ბრძანება N 24632
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24632
07 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 20 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 20 ოქტომბრის №164329/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 სექტემბრის №007-260 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი ბეტონის ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ 2022-2024 წლებში ბეტონის გადაზიდვის ტრანსპორტირების თანხამ შეადგინა 955 100 ლარი, სხვაობა კი შემოწმების მიერ განსაზღვრულ და რეალურ ხარჯებს შორის არის 270 151 ლარი. განმარტავს, რომ ბეტონმზიდი მანქანები, რომლებსაც გადააქვთ 15-20 ტონა ტვირთი, ახლო მანძილზე ტრანსპორტირების ღირებულება ერთი კილომეტრის ფარგლებში შეადგენს 150 ლარს, ხოლო შორ მანძილზე იზრდება მანძილის შესაბამისად. ამასთან მიუთითებს, რომ ბეტონმზიდ მანქანებს უწევთ მიტანილი ბეტონის დაცლაზე 40 წუთიდან ერთ საათამდე მუშაობა. მიუთითებს, რომ გამოწერილი ზედნადებებიდანაც ჩანს თუ რამდენი ლარის ფარგლებში გადაადგილდებოდნენ ბეტონმზიდები ობიექტებზე. კრედიტორული დავალიანების ფულის მოძრაობაში ჩართვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ 2024 წლის დეკემბერში არსებული კრედიტორული დავალიანება, 50 000 ლარის ოდენობით, დამატებულ იქნა შემოსავალში. განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა გადაიხადა 2025 წლის იანვარ-თებერვალში და შესაბამისად, ითხოვს, შემოსავლიდან მის ამოღებას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №13476 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებთ:
ა) ბეტონის ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს მიერ ბეტონის ტრანსპორტირების დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ჩგდ-ებში მითითებული ღირებულების საშუალო მაჩვენებლით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ბ) ამწეკრანის შეკეთებასა და ბეტონის გამაგრებით სამუშაოებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №13476 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 9 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შპს „-------“ (ს/ნ -------) შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 94 306 ლარით, მათ შორის, გადასახადი 62 870 ლარი და ჯარიმა 31 436 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 30 სექტემბრის №007-260 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
ბეტონის ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა ჩგდ-ებში მითითებული ღირებულების საშუალო მაჩვენებელი, კერძოდ, 181 ლარი. რის შედეგადაც ტრანსპორტირების ხარჯმა შეადგინა 684 949 ლარი. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, ამწეკრანის შეკეთებისა და ბეტონის გამაგრებით საშუალებებზე გაწეული ხარჯების ქვითრები და აქტი. ამ მტკიცებულებებიდან გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ბეტონის გამაგრებით საშუალებებზე გაწეული ხარჯი, 12 000 ლარი. ამწეკრანის შეკეთების ხარჯი კი არ იქნა გათვალისწინებული, რადგან მომსახურების გამწევი პირი წარმოადგენდა არამეწარმე ფიზიკურ პირს და შპს ,,-------“ თავად ჰქონდა ვალდებულება დაებეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთნ. აქედან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ დანართი №9-ის მიხედვით განისაზღვრა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი წლების მიხედვით. რის შედეგადაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით გადაანგარიშების შედეგად პირს შეუმცირდა გადასახადი 62 871 ლარი, ხოლო ჯარიმა 31 435 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა ჩგდ-ებში მითითებული ღირებულების საშუალო მაჩვენებელი, რომელიც წარმოადგენდა 181 ლარს. რის შედეგადაც ტრანსპორტირების ხარჯმა შეადგინა 684 949 ლარი. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, ამწეკრანის შეკეთებისა და ბეტონის გამაგრებით საშუალებებზე გაწეული ხარჯების ქვითრები, ასევე აქტი. აღნიშნული მტკიცებულებებიდან გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ბეტონის გამაგრებით საშუალებებზე გაწეული ხარჯი, 12 000 ლარი. ამწეკრანის შეკეთების ხარჯი კი არ იქნა გათვალისწინებული, რადგან მომსახურების გამწევი პირი წარმოადგენდა არამეწარმე ფიზიკურ პირს და შპს ,,-------“ თავად ჰქონდა ვალდებულება დაებეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთნ.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, ბეტონმზიდი მანქანების მიერ ობიექტზე მისვლის შემდგომ 40 წუთიდან ერთ საათამდე მიტანილი ბეტონის დაცლის ხარჯების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ტრანსპორტირება მოიცავდა როგორც მიტანის ასევე მოცდის ღირებულებას, რადგან ჩგდ-ებში ცალკე გამოყოფილი მოცდის თანხა არ ფიქსირდებოდა. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, ვინაიდან ხარჯებში გათვალისწინებულია ჩგდ-ებში მითითებული ღირებულების საშუალო მაჩვენებელი, აღნიშნული მოიცავს როგორც ტრანსპორტირების, ისე მოცდის ღირებულებას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა ჩგდ-ებში მითითებული ღირებულების საშუალო მაჩვენებელი, რომელიც წარმოადგენდა 181 ლარს. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, ამწეკრანის შეკეთებისა და ბეტონის გამაგრებით საშუალებებზე გაწეული ხარჯების ქვითრები, ასევე აქტი. აღნიშნული მტკიცებულებებიდან გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ბეტონის გამაგრებით საშუალებებზე გაწეული ხარჯი, 12 000 ლარი. ამწეკრანის შეკეთების ხარჯი კი არ იქნა გათვალისწინებული, რადგან მომსახურების გამწევი პირი წარმოადგენდა არამეწარმე ფიზიკურ პირს და მომჩივანს თავად ჰქონდა ვალდებულება დაებეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთნ.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)