ბრძანება N 3856
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3856
28.02.2023
"----------" (პ/ნ ----------)
(მის: ----------)
2022 წლის 1 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა "----------" (პ/ნ ----------) №78766/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის №21-10-20/4997 გადაწყვეტილებას და №---------- (17.01.2023) საბაჟო დეკლარაცია-ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელს (43,06 ლარი).
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ არის საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაციის წევრი, რომელი სტილით თევზაობისთვისაც საჭიროა არაერთი ხელოვნური სატყუარა, განსხვავებული ზომის, ფორმის და ფერის, აქედან გამომდინარე ჩაითვალა, რომ საქონელი არის კომერციული დანიშნულების. მომჩივანი მიუთიტებს, რომ ყველა სატყუარის ყუთი შენახული აქვს და უკვე იყენებს პირადი მოხმარებისთვის, რისი დამტკიცებაც ნებისმიერ დროს შეუძლია, რადგან ნათლად ჩანს მათი სახეობები და ასევე თუ როგორ იყენებს მათ.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს №"----------" საბაჟო დეკლარაცია-ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2013 წლის 17 იანვარს, "----------"-მა (პ/ნ ----------) №7497/21-11 განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა საფოსტო გზავნილებით მის სახელზე შემოტანილი 300 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონელზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა. აღნიშნული განცხადების პასუხად, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის №21-10-20/4997 გადაწყვეტილებით "----------"-ს (პ/ნ ----------) ეცნობა, რომ მის მიერ შემოტანილი იმპორტირებული საქონლის თაობაზე შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონელი ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად და მასზე ვერ გავრცელდა მოთხოვნილი საგადასახადო შეღავათი.
ვინაიდან, "----------"-ს (პ/ნ ----------) კუთვნილი საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელს განესაზღვრა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილის სტატუსი, მასზე ვერ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და დარეგისტრირდა №"----------", №"----------", №"----------", №"----------"), №"----------" და №"----------" საბაჟო დეკლარაციები. მითითებული საბაჟო დეკლარაციებით დარიცხული მონაცემების სისწორეს "----------" (პ/ნ ----------) დაეთანხმა ხელმოწერით, რის შემდეგაც საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში და საფოსტო გზავნილებმა დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.
"----------"-ს (პ/ნ ----------) 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 13 იანვრამდე უფიქსირდება 228 საფოსტო გზავნილის მიღება.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ 2023 წლის 1 იანვრამდე დღგისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან
ვინაიდან, მომჩივნის მიერ საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონელი, ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად. შესაბამისად, მათზე არ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.
ამდენად, საბაჟო დეპარტამენტის უარი მომჩივნის მიერ საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობაზე მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის №21-10-20/4997 გადაწყვეტილება და საბაჟო დეკლარაცია-ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. "----------" (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.