გადაწყვეტილება №27270/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27270/2/2026
19 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“- ს 1.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27270/2/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.01.2026 წლის №26357/2/2025 (რეგ. 4.02.2026წ. 03/6631) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2026 წლის №005-45 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 196 764.38 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 172 903.67
საურავი - 23 860.71
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურება.
დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 5.03.2025 წლის №3796 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 7.09.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 21.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბანკო ანგარიშები შესაბამისი ამონაწერებით, ხოლო ბუღალტრული პროგრამა არ არის წარდგენილი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის (საბანკო ამონაწერების) საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში 30.07.2023 წელს, საწარმოს მიერ მიღებულმა შემოსავალმა 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარს, შედეგად, აღნიშნული თარიღიდან საწარმოს განესაზღვრა დღგის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ამდენად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან განხორციელებული ოპერაციები, დაექვემდებარა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით.
- შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დღგ-ის თანხით 85 982 ლარი. შესაბამისად, დადასტურებული სტატუსის მქონე მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, რომლის დაკავშირებაც მოხდა ეკონომიკურ საქმიანობასთან, გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშებაში.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 28.03.2025 წლის №5870 ბრძანება და ამავე თარიღის №005- 24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.06.2025 წლის №13413 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის სისწორე და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხი შეისწავლოს მ.შ. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- კომპანია საგადასახადო კოდექსის 269-მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2025 წლის №005-24 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 24.06.2025 წლის №13413 ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში არ გასაჩივრებულა.
შემოსავლების სამსახურის 24.06.2025 წლის №13413 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 27.08.2025 წლის დასკვნის მიხედვით შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა შემცირდა სულ 150 403.42 ლარით, მათ შორის, გადასახადი 61 427.92 ლარით და ჯარიმა 88 975.5 ლარით.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.09.2025 წლის №19438 ბრძანება და ამავე თარიღის №005-164 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 3.12.2025 წლის №26525 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
ჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 29.01.2026 წლის №26357/2/2025 (რეგ. 4.02.2026წ. 03/6631) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 3.12.2025 წლის №26525 ბრძანება;
- დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სადავო საკითხი გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 29.01.2026 წლის №26357/2/2025 (რეგ. 4.02.2026წ. 03/6631) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 25.03.2026 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). აუდიტის დეპარტამენტის 25.03.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა 27.03.2026 წლის №6930 ბრძანება და ამავე თარიღის №005-45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია ახორციელებს სარესტორნო მომსახურებას. აღნიშნული საქმიანობიდან შემოსავლის ძირითადი ნაწილის მიიღება ხდება უნაღდო ანგარიშსწორების (ტერმინალის) გზით. შემოსავლებიდან სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (გაანგარიშების ცხრილები და სხვა სახის ინფორმაცია) კომპანიისთვის დარიცხული თანხების სისწორის დასადგენად, რომელიც შემოდგომ შედარდა ფაქტობრივ მონაცემებთან, კერძოდ ტერმინალებისა და საკონტროლო-სალარო აპარატის საშუალებით მიღებულ შემოსავლებს (შემცირებულია მხოლოდ სალარო ტერმინალზე მითითებული დაბრუნებული თანხა და არ არის გათვალისწინებული დაბრუნებამდე სალარო ტერმინალზე გატარებული თანხა, შესაბამისად ორივე თანხა უნდა იქნას გათვალისწინებული დღგ-ის ბრუნვის გაანგარიშებისას, როგორც შესამცირებელი ბრუნვა), რის შედეგადაც გამოვლინდა უზუსტობები, კერძოდ ცალკეულ თვეებში აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები აღემატება ფაქტობრივ მონაცემებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ითხოვს გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან ერთად მოხდეს გაანგარიშების ცხრილების დეტალური გავლა და შესაბამისი საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში - დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.
კომპანია სრულად ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს, საგადასახადო შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა კომპანიის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია 30.07.2023 წელს. კომპანია ნედლეულისა და სხვა სმფ-ების შეძენას ახორციელებს ძირითადად დღგ-ის გადამხდელი კომპანიებისგან, შესაბამისად აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში დღგის გადამხდელად რეგისტრაციის დღიდან (მათ შორის რეგისტრაციის თარიღისთვის არსებულ სმფ-ების ნაშთებზე) წარმოეშობა კუთვნილი დღგ-ის ჩათვლის უფლება.
საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშებისას კი განხორციელდა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში ასახვა, მაგრამ სამწუხაროდ, სრულად არა რადგან საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშების მიმდინარეობისას ჯერ კიდევ სრულად არ იყო მიღებული საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურები, სამწუხაროდ დროულად არ ხდება კონტრაგენტი პირების მიერ გამოწერა, რაც გამოიწვევდა დარიცხული დღგ-ის გადასახადის შემცირებას/კორექტირებას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ითხოვს:
1. მომწოდებლებისგან მიღებული/მისაღები საგადასახადო-ანგარიშ ფაქტურების საფუძველზე მიეცეს უფლება მოახდინოს კუთვნილი დღგ-ის ჩათვლა რეგისტრაციის დღიდან (მათ შორის რეგისტრაციის თარიღისთვის არსებულ სმფ-ების ნაშთებზე);
2. მიღებული შედეგების გათვალისწინებით, დღგ-ის და შესაბამისი სანქციების კორექტირებას/შემცირებას.
3. ხოლო შემდგომ, კი ითხოვს დარჩენილ გადასახადზე დარიცხული საურავის შემცირებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საბჭოს 29.01.2026 წლის №26357/2/2025 (რეგ. 4.02.2026წ. 03/6631) გადაწყვეტილებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სადავო საკითხი გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 29.01.2026 წლის №26357/2/2025 (რეგ. 4.02.2026წ. 03/6631) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის 25.03.2026 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებას გაეცნო 14.03.2026 წელს. მის მიერ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 კალენდარულ დღეში არ მომხადარა შესაბამისი მიღებული ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება, ასევე არ მოუმართავს ანგარიშ-ფაქტურების დადასტურების უფლებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
მომჩივანი ითხოვს ა) მომწოდებლებისგან მიღებული/მისაღები საგადასახადო-ანგარიშ ფაქტურების საფუძველზე მიეცეს უფლება მოახდინოს კუთვნილი დღგ-ის ჩათვლა რეგისტრაციის დღიდან (მათ შორის რეგისტრაციის თარიღისთვის არსებულ სმფ-ების ნაშთებზე); ბ) მიღებული შედეგების გათვალისწინებით, დღგ-ის და შესაბამისი სანქციების კორექტირებას/შემცირებას და გ) დარჩენილ გადასახადზე დარიცხული საურავის შემცირებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
მომჩივანი არგუმენტს აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.01.2026 წლის №26357/2/2025 (რეგ. 4.02.2026წ. 03/6631) გადაწყვეტილების არასწორად ან არასრულად აღსრულებაზე არ წარმოადგენს. რაც შეეხება მომჩივნის მიერ საჩივარში მითითებულ მოთხოვნებს, სწორედ აღნიშნული მოთხოვნებით წარდგენილ (23.12.2025წ.) საჩივარზეა ნამსჯელი და მიღებული საბჭოს 29.01.2026 წლის №26357/2/2025 (რეგ. 4.02.2026წ. 03/6631) გადაწყვეტილება, რომლითაც საჩივარი დაკმაყოფილდა მხოლოდ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.01.2026 წლის №26357/2/2025 (რეგ. 4.02.2026წ. 03/6631) გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.01.2026 წლის №26357/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს 29.01.2026 წლის №26357/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის 25.03.2026 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 კალენდარულ დღეში არ მომხადარა შესაბამისი მიღებული ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება, ასევე არ მოუმართავს ანგარიშ-ფაქტურების დადასტურების უფლებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
მომჩივანი ითხოვს ა) მომწოდებლებისგან მიღებული/მისაღები საგადასახადო-ანგარიშ ფაქტურების საფუძველზე მიეცეს უფლება მოახდინოს კუთვნილი დღგ-ის ჩათვლა რეგისტრაციის დღიდან (მათ შორის რეგისტრაციის თარიღისთვის არსებულ სმფ-ების ნაშთებზე); ბ) მიღებული შედეგების გათვალისწინებით, დღგ-ის და შესაბამისი სანქციების კორექტირებას/შემცირებას და გ) დარჩენილ გადასახადზე დარიცხული საურავის შემცირებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
რაც შეეხება მომჩივნის მიერ საჩივარში მითითებულ მოთხოვნებს, სწორედ აღნიშნული მოთხოვნებით წარდგენილ საჩივარზეა ნამსჯელი და მიღებულია საბჭოს 29.01.2026 წლის №26357/2/2025 გადაწყვეტილება, რომლითაც საჩივარი დაკმაყოფილდა მხოლოდ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.01.2026 წლის №26357/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)