოს ჩასანაცვლებელი საქონლის „უფასო“ მიწოდება მყიდველისთვის ცალკე (ე.ი. მას შემდეგ რაც მყიდველი აცნობებს გამყიდველს გარკვეული რაოდენობის დაზიანების შესახებ). ასეთ შემთხვევაში საქონელი უნდა შეფასდეს როგორც ნებისმიერი სხვა „უფასო“ საქონელი (იხ. წინა პუნქტი). საბაჟო ღირებულება შეიძლება ემყარებოდეს საქონლის ერთეულის ფასს საწყის გარიგებაში.
3. დაზიანებული საქონელი
თუ საქონელი დაზიანდა მყიდველსა და გამყიდველს შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მაგრამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე (მაგალითად, საქონელი დაზიანდა საქართველოში ტრანსპორტირების დროს), შესაძლებელია საბაჟო ღირებულების კორექტირება საქონლის დაზიანების გათვალისწინებით.
ასეთ შემთხვევაში დეკლარანტმა უნდა წარმოადგინოს საქონლის დაზიანების დასაბუთება, მაგალითად:
საქონლის დასაბრუნებელი ზედდებული გამყიდველისგან; და/ან
ცნობა დაზიანების შესახებ; და/ან
დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა; და/ან
მზღვეველის ან გადამზიდავის გაცემული დოკუმენტი საქონლის დაზიანებასთან დაკავშირებით
ზემოაღნიშნული არ წარმოადგენს ამომწურავ ჩამონათვალს.
საქონლის საბაჟო ღირებულება შეიძლება გამოთვალოს:
გადახდილი ან გადასახდელი თავდაპირველი ფასის პროპორციული განაწილებით ზიანის გათვალისწინებით;
გადახდილი ან გადასახდელი ფასის გამოყენებით თუ გამყიდველი ამცირებს ფასს ზარალის ან ზიანის შედეგად;
თავდაპირველად გადახდილი ან გადასახდელი სრული ფასის გამოყენებით, რომლის შემცირებაც ხდება ერთ-ერთი ქვევით ჩამოთვლილით
ექსპერტის მიერ დაზიანების შეფასება; ან
შეკეთების ან რემონტის ხარჯი; ან
დაზღვევის გადახდა
4. ტვირთის ნაწილის დაკარგვა
(ტვირთის დანაკლისით მიღება)
ა) ტვირთის დანაკლისით მიღება გამოწვეულია გამყიდველის მიერ
როდესაც იმპორტიორი აღმოაჩენს, რომ რეალურად გამოგზავნილი საქონლის რაოდენობა (მაგ., 900 ერთეული) შეკვეთილ რაოდენობაზე ნაკლებია (მაგ., 1000 ერთეული), საბაჟო ღირებულება ნებისმიერ შემთხვევაში დამყარებული იქნება კომერციულ დოკუმენტებში განსაზღვრულ შესყიდვის ფასზე (1000 ერთეულზე). თუმცა, დეკლარანტმა შესაძლოა საბაჟოს წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა საბაჟო ღირებულების კორექტირებისთვის. ასეთი მოთხოვნა შეიძლება გამყარებულ იქნეს აღნიშნული დანაკლისის დამადასტურებელი დოკუმენტებით, მაგალითად როგორიცაა, -
გამყიდველის მიერ გაცემული ინვოისი წინა ინვოისის მითითებით; და/ან
ექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული საბაჟო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ექსპორტირებული საქონლის რაოდენობის კორექტირებას; და/ან
საბანკო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს დანაკლისს საქონელზე გადახდილი თანხის ანაზღაურებას და/ან
გამყიდველის დასტური, რომ ზედმეტად გადახდილი თანხა ჩათვლილი იქნება მომავალში მოწოდებული საქონლის ღირებულებაში და ა.შ.
ბ) ტვირთის დანაკლისი გამოწვეულია გადამზიდავის/მომწოდებლის მიერ
როდესაც ერთი ტრანზაქციით შეძენილი ტვირთის ნაწილი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე დაიკარგა, დეკლარანტის მოთხოვნის საფუძველზე საქონლის გარიგების ფასი პროპორციულად გაანგარიშდება შესყიდული საქონლის მთლიანი რაოდენობის ფასის საფუძველზე.
ასეთი მოთხოვნა შეიძლება გამყარებულ იქნეს ტვირთის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტებით, მაგალითად როგორიცაა, -
გადამზიდავის/მომწოდებლის მიერ გაცემული წერილი, სადაც მითითებულია დაკარგული ტვირთის ადგილმდებარეობა და მისი მოწოდების შესაძლებლობა; და/ან
დაკარგული ტვირთის საფასურის ანაზღაურების დოკუმენტი
მაგალითი
გერმანიიდან მყიდველი ყიდულობს საქონლის 10,000 ერთეულს 5000 ევროდ.
გაფორმების დროს აღმოჩნდა, რომ დაიკარგა საქონლის 2000 ერთეული. დეკლარანტმა წარმოადგინა:
ა) გადამზიდავის/მომწოდებლის წერილი, რითაც დასტურდება რომ ტვირთის ნაწილი ჩატვირთვის დროს (ძირითადად ასეთ შემთხვევას ადგილი აქვს ევროკონექტის ქსელით ან სხვა კონსოლიდირებული გადაზიდვის დროს) დაიკარგა ან აერიათ სხვა ტვირთში საწყობში და განახორციელებენ მის დაბრუნებას; ან
ბ) დაკარგული ტვირთის საფასურის ანაზღაურების დოკუმენტი ან დასტური საფასურის ანაზღაურების თაობაზე
ასეთ შემთხვევებში საქონლის ღირებულება, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნითაა დეკლარირებული (მაგ., 8000 ერთეული) განისაზღვრება პროპორციულად საქონლის ერთეულიდან გამომდინარე
10 000 ერთეული ----------- 5 000 ევრო
8 000 ერთეული ------------ X ევრო
X = 8000 x 5000 = 4 000 ევრო
10000
შენიშვნა: თუ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით არ იკვეთება დაკარგული საქონლის დაბრუნების შესაძლებლობა, ან დაკარგული საქონლის საფასურის ანაზღაურება, დეკლარანტის მომართვის საფუძველზე საბაჟო ორგანოს შეუძლია შეცვალოს სასაქონლო პარტიის რაოდენობა, ხოლო ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი პროპორციულად გადანაწილდება წარმოდგენილი ტვირთის ერთეულებზე. ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, საქონლის რაოდენობა გახდება 8 000 ერთეული, ღირებულება დარჩება 5 000 ევრო.
5. იმპორტირებული საქონელი მყიდველის მიერ შეკვეთილი საქონლისგან განსხვავებულია
თუ გამყიდველის მიერ საქართველოში მიწოდებული საქონელი განსხვავებულია მყიდველის მიერ შეკვეთილისგან (მაგალითად, მამაკაცის პერანგები ქალის ბლუზონების ნაცვლად), გარიგების მეთოდი ვერ იქნება გამოყენებული. მყიდველი და გამყიდველი ვერ შეთანხმდნენ ფაქტიურად ექსპორტირებული „საქონლისთვის გადახდილ ან გადასახდელ ფასთან“ დაკავშირებით (ისინი შეთანხმებულნი არიან საქონლის ფასზე, რომელიც არ იქნა მიწოდებული).
ასეთ შემთხვევებში, მიმდევრობით უნდა იქნეს გამოყენებული შეფასების ალტერნატიული მეთოდები. თუ მე-6 მეთოდამდე (სარეზერვო მეთოდი) მივიდნენ, შესაძლოა მყიდველსა და გამყიდველს შორის იმპორტის შემდეგ შეთანხმებული ფასი მისაღები იყოს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფასი შეიძლება ასახავდეს ან გამყიდველის მიერ კომპენსირების ელემენტს ან ფაქტს, რომ გამყიდველს სურს მისთვის საქონლის დაბრუნების ხარჯის თავიდან აცილება, ან ორივეს.
6. ნაწილობრივი მიწოდება
თუ ერთი და იგივე საქონლის დიდი რაოდენობის შესყიდვა ხდება ერთჯერადი ოპერაციით, შესაძლოა რომ საბაჟო დეკლარაცია შედგენილ იქნეს საქონლის მხოლოდ ნაწილისთვის.
მაგალითი:
მყიდველი ყიდულობს საქონლის 10,000 ერთეულს 5000 ევროდ. გამყიდველი განახორციელებს საქონლის ნაწილობრივ მიწოდებას 3 თვიანი პერიოდის განმავლობაში 2,000 ერთეულის შემცველი პარტიებით.
ასეთ შემთხვევებში საქონლის ღირებულება, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნითაა დეკლარირებული (მაგ., 2000 ერთეული) განისაზღვრება მთლიანად გადახდილი ან გადასახდელი ფასის პროპორციული წილით.
ასეთი მიდგომა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ თუ საქონელი იმპორტირებულია იმავე მყიდველის მიერ და გაყიდული საქონელი იდენტურია.
7. საპროცენტო ხარჯები
მყიდველმა შესაძლოა საქონელი შეიძინოს კრედიტით გამყიდველისგან და დათანხმდეს გამყიდველისთვის საქონლის შესყიდვის ფასის და ასევე ფინანსური ხარჯის გადახდას. ასეთი საპროცენტო ხარჯები შეიძლება არ შევიდეს იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულებაში თუ:
ა) ფინანსური შეთანხმება განხორციელდა წერილობით;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, მყიდველს შეუძლია აჩვენოს, რომ ასეთი საქონელი ფაქტიურად იყიდება დეკლარირებულ, როგორც ფაქტიურად გადახდილ ან გადასახდელ ფასად;
გ) მოთხოვნილი პროცენტის განაკვეთი არ აღემატება ასეთი გარიგებებისთვის ქვეყანაში არსებულ დონეს, როცა დაფინანსების გამოყოფა ხდება.
8. გაქირავებული საქონელი
ზოგადად ქირავნობის ხელშეკრულებით იმპორტირებული საქონელი არ შეიძლება შეფასდეს პირველი მეთოდით (გარიგების ფასი), რადგან საქონელი არ იყიდება საექსპორტოდ. თანმიმდევრობით უნდა იქნეს გამოყენებული ალტერნატიული მეთოდები (2-დან 6-მდე), საბაჟო ღირებულების განსასაზღვრად.
პრაქტიკაში უმეტეს შემთხვევებში მე-6 მეთოდი (სარეზერვო მეთოდი) იქნება ასეთი საქონლის მიმართ გამოსაყენებელი შეფასების მეთოდი. მე-6 მეთოდის გამოყენებით გაქირავებული საქონლის საბაჟო ღირებულება შეიძლება განისაზღვროს წლიური ქირავნობის ღირებულების ნამრავლით იმპორტირებული საქონლის სავარაუდო ექსპლოატაციის ვადაზე.
მაგალითი:
იმპორტირებულ საქონელს წარმოადგენს სასურსათო პროდუქტების შესაფუთი მანქანა. ქირავნობის ხელშეკრულება იმპორტიორისგან მოითხოვს რომ ექსპორტიორს გადაუხადოს (მანაქანა-დანადგარის მფლობელს) თვეში 5,300 ევრო ქირის სახით. ქირავნობის პერიოდი 1 წელია და შესაძლებელია მისი განახლება. მანქანის ექსპლოატაციის ვადა შეფასებულია 36 თვედ. საბაჟო ღირებულებაა 190,800 ევრო (36 x 5,300). თუ საპროცენტო ხარჯი შეტანილია ქირის გადასახადში ის შეიძლება გამოირიცხოს საბაჟო ღირებულებიდან (იხ. წინა თავი). ასეთ შემთხვევებში აუცილებელია გამოთვლილ იქნეს საქონლის „ფულადი“ ფასი. ეს ხორციელდება ფორმულის გამოყენებით. არსებობს 2 ფორმულა, რომლებიც შეიძლება იქნეს გამოყენებული იქიდან გამომდინარე ქირის გადახდა ხდება წინასწარ თუ ნაწილ-ნაწილ, შემდეგნაირად -
მაგალითი:
ზევით მოყვანილ მაგალითში იმპორტირებული სასურსათო პროდუქტების შესაფუთი მანქანის შესახებ დეკლარანტმა საბაჟოს მიაწოდა დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებს, რომ ექსპორტიორმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირავნობის გადახდებში შეიტანა წლიური საპროცენტო განაკვეთი - 9% (ან 0.0075 თვეში). საბაჟო ღირებულება შეიძლება განისაზღვროს შემდეგნაირა
9. მეორადი ან ნახმარი საქონელი
თუ წარმოებს მეორადი ან ნახმარი საქონლის გაყიდვა და 1-ლი მეთოდის პირობები (გარიგების ფასი) დაკმაყოფილებულია, შეფასების ეს მეთოდი გამოყენებულ უნდა იქნეს მიუხედავად იმისა საქონელი იმპორტირებულია სავაჭროდ თუ კერძო მოხმარებისთვის.
ისეთ გარემოებებში, სადაც არ არსებობს გაყიდვის ფასი, 1-ლი მეთოდი (გარიგების ფასი) ვერ იქნება გამოყენებული. ასევე, თუ პირის მიერ იმპორტირებული საგანი, რომელიც აღნიშნული პირის საკუთრებაში და სარგებლობაშია შეფასებად პერიოდში იმპორტამდე, გარიგების ფასის მეთოდი არ შეიძლება იქნეს გამოყენებული. ფასი უნდა განისაზღვროს შეფასების ალტერნატიული მეთოდების რიგრიგობით გამოყენებით.
თუ გამოიყენება მე-6 მეთოდი, საბაჟო ღირებულება შეიძლება დაემყაროს საქონლის შესაძენ ფასსა და გამოყენების შედეგად ფასის დანაკარგის სხვაობას.
10. შემდგომ გაყიდვას დაქვემდებარებული საქონელი საქონელი
იმპორტამდე შეიძლება რამდენჯერმე გაიყიდოს. ასეთ შემთხვევებში კომერციულ ჯაჭვში განხორციელებული ბოლოო გაყიდვა საქონლის საქართველოში ჩამოტანამდე მიჩნეული იქნება გასაყიდ ფასად საბაჟო შეფასების მიზნებისთვის.
11. საქონლის გარანტიით გაშვება
საბაჟო დეკლარაციას განესაზღვრა ყვითელი/წითელი დერეფანი, რისკის კრიტერიუმითსაბაჟო ღირებულების კონტროლი. დეკლარირებულმა იმპორტის გადასახდელმა შეადგინა 50 000 ლარი.
ა) საქონლის გარანტიით გაშვება საბაჟო ღირებულების კონტროლის პროცესში
ა.ა) თუ შეტყობინება ფორმა 01 (შეტყობინება დეკლარაციის შემოწმების დაწყების შესახებ) ჩაბარების შემდეგ, გაფორმების დასრულების პროცედურა ჭიანურდება ერთ საათზე მეტი დროით და დეკლარანტს არ აქვს სხვა შეტყობინება (დეკლარირებული მონაცემების შესაძლო უარყოფის და დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე) ჩაბარებული, მას შეუძლია მიმართოს საბაჟო ორგანოს წერილობით ელექტრონულად ან კანცელარიის მეშვეობით საქონლის გატანის შესახებ.
მებაჟე ოფიცერმა, მოთხოვნის მიღების შემდეგ უნდა:
ა) დაადგინოს საჭიროა თუ არა საქონლის დათვალიერება ან/და სინჯების ან/და ნიმუშების აღება;
ბ) განსაზღვროს შეუძლია თუ არა საბაჟო ღირებულების გონივრულად მიახლოებული მნიშვნელობებით (მაგ. იგივე ან მსგავსი საქონლის ფასები ინტერნეტში; ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული იგივე ან მსგავსი საქონლის ფასიდან გონივრული მოგების და ხარჯების გამოქვითვით და ა.შ.) განსაზღვრა. თუ მებაჟე ოფიცერმა ვერ დაადგინა საქონლის სავარაუდო საბაჟო ღირებულება, ის აგზავნის შეტყობინება ფორმა 02-ს, რითაც აცნობებს დეკლარანტს დეკლარირებული ღირებულების შესაძლო უარყოფის შესახებ და დამატებით მოითხოვს დოკუმენტაციებს და ინფორმაციას, ხოლო შეტყობინების მე-6 გრაფაში მიუთითებს გარანტიით უზრუნველსაყოფად საჭირო თანხის ოდენობის დადგენის შეუძლებლობის თაობაზე და დამატებითი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიღების შემდეგ, კვლავ განიხილავს გარანტიით გაშვების შესაძლებლობას.
თუ მებაჟე ოფიცერმა დაადგინა საბაჟო ღირებულება და გადასახდელმა შეადგინა 60 000ლარი, იგი აგზავნის შეტყობინება ფორმა 02-ს, რითაც აცნობებს დეკლარანტს დეკლარირებული ღირებულების შესაძლო უარყოფის შესახებ და დამატებით მოითხოვს დოკუმენტაციებს და ინფორმაციას, ხოლო შეტყობინების მე-6 გრაფაში მიუთითებს გარანტიით უზრუნველსაყოფად საჭირო თანხის ოდენობის დადგენის შეუძლებლობის თაობაზე და დამატებითი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიღების შემდეგ, კვლავ განიხილავს გარანტიით გაშვების შესაძლებლობას. თუ მებაჟე ოფიცერმა დაადგინა საბაჟო ღირებულება და გადასახდელმა შეადგინა 60 000ლარი, იგი აგზავნის შეტყობინება ფორმა 02-ს, რითაც აცნობებს დეკლარანტს დეკლარირებული ღირებულების შესაძლო უარყოფის შესახებ და დამატებით მოითხოვს დოკუმენტაციებს და ინფორმაციას, ხოლო შეტყობინების მე-6 გრაფაში მიუთითებს გარანტიით უზრუნველსაყოფად საჭირო თანხის ოდენობას, 10 000ლარს.
გარანტიის წარმოდგენის შემდეგ (გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 60 დღეზე ნაკლები) საბაჟო დეკლარაციის 31-ე გრაფაში ჩაიწერება აღნიშვნა „გაშვება ნებადართულია გარანტიით“, დეკლარაციის ველში „თანხლები საბუთები“, ჩაიწერება გარანტიის კოდი, ნომერი და გაცემის თარიღი, დეკლარაციას საბაჟო ღირებულების ცვლილების გარეშე მიენიჭება A - ნომერი და ხორციელდება საქონლის გაშვება.
მებაჟე ოფიცერი მოთხოვნის მიღების შემდეგ, უნდა:
ა. დაადგინოს საჭიროა თუ არა საქონლის დათვალიერება ან/და სინჯების ან/და ნიმუშების აღება;
ბ. განსაზღვროს შეუძლია თუ არა საბაჟო ღირებულების გონივრულად მიახლოებული მნიშვნელობებით (მაგ. იგივე ან მსგავსი საქონლის ფასები ინტერნეტში; ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული იგივე ან მსგავსი საქონლის ფასიდან გონივრული მოგების და ხარჯების გამოქვითვით და ა.შ.) განსაზღვრა.
თუ მებაჟე ოფიცერმა ვერ დაადგინა საქონლის სავარაუდო საბაჟო ღირებულება, ის აცნობებს დეკლარანტს (გადამხდელის გვერდის მეშვეობით) გარანტიით უზრუნველსაყოფად საჭირო თანხის ოდენობის დადგენის შეუძლებლობის თაობაზე და დამატებითი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიღების შემდეგ, კვლავ განიხილავს გარანტიით გაშვების შესაძლებლობას.
თუ მებაჟე ოფიცერმა დაადგინა სავარაუდო იმპორტის გადასახდელი, რომელმაც შეადგინა 60 000 ლარი, ის აცნობებს დეკლარანტს (გადამხდელის გვერდის მეშვეობით) გარანტიით უზრუნველსაყოფად საჭირო თანხის ოდენობას - 10 000ლარს;
გარანტიის წარმოდგენის შემდეგ (გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 60 დღეზე ნაკლები) საბაჟო დეკლარაციის 31-ე გრაფაში ჩაიწერება აღნიშვნა „გაშვება ნებადართულია გარანტიით“, დეკლარაციის ველში „თანხლები საბუთები“, ჩაიწერება გარანტიის კოდი, ნომერი და გაცემის თარიღი, დეკლარაციას საბაჟო ღირებულების ცვლილების გარეშე მიენიჭება A - ნომერი და ხორციელდება საქონლის გაშვება.
ბ) საქონლის გარანტიით გაშვება საბაჟო ღირებულების კონტროლის განხორციელების შემდეგ
საბაჟო დეკლარაციას განესაზღვრა ყვითელი/წითელი დერეფანი, რისკის კრიტერიუმით საბაჟო ღირებულების კონტროლი. დეკლარირებულმა საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 50 000 ლარი.
მებაჟე ოფიცერმა დაასრულა საქონლის საბაჟო ღირებულების კონტროლი, შეადგინა ფორმა 03_დეკლარაციის შემოწმების აქტი, შემოწმების აქტის მიხედვით იმპორტის გადასახდელმა შეადგინა 80 000 ლარი. აქტი გადაეგზავნა დეკლარანტს ელექტრულად ან ჩაბარდა ხელზე. დეკლარანტი არ დაეთანხმა განსაზღვრულ ღირებულებას და დასარიცხ იმპორტის გადასახდელს, წარმოადგინა 30 000ლარით უზრუნველყოფილი გარანტია.
გარანტიის წარმოდგენის შემდეგ (გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 60 დღეზე ნაკლები და წარმოდგენილი უნდა იყოს მებაჟე ოფიცრის მიერ დათქმულ ვადაში) საბაჟო დეკლარაციის 31-ე გრაფაში ჩაიწერება აღნიშვნა „გაშვება ნებადართულია გარანტიით“, დეკლარაციის ველში „თანხლები საბუთები“, ჩაიწერება გარანტიის კოდი, ნომერი და გაცემის თარიღი, დეკლარაციას მიენიჭება A - ნომერი და საბაჟო დეკლარაციაში ღირებულების ცვლილების გარეშე ხორციელდება საქონლის გაშვება.
დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ:
ა. თანხვედრაშია დეკლარანტის მიერ განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებასთან, საბაჟო დეკლარაციის 31-ე გრაფიდან ტექსტი „გაშვება ნებადართულია გარანტიით“ წაიშლება, დეკლარაციის ველში „თანხლები საბუთები“ ჩაიწერება დავების/სასამართლოს გადაწყვეტილება, განხორციელდება გარანტიის დახურვის პროცედურა
ბ. თანხვედრაშია საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებასთან, საბაჟო დეკლარაციის 31-ე გრაფიდან ტექსტი „გაშვება ნებადართულია გარანტიით“ წაიშლება, დეკლარაციის ველში „თანხლები საბუთები“ ჩაიწერება დავების/სასამართლოს გადაწყვეტილება და საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდება საბაჟო ღირებულების ცვლილება შემოწმების აქტის საფუძველზე. თუ დეკლარანტმა არ წარმოადგინა გადახდის ქვითარი, დავალიანება დაიფარება გარანტიის მეშვეობით.გადახდის ქვითრის წარმოდგენის შემთხვევაში, განხორციელდება გარანტიის დახურვის პროცედურა.
შენიშვნა:
ა. დავების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ან გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გარანტიის ვადის გასვლამდე, შემოწმების აქტის საფუძველზე ხორციელდება საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებები, ასევე ჩასწორდება 31-ე გრაფა „გაშვებულია გარანტიით“ ჩანაწერი და დეკლარაცია გადაეგზავნება ან ხელზე ჩაბარდება დეკლარანტს;
ბ. საბაჟო ღირებულების კონტროლის პროცესში, გარანტიით გაშვებული საქონლის შემთხვევაში, საბოლოო ღირებულების განსაზღვრის და დეკლარაციის შემოწმების აქტის ჩაბარების შემდეგ, თუ დეკლარანტი არ ეთანხმება აქტში მითითებულ მონაცემებს, გასაჩივრების პროცედურა იგივე თანმიმდევრობით განხორციელდება, როგორც „ბ“ მაგალითშია განხილული.