ბრძანება N 10852
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10852
28 მაისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ -------ის (ს/ნ -------)
(მის.:--------)
2025 წლის 16 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 23 მაისის სხდომაზე (ოქმი №43) განიხილა ი/მ ------ის (ს/ნ -------) №95746/1/2025 საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 16 აპრილის №011-155 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის სისწორის შემოწმება, რის საფუძველზე გადასახდელად დაეკისრა 138 863.46 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის დარიცხვის გარდა, მომსახურების დეპარტამენტის მიერაც განხორციელდა გადამხდელის დაჯარიმება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში გასაჩივრდა საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე გამოცემული აქტები, მიიჩნევს, რომ სადავო ოქმი უკანონოა და დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ ი/მ ------- (ს/ნ -------) ინფორმაციის აღრიცხვა-დამუშავებისა და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს 2025 წლის 31 მარტის №24974-21-14 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დაგვიანებით, 2025 წლის 10 აპრილს დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად - 2022 წლის 26 ივნისის რეგისტრაციის თარიღით (აუდიტის მიერ შემოწმებით მოცული პერიოდი 01.01.2022- 31.12.2024 წწ. 05.02.2025 წლის №1501 ბრძანება).
ი/მ -------- (ს/ნ -------) 2025 წლის 10 აპრილს ID:------ განცხადებით დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად. ამდენად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა განახორციელა 26.06.2022-10.04.2025 წ.წ. პერიოდში. გადამხდელის მიერ 2025 წლის 15 აპრილს წარმოდგენილია 2025 წლის იანვარი, თებერვალი და მარტის თვის დეკლარაციები. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 16 აპრილს ელექტრონულად შედგენილ იქნა №011-155 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2034.84 ლარის ოდენობით. სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2025 წლის 26 აპრილს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 23 მაისის მდგომარეობით ი/მ -------ს (ს/ნ --------) ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა 309.54 ლარი, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც აღიარებული არ არის 219 601.65 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს მომსახურების დეპარტამენტის სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ -------ის (ს/ნ ------) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ი/მ ------ (ს/ნ ------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდეს მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 16 აპრილის №011-155 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისაგან;
3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო ოქმი.
ფაქტობრივი გარემოებები
ი/მ 2025 წლის 10 აპრილს განცხადებით დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად. ამდენად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა განახორციელა 26.06.2022-10.04.2025 წ.წ. პერიოდში. გადამხდელის მიერ 2025 წლის 15 აპრილს წარმოდგენილია 2025 წლის იანვარი, თებერვალი და მარტის თვის დეკლარაციები. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 16 აპრილს ელექტრონულად შედგენილ იქნასაგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა. სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2025 წლის 26 აპრილს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 23 მაისის მდგომარეობით ი/მ-ს ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა.
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს მომსახურების დეპარტამენტის სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმისაგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282 (1); 269 (7);