გადაწყვეტილება №26055/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 12.11.2025
№ დოკუმენტი 26055/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№26055/2/2025

12 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ს 20.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26055/2/2025).

 

დავის საგანი:

1. შემოსავლების სამსახურის 2.04.2025 წლის №6288 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. წილის ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის კვალიფიკაციის ცვლილება და გაცემულ დივიდენდად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №006-597 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6288 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №006-249 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20851 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №006-597 საგადასახადო მოთხოვნით - 790 617.16 ლარი

მათ შორის:

გადასახადი - 406 769

დღგ - 1 720

მოგების გადასახადი - 313 467

საშემოსავლო გადასახადი - 91 582

ჯარიმა - 203 386

საურავი - 180 462.16

 

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №006-249 საგადასახადო მოთხოვნით - 827 462.06 ლარი

მათ შორის:

გადასახადი - 406 769

დღგ - 1 720

მოგების გადასახადი - 313 467

საშემოსავლო გადასახადი - 91 582

ჯარიმა - 203 386

საურავი - 217 307.06

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხორცის შეძენა და რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ოქტომბრის №26299 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №27727 ბრძანება და №006-597 საგადასახადო მოთხოვნა. საწარმოს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 790 617.16 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 10 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 2 აპრილის №6288 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6288 ბრძანება 2.05.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 16.05.2025 წლის №25152/2/2025 (რეგ. 20.05.2025 წელი; №----) გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6288 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2025 წლის დასკვნა, 9.07.2025 წლის №15567 ბრძანება და №006-249 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 7 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 25 სექტემბრის №20851 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20851 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოსავლების სამსახურის 2.04.2025 წლის №6288 ბრძანების აღსრულების შედეგები

ფაქტების აღწერა

საწარმოს დამფუძნებლები 2019 წლის 20 სექტემბრიდან არიან შპს „-----ი“, ------ძე, -----ი და ------ძე. საჯარო რეესტრის მონაცემების ანალიზით გამოვლინდა, რომ 2022 წლის 14 ივნისს შპს „------ის“ 100%-იანი წილი შეიძინა შპს „-----ა“. წილის რეალიზაცია მოხდა 2 250 000 ლარად. თითოეულ დამფუძნებელთან გაფორმებულია წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და თითოეული დამფუძნებლის წილის ღირებულება შეადგენს 562 500 ლარს. --------თან გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით წილის ღირებულების გადახდა მყიდველმა განახორციელა ხელშეკრულების ხელმოწერამდე, -------თან გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით წილის ღირებულების ნაწილი - 387 500 ლარი - მყიდველმა გადაიხადა ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ხოლო დარჩენილი თანხა, ხელშეკრულების მიხედვით, უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 კალენდარულ დღეში. -------თან გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით წილის ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 კალენდარულ დღეში.

საგადასახადო ორგანომ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე4 ნაწილის, მე-19 მუხლის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 981 მუხლის პირველი ნაწილის, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის, 130-ე მუხლის პირველი ნაწილის, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ შპს „----ის“ მიერ შპს „-----ის“ წილის შეძენას არ გააჩნდა ეკონომიკური გავლენა ან/და სამეურნეო შინაარსი, იმდენად რამდენადაც საწარმოები წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ და საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს. შესაბამისად, წილების მფლობელთა ცვლილება არ ცვლის საერთო სურათს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა შპს „--------დან“ ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანა.

-----ის, ----ის და -----ძის მიერ წილის რეალიზაციის სანაცვლოდ მიღებული თანხები, „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, ჩაითვალა დივიდენდის გაცემად. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-19, 97-ე, 981 , მე-8, 130-ე, 154- ე, 43-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების ნორმა განამტკიცებს გადასახადებისაგან თავის არიდების აღკვეთის ზოგად რეგულაციას, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, მხედველობაში არ იქნება მიღებული არცერთი გარიგება ან გარიგებათა ჯაჭვი, რომლის ძირითად ან ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს ისეთი საგადასახადო უპირატესობის მიღება, რომელიც ეწინააღმდეგება გამოსაყენებელი საგადასახადო-სამართლებრივი ნორმების შინაარსს, და რომელიც, საქმესთან დაკავშირებით არსებული ყველა გარემოების გათვალისწინების შედეგად, არ მიიჩნევა ნამდვილად.

აქედან გამომდინარე, გადასახადებით დაბეგვრის მიზნისთვის, გარიგება ან გარიგებათა ჯაჭვი არ უნდა იქნას მიჩნეული ნამდვილად და, შესაბამისად, არ უნდა იქნას მიღებული მხედველობაში, თუ მისი განხორციელება არ არის განპირობებული რეალური ყოფითი ან კომერციული მიზეზებით, რომლებიც ასახავს გარიგების ნამდვილ ეკონომიკურ შინაარსს. ასეთ შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნას კანონმდებლობის ის ნორმა, რომელიც შეესაბამება გარიგების მხარეთა რეალურ ნებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შპს „-----ის“ დამფუძნებლები არიან შპს „----ი“, ----ძე, ----ი და ----ძე. შემოწმებით გამოვლინდა, რომ კომპანიის 100%-იანი წილი შეიძინა შპს „----ა“. მიჩნეულ იქნა, რომ შპს „----ის“ მიერ შპს „-----ის“ წილის შეძენას არ გააჩნდა ეკონომიკური გავლენა ან/და სამეურნეო შინაარსი, იმდენად რამდენადაც საწარმოები წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ და საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს, შესაბამისად, წილების მფლობელთა ცვლილება არ ცვლიდა საერთო სურათს. აქედან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა შპს „-----დან“ ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანა. წილის რეალიზაციის სანაცვლოდ მიღებული თანხები, „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად ჩაითვალა დივიდენდის გაცემად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ წილის მფლობელი პარტნიორები მოქმედებდნენ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე და 141-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და სამეურნეო ოპერაციის მიზანს არ წარმოადგენდა 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტის დაბეგვრაზე დაწესებული საგადასახადო შეღავათის არამართლზომიერი გამოყენების მცდელობა. ასევე მიუთითებს, რომ დამფუძნებელ პარტნიორთა ნაწილის ურთიერთდამოკიდებულ პირებად განხილვას გავლენა არ უნდა ჰქონოდა სხვა პარტნიორებთან დადებულ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე.

საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6288 ბრძანება, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორის შეფასებით, კომპანიის დამფუძნებლების მიერ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წილის გასხვისების მომენტში დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილი, ანუ პარტნიორების მიერ წილის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლები მიჩნეულია განაწილებულ მოგებად, ანუ პარტნიორებზე გაცემულ დივიდენდად, ვინაიდან პარტნიორების მიერ განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციას, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეეცვალა კვალიფიკაცია, მაშინ როდესაც გადასახადის გადამხდელებმა ისარგებლეს საგადასახადო კანონმდებლობის გათვალისწინებული შეღავათით, ვინაიდან სამეურნეო ოპერაციის განხორციელების მომენტში სახეზე არ იყო 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტის დაბეგვრაზე დაწესებული შეღავათის (საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტი) არამართლზომიერი გამოყენების მცდელობა, რამეთუ საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორების ნაწილის ურთიერთდამოკიდებულ პირებად ცნობა ვერ ჩაითვლებოდა სხვა პარტნიორებთან განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობად და გავლენას ვერ მოახდენდა სამეურნეო ოპერაციის ეკონომიკურ შედეგებზე.

ამასთან, საწარმოს წილის მფლობელი პარტნიორები მოქმედებდნენ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის და 141-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

გარდა ამისა, შემოწმების აქტში დარიცხვის სამართლებრივ საფუძველში მითითებულია, რომ დარიცხვა მოხდა საწარმოს პარტნიორების მიერ სამეურნეო ოპერაციის განხორციელების შემდგომ გამოცემული ნორმატიული აქტის ნორმების შესაბამისად (შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“), რომელიც ბრძანების თანახმად ამოქმედდა 2022 წლის 1 აგვისტოდან.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6288 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თუმცა 2025 წლის 9 ივლისამდე აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არ მომხდარა საკითხის დამატებით არავითარი შესწავლა/გამოკვლევა და მათ მიერ 2025 წლის 9 ივლისის საგადასახადო მოთხოვნით ძალაში იქნა დატოვებული 2024 წლის 30 დეკემბრის №006-597 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები. შემოსავლების სამსახურმა 2025 წლის 25 სექტემბერს კვლავ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

მომჩივნისთვის დღემდე უცნობია აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების შედეგები, ვინაიდან არავითარი დოკუმენტი საკითხის განხილვის და მისი შედეგების შესახებ არ მიუღია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არამართებულად მიაჩნია საწარმოზე გადასახადების და სანქციების დარიცხვა და ითხოვს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6288 ბრძანებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, 2019 წლის 20 სექტემბრიდან შპს „-----ის“ დამფუძნებლებს წარმოადგენენ შპს „----ი“ - 25%, ----ძე - 25%, ----ი – 25%, -----ძე – 25%. 2022 წლის 14 ივნისს შპს „----ის“ 100%-იანი წილი იყიდა შპს „----ა“, რომლის დირექტორს წარმოადგენს ---ძე, ხოლო დამფუძნებელს ----- (----; --- ----), -----ის დამფუძნებლები არიან -----ძე - 45%, -----ძე - 30% და -----ი - 25%. ამასთან, ----ძე წარმოადგენს შპს „----ის“ დამფუძნებელს 50%-იანი წილით და შპს „---ის“ დირექტორის ----ის შვილს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „----“, ----ძე, ----ი, და ----ძე წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად. თავის მხრივ, შპს „------“ და -----ძე, საგადასახადო კოდექსის მე19 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, წარმოადგენენ შპს „----ის“ ურთიერთდამოკიდებულ პირებს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შპს „----ის“ მიერ შპს „-----ის“ წილის შეძენას არ გააჩნია ეკონომიკური გავლენა ან/და სამეურნეო შინაარსი, იმდენად რამდენადაც საწარმოები წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ და საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს და წილების მფლობელთა ცვლილება არ ცვლის საერთო სურათს. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა შპს „----დან“ ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანა. -----ძის, -----ის, -----ძის მიერ წილის რეალიზაციის სანაცვლოდ მიღებული თანხები, „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაზე დაყრდნობით, ჩაითვალა დივიდენდის გაცემად და დაიბეგრა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6288 ბრძანება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20851 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20851 ბრძანება, საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. წილის ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის კვალიფიკაციის ცვლილება და გაცემულ დივიდენდად განხილვა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №006-597 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6288 ბრძანება 2.05.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 16.05.2025 წლის №25152/2/2025 (რეგ. 20.05.2025 წელი; №---) გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №006-597 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6288 ბრძანება 20.10.2025 წელს კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №006-597 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6288 ბრძანება 2.05.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 16.05.2025 წლის №25152/2/2025 (რეგ. 20.05.2025 წელი; №----) გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №006-597 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6288 ბრძანება 20.10.2025 წელს კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6288 ბრძანების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. შემოსავლების სამსახურის №6288 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. წილის ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის კვალიფიკაციის ცვლილება და გაცემულ დივიდენდად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №26299 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №27727 ბრძანება და №006-597 საგადასახადო მოთხოვნა. საწარმოს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 790 617.16 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №6288 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის №6288 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც №25152/2/2025 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის №6288 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, №15567 ბრძანება და №006-249 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №20851 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის №20851 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის №6288 ბრძანების აღსრულების შედეგების შედეგების ნაწილში საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №20851 ბრძანება, საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

ხოლო,წილის ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის კვალიფიკაციის ცვლილების და გაცემულ დივიდენდად განხილვის ნაწილში საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301-ე მუხლის „ზ“;