გადაწყვეტილება №24275/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24275/2/2024
29 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ---------ი (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ის 12.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24275/2/2024).
დავის საგანი:
საბჭოს 26.09.2024 წლის №23902/2/2024 (რეგ. 2.10.2024წ. №03/74220) გადაწყვეტილების აღუსრულებლობა.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო მომსახურების გაწევა.
აუდიტის დეპარტამენტის 4.05.2023 წლის №9817 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 18.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №32054 ბრძანება და 20.12.2023 წლის №081-327 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 2024 წლის 22 და 30 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.03.2024 წლის №4618 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4618 ბრძანება, არ დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 6.06.2024 წლის №22443/2/2024 (27.06.2024წ. 03/49404) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4618 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 15.07.2024 წლის №16666 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4618 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ 28.06.2024 წელს შედგენილია დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ გადაანგარიშების შედეგად შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სულ 519 865 ლარით, მათ შორის გადასახადი 347 492 ლარით და ჯარიმა 172 373 ლარით.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2024 წლის №17307 ბრძანება და ამავე თარიღის №081-177 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 6.08.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.09.2024 წლის №20056 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 26.09.2024 წლის №23902/2/2024 (რეგ. 2.10.2024წ. №03/74220) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 10.09.2024 წლის №20056 ბრძანება, იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანი მომართავს საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2.10.2024 წლის №03/74220 გადაწყვეტილების და მის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23411 ბრძანების შესაბამისად, სადავო საკითხთან დაკავშირებით, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის თანახმად, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება(შემცირება).
შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს პირდაპირ დაევალა იმპორტირებული საქონლის ღირებულების სრულად გათვალისწინება. კომპანიის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარატმენტს უმოკლეს ვადაში შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23411 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2.10.2024 წლის №03/74220 გადაწყვეტილების აღსრულება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
2. დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
3. მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს დავის განმხილველ ორგანოს და მიაწოდოს მას ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ.
მომჩივანი კომპანიის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარატმენტს უმოკლეს ვადაში შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23411 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2.10.2024 წლის №03/74220 გადაწყვეტილების აღსრულება.
წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23411 ბრძანების აღსრულების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გაეგზავნა შემოსავლების სამსახურს, რაც შეეხება, მომჩივნის მოთხოვნას საბჭოს 26.09.2024 წლის №23902/2/2024 (რეგ. 2.10.2024წ. №03/74220) გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში, უსაფუძვლოა, რადგან ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23411 ბრძანება.
ამდენად, ვინაიდან საბჭოს 26.09.2024 წლის №23902/2/2024 (რეგ. 2.10.2024წ. №03/74220) გადაწყვეტილება აღსრულებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბჭოს №23902/2/2024 გადაწყვეტილების აღუსრულებლობა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №9817 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №32054 ბრძანება და №081-327 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №4618 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის №4618 ბრძანება, არ დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №22443/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №4618 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის №16666 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №4618 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ გადაანგარიშების შედეგად შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სულ 519 865 ლარით, მათ შორის გადასახადი 347 492 ლარით და ჯარიმა 172 373 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №17307 ბრძანება და №081-177 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №20056 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №23902/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №20056 ბრძანება, იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.მომჩივანი მომართავს საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით.
გადაწყვეტილება
ვინაიდან საბჭოს №23902/2/2024 გადაწყვეტილება აღსრულებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 306(2.3);