ბრძანება N 13956

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.06.2023
№ დოკუმენტი 13956
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13956

20.06.2023

----------- (პ/ნ -----------)

(მის: ---------------)

2023 წლის 30 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ივნისის სხდომაზე (ოქმი №66) განიხილა ------------ (პ/ნ ------------) №91800/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება 2022 წლის 6 ივლისის №----- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მის მიერ გამოწერილი ამანათი ჩამოვიდა ცარიელი და იქ არ იყო ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენლი საქონელი. ამანათი გადამზიდი კომპანიიდან არ გაუტანია, რადგან დრონის წონა არარელევანტურია საიტზე მითითებული ამანათის წონასთან. განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა დარიცხული დღგ-ის გაუქმება, რაზეც 2022 წლის 9 სექტემბრის №21-10-20/84206 წერილით უარი ეთქვა. არ დაეთანხმა აღნიშნულ პასუხს და გაასაჩივრა, რაზეც ასევე უარყოფითი პასუხი მიიუღია. ამის შემდეგ დაუკავშირდა გადამზიდი კომპანია და სთხოვა, რომ დეკლარაციაზე ხელი მოეწერა, რადგან ეს საჭირო იყო დავალიანების ანულირებისთვის. მომჩივანი ასევე მიუთიებს, რომ აღნიშნულზე მითითებით ითხოვს კიდევ ერთხელ მოხდეს საკითხის შესწავლა და გაუქმდეს №---- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელი.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 7 ივნისს საფოსტო გადამზიდავის – შპს „---------“ (ს/ნ ----------) მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ---------- (პ/ნ ---------) სახელზე №--------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის (დრონი – 1 ერთეული) დეკლარირება (საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 – №--------- (06.07.2022)). აღნიშნული დეკლარაციისთვის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „oracle“-ს მიერ განისაზღვრა „მწვანე დერეფანი“ და საქონლის გაშვება განხორციელდა დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.

№--------- საბაჟო დეკლარაციაში გაცხადებული მონაცემების სისწორეს ----------- დაეთანხმა ხელმოწერით და საფოსტო გზავნილი გაიტანა საბაჟო კონტროლის ზონიდან.

2022 წლის 25 აგვისტოს ------------ №156070/21-11 განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა №--------- (06.07.2022) საბაჟო დეკლარაციით დარიცხული გადასახდელების გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ საფოსტო გზავნილის გახსნისას, ყუთი აღმოჩნდა ცარიელი და იქ არ იყო მის მიერ ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენლი საქონელი.

აღნიშნული განცხადების პასუხად, საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 9 სექტემბრის №21-10- 20/84206 წერილით ----------- უარი ეთქვა დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაუქმებაზე, იმ საფუძვლით, რომ საბაჟო დეკლარაციით დარიცხული გადასახდელები წარმოადგენდა მის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებას, საფოსტო გზავნილს კი დატოვებული ქონდა საბაჟო კონტროლის ზონა.

მომჩივნის განცხადების (საფოსტო გზავნილის გახსნის შემდეგ ყუთი იყო ცარიელი) გადამოწმების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტმა შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა საფოსტო გადამზიდავი კომპანიიდან და შპს „----------“ (ს/ნ -----------) 2023 წლის 9 ივნისის №98763/21-10-20 წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ №-------------- საფოსტო გზავნილის წონა როგორც ამერიკის საწყობში შესვლისას, ასევე საქართველოში ჩამოტანის შემდეგ შეადგენდა 0.61 კგ-ს.

ამავე წერილით საბაჟო დეპარტამენტს ასევე ეცნობა, რომ ----------- საფოსტო გზავნილი გაიტანა შპს „-----------“ ფილიალიდან და მალევე დააბრუნა უკან, იმ არგუმენტით, რომ საფოსტო გზავნილის შიგთავსი იყო ცარიელი.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს. დეკლარანტი კი არის პირი, რომელიც საბაჟო ორგანოს თავისი სახელით წარუდგენს საბაჟო დეკლარაციას, დროებით შენახვის დეკლარაციას, საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციას, საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციას, რეექსპორტის დეკლარაციას ან რეექსპორტის შეტყობინებას, ან პირი, რომლის სახელითაც საბაჟო ორგანოს წარედგინება შესაბამისი დეკლარაცია ან შეტყობინება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-60 მუხლით კი, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს „------------“ (ს/ნ -----------) მიერ განხორციელდა მომჩივნის სახელზე №----------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის (დრონი – 1 ერთეული) დეკლარირება (საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 – №--------- (06.07.2022)). აღნიშნული დეკლარაციისთვის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „oracle“-ს მიერ განისაზღვრა „მწვანე დერეფანი“ და საქონლის გაშვება განხორციელდა დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე. №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით გაცხადებული მონაცემების სისწორეს მომჩივანი დაეთანხმა ხელმოწერით და გაიტანა საფოსტო გზავნილი.

ხოლო, ვინაიდან საბაჟო დეკლარაციით დარიცხული გადასახდელები წარმოადგენა მომჩივნის ხელმოწერით დადასტურებულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებას, ხოლო საფოსტო გზავნილს დატოვებული ქონდა საბაჟო კონტროლის ზონა, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მართლზომიერად ეთქვა უარი დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაუქმებაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადაგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ (საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 – №---------- (06.07.2022) დარიცხული იმპორტის გადასახდელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. --------- (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, კიდევ ერთხელ მოხდეს საკითხის შესწავლა და გაუქმდეს საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს მიერ განხორციელდა მომჩივნის სახელზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის დეკლარირება. აღნიშნული დეკლარაციისთვის განისაზღვრა „მწვანე დერეფანი“ და საქონლის გაშვება განხორციელდა დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე. საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით გაცხადებული მონაცემების სისწორეს მომჩივანი დაეთანხმა ხელმოწერით და გაიტანა საფოსტო გზავნილი.მომჩივნის განცხადების (საფოსტო გზავნილის გახსნის შემდეგ ყუთი იყო ცარიელი).აღნიშნული განცხადების პასუხად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ უარი ეთქვა მომჩივანს, დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაუქმებაზე, იმ საფუძვლით, რომ საბაჟო დეკლარაციით დარიცხული გადასახდელები წარმოადგენდა მის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებას, საფოსტო გზავნილს კი დატოვებული ქონდა საბაჟო კონტროლის ზონა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

საბაჟო კოდ:6;

საგად კოდ:302(6);8(5);61(2ა);60

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი