გადაწყვეტილება №24897/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24897/2/2025
26 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----(ს/ნ ----)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ს 10.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24897/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისზე გავრცელებული ფასნამატის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 11.11.2024 წლის №CB1687687 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 27.01.2025 წლის №709 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 7 188.82 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამეურნეო საქონლით ვაჭრობა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.07.2024 წლის №16303 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 47 975.15 ლარი, რომელიც საბაზრო ღირებულებით შეადგენს 71 888.19 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 7 188.82 ლარით, რაზეც 11.11.2024 წელს შედგენილია №CB1687687 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.01.2025 წლის №709 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
შემოსავლების სამსახურის ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე, რომლის შინაარსიდან დგინდება, რომ ინვენტარიზაციის ფასნამატი 26.98% მიღებულია გადასახადის გადამხდელის ფაქტობრივ მისამართზე განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე, სადაც ინვენტარიზაციის მომენტისთვის ფუნქციონირებდა სხვა კომპანია. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ ფასნამატის ოდენობასთან მიმართებაში საჩივარში მითითებულ პოზიციასთან დაკავშირებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოანგარიშებულმა ფასნამატმა შეადგინა 26.98% და არა გადამხდელის მიერ დაფიქსირებული 50%. საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი საჩივარს თან არ ურთავს იმგვარ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი 71 888.19 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი ჩათვლილია 50% (1,5) ფასნამატით საბაზრო ფასად რეალიზებულად, რაზეც დაეკისრა ჯარიმა. ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ფასნამატი არასდროს არ იყო 20-25%-ზე მეტი და გაუგებარია შემმოწმებლებმა საიდან დაადგინა ფასნამატი 50%. ითხოვს შემცირდეს ჯარიმის თანხა და ფასნამატი გადაანგარიშდეს 20%-ზე ნაცვლად 50%-ისა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საჩივართან დაკავშირებით წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.03.2025 წლის №21-12/18725 წერილიდან ირკვევა, რომ: - საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. გადასახადის გადამხდელის რეგისტრაციის თარიღია 22.12.2011 წელი, დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 5.12.2019 წელს, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობს 24.12.2011 წლიდან. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა მცირე ბიზნესის აღრიცხვის გამარტივებულ ჟურნალს, ხოლო ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის გააჩნდა სათანადო წესით რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი ნომრით DY---. ინვენტარიზაციის დაწყებამდე გადასახადის გადამხდელისგან მიღებულია ხელწერილები. ჩასატარებელი ინვენტარიზაციის საანგარიშო პერიოდად, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, განისაზღვრა 1.12.2021 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების თარიღამდე, 10.07.2024 წლამდე, პერიოდი. - ინვენტარიზაციის ბრძანებით და გადასახადის გადამხდელის ხელწერილის საფუძველზე შექმნილმა საინვენტარიზაციო კომისიამ 10.07.2024 წელს განახორციელა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთის აღწერა. ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე არ აღმოჩნდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. - დანართი №19-ის I და II ცხრილის მიხედვით მიწოდებულმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 73 295.53 ლარი, რამაც პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 48 914.35 ლარი.
3 - ფასნამატი 26.98% მიღებულია გადასახადის გადამხდელის ფაქტობრივ მისამართზე განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე, სადაც ინვენტარიზაციის მომენტისთვის ფუნქციონირებდა სხვა კომპანია. - სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულმა ნაშთმა ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 47 975.15 ლარი. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე შევსებულია დანართი №22-ის I ცხრილი, რომლის მიხედვითაც გამოვლენილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებამ საბაზრო ფასებით შეადგინა ნული ლარი. - დანართი №22–ის II ცხრილით (დანართი №19-ის I ცხრილის და დანართი №21-ის მონაცემების მიხედვით) გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 47 975.15 ლარი, რაც საბაზრო ღირებულებით შეადგენს 71 888.19 ლარს. - გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა 7 188.82 ლარით.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებული, რომ გადასახადის გადამხდელს 4.09.2024 წელს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოაღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების (დანართი №22–ის I და II ცხრილი) პროექტით, რაზედაც მას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოსთვის განცხადებით არ მიუმართავს. მომჩივანი განმარტავს, რომ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ფასნამატი არასდროს არ იყო 20- 25%-ზე მეტი და გაუგებარია შემმოწმებლებმა საიდან დაადგინა 50%. ითხოვს შემცირდეს ჯარიმის თანხა და ფასნამატი გადაანგარიშდეს 20%-ზე ნაცვლად 50%-ისა. მომჩივნის არგუმენტზე, მოპასუხე ორგანო ზემოაღნიშნულ წერილში და შემოსავლების სამსახური სადაო ბრძანებაში მიუთითებს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოანგარიშებულმა ფასნამატმა შეადგინა 26.98% (71 888.19=47 975.15+ფასნამატი+დღგ) და არა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული 50%. აღნიშნული ფასნამატი - 26.98%, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილია გადასახადის გადამხდელის ფაქტობრივ მისამართზე განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე, სადაც ინვენტარიზაციის მომენტისთვის ფუნქციონირებდა სხვა კომპანია. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არც დავის ამ ეტაპზე წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს და ამასთან, მოპასუხე ორგანო მომჩივნის არგუმენტზე განმარტავს, რომ გამოყენებულია ფასნამატი 26.98% და არა 50%, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისზე გავრცელებული ფასნამატის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამეურნეო საქონლით ვაჭრობა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.07.2024 წლის №16303 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 47 975.15 ლარი, რომელიც საბაზრო ღირებულებით შეადგენს 71 888.19 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 7 188.82 ლარით, რაზეც შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.01.2025 წლის №709 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
286 (9).