ბრძანება N 1704

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 02.02.2023
№ დოკუმენტი 1704
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1704

02.02.2023

-----ის (ს/ნ -----)

(მის.: -----)

2022 წლის 5 დეკემბრის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) იმსჯელა ------ის (ს/ნ ------) №220836/21-11 საჩივრის დასაშვებობის თაობაზე, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 29 აპრილის №ELC05338 და №ELC05339 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს მიერ პირისთვის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ სადავო 2021 წლის 29 აპრილის №ELC05338 და №ELC05339 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები მომჩივანს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მეშვეობით, რომელთაც გაეცნო 2021 წლის 13 მაისს და ჩაითვალა ჩაბარებულად. ამდენად, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2021 წლის 14 ივნისი. საჩივარი კი, შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2022 წლის 5 დეკემბერს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია/მტკიცებულება გასაჩივრების ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევის თაობაზე, სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. -----------ის (ს/ნ ----------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ სადავო 2021 წლის 29 აპრილის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები მომჩივანს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მეშვეობით, რომელთაც გაეცნო 2021 წლის 13 მაისს და ჩაითვალა ჩაბარებულად. ამდენად, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2021 წლის 14 ივნისი. საჩივარი კი, შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2022 წლის 5 დეკემბერს.

 

გადაწყვეტილება

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია/მტკიცებულება გასაჩივრების ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევის თაობაზე, სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299 (4); 301(„ე“).