გადაწყვეტილება №24190/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.11.2024
№ დოკუმენტი 24190/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 24190/2/2024

13 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----------- (ს/ნ --------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --24.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24190/2/2024).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 18.09.2024 წლის №000-329 საგადასახადო მოთხოვნა (№011-220/3 ბრძანება);

2. შემოსავლების სამსახურის 4.10.2024 წლის №21787 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 102 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

3.04.2024 წლიდან 18.07.2024 წლამდე პერიოდში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის მომჩივანს, მომსახურების დეპარტამენტის 23.07.2024 წლის №011-220 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 4 837,92 ლარის ოდენობით.

მომჩივანმა 11.08.2024 წელს წარადგინა 2024 წლის აპრილი - ივნისის თვეების დღგ-ის დეკლარაციები, რაზეც მომსახურების დეპარტამენტის 21.08.2024 წლის №011-220/1 ბრძანებით დამატებით დარიცხვას დაექვემდებარა 4 157,84 (2024 წლის აპრილი 31444,92*5=1572,25, მაისი 28576,27*5%=1428,81 და ივნისი 23135,6*5=1156,78) ლარი. ასევე ჯარიმის ოდენობა 4 837,92 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 8 995,76 ლარით.

ამასთან, გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 3 სექტემბერს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვადის დარღვევით ID--------- განმეორებითი განცხადებით მიმართა საგადასახადო ორგანოს, რაზეც გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 18.09.2024 წლის №000-329 საგადასახადო მოთხოვნა (№011-220/3 ბრძანება) და განხორციელდა დაკისრებული სანქციიის კორექტირება, ჯარიმა შემცირდა 3 893,76 ლარით (5 102 ლარი ნაცვლად 8 995,76 ლარისა).

მომსახურების დეპარტამენტის 18.09.2024 წლის №000-329 საგადასახადო მოთხოვნა (№011-220/3 ბრძანება) გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 4.10.2024 წლის №21787 ბრძანებით დაავლა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 4.10.2024 წლის №21787 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 282-ე, 269-ე მუხლებზე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის დირექტორი მარიამ ლომსაძე, რომელიც თვითონ აკეთებს ბუღალტერიას იმყოფება ორსულად. 2024 წლის აპრილიდან-ივლისამდე ჰქონდა ტოქსიკოზი და წოლითი რეჟიმი. აღნიშნულს ადასტურებს ფორმა 100 (წარმოადგინა დანართი). სწორედ ამ პერიოდში გადაცდა კომპანიის შემოსავალი 100 000 ლარს, რის საფუძველზეც დაჯარიმდა. თუმცა მთლიანი დასაბეგრი თანხა იქნა გათვალისწინებული კომპანიის დღგ-ის დეკლარაციებში. დაბეგრილი და გადახდილია. ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული სანციისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დადგენილია, რომ მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.

სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ნოემბრის №103182-21-11 წერილი, სადაც მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის 11.06.2021 წლის სხდომის ოქმი №4 და 13.07.2021 წლის სხდომის ოქმი №6 საფუძველზე, განხორციელდა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 23.07.2024 წლის №011-220 ოქმით და 21.08.2024 №011-220/1 ბრძანებით დარიცხული სანქციის გადაანგარიშება. გადასახადის გადამხდელის მიერ 3.09.2024 წელს წარდგენილი დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვადის დარღვევით მომართვის შესახებ ID-------- განმეორებითი განცხადების შესაბამისად განხორციელდა დაკისრებული სანქციიის კორექტირება, რაზეც რაზეც 18.09.2024 წლის №000-329 საგადასახადო მოთხოვნით (№011-220/3 ბრძანება) განხორციელდა დაკისრებული სანქციის კორექტირება, ჯარიმა შემცირდა 3 893,76 ლარით (ჯარიმა 5 102 ლარი ნაცვლად 8 995,76 ლარისა).

მომჩივანი განმარტავს, რომ 2024 წლის აპრილიდან - ივლისამდე პერიოდში კომპანიის დირექტორს, რომელიც თვითონ აკეთებს ბუღალტერიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჰქონდა წოლითი რეჟიმი. აღნიშნულს ადასტურებს ფორმა 100 (წარმოადგინა დანართი). სწორედ ამ პერიოდში გადაცდა კომპანიის შემოსავალი 100 000 ლარს, რის გამოც დაჯარიმდა.

შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლაოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემობების, მხარეთა არგუმენტების და შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების, განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების, განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;282(1);269(7);