ბრძანება N 20294
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20294
11 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ „---------“ (პ/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 27 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 აგვისტოს (ოქმი №82) სხდომაზე განიხილა ფ/პ ---------- (პ/ნ ------------) №82645/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის 24 ივლისის №022-813 ბრძანებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანების შესაბამისად ---------- (ს/ნ -----------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედოს მის, როგორც ცრუმაგიერი პირის, საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. უძრავი ქონება საკადასტრო კოდი ------------.
აღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენს --------- (ს/ნ ---------) საგადასახადო დავალიანება. ----------- საგადასახადო დავალიანება კი წარმოშობილია 2015 წელს. საჩივარში მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან ყადაღის ბრძანება გამოცემულია 2023 წელს, ხოლო მისი გამოცემის უფლება შემოსავლების სამსახურს აქვს მოპოვებული --------- რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ არის ხანდაზმული და ექვემდებარება გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, --------- სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით ფ/პ ---------- (პ/ნ ---------) და ი/მ --------- (ს/ნ -----------) საჩივარი ----------- რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის ბრძანებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
----------- რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და ი/მ ----------- (ს/ნ -----------) ცრუმაგიერ პირად ცნობილი იქნა ფ/პ --------- (პ/ნ-----------) მიღებული გადაცემული ქონების ღირებულების ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განჩინების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ივლისის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №022-813 ბრძანებით, ი/მ --------- (ს/ნ ----------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის, ფ/პ ---------- (პ/ნ -----------) საკუთრებაში არსებულ №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებას. სადავო ბრძანებას მომჩივანი გაეცნო 2023 წლის 27 ივლისს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაადოს გადამხდელის ქონებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ --------- სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით ფ/პ -------- (პ/ნ ---------) და ი/მ ---------- (ს/ნ -----------) საჩივარი ----------- რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის ბრძანებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. ----------- რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ი/მ --------- (ს/ნ --------) ცრუმაგიერ პირად ცნობილი იქნა ფ/პ -------- (პ/ნ --------) მიღებული გადაცემული ქონების ღირებულების ფარგლებში. ამასთან, ი/მ --------- (ს/ნ ----------) 2023 წლის 4 აგვისტოს მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება ამ კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან და ცრუმაგიერი პირის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ ----------- (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ არის ხანდაზმული და ექვემდებარება გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განჩინების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ივლისის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №022-813 ბრძანებით, ი/მ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის, მომჩივანის საკუთრებაში არსებულ რეგისტრირებულ ქონებას.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:238(1);241(1);246(1);4(11);246