ბრძანება N 19693

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.09.2026
№ დოკუმენტი 19693
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19693

04 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------------)

(ფაქტ. მის.: ----------------------------;

იურ. მის.: -----------------------------)

2026 წლის 7 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------------) №137138/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 7 ივლისის №005-153 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი იჯარის თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად მიჩნევას. აცხადებს, რომ კომპანიას მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე აქვს ურთიერთობა არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. იქიდან გამომდინარე, რომ კონტრაქტორების უმრავლესობა -----ის რეზიდენტი პირია, კომპანია კონტრაქტორებს სთავაზობს ერთიან სივრცეს, სადაც ისინი შეძლებენ კომპანიის პროექტებზე ერთად მუშაობას. ოფისი წარმოადგენს კომპანიის ოპერაციული და ეკონომიკური საქმიანობის მხარდამჭერ ინფრასტრუქტურას, სადაც ხორციელდება პროექტების დაგეგმვის, კოორდინაციის, ტექნიკური საკითხების გადაწყვეტის, ხარისხის კონტროლისა და სხვა საქმიანობების ნაწილი, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება კომპანიის ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას.

კომპანია 2023 წლის დეკემბრიდან, ---------თან 2023 წლის 29 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე (წარმოდგენილია დანართად), იღებდა -------სგან ბიზნეს ცენტრში არსებულ საოფისე ფართს კონკრეტული პერიოდულობით.---------ი გახლავთ ------ში არსებული ერთ-ერთი ბიზნეს ცენტრი, რომლის ძირითად საქმიანობასაც წარმოადგენს უძრავი ქონების გაქირავება. იგი დაფუძნდა და ბაზარზე ოპერირებს 2016 წლიდან.

კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, ოფისში ყოველდღიური ყოფნის ვალდებულება არ არსებობდა. სამუშაო პროცესი ორგანიზებული იყო ჰიბრიდული მოდელით, ხოლო ოფისში ფაქტობრივი ვიზიტები და მათი სიხშირე დამოკიდებული იყო კონკრეტული კომპანიის პროექტის განვითარების საჭიროებებზე. -----ის აღრიცხვის მონაცემებში (წარმოდგენილია დანართად) ჩანს შემოწმების პერიოდში კომპანიის პროექტზე მომუშავე პირთა ვიზიტები და დასტურდება ის გარემოება, რომ ოფისის ჯავშნები არათანაბრად იყო გადანაწილებული და პერიოდის მიხედვით, თითოეულ პირზე საშუალოდ კვირაში 2–3 ვიზიტს შეადგენდა. ასევე, სამსახურისათვის უკვე წარმოდგენილ ინვოისებში მოცემულია არა მხოლოდ იჯარით აღებული მაგიდების ღირებულება, არამედ შეხვედრების ოთახების საიჯარო ღირებულებაც, რომელიც ადასტურებს, რომ კონტრაქტორები და მათი გუნდის წევრები საერთო შეხვედრების ფორმატში მუშაობდნენ პროექტების განვითარებისა და კოორდინაციისათვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საოფისე სივრცეში გადახდილი ხარჯი პირდაპირ უკავშირდებოდა კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას. თვალსაჩინოებისათვის, ჯავშნის მონაცემებთან ერთად წარმოდგენილია კონტრაქტორების ----ში ფრენისა და დროებითი საცხოვრებელი ფართის დაჯავშნის მონაცემებს, რომლებიც ემთხვევა ერთმანეთს.

კომპანიასა და -------ს შორის არსებული ურთიერთობა, ასევე, კონტრაქტორების ხელშეკრულებები და საიჯარო ფართში კონტრაქტორების ვიზიტის აღრიცხვიანობის ტაბელი, კონტრაქტორების ფრენის ბილეთები და საიჯარო ფართის ფოტოსურათები (წარმოდგენილია დანართად) ადასტურებს, რომ კომპანიის კონტრაქტორები შემოწმების შესაბამისი პერიოდის ფარგლებში ნამდვილად იყენებდნენ საიჯარო ფართს კომპანიის საერთო პროექტებზე მუშაობის მიზნებისათვის, შესაბამისად, -----ის ოფისი პირდაპირ იყო დაკავშირებული კომპანიის კომერციული საქმიანობის განხორციელებასთან და შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა არამართლზომიერია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 4 თებერვლის №2235 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 2 ივნისიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 29 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 7 ივლისის №15298 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №005-153 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 191 607 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 105 062 ლარი, ჯარიმა 52 531 ლარი და საურავი 34 014 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-------ის“ ძირითადი საქმიანობაა პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების მიწოდება არარეზიდენტ კონტრაქტორ კომპანიებზე, კერძოდ, 2024 წლამდე კომპანია უზრუნველყოფდა „აუთსორსინგ“ მარკეტინგულ და განვითარების მომსახურებას, მათ შორის, მობილური აპლიკაციების ციფრული მარკეტინგის მხარდაჭერას. 2025 წლიდან კომპანიამ შეცვალა თავისი ბიზნეს საქმიანობა და ამჟამად უზრუნველყოფს მობილური აპლიკაციების შემუშავების მომსახურებას კონტრაქტის საფუძველზე. ამასთან, შპს „-------ს“ თავის მხრივ უფიქსირდება მომსახურების შეძენა არარეზიდენტი კომპანიებისგან და ფიზიკური პირებისგან. შემოსავლების და ხარჯების ანაზღაურება არ ხორციელდება ქართულ საბანკო ანგარიშებზე, კერძოდ, კომპანიას უფიქსირდება ანგარიში საერთაშორისო ელექტრონულ „საფულეში“ (------), სადაც ხორციელდება ძირითადი ტრანზაქციები. კომპანიის მიერ მოწოდებული საბუღალტრო დოკუმენტაციის შესწავლისას ფიქსირდება არარეზიდენტ კომპანია -------ზე გადარიცხული თანხები იჯარის მომსახურების დანიშნულებით. აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია და წერილობითი პოზიცია.

შემოწმება მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ზემოაღნიშნულ ხარჯთან დაკავშირებით ვერ იქნა დასაბუთებული არტუმენტაცია წარმოდგენილი მის ეკონომიკურ და ბიზნეს მიზნობრიობასთან დააკავშირებით, ასევე არ იქნა წარმოდგენილი თუ ვინ სარგებლობდა აღნიშნული საოფისე ფართებით. გამომდინარე იქედან, რომ კომპანიას არ უფიქსირდება დაქირავებული თანამშრომლები და მომსახურების მიწოდებას ახორციელებს ქვეკონტრაქტრორების მეშვეობით, საიჯარო ხარჯები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, კომპანიის მიერ მოწოდებული საბუღალტრო დოკუმენტაციის შესწავლისას ფიქსირდება არარეზიდენტ კომპანია ------ზე გადარიცხული თანხები იჯარის მომსახურების დანიშნულებით. აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია და წერილობითი პოზიცია. შემოწმება მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ზემოაღნიშნულ ხარჯთან დაკავშირებით ვერ იქნა დასაბუთებული არტუმენტაცია წარმოდგენილი მის ეკონომიკურ და ბიზნეს მიზნობრიობასთან დააკავშირებით, ასევე არ იქნა წარმოდგენილი თუ ვინ სარგებლობდა აღნიშნული საოფისე ფართებით. გამომდინარე იქედან, რომ კომპანიას არ უფიქსირდება დაქირავებული თანამშრომლები და მომსახურების მიწოდებას ახორციელებს ქვეკონტრაქტრორების მეშვეობით, საიჯარო ხარჯები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებლივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი იჯარის თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად მიჩნევას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №2235 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 2 ივნისიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №15298 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №005-153 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 191 607 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 105 062 ლარი, ჯარიმა 52 531 ლარი და საურავი 34 014 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად ირკვევა,რომ კომპანიის მიერ მოწოდებული საბუღალტრო დოკუმენტაციის შესწავლისას ფიქსირდება არარეზიდენტ კომპანიაზე გადარიცხული თანხები იჯარის მომსახურების დანიშნულებით. აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია და წერილობითი პოზიცია.შემოწმება მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ზემოაღნიშნულ ხარჯთან დაკავშირებით ვერ იქნა დასაბუთებული არტუმენტაცია წარმოდგენილი მის ეკონომიკურ და ბიზნეს მიზნობრიობასთან დააკავშირებით, ასევე არ იქნა წარმოდგენილი თუ ვინ სარგებლობდა აღნიშნული საოფისე ფართებით. გამომდინარე იქედან, რომ კომპანიას არ უფიქსირდება დაქირავებული თანამშრომლები და მომსახურების მიწოდებას ახორციელებს ქვეკონტრაქტრორების მეშვეობით, საიჯარო ხარჯები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73( „ბ“); 96(„ა“); 97(1 „ბ“); 982(1 „ბ“);