გადაწყვეტილება №23598/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 23598/2/2024
25 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ 30.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23598/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №9989 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის №081-98 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ივლისის №16442 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 326 530 ლარი.
მათ შორის:
მოგების გადასახადი - 177 549
ჯარიმა - 88 776
საურავი - 60 205
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ივლისის №16695 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს 2021 წლის 31 დეკემბერს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, როგორც მომწოდებლებზე გადახდილი ავანსები (ანგარიში 1480), ერიცხება დებიტორული მოთხოვნა 918 902 ლარი (320 432 აშშ დოლარი), რომელიც უკავშირდება საქონლის (კოქსის) მომწოდებელი არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილ თანხას. მომჩივანმა წარადგინა წერილი, რომლის მიხედვითაც არარეზიდენტი კომპანია „------------“ აღიარებს
320 432 აშშ დოლარის ვალდებულებას შპს „-----------“ მიმართ. 2020 წლის აგვისტოს თვიდან გადასახადის გადამხდელს საქონლის შეძენა-რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობა აღარ განუხორციელებია, მათ შორის, მთელს შესამოწმებელ პერიოდში ფულადი ან\და სასაქონლო ოპერაციები არ ხორციელდება ზემოხსენებულ არარეზიდენტ კომპანიასთან.
შემოწმების მიმდინარეობისას ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ არ განხორციელდა საქონლის მოწოდება ან/და თანხის უკან დაბრუნება გონივრულ ვადაში, აღნიშნულ ოპერაციას, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, შეეცვალა კვალიფიკაცია და ჩაითვალა 2021 წლის 31 დეკემბერს გაცემულ სესხად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
არარეზიდენტ კომპანიაზე სესხის გაცემად დაკვალიფიცირებულ თანხასთან დაკავშირებით, უსასყიდლოდ გაწეულ ფინანსურ მომსახურებაზე გაანგარიშდა ყოველთვიური სარგებელი (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით), რომელიც საგადასახადო კოდექსის 97-ე და 983 მუხლების მიხედვით დაიბეგრა მოგების გადასახადით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №25428 ბრძანება და 13 ოქტომბრის №081-261 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 309 626 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 30 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 29 დეკემბრის №33946 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 23.01.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 4.04.2024 წლის №22042/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33946 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 30.04.2024 წლის №9989 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №9989 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2024 წლის დასკვნა, 21.05.2024 წლის №11610 ბრძანება და №081-98 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 18 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 11 ივლისის №16442 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აღნიშნულ მასალებში ასახული მონაცემები/გარემოებები გარკვეული პერიოდის ჭრილში თანხვედრაშია შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილ მონაცემებთან. კერძოდ, 2019 წლის 10 აპრილს „-----------“-სთან გადარიცხულია 320 432 აშშ დოლარი. ამ გადარიცხვის და წინა პერიოდის სხვა ოპერაციების გათვალისწინებით, „-----------“-ს ბარათის ნაშთები განულდა, თუმცა „-----------“-ს დებეტური მოთხოვნის ნაშთი წარმოქმნილია შემდეგ პერიოდში განხორციელებული სხვა ოპერაციების შედეგად, კერძოდ: „-----------“ (ერთ-ერთი საქონლის მომწოდებლის) ბარათიდან კრედიტორული დავალიანება (მიწოდებულია მეტი საქონელი, ვიდრე თანხებია გადარიცხული) გადატანილია „-----------“ ბარათზე 8 887 560 ლარი. შემდეგ, „----------“ სასარგებლოდ შპს „-----------“ ------------ ბანკის ანგარიშიდან პერიოდულად ხდებოდა თანხების გადარიცხვა, გადარიცხვების შედეგად დაიფარა კრედიტორული ვალი და წარმოიშვა სადებეტო ნაშთი (მოთხოვნა დონკუალისგან). 18.07.2019 წელს „-------------“ მოთხოვნა დაკრედიტდა და 320 432 აშშ დოლარი (919 223 ლარი) გადატანილია შპს „-----------“ სადებეტო ანგარიშზე. შპს „---------------“ მოთხოვნა გადაიტანა „------------“-ზე და მიანიჭა მომწოდებლებზე გადახდილი ავანსების კვალიფიკაცია, რომელიც უცვლელია მთლიან შესამოწმებელ პერიოდში. ამდენად, „------------“-ზე დებიტორული დავალიანების მოთხოვნა წარმოშობილია სხვა არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხების ურთიერთგადახურვის შედეგად. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ამავე დასკვნაში მითითებულ გარემოებაზე, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წარადგინა „--------------“-სთვის მიმართვა/წერილი, სადაც ითხოვს განხილულ იქნას შპს „---------“ მიმართ 320 432 აშშ დოლარის ოდენობის დებიტორული დავალიანების დაფარვის შესაძლებლობა. პასუხად მიღებულია 22.05.2023 წლის წერილი, სადაც „----------.“ აღიარებს დავალიანებას. ასევე აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილია ფინანსური ანგარიშგებები, რომლის მონაცემებიც ყოველწლიურად დეტალურად ემთხვევა ბუღალტრული აღრიცხვის (პროგრამა ორისის) მონაცემებს.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია წარმოადგენს არარეზიდენტი პირების (---------- მოქალაქის) მიერ დაფუძნებულ საწარმოს, რომლის ხელმძღვანელობაც ფაქტიურად არ იმყოფება საქართველოში და შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ვერ გამოდის უკრაინის ტერიტორიიდან. შესაბამისად, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდება ხდებოდა მხოლოდ ელექტრონულად.
საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ განხორციელდა გადამხდელის „-----------“- სთან ურთიერთობის დეტალური შესწავლა. გამოთხოვილი იქნა ------------ და შესაბამისად დოკუმენტაცია მიწოდებული იქნა უკვე 2023 წლის ბოლოს, რომლის შემდეგაც გათვალისწინებული იყო საჩივრის დაზუსტება, მაგრამ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში საკითხის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე განხილვის გამო ინფორმაციის წარდგენა ვერ მოხერხდა.
ფაქტიური მდგომარეობა კი შემდეგია: კომპანია რეგისტრირებულია და ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა 4.06.2018 წლიდან. „-----------“-სა და შპს „--------------“ შორის სამეურნეო ურთიერთობის ხელშეკრულება დაიდო 25.07.2018 წელს №---------- ნახშირის პროდუქციის (ანტრაციტი) მიწოდებაზე. სულ----------- პირობებით უნდა მიწოდებულიყო 6 210 ტონა პროდუქცია საერთო ღირებულებით 984 112 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა „-------------“-ს მიერ ეტაპობრივად ავანსად ირიცხებოდა შპს „-------“ ანგარიშზე: 1.10.2018 წელს - 70 000$, 22.12.2018 წელს - 450 432$ და 22.12.2018 წელს - 463 680 აშშ დოლარი (საგადახდო დავალებები იხ. დანართად). შპს „-----------“ მიერ ფაქტიურად მიწოდებული იქნა 3 150 ტონა პროდუქცია თანხით 463 680 აშშ დოლარი. რადგან შპს „----------“ „-------------“-ს ვერ მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია სრული მოცულობით, ვალდებული იყო „-------------“-სთვის დაებრუნებინა ავანსად გადახდილი 520 432 აშშ დოლარი, რაც განახორციელა ეტაპობრივად: 24.12.2018 წელს - 70 000$, 24.12.2018 წელს - 130 000$ და 10.04.2019 წელს - 320 432$. (საგადასხდო დავალებები თან ერთვის). ფაქტიურად შპს „---------“ 2019 წელს შეიცვალა ბუღალტერი. მანამდე მომსახურე ბუღალტრისგან მიღებული ბუღალტრული ნაშთების შესახებ ინფორმაციაში არ ფიქსირდებოდა 320 432 აშშ დოლარის კრედიტორული დავალიანება. შესაბამისად, ახალმა ბუღალტერმა 10.04.2019 წელს „----------“-ზე გადახდილი 320 432 აშშ დოლარი აღრიცხა როგორც ავანსად გადახდილი თანხა და დაუბრუნა იგი „---------“-ს.
ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, ფაქტიურად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი 320 432 აშშ დოლარი ავანსის ნაცვლად წარმოადგენდა ავანსად გადახდილი თანხის დაბრუნებას და არა ავანს. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და არა რაიმე გამიზნულ ქმედებას, რაც განპირობებული იყო აღრიცხვის სისტემაში ნაშთების გადაცემის დროს დაშვებული შეცდომით.
გადამოწმების შემდეგ აუდიტორის მიერ გამოთქმული მოსაზრებით იკვეთება, რომ ფაქტიურად ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები ემთხვევა დეკლარირებულ მონაცემებს. სასიამოვნოა ამის აღრიცხვა, მაგრამ ხაზს უსვამენ შემდეგ გარემოებას, რომ ფაქტობრივად ბუღალტრულ აღრიცხვაში არ აისახა მექანიკურად -------------სა და შპს „-------------“ სამართლებრივი ურთიერთობები 2018 წელს. ეს ურთიერთობები რომ ასახულიყო, წარმოდგენილი დოკუმენტაციით ფაქტიურად 10.04.2019 წელს --------------ზე დაბრუნებული 320 432 აშშ დოლარის გატარებით ბუღალტრულ აღრიცხვაში 10.04.2019 წლის მდგომარეობით ------------- დავალიანება განულდებოდა. შემდგომი ბუღალტრული გატარებების მიუხედავად 1.01.2020 წლის მდგომარეობით ფაქტიურად დაიხურებოდა ------------.ოს მიმართ არსებული მოთხოვნა. აუდიტორი ეყრდნობა ბუღალტრულ ოპერაციებს და არა ფაქტობრივ მდგომარეობას.
დეტალურად ოპერაციას შემდეგი სახე ჰქონდა (ადმინისტრაციის განმარტება):
კომპანია -------------სა (გამყიდველი) და კომპანია -------------ს (მყიდველი) შორის დაიდო 25.07.2018 წლის ხელშეკრულება No.----------- ნახშირის პროდუქციის მიწოდებაზე (კერძოდ - ანტრაციტის).
დადებული ხელშეკრულების თანახმად, ნახშირის პროდუქციის მიწოდება ------------ის მხრიდან კომპანია --------------სთვის უნდა განხორციელებულიყო შემდეგ პირობებზე:-------------, 2018 წელს 6 210 ტ. +/-10% ოდენობით.
კომპანია -------------ის მხრიდან კომპანია --------------ის სასარგებლოდ განხორციელდა შემდეგი გადარიცხვები:
1.10.2018 – 70 000 აშშ დოლარი;
22.12.2018 – 450 432 აშშ დოლარი;
22.12.2018 – 463 680 აშშ დოლარი.
ჯამში გადახდილია 984 112 აშშ დოლარი
ნახშირის პროდუქციის ფაქტობრივი გაგზავნა ---------- მიერ ------------ის მისამართით განხორციელდა 3 150 ტონის ოდენობით, თანხით 463 680 აშშ დოლარი, თანახმად 25.07.2018 წლის №---------- ინვოისისა.
ვინაიდან კომპანია ------------მა არ განახორციელა ნახშირის პროდუქციის შემდეგი პარტიის მიწოდება, ----------------ის უნდა დაებრუნებინა წინასწარ გადახდილი თანხა ------------სთვის, სულ 520 432 აშშ დოლარის ოდენობით.
-------------ის მიერ -------------სთვის წინასწარ გადახდილი თანხის დაბრუნება განხორციელდა შემდეგნაირად:
24.12.2018 – 70 000 აშშ დოლარი
24.12.2018 – 130 000 აშშ დოლარი
10.04.2019 – 320 432 აშშ დოლარი
სულ ჯამში გადახდილია 520 432 აშშ დოლარი.
---------------ის მიერ --------------სთვის 10.04.2019 წელს განხორციელებული გადახდა 320 432 აშშ დოლარის ოდენობით წარმოადგენს არა გაცემულ ავანსს, არამედ --------------ის მიერ ----------------სთვის წინასწარ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, რასაც ადასტურებენ. ამრიგად, 25.07.2018 წლის No.--------------ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთანგარიშსწორება -------------სა და -------------ს შორის გასწორდა. მხარეებს ერთმანეთის მიმართ აღნიშნულ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრეტენზიები არ გააჩნიათ.
გარდა 25.07.2018 წლის No.----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანგარიშსწორებისა, კომპანია -------------სა და კომპანია ---------------ს შორის მოხდა სხვა ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ანგარიშსწორება - 6.07.2018 წლის პროდუქციის მიწოდების No.------------- ხელშეკრულებისა და ექსპედიტორულ მომსახურებაზე. ამ ხელშეკრულებების მიხედვით, კომპანია ----------ს ვალდებულება გააჩნდა კომპანია -------------ს მიმართ, რომელიც 30.08.2019 წლის მდგომარეობით შეადგენდა 3 609 999,27 აშშ დოლარს, მათ შორის:
ექსპედიტორული მომსახურების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე - 1 845 595,20 აშშ დოლარის ოდენობით, მათ შორის:
17.07.2018 წლის ------------ 17, 2018 - თანხაზე 4 771,05$;
31.10.2018 წლის ------------ 31, 2018 - თანხაზე 57 542,44$;
22.11.2018 წლის ------------ 22, 2018 - თანხაზე 16 901,16$;
23.11.2018 წლის ------------ 23, 2018 - თანხაზე 64 752,50$;
22.11.2018 წლის ------------ 22, 2018 - თანხაზე 472 781,70$;
13.12.2018 წლის ------------ 13, 2018 - თანხაზე 461 385,10$;
13.12.2018 წლის ------------13, 2018 - თანხაზე 487 572,30 $;
10.12.2018 წლის ------------10, 2018 - თანხაზე 279 888,95$
6.07.2018 წლის პროდუქციის მიწოდების №---------- ხელშეკრულების თანახმად - თანხაზე 1 764 404,07$
გარდა ამისა, კომპანია------------სა და კომპანია ------------ს შორის 18.07.2019 წელს დაიდო ვალის გადაცემის ხელშეკრულება №---------- თანხაზე
3 609 999,27 აშშ დოლარი. დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ ანგარიშსწორებას მხარეები აწარმოებენ ვალდებულებათა შეწყვეტით ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით, რასაც ხელი მოეწერა 30.08.2019 წელს. ამით ანგარიშსწორება ---------სა და --ს შორის ---------------გასწორდა. მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.
საბუღალტრო აღრიცხვისას იქნა დაშვებული შეცდომა: ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ---------ის დავალიანების თანხა ----------ის მიმართ აისახა არასწორად, 320 432 აშშ დოლარის ნაკლები ოდენობით.
დაშვებული შეცდომა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ კომპანიამ შეიცვალა ბუღალტერი და ნაშთების და დოკუმენტაციის გადაცემისას დავალიანება ------------ის მიმართ გაურკვეველი მიზეზით (მექანიკური შეცდომის გამო) აისახა არასწორად, ამიტომ გადახდა 320 443 აშშ დოლარის ოდენობით ბუღალტერმა ჩათვალა საავანსო გადახდად, რაც ასახულია ფინანსურ ანგარიშგებაში.
შემოწმების აქტის გაცნობის შემდეგ, მომჩივანი დიდი ყურადღებით მოეკიდა ამ ოპერაციას. შესწავლილ იქნა ყველა დოკუმენტი, რომელიც უკავშირდებოდა კომპანია -----------თან ურთიერთობას, მაგრამ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვა ფაქტიურად არ მომხდარა.
შემდგომ ეტაპზე, აუდიტორის პოზიციიდან გამომდინარე, გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის 11.07.2024 წლის №16442 ბრძანების მიღების შემდეგ მიმართა ---------ს თანხების მოთხოვნით.
თუ საწარმოს აქვს აღიარებული ვალდებულება, რომელის არსებობს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა გასული არ აქვს.
მიმართვის შემდეგ -------------ის მიერ 16.07.2024 წელს წარდგენილი იქნა განმარტებები ვალდებულებების არსებობა-არარსებობის შესახებ და 2019 წელს გაცემულია შედარების აქტები, საიდანაც იკვეთება, რომ 1.01.2020 წლისთვის მხარეებს შორის მოთხოვნები და ვალდებულებები 0-ის ტოლია.
ამდენად, მომჩივანი გაურკვეველი მიზეზების გამო, 2018 წელს დაშვებული შეცდომის გამო ისჯება. აუდიტორი სისტემატურად უსვამს ხაზს, რომ ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხვის მონაცემები ემთხვევა პროგრამას. შესაბამისად, ფაქტიურად გამორიცხავს შეცდომას. გადამხდელის მიერ სრულად იყო წარდგენილი სამეურნეო ურთიერთობის ამსახველი მასალები პირველად დოკუმენტაციასთან ერთად, განმარტებითი ბარათიც, მაგრამ არც ერთი წარდგენილი დოკუმენტის მხედველობაში მიღება არ მომხდარა, დღეისთვის კი წარმოადგენენ ---------- -ის განმარტებით ბარათს პირველად დოკუმენტაციასთან ერთად სამსჯელოდ.
მოცემულ საკითხზე გადასახადის გადამხდელის მიერ წინა საჩივრებთან ერთად წარდგენილი იყო შპს „-----------“-ის მიერ -----------სთან ურთიერთობის დაკავშირებული დოკუმენტაცია სრულად. ამდენად, ამ საჩივარზე ისინი თანდართული არ არის. პირველივე მოთხოვნისთანავე მზად არიან წარმოადგინონ კომპანიის განკარგულებაში არსებული მასალები.
ცალკეული დოკუმენტაცია საწარმოს დამფუძნებლების მიერ წარდგენილი იქნა მოგვიანებით. შესაბამისად, მათი ასახვა ბუღალტრულ აღრიცხვაში ვერ მოხერხდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს არ იქნას გამოყენებული საჯარიმო სანქციები კომპანია -----------ის მიმართ დაშვებული შეცდომის გამო, არ დაისაჯოს კომპანია არარსებული მოთხოვნის გამო.
საწარმო დღეისთვის ვერ მუშაობს პროფილისა და მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო (--------- შორის მიმდინარე ომი), რამაც ფაქტიურად კომპანიას მოუსპო პროდუქციის შესყიდვის წყარო (ძირითადად მუშაობდა---------- ნახშირზე).
ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც მან თავისი საპროექტო შედეგები დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ ამიტომ მომჩივანი მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას არ უნდა დაირღვეს საგადასახადო კოდექსის ნორმები (საგადასახადო ორგანოებისა და გადასახადის გადამხდელის უფლებავალდებულებების ნაწილში), ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე5 ნაწილი და ამავე კოდექსის 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად სადაო ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ივლისის №16442 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №9989 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №9989 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2024 წლის დასკვნა, 21.05.2024 წლის №11610 ბრძანება და №081-98 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 18 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 11 ივლისის №16442 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;302(6);