ბრძანება N 8775
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8775
06 მაისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“-ის (ს/ნ -----) (მის.: -----)
2025 წლის 16 და 17 აპრილის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის პირველი მაისის სხდომაზე (ოქმი N --) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) 2025 წლის 16 აპრილის N -----/1/2025 და 17 აპრილის N -----/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აპრილის ID: ----- შესაგებელთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს. განმარტავს, რომ საწარმოს 100 %-იანი წილის მესაკუთრე არის -----, კომპანიის წილი და უძრავი ქონება (ს/კ -----) უსასყიდლოდ, მართვის უფლებით არსებობის ვადით გადაეცა სსიპ „-----“, რომლის 28.03.2022 წლის N ----- მიმართვის საფუძველზე, 10.11.2022 წლის N ----01-3/--- ბრძანებით, შპს „-----“-ის საწესდებო კაპიტალიდან გატანილი იქნა საწარმოს ბალანსზე რიცხული და საკუთრებაში არსებული უძრავ - მოძრავი ქონება სსიპ „-----“ გადაცემის მიზნით.
შპს „-----“ და შპს „-----“-ის ყოფილ დირექტორს შორის გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი კომპანიის აქტივების და დოკუმენტების გადაბარების თაობაზე. დირექტორის ცვლილების დროისთვის (01.08.2023 წელი) კომპანიას აქტივების ნაწილში ერიცხებოდა მხოლოდ საგადასახადო ზედმეტობა და სასაქონლო - მატერიალური მარაგი (ჯართი). ყოფილი დირექტორის მიერ გადმობარებულ დოკუმენტაციაში არ მოიპოვება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ დასკვნა.
2015 წლიდან კომპანია არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, არ ჰყავდა დაქირავებული თანამშრომლები, არ აწარმოებდა ნაღდი ფულით ოპერაციებს და არ მიუღია/გაუწევია მომსახურება ფიზიკური/იურიდიული პირებისთვის. 01.01.2025 წლის მდგომარეობით კომპანიას აქტივების ნაწილში ერიცხება საბანკო ანგარიშზე 51 ლარი და საგადასახადო ზედმეტობა 1941.31 ლარი. შპს „-----“-ის 06 მაისი 2025 N ----- საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული უძრავ ნივთებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე და მეწარმე სუბიექტის წილებზე.
გადამხდელი აცხადებს, რომ შემოსვლების სამსახურის შეტყობინებებში არ არის დაკონკრეტებული რატომ არ ხდება საგადასახადო ზედმეტობის დაბრუნება. პასუხი არის შაბლონური, რომლითაც შეუძლებელია მოხდეს ხარვეზის გამოსწორება ან/და შესაბამისი მიზეზის დადგენა. გამომდინარე იქედან, რომ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი, მნიშვნელოვანია კომპანიის მოთხოვნების დაზუსტება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს კომპანიის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად განხორციელდა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) 2025 წლის 25 მარტის მოთხოვნის შესწავლა (ID -----), რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის თანახმად, შპს „-----“-ის (ს/ნ -----) პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა გამოწვეულია ქონების გადასახადში გადახდილი საავანსო გადასახდელების შემცირების შედეგად.
შპს „-----“-ს (ს/ნ -----) 2025 წლის 3 აპრილს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ: წარმოსადგენია გადასახადის გადამხდელის სახელზე საბანკო დაწესებულებებში გახსნილი ანგარიშების შესახებ ცნობები და ამონაწერები აღნიშნული ანგარიშებიდან (მათ შორის, ნულოვანი) 2022 წლის პირველი იანვრიდან დღემდე (როგორც pdf, ასევე excel ფორმატებში); წარმოსადგენია ბასს-ის ანგარიშთა გეგმის მიხედვით საბუღალტრო ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია (რომელიც იდენტიფიცირებული უნდა იყოს) 2022 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, მათ შორის მოკლევადიანი მოთხოვნების, დარიცხული მოთხოვნების და ვალდებულებების (გარდა საგადასახადო ვალდებულებებისა) ნაწილში ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებული უნდა იყოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული თითოეული პირის მიხედვით; წარმოსადგენია 2022 წლის პირველი იანვრიდან დღემდე სალაროში (ანგარიშთა გეგმის 1100-იანების ანგარიში (მათ შორის 1110 და 1120 და ა. შ)) და საბანკო ანგარიშებზე (ანგარიშთა გეგმის 1200-იანების ანგარიში (მათ შორის 1210, 1220 და ა. შ)) თანხების მოძრაობის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია, ცალკეული სამეურნეო ოპერაციის მიხედვით; წარმოსადგენია დეტალური ინფორმაცია 2022 წელს საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავ - მოძრავი ქონების შესახებ, ამასთან, განმარტებას ექვემდებარება, დეკლარირებული დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის საკითხი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გადამხდელს გაეგზავნა „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავით განსაზღვრული ხარვეზი (ID -----).
გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა გამოსწორებული დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:
1.გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2.გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3.გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4.თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5.პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე თავის 135 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, თუ შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ" – „თ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ - ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხა არ ამცირებს სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებელს „მოთხოვნაში" მითითებული დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში, ან როდესაც სავარაუდოდ, გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხის დარიცხვის შედეგად გადამხდელს მაინც უფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, გადამხდელს მიეთითება ხსენებული შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ სათანადო პროცედურები შესაძლო დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში განხორციელდება გადამხდელის მიერ აღნიშნული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემთხვევაში. ამასთან, შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ მითითებიდან მათ აღმოფხვრამდე ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გადამხდელს გაეგზავნება შესაგებელი).
ამავე პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს, ითხოვს კომპანიის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
გადამხდელი აცხადებს, რომ შემოსვლების სამსახურის მიერ კომპანიის ელექტრონულ გვერდზე გაგზავნილია შაბლონური შეტყობინებები სადაც არ არის დაკონკრეტებული მიზეზი თუ რატომ არ ხდება საგადასახადო ზედმეტობის დაბრუნება. მომჩივანისთვის შეუძლებელია ასეთ შემთხვევაში მოხდეს ხარვეზის გამოსწორება ან/და შესაბამისი მიზეზის დადგენა. ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის თანახმად, კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა გამოწვეულია ქონების გადასახადში გადახდილი საავანსო გადასახდელების შემცირების შედეგად. გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
გადაწყვეტილება:
მოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 65;.63;.