გადაწყვეტილება №19007/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19007/2/2023
6.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 5.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19007/2/2023).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 7.10.2022 წლის №17775/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №127-5 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 165 848,97 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 85 073
დღგ - 51 289
საშემოსავლო გადასახადი - 32 310
ქონების გადასახადი - 1 474
ჯარიმა - 42 536,5
საურავი - 38 239,47
პროცედურული გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 8.04.2022 წლის №127-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23837 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 7.10.2022 წლის №17775/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა საკითხი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოეხდინა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.10.2022 წლის №17775/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №127-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, შესწავლილი უნდა ყოფილიყო როგორც ინვენტარიზაციის მასალები, ისე საკონტროლო შესყიდვის/შეთავაზების მასალები. შემოწმებამ ფასნამატი გამოიანგარიშა მხოლოდ 9.03.2022 წელს 21 დასახელების საქონელზე შედგენილი საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ №751434 ოქმის მონაცემების საფუძველზე. ამასთან, შემოწმებამ ოქმში მითითებული მონაცემების არაჯეროვანი ანალიზის შედეგად გამოიანგარიშა საშუალო ფასნამატი (და არა „საშუალო შეწონილი ფასნამატი“, როგორც დასკვნაშია მითითებული).
დასკვნაში მითითებულია, რომ ფიქსაციის შედეგების შესწავლისას დადგინდა, რომ საშუალო შეწონილი ფასნამატი 41%-ს შეადგენდა. შემმოწმებლის მიერ გადმოგზავნილ გაანგარიშებებში (დანართი 7) მოცემული ფიქსაციის ფასნამატის ცხრილის თანახმად, ფასნამატმა 39% შეადგინა. მოცემული ცხრილის გადმოგზავნის შემდეგ გადამხდელის მხარის მიერ განხორციელდა შესაბამისი ანალიზი, რომლის შედეგად გამოვლინდა დაშვებული შეცდომები, ჩატარდა ალტერნატიული გაანგარიშება და საბოლოოდ შედგა ე.წ. შედარების ცხრილი (დანართები 11 და 12). ალტერნატიული გაანგარიშებების შედეგად დგინდება, რომ იმ ფიქსაციის მასალებით, რომელიც აუდიტორმა გამოიყენა, ფასნამატი არის არა 39% ან 41%, არამედ 24%.
როგორც ჩანს, ვინაიდან ინვენტარიზაცია და საკონტროლო შეთავაზება 2022 წელს იყო ჩატარებული, 2019-2020 წლების საგადასახადო პერიოდებზე შეიძლებოდა მიზანშეწონილი ყოფილიყო დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, თუ მთლიან რეალიზაციაში მაღალი იყო რეალიზაციის ხვედრითი წილი.
საყურადღებოა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია საბითუმო ვაჭრობად ითვლება, დოკუმენტური ფასნამატი საცალო ვაჭრობის ობიექტში ნაკლები უნდა იყოს ინვენტარიზაციით დადგენილ ფასნამატზე. მაგრამ განსახილველ შემთხვევაში, შემოწმებამ დოკუმენტური ფასნამატი უფრო მეტი გამოიყვანა, ვიდრე დგინდება ინვენტარიზაციით და ფიქსაციით. მოცემული კი განპირობებულია იმით, რომ ე.წ. ზედნადებების დაკავშირებისა და შერჩევის წესით დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისათვის აუდიტორის სუბიექტურ მიდგომებს რეალიზაციის მეტი შესაძლებლობა ექმნება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ფასნამატის მაჩვენებელი, ჩვეულებრივ, წლების მიხედვით მდგრადი მაჩვენებელია, ვინაიდან საბაზრო პირობებში გასაყიდი ფასის გაზრდა შეძენის ფასის გაზრდას მოჰყვება და, პირიქით, გასაყიდი ფასის შემცირება შეძენის ფასის შემცირებას მოჰყვება. ინვენტარიზაციიდან საგადასახადო პერიოდის 2 წლით დაშორება არ არის გაანგარიშებებში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილების გამომწვევია.
აქედან გამომდინარე, ვინაიდან სახეზე გვაქვს ა) უპირატესად საცალო ვაჭრობის განმახორციელებელი ობიექტი, ბ) მთელი სასაქონლო ასორტიმენტის მომცველი ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვის/შეთავაზების მასალები, გ) ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურების ჩატარებიდან საანგარიშო პერიოდებამდე დაშორების მხოლოდ 2 წელი, დ) შემოწმების მიერ დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება არა მთლიანად დოკუმენტური რეალიზაციების, არამედ მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილის მოცვით, უპირატესობა 2019-2020 წლების საგადასახადო პერიოდებშიც უნდა მიენიჭოს იმ საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოანგარიშებასა და გავრცელებას, რომელიც დგინდება ინვენტარიზაციის/ფიქსაციის შედეგების მიხედვით. გავმეორდებით, რომ ინვენტარიზაციის/ფიქსაციის მა-სალების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მიერ გაანგარიშებები ჩატარებულია და შემოწმებამ უნდა განახორციელოს მხოლოდ ცხრილების გადამოწმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ შემოწმების მსვლელობისას დადგინდა, რომ დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი შემოსავლის (შემოწმებით დადგენილი) დაახლოვებით 33%. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები, მეწარმის ელექტრონულად მიღებული ზედნადებების მიხედვით მეწარმის მიღებული და გამოწერილი ელ. ზედნადებების დაკავშირებით დადგინდა საქონლის კატეგორიების დოკუმენტური ფასნამატები, რომლებიც გავრცელდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების სწორად და სრულყოფილად განსაზღვრის მიზნით შემოწმების მიერ ი.მ. „----------“ კუთვნილ სავაჭრო ობიექტზე ჩატარებულ იქნა მიმდინარე კონტროლის პროცედურები, კერძოდ, ჩატარებულ იქნა საკონტროლო შესყიდვა, სარეალიზაციო ფასების ფიქსაცია და ფაქტიური სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია შედეგების გამოყვანის გარეშე. ობიექტზე ჩატარებულ იქნა ფაქტობრივი სმფ-ების ინვენტარიზაცია და შესაბამისად ინვენტარიზაციით არ დადგენილა ფასნამატი, ხოლო საკონტროლო შესყიდვის და ფიქსაციის შედეგების ფასნამატის დადგენის მიზნით შესწავლისას დგინდება, რომ საშუალო შეწონილი ფასნამატი აღემატება შემოწმებით დადგენილ დოკუმენტურ (26%) ფასნამატს, რომელიც შეადგენს 41%. საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელზე დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ ექვემდებარება.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ იქნა წარდგენილი საქონლის მოძრაობის ცხრილი, რომელიც თან დაერთო 5.03.2023 წლის №19007/2/2023 საჩივარს. მომჩივნის განმარტებით კი, მას საბჭოს 7.10.2022 წლის №17775/2/2022 გადაწყვეტილებით დავალებული არ ჰქონია რაიმე მტკიცებულებების წარდგენა.
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებით მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ფასნამატის განსაღვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მსვლელობისას დადგინდა, რომ დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი შემოსავლის (შემოწმებით დადგენილი) დაახლოვებით 33%. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები, მეწარმის ელექტრონულად მიღებული ზედნადებების მიხედვით მეწარმის მიღებული და გამოწერილი ელ. ზედნადებების დაკავშირებით დადგინდა საქონლის კატეგორიების დოკუმენტური ფასნამატები, რომლებიც გავრცელდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების სწორად და სრულყოფილად განსაზღვრის მიზნით შემოწმების მიერ მომჩივანის კუთვნილ სავაჭრო ობიექტზე ჩატარებულ იქნა მიმდინარე კონტროლის პროცედურები, კერძოდ, ჩატარებულ იქნა საკონტროლო შესყიდვა, სარეალიზაციო ფასების ფიქსაცია და ფაქტიური სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია შედეგების გამოყვანის გარეშე. ობიექტზე ჩატარებულ იქნა ფაქტობრივი სმფ-ების ინვენტარიზაცია და შესაბამისად ინვენტარიზაციით არ დადგენილა ფასნამატი, ხოლო საკონტროლო შესყიდვის და ფიქსაციის შედეგების ფასნამატის დადგენის მიზნით შესწავლისას დგინდება, რომ საშუალო შეწონილი ფასნამატი აღემატება შემოწმებით დადგენილ დოკუმენტურ (26%) ფასნამატს, რომელიც შეადგენს 41%.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებით მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73