გადაწყვეტილება №92732/1/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№92732/1/2024
13 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------ი“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 8.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №92732/1/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.06.2024 წლის №22916/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2024 წლის №005-148 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 28 939 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 15 080
დღგ - 13 694
საშემოსავლო გადასახადი - 125
ქონების გადასახადი - 261
ჯარიმა - 8 993
საურავი - 4 866
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სურსათით ვაჭრობა -----------ის რაიონში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.02.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 28 აპრილის ჩათვლით, პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 20 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 0.05%-ს, დეკლარირებული ფასნამატია: 2020 - 2021 წლებში 7%, 2022 წელს 9%, ხოლო 2023 წელს დეკლარაციები არ არის წარდგენილი, თუმცა გადასახადის გადამხდელს გააჩნდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა.
2023 წლის 28 აპრილს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი 88 629 ლარი (საბაზრო ღირებულებით). ინვენტარიზაციის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ საშუალო ფასნამატია 13%, რომელიც ჩაიშალა კატეგორიების მიხედვით და 2022-2023 წლების რეალიზებული პროდუქციის თითოეულ კატეგორიაზე მოხდა შესაბამისი ფასნამატის გავრცელება.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, შესამოწმებლ პერიოდში, გამოვლენილია გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევები, ასევე, არსებითი სხვაობა საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის, ამასთან, საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა არასრულყოფილია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
2020-2021 წლებში რეალიზებულ საქონელზე გამოყენებული იქნა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი, თუმცა გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე მუხლის თანახმად, დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2023 წლის №14511 ბრძანება და №005-81 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26118 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 27.12.2023 წლის №21295/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და 2.04.2024 წლის №7296 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 7.06.2024 წლის №22916/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- მე-2 სადავო საკითხის ნაწილში (2023 წლის იანვარ-თებერვლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხული თანხები და დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე), გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება მოახდინოს 2023 წლის მარტის თვის დეკლარაციის დაზუსტება, ხოლო შემოსავლების სამსახურს დაევალა, შესაბამისი პროცედურის უზრუნველყოფა, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარაციის დაზუსტების შესაძლებლობის მიცემის მიზნით. აღნიშნულის შესრულების შემდგომ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, 2023 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამის საანგარიშო პერიოდებში გათვალისწინება სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 7.06.2024 წლის №22916/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 1.10.2024 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 22 015 ლარით (გადასახადი 14 676 ლარი, ჯარიმა 7 339 ლარი). აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2024 წლის №005-148 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელის მიერ 7.11.2024 წელს ელექტრონულად წარდგენილი №92732/1/2024 საჩივარი, დავების დეპარტამენტის 8.11.2024 წლის №105191-21-04 წერილით, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების (№22916/2/2024) საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გადაიანგარიშა და გადასახადი შეამცირა 14 676 ლარით, ხოლო ჯარიმა 7 339 ლარით. ამასთან, გამოსცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება №22010 და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა №005-148.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ, კომპანიის შემოსავლების ხელახალი გადათვლის შედეგად, 2020- 2022 წლების ერთობლივი შემოსავალი შეიცვალა არაარსებითად, კერძოდ, 2020-2022 წლების შემოსავლის კორექტირება მოხდა მხოლოდ 0.91%-ის ოდენობით და დარიცხულმა დღგ-მ შეადგინა 3 525.30 ლარი, მაშინ როცა შესაბამისი პერიოდის ჯარიმამ შეადგინა 3 116 ლარი. იქიდან გამომდინარე, რომ აუდიტორმა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადაიანგარიშა მთლიანი 2022 წლის საგადასახადო ბარათი, მას გათვალისწინებული არ აქვს პერიოდებს შორის სხვაობა და იმ თვეებში, სადაც შემცირებულია გადასახადი გამოყენებული აქვს 50%-იანი ჯარიმა, მაშინ როცა გათვალისწინებული არ აქვს ზედმეტად დაბეგრილი თვეები. მაგალითად 2022 წლის აგვისტო-სექტემბერი.
უფრო კონკრეტულად, იქიდან გამომდინარე, რომ აუდიტორმა გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი სრულად გადაიანგარიშა 2022 წელი. ჯამში 2022 წლის გადასახადის სხვაობა დეკლარირებულთან მიმართებაში არის 2 764 ლარი, მაშინ როდესაც ამავე წლის ჯარიმამ შეადგინა 2 490 ლარი. სხვაობები გამოწვეულია პროპორციული გადაანგარიშებისგან, რის გამოც კომპანია ჯარიმდება დამატებით (2 490 – 2 764/2) = 1 108 ლარით არასამართლიანად.
ვინაიდან 2020-2022 წლების გადაანგარიშების შედეგად შემოსავალში გამოვლენილი სხვაობა არაარსებითად განსხვავდება დეკლარირებულისგან (0.91%-ით), ითხოვს აღნიშნული პერიოდის დარიცხვების და ჯარიმების გაუქმებას.
რაც შეეხება 2023 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების დარიცხვას და შესაბამისი პერიოდის ჯარიმებს, გადასახადის გადამხდელის მიზანი არ ყოფილა გადასახადისაგან თავის არიდება, რასაც მოწმობს სრულ პერიოდზე დარიცხული და გადახდილი გადასახადები. ეთანხმება დარიცხვის თანხას და ითხოვს 2023 წლის იანვრისა და თებერვლის ჩათვლების გამოყენების საშუალების მიცემას შესაბამის პერიოდებში და დაკისრებული სანქციების მოხსნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოწმებით დარიცხული თანხები არაერთხელ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 24.10.2023 წლის №26118 და 2.04.2024 წლის №7296 ბრძანებებით საჩივრები არ დააკმაყოფილა, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 7.06.2024 წლის №22916/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა:
- მე-2 სადავო საკითხის (2023 წლის იანვარ-თებერვლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხული თანხების და დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლების ნაწილში), გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება მოახდინოს 2023 წლის მარტის თვის დეკლარაციის დაზუსტება, ხოლო შემოსავლების სამსახურს დაევალა, შესაბამისი პროცედურის უზრუნველყოფა, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარაციის დაზუსტების შესაძლებლობის მიცემის მიზნით. აღნიშნულის შესრულების შემდგომ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, 2023 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამის საანგარიშო პერიოდებში გათვალისწინება სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.
საბჭოს 7.06.2024 წლის №22916/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 22 015 ლარით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 1.10.2024 წლის დასკვნიდან ირკვევა შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტების და 2023 წლის იანვარ-თებერვლის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მარტის თვის დეკლარაციიდან ჩახსნის შედეგად, მოხდა აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება). კერძოდ, გაიზარდა 2023 წლის იანვარ-თებერვლის ჩასათვლელი დღგ 14 677 ლარით, შედეგად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ 14 677 ლარით და ჯარიმა 7 339 ლარით.
მომჩივანი 2023 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების დარიცხვის და შესაბამისი პერიოდის ჯარიმების თაობაზე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიზანი არ ყოფილა გადასახადისაგან თავის არიდება, ეთანხმება დარიცხვის თანხას და ითხოვს 2023 წლის იანვრისა და თებერვლის ჩათვლების გამოყენების საშუალების მიცემას შესაბამის პერიოდებში და დაკისრებული სანქციების მოხსნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. ამასთან, წარმოადგენს არგუმენტებს და მოთხოვნას საკითხებზე, რომელიც არ დაკმაყოფილდა საბჭოს მიერ და არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისათვის შესასრულებლად.
საბჭო განმარტავს, რომ ვერ იმსჯელებს დაკისრებული სანქციების მოხსნაზე საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 7.06.2024 წლის №22916/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აღსრულება განხორციელებულია საბჭოს 7.06.2024 წლის №22916/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №22916/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.02.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 28 აპრილის ჩათვლით, პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 0.05%-ს, დეკლარირებული ფასნამატია: 2020 - 2021 წლებში 7%, 2022 წელს 9%, ხოლო 2023 წელს დეკლარაციები არ არის წარდგენილი, თუმცა გადასახადის გადამხდელს გააჩნდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა.2023 წლის 28 აპრილს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი 88 629 ლარი (საბაზრო ღირებულებით). ინვენტარიზაციის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ საშუალო ფასნამატია 13%, რომელიც ჩაიშალა კატეგორიების მიხედვით და 2022-2023 წლების რეალიზებული პროდუქციის თითოეულ კატეგორიაზე მოხდა შესაბამისი ფასნამატის გავრცელება.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, შესამოწმებლ პერიოდში, გამოვლენილია გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევები, ასევე, არსებითი სხვაობა საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის, ამასთან, საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა არასრულყოფილია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
2020-2021 წლებში რეალიზებულ საქონელზე გამოყენებული იქნა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი, თუმცა გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე მუხლის თანახმად, დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14511 ბრძანება და №005-81 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26118 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის №21295/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და №7296 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 7.06.2024 წლის №22916/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
საბჭოს ს №22916/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 22 015 ლარით . აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №005-148 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონულად წარდგენილი საჩივარი, დავების დეპარტამენტის წერილით, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აღსრულება განხორციელებულია საბჭოს №22916/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 269(7);