ბრძანება N 8495
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8495
19.04.2023
შპს „--ის“ (ს/ნ --)
( მის.: --) 2023 წლის 7 და 8 თებერვლის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 მარტის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა შპს „--ის“ (ს/ნ --) 2023 წლის 7 თებერვლის №18804/2/2023 და 8 თებერვლის №23300/01 საჩივრები, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ითხოვს ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის დაწყებას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 7 თებერვლის №007-22 და №007-23 საგადასახადო მოთხოვნებსა და 2020 წლის 11 მარტის №007-74 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი ითხოვს ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე დავის დაწყებას 2020 წლის 7 თებერვლის №007-22 და №007-23 და 2020 წლის 11 მარტის №007-74 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით. ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 იანვრის №24 ბრძანებასა (შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2022 წლის 16 ნოემბრის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე) და აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 დეკემბრის №005-233 საგადასახადო მოთხოვნას.
აცხადებს, რომ შპს „--ის“ (ს/ნ --) მიერ უძრავი ქონების (ს/კ-- ) შპს „--ის“ გადაცემა რეალურად განხორციელდა და ქონება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებულია შპს „--ის“ საკუთრებაში. მხოლოდ იმიტომ, რომ შემოსავლების სამსახურმა თავდაპირველად (2020 წლის აქტებით) ქონების ტრანზაქცია ჩათვალა ფიქტიურად და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ყალბად, შედეგად განხორციელებული ტრანზაქცია, რომლის დროსაც დღგ ბიუჯეტში არ გადახდილა, მხარეები დაჯარიმდა და ასევე, ქონების ღირებულებაში გამყიდველისთვის გადახდილი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. თუმცა, შპს „--ის“ მიმართ გამოცემულ 2023 წლის 9 იანვრის №24 ბრძანებაში შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ უძრავი ქონება ფიქსირდებოდა შპს „--ის“ საკუთრებაში და შპს „---ის“ მიმართ დარიცხული ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა გაუქმებას. პარალელურად, შპს „--ის“ მიმართ გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 დეკემბრის №005-233 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა შეცვალა ზემოაღნიშნული ტრანზაქციის სტატუსი. კერძოდ, ჩათვალა, რომ უძრავი ქონება ნამდვილად გადაცემული იყო შპს „--ზე“ და ქონების გადასახადიც დაარიცხა ამ უკანასკნელს.
აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 7 თებერვლის №007-22 საგადასახადო მოთხოვნასთან არსებული ფაქტობრივი გარემოებები: საქმის არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 17 აპრილის №11402 და 2020 წლის 6 თებერვლის №2752 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ --) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 6 თებერვლის №2748 ბრძანებით განსაზღვრული საკითხისა. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2016 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 6 თებერვალს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2020 წლის 7 თებერვლის №2918 ბრძანება და ამავე თარიღის №007–22 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 15 932 ლარი, მათ შორის გადასახადი -3 996 ლარი, ჯარიმა 18 495 ლარი და საურავი 1 433 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 7 თებერვლის №007-23 საგადასახადო მოთხოვნასთან არსებული ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 6 თებერვლის №2748 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--ის“ (ს/ნ --) საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება 2018 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში სერია ეა---საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განხორციელებული ჩათვლის მართლზომიერების დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 7 თებერვალს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ამავე თარიღის №2912 ბრძანება და №007–23 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 726 608 ლარი, მათ შორის გადასახადი 91 863 ლარი, ჯარიმა 1 614 798 ლარი და საურავი 19 947 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 11 მარტის №007-74 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან არსებული ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 21 აგვისტოს №29248 ბრძანების საფუძველზე შპს „--ის“ (ს/ნ -- ) 2019 წლის 14 ივნისის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„2. დაევალოს აუდიტის დეპარტამეტს დამატებით შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების და შინაარსის გათვალისწინებით სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები. შესწავლის მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის იხელმძღვანელოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურში დამდგარი შედეგების გათვალიწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს შემოწმების შუალედური (თემატური) აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. ამ ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 21 აგვისტოს №29248 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2020 წლის 11 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 11 მარტის №007-74 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო კონტროლის შედეგად დამატებით დარიცხული თანხის (საგადასახადო დავალიანების) შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია გადასახადის გადამხდელის მიერ დავის დაწყება ან განახლება ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 სექტემბრის №-- განკარგულების საფუძველზე შპს „---სა“ (ს/ნ -- ) და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა 2020 წლის 21 ოქტომბრის №-- საგადასახადო შეთანხმება, მ.შ. გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--ის“ (ს/ნ --) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე დავის დაწყებას აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი გარემოებები
უდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
გადაწყვეტილება
სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყებაზე უარის თქმის საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 306 (26); 299 (6,7); 293 (8,5).