ბრძანება N 8838

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.04.2024
№ დოკუმენტი 8838
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 8838

16 აპრილი 2024

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(მის.:„-------“)

2023 წლის 29 დეკემბრის და 2024 წლის პირველი აპრილის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 მარტს და 4 აპრილს გამართულ სხდომებზე (ოქმი №33, №36) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 თებერვლის №86393/1/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „------- -ის “ (ს/ნ „-------“) 2023 წლის 29 დეკემბრის №86393/1/2023 და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის პირველი აპრილის №88789/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №249-8 და 2024 წლის 22 მარტის №249-5 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

1.მომჩივანი ითხოვს ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით დავის განახლებას და საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას. აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ოქტომბრის №26344 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს დაევალა კორექტირების საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო აღნიშნულ პერიოდზე დარიცხული დღგ-ის თანხის შემცირება. თუმცა, აღნიშნული ვერ მოხერხდა, რადგანაც პერიოდი არის საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმებული, გადასახადის გადამხდელს არ აქვს უფლება მისი კორექტირების და გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან შეზღუდული იყო შესაბამისი ფუნქცია.

2. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და განმარტავს, რომ 2024 წლის 2 თებერვალს მის მიერ წარმოდგენილია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-------) და აღნიშნულ ფაქტურაზე მიბმულია 2022 წლის თებერვლის თვეში განხორციელებული უკან დაბრუნების ოპერაციის შესაბამისი სასაქონლო ზედნადები. მიუთითებს, რომ ამჟამად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას აქვს სტატუსი „გადაგზავნილი“. მომჩივანი ითხოვს, დღგ-ში დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ოქტომბრის №26344 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №249-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 7 ივლისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------- -ის “ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის კორექტირებული/გაუქმებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრის დანართად წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ოქტომბრის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 14 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 22 მარტის №249-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ოქტომბრის №26344 ბრძანების გამოცემის შემდეგ ხელახლა მოგვმართა 2023 წლის 25 დეკემბრის საჩივრით და მოითხოვა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №249-8 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის N33112 ბრძანებით, ვინაიდან არსებობდა მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „------- -ის “ (ს/ნ „-------“) საჩივარი დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის N33112 ბრძანება გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის 29 დეკემბერს გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 28 თებერვლის №86393/1/2023 გადაწყვეტილებით, შპს „------ -ის “ (ს/ნ „-------“) №86393/1/2023 საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში, განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა აღნიშნული ფაქტურა არ არის დადასტურებული მეორე მხარის (მყიდველი) მიერ. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

2. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.

3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის განახლების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა აღნიშნული ფაქტურა არ არის დადასტურებული მეორე მხარის (მყიდველი) მიერ. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებულ გადაანგარიშებაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------- -ის “ (ს/ნ „-------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით დავის განახლებას და საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.მომჩივანი ითხოვს, დღგ-ში დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელმა წარმოადგინა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა აღნიშნული ფაქტურა არ არის დადასტურებული მეორე მხარის მიერ. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

2.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

299(7),304(21).