ბრძანება N 14153

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.06.2024
№ დოკუმენტი 14153
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14153

17 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

მოქ „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 22 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა მოქ. ---------- (პ/ნ ----------) №84637/01 (№-----------) საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 26 მარტის №21-17/23811 გადაწყვეტილებას. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 ივნისის სხდომაზე (ოქმი №61).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შპს ,,------------" მიერ სსიპ ,,------------" შეთანხმებული პროექტის თანახმად, პირველადი განშლის მიხედვით უძრავი ქონება მდებარე ქალაქი -------------ში მშენებარე შენობა-ნაგებობის მე-6 სართულზე საკადასტრო კოდით ------------ ბინა -------------ზე რეგისტრირებული მონაცემებით რეგისტრირებულია 138,7 კვ.მ. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქალაქ ------------ქუჩის №-------------ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის მე------------ სართულზე მდებარე №------------ (საკადასტრო კოდი: ------------) 100 კვ.მ-ზე რეგისტრირებულია ------------ საკუთრების უფლება, 33 კვ.მ-ზე - ------------ საკუთრების უფლება, ხოლო 5.70 კვ.მზე - შპს „------------“ საკუთრების უფლება. ქალაქ ------------მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №6459855 ბრძანებით შეთანხმდა მოცემულ მისამართზე მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. შპს ,,------------" განცხადება #-------------ზე გადაწყვეტილების #------------ (21.06.2023) საფუძველზე შეჩერდა საქმის წარმოება. შეჩერების თანახმად, ვინაიდან 0------------ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულია შპს "------------"-ს საკუთრების უფლება 5,70კვ.მ.-ზე და განშლაში არ არის მითითებული აღნიშნულ ფართთან დაკავშირებით (ანუ თუ უნდა გაუქმდეს კომპანიის საკუთრების უფლება ამ ფართზე, აღნიშნული მიეთითოს განშლის ცხრილში ------------ საკადასტრო კოდის გასწვრივ) შპს „------------“ დამფუძნებელთა კრების ოქმით (20.06.2023) დამტკიცდა კორექტირებული განშლა. ასევე, შპს ,,------------" დირექტორის ------------ 2023 წლის 23 ივნისის თანხმობის საფუძველზე, რეგისტრაციის შესახებ №------------ (30.06.2023) გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა მშენებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ------------) რეგისტრირებულ უფლებაში. კორექტირებული განშლის მიხედვით, მე-6 სართულზე მდებარე №11 ბინა იყოფოდა №------------ და №------------ ბინებად, საიდანაც №------------ ბინის ფართობი განისაზღვრა 33 კვ.მ, მესაკუთრე - ------------, №------------ ბინის ფართობი იყო 100 კვ.მ, მესაკუთრე - ------------. შპს „------------“ რეგისტრირებული 5.70 კვ.მ გაუქმდა საჯარო რეესტრის მონაცემებით.

ს/კ ------------ რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, შპს „------------“ წილზე, №------------ განცხადებით, რეგისტრირებულია ყადაღა სსიპ - შემოსავლების სამსახურის მომართვის საფუძველზე, ხოლო №------------ განცხადებით - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მომართვის საფუძველზე.

№------------ განცხადებით, შპს „------------“ (საიდენტიფიკაციო ნომერი ------------) დირექტორმა ------------ (პირადი ნომერი ------------) მოითხოვა ------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა/ერთეულის გამიჯვნა ორ ბინა/ერთეულად, საიდანაც 33 კვ.მ ფართობის მქონე ბინა/ერთეულზე უნდა დარეგისტრირებულიყო ------------ საკუთრების უფლება, ხოლო 100 კვ.მ ფართობის მქონე ბინა ერთეულზე - ------------ (პირადი ნომერი ------------) საკუთრების უფლება. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №------------) გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ წარსადგენი იყო ყადაღის ინიციატორის სათანადო თანხმობა.

ვალის მართვის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია აღნიშნულ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული ფართის კორექტირებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემა და გადამხდელს უარი აცნობა სადავო გადაწყვეტილებით, რასაც მომჩივანი არ ეთანხმება. მიუთითებს, რომ შეზღუდვის გავრცელების დროს შპს ,,------------" საკუთრების უფლება 5.70 კვ.მ-ზე უკვე გაუქმებული იყო, რაც არ იქნა გათვალისწინებული საჯარო რეესტრის მიერ შეზღუდვის რეგისტრაციის დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო გადაწყვეტილების გაუქმებას და ------------ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციისათვის ყადაღის ინიციატორის სათანადო თანხმობის გაცემას.

 

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და ვალის მართვის დეპარტამენტში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241- ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შპს „------------“ (ს/ნ ------------) მიმართ გამოცემულ იქნა „------------" 2023 წლის 24 ნოემბრის №011- 5461 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს „--------------“ (ს/ნ -----------) საკუთრებაში რიცხულ ქონებას.

2023 წლის 24 ნოემბრის №---------- ბრძანების საფუძველზე შედგენილი იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2023 წლის 1 დეკემბრის №------------ აქტი, რომლითაც აღწერა დაყადაღებას დაექვემდებარა რიგი ქონებები. მათ შორის: ბინა/ ------------ს/კ ------------ შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 5 დეკემბრის №------------ (05/12/2023 ------------) გადაწყვეტილებით, შემოსავლების სამსახურის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის 24 ნოემბრის №011-5461 ბრძანების და 2023 წლის 1 დეკემბრის №2023/011-5461/1 აქტის საფუძველზე, შპს „------------“ (ს/ნ ------------) საკუთრაბაში არსებულ ს/კ ------------ რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე (მისამართი: ------------) დარეგისტრირდა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა - ყადაღა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ნივთის (ს/კ ------------) მესაკუთრეები არიან: ------------ (პ/ნ ------------), შპს „------------“ (ს/ნ ------------ და ------------ (პ/ნ ------------). ------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, შპს „------------“ წილზე, №------------ განცხადებით, რეგისტრირებულია ყადაღა სსიპ - შემოსავლების სამსახურის მომართვის საფუძველზე, ხოლო №------------ განცხადებით - სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს მომართვის საფუძველზე.

------------ (პ/ნ ------------) 2024 წლის 21 მარტის №48013/21 განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლითაც ითხოვდა ------------ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციისათვის ყადაღის ინიციატორის სათანადო თანხმობას. ვალის მართვის დეპარტამენტმა მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დღეის მდგომარეობით საკადასტრო კოდზე ------------ფიქსირდება შპს „------------“-ს (ს.ნ ს.ნ ------------) საკუთრების უფლება, რომელსაც ერიცხება საგადასახადო დავალიანება და მის მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

2024 წლის 26 მარტის №21-17/23811 გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა თანხმობის გაცემაზე. აღნიშნული წერილი მომჩივანმა ჩაიბარა ფოსტით 2024 წლის 29 მარტს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;

დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად კი, გაუქმება ხდება:

ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;

ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;

დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;

დ1 ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;

ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე რომ ------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ფიქსირდება შპს „------------“ (ს/ნ ------------) საკუთრების უფლება, რომელსაც ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მის მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. მოქ. ---------- (პ/ნ ---------- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო გადაწყვეტილების გაუქმებას და საკატასტო კოდზე, უფლებაში რეგისტრირებულ ცვლილების რეგისტრაციისათვის ყადაღის ინიციატორის სათანადო თანხმობის გაცემას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ვალის მართვის დეპარტამენტში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით შპს-ს მიმართ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანება.რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს-ს საკუთრებაში რიცხულ ქონებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:8(5);238(1);241(1);239(9);242