გადაწყვეტილება №23998/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.11.2024
№ დოკუმენტი 23998/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23998/2/2024

06 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,17.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 25.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23998/2/2024).

 

დავის საგანი:

დღგ-ის რეგისტრაციის ვადის დარღვევის გამო დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 2.09.2024 წლის №022-54 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 12.09.2024 წლის №20238 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 912,7 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანს 13.08.2024 წლიდან 31.08.2024 წლამდე პერიოდში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის მომსახურების დეპარტამენტის 2.09.2024 წლის №022-54 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 912,7 ლარის ოდენობით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.09.2024 წლის №20238 ბრძანებით დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). შემოსავლების სამსახურის 12.09.2024 წლის №20238 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 282-ე, 269-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო სურსათით საცალო ვაჭრობა მეუღლესთან ერთად. არის დამწყები და პირადად აბარებს დეკლარაციებს. თავისი ინიციატივით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და წარადგინა დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაცია. მიუთითებს რომ უყურადღებობით მოხდა სამართალდარღვევა და ითხოვს გაფრთხილებით შეეცვალოს ჯარიმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დადგენილია, რომ მომჩივანი დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და 13.08.2024 წლიდან 31.08.2024 წლამდე პერიოდში განახორციელა დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა, რის საფუძველზეც მომსახურების დეპარტამენტის 2.09.2024 წლის №022-54 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა სანქცია.

მომჩივანი განმარტავს, რომ უყურადღებობით მოხდა სამართალდარღვევა, არის დამწყები და პირადად აბარებს დეკლარაციებს. თავისი ინიციატივით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და წარადგინა დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაცია.

შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მომსახურების დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტაციის და სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გაფრთხილებით შეეცვალოს ჯარიმა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს 13.08.2024 წლიდან 31.08.2024 წლამდე პერიოდში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის მომსახურების დეპარტამენტის 2.09.2024 წლის №022-54 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია,რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.09.2024 წლის №20238 ბრძანებით დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება. შემოსავლების სამსახურის 12.09.2024 წლის №20238 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

269(7),282.