ბრძანება N 4375

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.03.2023
№ დოკუმენტი 4375
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4375

07.03.2023

----------------- (პ/ნ-------------)

(მის: ---------------------------)

2023 წლის 3 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უაარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა --------------ის (პ/ნ ---------------) №78798/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 17 იანვრის №EL197390 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2022 წლის დეკემბერში ამაზონის ვებ-გვერდზე შეიძინა მობილური ტელეფონი, რომელიც ღირდა 509 დოლარი. 470 დოლარი გადაიხადა ამაზონის ელექტრონული სასაჩუქრე ბარათიდან, ხოლო დარჩენილი ღირებულება 39.95 დოლარი გადაიხადა საკუთარი სახსრებით. დეკლარაციის შევსებისას მიუთითა მხოლოდ მის მიერ გადახდილი თანხა 39.95 დოლარი. არ იყო ინფორმირებული დეკლარაციის სწორად შევსების შესახებ და ამიტომ დაუშვა შეცდომა. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 10 იანვარს, საფოსტო გადამზიდავის – სს „------------ის“ (ს/ნ ----------) მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე --------------ის (პ/ნ -----------) სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №--------------- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ჯამური ღირებულებით - 39.95 აშშ დოლარი. დეკლარანტის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში. გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------------------ის“ უფლებამოსილი პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემოწმებისას გამოვლინდა შეუსაბამობა №--------------- საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელსა და დეკლარანტის მიერ წარდგენილ ღირებულებას შორის. საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შედეგად ----------მა (პ/ნ -------------) წარმოადგინა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის (მობილური ტელეფონი) ინვოისი, რის მიხედვითაც აღნიშნული საქონლის ღირებულება შეადგენს 509.95 აშშ დოლარს. ვინაიდან,----------------------ის (პ/ნ ----------------) მხრიდან ადგილი ჰქონდა 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას 247.6 ლარით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „---------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 17 იანვარს შედგენილ იქნა №EL197390 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც --------------ს (პ/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 99.05 ლარის (იმპორტის გადასახდელის თანხის 40 პროცენტი) ოდენობით. №-------------საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი 2023 წლის 20 იანვარს №-------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში და საქონელმა დატოვა საბაჟო კონტოროლის ზონა.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია (დანართი №8-VIII-05), რომელსაც დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან და იგი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საბაჟო ორგანოს“.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 40 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №----------საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ნაცვლად 509.95 აშშ დოლარისა განხორციელდა ჯამური ღირებულებით - 39.95 აშშ დოლარი. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას 247.6 ლარით, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, გამოვლენილი სამართალდარღვევის ჩადენისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ არ იყო ინფორმირებული დეკლარაციის სწორად შევსების თაობაზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ პირველად არ განხორციელებულა საფოსტო გზავნილის მიღება/დეკლარირება და შესაბამისად, მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენების შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. -------------ის (პ/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საფოსტო გადამზიდავის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მომჩივნის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ჯამური ღირებულებით - 39.95 აშშ დოლარი. დეკლარანტის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში. გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემოწმებისას გამოვლინდა შეუსაბამობა, გზავნილით შემოტანილ საქონელსა და დეკლარანტის მიერ წარდგენილ ღირებულებას შორის. საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შედეგად მომჩივანმა წარმოადგინა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის (მობილური ტელეფონი) ინვოისი, რის მიხედვითაც აღნიშნული საქონლის ღირებულება შეადგენს 509.95 აშშ დოლარს. ვინაიდან,მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას 247.6 ლარით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 99.05 ლარის (იმპორტის გადასახდელის თანხის 40 პროცენტი) ოდენობით. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი - საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში და საქონელმა დატოვა საბაჟო კონტოროლის ზონა.

 

გადაწყვეტილება

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

163; 167.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანება