ბრძანება N 26688

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.10.2023
№ დოკუმენტი 26688
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26688

30 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ - ის “ (ს/ნ "-----")

(მის.:"-----")

2023 წლის 1 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №106) განიხილა შპს „----- - ის “ (ს/ნ "------") 2023 წლის 1 აგვისტოს №82747/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №161-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების არაეკონომიკურ ხარჯად კვალიფიკაციას. განმარტავს, რომ კომპანიას ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემული აქვს თანხები მძღოლებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან მეწარმეებად და კომპანიის დირექტორის ან პასუხისმგებელი პირის მიერ ხდებოდა საქვეანგარიშოდ თანხის გატანა და მძღოლებისთვის გადაცემა;

2. არ ეთანხმება მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას და აცხადებს, რომ კომპანიას ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემული აქვს თანხები მეწარმეებზე, რომელთაც თავად უნდა მოეხდინათ თანხების დეკლარირება და გადახდა ბიუჯეტში;

3. არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადახდილი თანხების დირექტორის ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ გაცემული ჰქონდა სესხი და სესხის მიმღები კომპანიების მიერ აღნიშნული თანხით ხდებოდა სხვდასხვა ტექნიკის და ძირითადი საშუალებების შეძენა, რაც დასტურდება შესაბამისი შესყიდვის დოკუმენტაციით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 თებერვლის №2653 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 13 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 5 ივლისის №16001 ბრძანება და 6 ივლისის №161-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 691 509 ლარი, მათ შორის, გადასახადი 353 665 ლარი, ჯარიმა 176 885 ლარი და საურავი 160 959 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

„1. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (საბანკო ამონაწერები) დაყრდნობით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გაწეული აქვს ხარჯები (ჯამურად 360 227 ლარი), რომლის შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა წარმოდგენილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 98² მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს ასევე, დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.

2. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (საბანკო ამონაწერები) დაყრდნობით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ფიზიკურ პირებზე (ვერ განხორციელდა აღნიშნული პირების იდენტიფიცირება, საწარმოს დირექტორისთვის მიწოდებული იქნა შესაბამის პირთა სია, თუმცა არ არის წარმოდგენილი მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები) გადახდილი აქვს 504 968 ლარი. შემოწმების შედეგად არაიდენტიფიცირებულ ფიზიკურ პირებზე საბანკო ანგარიშსწორებით გადახდილი თანხები 504 968 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.

3. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (საბანკო ამონაწერები) დაყრდნობით დადგინდა, რომ საწარმოს 2020 დეკემბრის საანგარიშო თვეში შპს „N2-ზე“ (ს/ნ "-----") გადახდილი აქვს 432 500 ლარი (გადახდის დანიშნულება - სესხის თანხა). შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შპს „N2-სთან “ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი (საქონლის/მომსახურების შეძენა) დოკუმენტურად არ უფიქსირდება. შემოწმებამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად აღნიშნული საწარმოდან გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია, თუმცა არ იქნა წარმოდგენილი. ამასთან, საწარმოს დირექტორს არ წარმოუდგენია გადახდილი თანხის მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცის მიხედვით, შპს „N2-ის“ 100%-იანი დამფუძნებელი და დირექტორია "-----" (პ/ნ "-----"), რომელიც არის მომჩივანის დირექტორის მამა. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, შპს „N2-ზე“ გადახდილი თანხა 432 500 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს ასევე დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ამასთან, საწარმოს 2020 თებერვლის საანგარიშო თვეში შპს „N1 -ზე “ (ს/ნ "-----" ) გადახდილი აქვს 151 055 ლარი (გადახდის დანიშნულება - სესხის თანხა). შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შპს „------ - თან “ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი (საქონლის/მომსახურების შეძენა) დოკუმენტურად არ უფიქსირდება. შემოწმებამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად აღნიშნული საწარმოდან გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია, თუმცა არ იქნა წარმოდგენილი. ამასთან, საწარმოს დირექტორს არ წარმოუდგენია გადახდილი თანხის მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცის მიხედვით, შპს „N1-ის “ 100%-იანი დამფუძნებელი და დირექტორია "-----" (პ/ნ "-----" ), რომელიც არის მომჩივანის დირექტორის მეუღლე. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივი მდგომარეობების გათვალისწინებით შემოწმების შედეგად შპს N1- ზე “ (ს/ნ "-----") გადახდილი თანხა 151 055 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გაწეული აქვს ხარჯები ჯამურად 360 227 ლარის ოდენობით, რომლის შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები არ იქნა წარმოდგენილი, ამდენად, აღნიშნული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. ამასთან, საწარმოს არაიდენტიფიცირებად ფიზიკურ პირებზე გადახდილი აქვს 504 968 ლარი, რომელიც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარმოდგენილია მძღოლების და მეწარმეების რეესტრი ექსელის ფაილების სახით, სადაც მითითებულია აღნიშნული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (პირადი ნომერი, სტატუსი, მომსახურების შინაარსი).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, დოკუმენტაცია თანხის გადახდისა და მომსახურების გაწევის შესახებ. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საწარმოს 2020 დეკემბრის საანგარიშო თვეში შპს „N2-ზე“ (ს/ნ "-----") გადახდილი აქვს 432 500 ლარი, ხოლო შპს „N1-ზე “ (ს/ნ "-----") გადახდილი აქვს 151 055 ლარი (გადახდების დანიშნულება - სესხის თანხა). შესამოწმებელ პერიოდში შპს „N2-თან“ და შპს „N1-თან “ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი (საქონლის/მომსახურების შეძენა) დოკუმენტურად არ ფიქსირდება. აღნიშნული კომპანიებიდან შემოწმებამ გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც არ იქნა წარმოდგენილი. ამასთან, გადახდილი თანხის მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოდგენილა არც გადამხდელის მხრიდან. ვინაიდან შპს „N2-ს “ 100%-იანი დამფუძნებელი და დირექტორი არის მომჩივანის დირექტორის მამა,ხოლო შპს „N1-ის “ 100%-იანი დამფუძნებელი და დირექტორი არის მომჩივანის დირექტორის მეუღლე, ზემოაღნიშნულ კომპანიებზე გადახდილი თანხები შემოწმებით განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ სადავო საკითხთან მიმართებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ კომპანიებზე გაცემული ჰქონდა სესხი და მათ მიერ გაცემული სესხის თანხით ხდებოდა სხვადასხვა ტექნიკის და ძირითადი საშუალებების შეძენა, რაც შეუძლია დაადასტუროს შესაბამისი შესყიდვის დოკუმენტაციით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------- - ის “ (ს/ნ "------" ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, დოკუმენტაცია თანხის გადახდისა და მომსახურების გაწევის შესახებ;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

სადავო საკითხი

1. არ ეთანხმება კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების არაეკონომიკურ ხარჯად კვალიფიკაციას.

2. არ ეთანხმება მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

3. არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადახდილი თანხების დირექტორის ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (საბანკო ამონაწერები) დაყრდნობით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გაწეული აქვს ხარჯები,რომლის შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა წარმოდგენილი. აღნიშნული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.

2. შემოწმების შედეგად არაიდენტიფიცირებულ ფიზიკურ პირებზე საბანკო ანგარიშსწორებით გადახდილი თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.

3. შემოწმების შედეგად, შპს ზე ადახდილი თანხა განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველ და მე-2 სადაო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

19,97,982,105,101,154.