გადაწყვეტილება №24004/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24004/2/2024
20 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ „---------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“-ის 26.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24004/2/2024).
დავის საგანი:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2024 წლის №074-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.08.2024 წლის №19041 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 175 748,56 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 108 587
დღგ - 54 831
მოგების გადასახადი - 53 756
ჯარიმა - 54 294
საურავი - 12 867,56
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 5.12.2022 წლის №30511 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორე (გამოვლენილი დანაკლისის თანხის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადისა ან/და მოგების/საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახვა). შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30511 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, გამოვლინდა 359 453 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც მომჩივანს 15.05.2023 წლის №CB1468386 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლის საფუძველზე, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის საანგარიშო პერიოდში. მომჩივანს დაერიცხა დღგ, ხოლო საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის და 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივანს - მოგების გადასახადი. ასევე, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საწარმოს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2024 წლის №074-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8695 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 31.07.2024 წლის №23137/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8695 ბრძანება. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 31.07.2024 წლის №23137/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 20.08.2024 წლის №19041 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 983 მუხლის მე-2 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა სმფ-ების დანაკლისი, რაზეც 15.05.2023 წელს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1468386.
საქმეში არსებულ მასალებსა და ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო დანაკლისი აესახა დანაკლისის გამოვლენის საანგარიშო პერიოდის მოგების და დღგ-ის დეკლარაციებში. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესაბამის საანგარიშო პერიოდში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30511 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის (შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1468386, გამოვლენილ იქნა 359 453 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი) შედეგები დეკლარირებულია დღგით შესაბამის პერიოდში (2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში). აღნიშნული პერიოდი ცალსახად არის მოცემული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.12.2022 წლის №30511 ბრძანების საფუძველზე გამოცემულ 15.03.2023 წლის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ ოქმში (დანართი), სადაც ინვენტარიზაციის შედეგები გამოყვანილია 6.12.2022 წლის მდგომარეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო აუდიტის დეპარტამენტი წერილობით. მიუხედავად ამისა, აუდიტის დეპარტამენტმა ერთი ოპერაცია ხელმეორედ დაბეგრა და როგორც აქტიდან ირკვევა სულ სხვა პერიოდში (2023 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში), რაც გაუგებარია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდა აუდიტორთან დაკავშირება და როგორც აუხსნეს ასეთი არის აუდიტის დეპარტამენტის მიდგომა და შესაძლებლობა ჰქონდა გაესაჩივრებინა.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30511 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის (შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1468386, გამოვლენილ იქნა 359 453 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი) შედეგები მომჩივნის მიერ დეკლარირებულია საშემოსავლო გადასახადით შესაბამის პერიოდში (2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში). აღნიშნული პერიოდი ცალსახად არის მოცემული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30511 ბრძანების საფუძველზე გამოცემულ 15.03.2023 წლის სასაქონლომატერიალური ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ ოქმში (დანართი), სადაც ინვენტარიზაციის შედეგები გამოყვანილია 6.12.2022 წლის მდგომარეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო აუდიტის დეპარტამენტი წერილობით. მიუხედავად ამისა აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა ინფორმაცია აღნიშნული ოპერაციის დაბეგვრასთან დაკავშირებით და დაბეგრა მოგების გადასახადით სულ სხვა პერიოდში (2023 წლის მაისის საანგარიშო თვე). მოხდა აუდიტორთან დაკავშირება თუ რატომ მოხდა მსგავსი დარიცხვა და პასუხი გასცა იგივე, რომ მიდგომა იყო ასეთი და შეეძლო გაესაჩივრებინა.
შემოსავლების სამსახურს საერთოდ არ შეუსწავლია დეკლარირებული მონაცემები და ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი, იქიდან გამომდინარე, რომ არაერთ ადგილას აქვს განმარტებული, რომ დანაკლისი აღიარდა 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში (წარმოადგენს დანართის სახით), რომელსაც ადასტურებს 15.03.2023 წლის ოქმი, სადაც წერია, რომ ოქმი შედგენილია 6.12.2022 წლის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგებზე. თუ პირველად ოქმი შედგა 15.03.2023 წელს, 6.12.2022 წლის ინვენტარიზაციის შედეგებზე (რაზეც მოხდა დეკლარირება), ვერანაირად ვერ იქნებოდა 2023 წლის მაისის პერიოდი დეკლარაციაში დანაკლისის აღიარების პერიოდი (რასაც აუდიტის დეპარტამენტი აქტში მიუთითებს და უდასტურებს შემოსავლების სამსახური). აღნიშნული ინვენტარიზაციის შედეგები დეკლარირებულია და არ უნდა მოხდეს ერთი და იგივე ოპერაციის ორჯერ დაბეგვრა (შემოსავლების სამსახურს და აუდიტის დეპარტამენტს არც განუხილია კომპანია დაეჯარიმებინა პერიოდის არევით და არა მთლიანად ხელმეორედ დაერიცხა ძირითადი თანხა და ძირითად თანხაზე ჯარიმა).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი-22 და მე-5 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
სახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30511 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, გამოვლენილ იქნა 359 453 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც 15.05.2023 წელს შედგენილ იქნა №CB1468386 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი.
მომჩივანი განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის შედეგები გამოყვანილია 6.12.2022 წლის მდგომარეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, წარადგინა 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის დეკლარაციები, რაც ასევე აცნობა აუდიტის დეპარტამენტს წერილობით. მიუხედავად ამისა, აუდიტის დეპარტამენტმა ერთი ოპერაცია ხელმეორედ დაბეგრა სულ სხვა პერიოდში. შემოსავლების სამსახურს არ შეუსწავლია დეკლარირებული მონაცემები. ინვენტარიზაციის შედეგები დეკლარირებულია და არ უნდა მოხდეს ერთი და იგივე ოპერაციის ორჯერ დაბეგვრა, შემოსავლების სამსახურს და აუდიტის დეპარტამენტს არც განუხილია ჯარიმის დაკისრება პერიოდის არევით და არა მთლიანად ხელმეორედ დაერიცხა გადასახადის თანხა და ამ თანხაზე ჯარიმა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმება ჩატარდა თემატურად, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორესთან დაკავშირებით. ინვენტარიზაცია დაიწყო 2022 წლის დეკემბრის თვეში და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 2023 წლის მაისის თვეში, მომჩივნის მიერ წარდგენილია 2022 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. დეკლარირება განხორციელდა შემოწმების დაწყებამდე, თუმცა 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდიდანაც დაახლოებით ერთი წლის დაგვიანებით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, საბჭო მიუთითებს, რომ 5.12.2022 წლის №30511 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის შესაბამის საანგარიშო პერიოდში დაბეგვრის საკითხის შემოწმების და დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის დროს, საკითხი უნდა შეფასებულიყო მომჩივნის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი ინფორმაციის/დეკლარაციების გათვალისწინებითაც, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო შემოწმების განხორციელებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხი შეისწავლოს მომჩივნის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი ინფორმაციის/დეკლარაციების გათვალისწინებით და 5.12.2022 წლის №30511 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში დეკლარირების შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.08.2024 წლის №19041 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს სადავო საკითხი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30511 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, გამოვლინდა საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლის საფუძველზე, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის საანგარიშო პერიოდში. მომჩივანს დაერიცხა დღგ, ხოლო საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის და 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივანს - მოგების გადასახადი. ასევე, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საწარმოს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხი შეისწავლოს მომჩივნის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი ინფორმაციის/დეკლარაციების გათვალისწინებით და 5.12.2022 წლის №30511 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში დეკლარირების შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
983,286(9).