გადაწყვეტილება №23622/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.09.2024
№ დოკუმენტი 23622/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23622/2/2024

26 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -------------ი (ს/ნ -----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 2.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23622/2/2024).

 

დავის საგანი:

გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშ/ფაქტურების სასაქონლო ზედნადებების და საბაჟო დეკლარაციების შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2024 წლის №001-88 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.07.2024 წლის №16663 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 43 780,11 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 23 346

ჯარიმა - 13 592

საურავი - 6 842,11

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის დეკემბრის, 2022 წლის თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, აგვისტოს და 2023 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებში არასრულად იყო ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.

მონაცემების დამუშავების დროს, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გათვალისწინებულ იქნა წინა პერიოდში დაბეგრილი/დასაბეგრი ავანსის თანხები.დაბეგვრისას გათვალისწინებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი წარმოდგენილია აქტზე დანართის სახით. აღნიშნულის გარდა, შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დეკლარაციაში გათვალისწინებული არ ჰქონდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა (საბაჟო დეკლარაცია ----------), რომელიც აისახა შესაბამის პერიოდში.

საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 1601 და 175-ე მუხლების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2024 წლის №001-88 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.07.2024 წლის №16663 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებში არასრულად იყო ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. მონაცემების დამუშავების დროს, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შემოწმებამ გაითვალისწინა წინა პერიოდში დაბეგრილი/დასაბეგრი ავანსის თანხები და აღნიშნულის გათვალისწინებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ მიღებული ავანსები დაბეგრილი აქვს წინა საანგარიშო პერიოდში და აღნიშნულზე გადასახადის დარიცხვა აღარ უნდა მომხდარიყო.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებში არასრულად იყო ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. მონაცემების დამუშავების დროს, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შემოწმებამ გაითვალისწინა წინა პერიოდში დაბეგრილი/დასაბეგრი ავანსის თანხები და აღნიშნულის გათვალისწინებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ამასთან, საბჭო აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშ/ფაქტურების სასაქონლო ზედნადებების და საბაჟო დეკლარაციების შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის დეკემბრის, 2022 წლის თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, აგვისტოს და 2023 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებში არასრულად იყო ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.

მონაცემების დამუშავების დროს, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გათვალისწინებულ იქნა წინა პერიოდში დაბეგრილი/დასაბეგრი ავანსის თანხები.დაბეგვრისას გათვალისწინებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი წარმოდგენილია აქტზე დანართის სახით. აღნიშნულის გარდა, შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დეკლარაციაში გათვალისწინებული არ ჰქონდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა (საბაჟო დეკლარაცია ), რომელიც აისახა შესაბამის პერიოდში.

საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 1601 და 175-ე მუხლების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №001-88 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №16663 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1);