ბრძანება N 22383
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22383
16 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------ის“ (ს/ნ ------------------)
(მის.: ქ. ----------------------------------)
2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №110) განიხილა შპს „----------ის“ (ს/ნ ------------------) 2024 წლის 3 ოქტომბრის №92199/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 აგვისტოს №006-405 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: მომჩივანი არ ეთანხმება ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს შპს „-------ის“ დირექტორის მიერ შპს „---------ის“ სასარგებლოდ გადახდილი თანხების გათვალისწინებას და აღნიშნული გადახდებით სალაროს ნაშთის დაკორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7297 ბრძანების საფუძველზე შპს „----------ის“ (ს/ნ ------------------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
,,1. შპს „----------ის“ (ს/ნ ------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საქართველოს ფინანსთა სამინისტოსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი მტკიცებულებები (შედარების აქტები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7297 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2024 წლის 31 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 5 392 ლარი, მათ შორის: გადასახადი 3 808 ლარი, ჯარიმა 1 584 ლარი. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 აგვისტოს №006-405 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
. გადამხდელის წარმოდგენილი ახსნა-განმარტების შესაბამისად, შპს „--------ის“ ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად სჭირდებოდა დიზელის საწვავი. აღნიშნულის ნამდვილობის დასტურად წარმოადგინა ერთ-ერთი მომსახურების მიმღების შპს „-------ის“ ახსნაგანმარტება, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო ხარჯი საწვავითურთ (დიზელი) ეკუთვნოდა შპს „--------ს“.
. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტების საფუძველზე (შპს „------თან“ (ს/ნ -------) და შპს „---------თან“ (ს/ნ -------)) მოხდა კრედიტორული დავალიანების კორექტირება, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენის მიერ შესრულდა. კერძოდ, გადამხდელმა საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დასადასტურებლად გადაანგარიშების ეტაპზე წარადგინა შპს „-------ის“ ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო ხარჯი საწვავითურთ ეკუთვნოდა შპს „-------ს“. შედეგად, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, მ.შ. საქართველოს ფინანსთა სამინისტოსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი მტკიცებულებების (შედარების აქტები) შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა,კერძოდ, გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი ურთიერთშედარების აქტები (შპს „--------თან“ (ს/ნ -------) და შპს „--------თან“ (ს/ნ -------)) რის შედეგადაც, გადამხდელს შეუმცირდა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები.
მომჩივანი არ ეთანხმება ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს შპს „-------ის“ დირექტორის მიერ შპს „---------ის“ სასარგებლოდ გადახდილი თანხების გათვალისწინებას და აღნიშნული გადახდებით სალაროს ნაშთის კორექტირებას. მიუთითებს, რომ შპს „-------ი“, როგორც ქვეკონტრაქტორი, მომსახურებას უწევდა შპს „--------ს“. ამ უკანასკნელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში წარმოექმნა სხვადასხვა სახის ვალდებულება, როგორიცაა საგარანტიო ვალდებულება, ასევე, დაეკისრა სანქციები. აღნიშნული ვალდებულებები თავის მხრივ დაუკავშირდა შპს „-------ს“, როგორც ქვეკონტრაქტორს და ამ უკანასკნელის დირექტორმა დაფარა შპს „--------ის“ საბანკო გარანტიები და სხვა სახის სანქციები.
ზემოაღნიშნულიდან საკანონმდებლო ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------ის“ (ს/ნ ------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №7297 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის №7297 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 5 392 ლარი, მათ შორის: გადასახადი 3 808 ლარი, ჯარიმა 1 584 ლარი. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №006-405 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება ,რომ გადამხდელის წარმოდგენილი ახსნა-განმარტების შესაბამისად, მომჩივანს ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად სჭირდებოდა დიზელის საწვავი. აღნიშნულის ნამდვილობის დასტურად წარმოადგინა ერთ-ერთი მომსახურების მიმღების ახსნაგანმარტება, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო ხარჯი საწვავითურთ (დიზელი) ეკუთვნოდა მომჩივანს.
ასევე,ადამხდელის მიერ წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტების საფუძველზე მოხდა კრედიტორული დავალიანების კორექტირება, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.
გადაწყვეტილება
საკანონმდებლო ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“);