ბრძანება N 15289
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 15289
29.06.2023
---ს (პ/ნ ---)
(მის:---) 2023 წლის 6 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ივნისის სხდომაზე (ოქმი №66), განიხილა ---ს (პ/ნ ---) №81486/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივნისის №20010/1529521 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და არც 300 ლარს აღემატება ნივთების საფასური. არის ფიზიკური პირი და იწერს პირადი მოხმარების საგნებს. მისთვის გაუგებარია საბაჟო ორგანოს არგუმენტი, თუ რატომ უწევს ამანათების დეკლარირება. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო დეკლარაციის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელს გადასახადების ადმინისტირების სისტემა „Oracle“-ს მიერ, შესაბამისი რისკის პროფილით, განესაზღვრა ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სტატუსი და დაექვემდებარა სავალდებულო დეკლარირებას. ---ს სახელზე, 300 ლარამდე ღირებულების 7270008518325482 საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელზე დარეგისტრირდა №20010/1529521 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4 და საქონელი გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში. ვინდაიდან ---ს მიერ შემოტანილი საქონელი ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილ საქონლად მის იმპორტზე ვერ გავრცელდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი. ---ს (პ/ნ ---) სახელზე 2022 წლის 5 მაისიდან ფიქსირდება 214 საფოსტო გზავნილის შემოტანა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.
მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. ამავე კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
ამავე საკანონმდებლო აქტის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან. დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ საფოსტო გზავნილ(ებ)ით შემოტანილი საქონელი, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად.
შესაბამისად, მომჩივნისთვის საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამდენად, მომჩივანი ვერ ისარგებლებს მის მიერ საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით და მისი კუთვნილი საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარება მართლზომიერია.
მომჩივნის მოთხოვნაზე, რომ გაუქმდეს 20010/1529521 საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის გაუქმების საფუძვლები დადგენილია საქართველოს საბაჟო კოდექსის 91-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანომ დეკლარანტის განცხადების საფუძველზე ბათილად უნდა ცნოს რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაცია, თუ შესრულებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) საბაჟო ორგანო დარწმუნდა, რომ შესაბამისი საქონელი დაუყოვნებლივ უნდა მოექცეს განცხადებულისგან განსხვავებულ საბაჟო პროცედურაში;
ბ) განსაკუთრებული გარემოებების გამო გაუმართლებელია საქონლის მიმართ განცხადებული საბაჟო პროცედურის გამოყენება.
მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის გაუქმების საფუძველი. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ №20010/1529521 საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 და იმპორტის გადასახდელის დარიცხვა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.---ს (პ/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრების ავტორი ითხოვს საბაჟო დეკლარაციის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელს გადასახადების ადმინისტირების სისტემა „Oracle“-ს მიერ, შესაბამისი რისკის პროფილით, განესაზღვრა ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სტატუსი და დაექვემდებარა სავალდებულო დეკლარირებას.
შემოტანილი საქონელი ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილ საქონლად მის იმპორტზე ვერ გავრცელდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ №20010/1529521 საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 და იმპორტის გადასახდელის დარიცხვა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 309 (132); 9; 60 (4); 199;
საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 91.