გადაწყვეტილება №24091/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.11.2024
№ დოკუმენტი 24091/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№24091/2/2024

22 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 10.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24091/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7302 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.08.2024 წლის №068-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.09.2024 წლის №20938 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 951 492 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 347 762

დღგ - 149 797

მიწის გადასახადი (სასოფლო) – (-4 630)

მოგების გადასახადი - (-28 339)

საშემოსავლო გადასახადი - 1 230 934

ჯარიმა - 911 421

საურავი - 692 309

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა მარცვლეულის იმპორტი და რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 9.12.2022 წლის წერილის (№-------) და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 4.03.2020 წლიდან 1.12.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 21 ივნისის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი მარცვლეულის რეალიზაციას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე როგორც ბითუმად, ისე საცალოდ. გადასახადის გადამხდელს ასევე შეძენილი აქვს იმპორტირებული მარცვლეული ადგილობრივ ბაზარზე, შესამოწმებელ პერიოდში სულ შეძენილია 32 105 977 კგ იმპორტირებული ხორბალი და 22 742 009 კგ იმპორტირებული სიმინდი. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ფინა“ და დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულის დამუშავების შედეგად, შემოწმების პროცესში გამოვლინდა შემდეგი გარემოება: შეძენილი მარცვლეულის რეალიზაცია გადასახადის გადამხდელის მიერ ხორციელდება, როგორც მყისიერად იმპორტის განხორციელებისთანავე, ასევე ხდება დასაწყობება იჯარით აღებულ ტერიტორიაზე. საწყობში მიღებული საქონლის აღრიცხვა ხდება მიღებული პარტიების რაოდენობის მიხედვით, რომლის შემდეგაც მარცვლეულს უტარდება სხვადასხვა სახის დამუშავების პროცედურა, რათა შესაძლებელი გახდეს მარცვლეულის უსაფრთხო შენახვა შემდგომი რეალიზაციის განხორციელებამდე. მარცვლეულის დამუშავების დროს (ტენიანობის განსაზღვრა, დანაგვიანებისგან გასუფთავება, შრობა) ტენიანობის პროცენტის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს განსაზღვრული აქვს საქონლის დანაკარგი და ჩამოწერილი აქვს ბუღალტრულად მარცვლეული საერთო წონით 2 923 774 კგ (ხორბალი - 1 559 159 კგ, სიმინდი - 1 364 614 კგ).

მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილების გათვალისწინებით, შემოწმებით განისაზღვრა მაქსიმალური ზღვრული ოდენობა და შეადგინა ჯამურად 148 772 კგ. შესაბამისად, გამოვლენილი საქონლის რაოდენობრივ სხვაობებზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული, შესაბამისი პერიოდის დოკუმენტურად დადგენილი საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასები, გაანგარიშდა დღგით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა (2 330 175 ლარი), რომელიც დამატებით ჩართული იქნა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვაში. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

ამასთან, შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, 2 749 606 ლარის ოდენობით („გროსი“ შეადგენს 3 737 008 ლარს), დაკვალიფიცირდა მიღებულ ფულად სახსრებად, საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის გათვალისწინებით, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, 110-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2023 წლის №14510 ბრძანება და №068-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20111 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 1.12.2023 წლის №20918/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა განიხილა სადავო საკითხი და 2024 წლის 2 აპრილის №7302 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, „მარცვლეულის პარტიის მდგომარეობის შესახებ“ დასკვნების შედგენისათვის საჭირო წინარე პროცედურების ჩატარების დამადასტურებელი მტკიცებულებები (თითოეულ პარტიაზე ექსპერტის მიერ ნიმუშის აღების ოქმები, აღებული ნიმუშის ანალიზის შედეგები და ა.შ.));

- ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა აუდირებული მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7302 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.08.2024 წლის №068- 10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 25.09.2024 წლის №20938 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აღნიშნავს, რომ არ შესრულდა შემოსავლების სამსახურის მიერ 2024 წლის 2 აპრილის №7302 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20111 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 1.12.2023 წლის №20918/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მე-2 სადავო საკითხის ნაწილში (მარცვლეულის ტენიანობის შედეგად დანაკარგის ოდენობის განსაზღვრა და გამოვლენილი საქონლის სხვაობის რეალიზებულად განხილვა, შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები), საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც განიხილა სადავო საკითხი და 2024 წლის 2 აპრილის №7302 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა რა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, „მარცვლეულის პარტიის მდგომარეობის შესახებ“ დასკვნების შედგენისათვის საჭირო წინარე პროცედურების ჩატარების დამადასტურებელი მტკიცებულებები (თითოეულ პარტიაზე ექსპერტის მიერ ნიმუშის აღების ოქმები, აღებული ნიმუშის ანალიზის შედეგები და ა.შ.));

- ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა აუდირებული მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7302 ბრძანების აღსრულების შედეგად, სადავო საკითხის ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ივლისის დასკვნიდან ირკვევა შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7302 ბრძანების საფუძველზე, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია. გამოვლინდა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს (არ არის წარდგენილი თითოეულ პარტიაზე ექსპერტის მიერ ნიმუშის აღების ოქმები, აღებული ნიმუშის ანალიზის შედეგები და ა.შ.). ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ინფორმაციის გამოთხოვა მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისგან საქმიანობის პროცესში საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილებით განსაზღვრული ნორმების გარდა სხვა სახის დანაკარგების არსებობის შესახებ. მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შემოწმებით დარიცხული თანხა დარჩა უცვლელი.

მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურად, არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და მიიჩნევს, რომ არ შესრულდა შემოსავლების სამსახურის მიერ 2024 წლის 2 აპრილის №7302 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა არ წარმოადგენს არგუმენტებს, წარდგენილი რომელი დოკუმენტების საფუძველზე და კონკრეტულად რა ნაწილში მიიჩნევს აღსრულებას ხსენებული ბრძანების შეუსაბამოდ.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7302 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აღნიშნავს, რომ არ შესრულდა შემოსავლების სამსახურის მიერ 2024 წლის 2 აპრილის №7302 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7302 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.08.2024 წლის №068- 10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 25.09.2024 წლის №20938 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7302 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304(21).