გადაწყვეტილება №87102/1/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2024
№ დოკუმენტი 87102/1/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№87102/1/2024

15 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 26.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №87102/1/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.10.2023 წლის №20523/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის №081-329 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 24 906 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 24 563

საურავი - 343

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. ----------) შპს „----------“- ის (ს/ნ ----------) კაპიტალში შეტანის (გადაცემის) შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 26 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

მომჩივანმა, რომელიც არის შპს „----------“-ის 70%-ის წილის მფლობელი, 2018 წლის 17 აგვისტოს შეისყიდა ---------- მდებარე 46 921 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ----------), ნასყიდობის საფასური 50 000 ლარი. 2018 წლის 6 ნოემბერს, კაპიტალის გაზრდის მიზნით, შპს „----------“-ს (დარეგისტრირდა 2018 წლის 2 აგვისტოს) საკუთრებაში გადასცა ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი. ---------- მდებარე 46 921 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 172 816 ლარს.

მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ „----------“ განახორციელა 2 წელზე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის (მიწის ნაკვეთის) მიწოდება, ამდენად, სახეზეა აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 122 816 ლარი (172 816-50 000). საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, „----------“ დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022 წლის №28792 ბრძანება და №081-216 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3254 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 27.10.2023 წლის №20523/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა დაკისრებული ჯარიმისგან და ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, სადავო დარიცხვის ნაწილში, წარმოშობილი საურავისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 27.10.2023 წლის №20523/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, გაუქმდა დაკისრებული ჯარიმა და გადაანგარიშდა დარიცხული საურავის ნაწილში, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის №081-329 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 24 იანვარს ელექტრონულად წარდგენილი №87102/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 26.01.2024 წლის №---------- წერილით კუთვნილებისამებრ, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

თანხების დარიცხვის სამართლებრივ საფუძვლად მიჩნეული იქნა საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლები და გადასახადების ფორმირება განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება თავის მხრივ გულისხმობს არსებული გარიგების იგნორირებას და სხვა მსგავსი ოპერაციის გაანალიზების საფუძველზე ანალოგიური ან/და დამატებითი მოკვლევით საბაზრო ფასის გამოყენებას. მათ შემთხვევაში, შემმოწმებელმა იხელმძღვანელა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული კრების ოქმში დაფიქსირებული თანხით, რაც რეალობას არ შეესაბამება და ის შეიძლება გამოწვეული იყოს ტექნიკური (ბეჭდვის) შეცდომით ან/და არ ცოდნით. ბუნებრივია კომპანიის იურისტი არ შეიძლება ჩაითვალოს აღნიშნული ფასის დამდგენ პირად, ვინაიდან მას შესაბამისი კომპეტენცია არ გააჩნია. უფრო მეტიც, შპს „----------“-ის საბუღალტრო რეგისტრებში მიწის თანხად დაფიქსირებულია 50 000 ლარი. ამასთან, მიაჩნია, რომ კაპიტალში შეტანის მომენტში მიწის ფასის დადგენა შეუძლია მხოლოდ, შესაბამისი კვალიფიკაციის კომპეტენტურ პირს, რაც მათი მოთხოვნის ძირითად არსს წარმოადგენს. ასევე აღნიშნავს, რომ კაპიტალში შეტანილი მიწის ფასი, რაც დაფიქსირებულია კრების ოქმში და შეადგენს 173 000 ლარს, აცდენილია რეალობას და ასეთი ფასი მხოლოდ გაშენებული ვენახის შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვთ მიეცეს დამოუკიდებელი ექსპერტის მოწვევის შესაძლებლობა ან/და შემოსავლების სამსახურის ფარგლებში შესწავლილი იქნეს კვალიფიციურ შემფასებელ ექსპერტთან ერთად.

მომჩივანი ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებას, შესაძლებლობა მიეცეს დამოუკიდებელი ექსპერტის მიწვევის და კაპიტალში შეტანის მომენტში მიწის საბაზრო ღირებულების დადგენის განხორციელების.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ და შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3254 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 27.10.2023 წლის №20523/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა დაკისრებული ჯარიმისგან და ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, სადავო დარიცხვის ნაწილში წარმოშობილი საურავისგან. ხოლო, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 27.10.2023 წლის №20523/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გადასახადის გადამხდელის გათავისუფლდა დაკისრებული ჯარიმისგან, ასევე გადაანგარიშდა დარიცხული საურავის ნაწილში, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის დასკვნა.

მომჩივანი წარმოადგენს დარიცხვის ფაქტობრივ გარემოებებს რომელიც ცნობილია საბჭოსათვის, კვლავაც წარმოადგენს მოთხოვნას, რომელიც მანამდე დავის პროცესში წარმოდგენილი მოთხოვნის ანალოგიურია, რაც ასევე ცნობილია საბჭოსათვის და არ იქნა დაკმაყოფილებული, მაგრამ, არ წარმოადგენს არგუმენტებს რა ნაწილში მიიჩნევს აღსრულებას დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შეუსაბამოდ.

საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით და წარმოდგენილი იქნა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტების ანალოგიური გარემოებები და მოთხოვნა.

საბჭო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 2023 წლის 27 ოქტომბრის №20523/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი, კერძოდ რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ დავების განხილვის საბჭოს 27.10.2023 წლის №20523/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.10.2023 წლის №20523/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ და შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3254 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 27.10.2023 წლის №20523/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა დაკისრებული ჯარიმისგან და ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, სადავო დარიცხვის ნაწილში წარმოშობილი საურავისგან. ხოლო, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს 27.10.2023 წლის №20523/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გადასახადის გადამხდელის გათავისუფლდა დაკისრებული ჯარიმისგან, ასევე გადაანგარიშდა დარიცხული საურავის ნაწილში, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის დასკვნა. მომჩივანი წარმოადგენს დარიცხვის ფაქტობრივ გარემოებებს რომელიც ცნობილია საბჭოსათვის, კვლავაც წარმოადგენს მოთხოვნას, რომელიც მანამდე დავის პროცესში წარმოდგენილი მოთხოვნის ანალოგიურია, რაც ასევე ცნობილია საბჭოსათვის და არ იქნა დაკმაყოფილებული, მაგრამ, არ წარმოადგენს არგუმენტებს რა ნაწილში მიიჩნევს აღსრულებას დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შეუსაბამოდ. საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით და წარმოდგენილი იქნა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტების ანალოგიური გარემოებები და მოთხოვნა. საბჭო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 2023 წლის 27 ოქტომბრის №20523/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი, კერძოდ რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დავების განხილვის საბჭოს 27.10.2023 წლის №20523/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).