ბრძანება N 709
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 709
23.01.2023
„-----„ (პ/ნ-----)
(მის.: -----)
2022 წლის 8 დეკემბრის საჩივრების
განუხილველად დატოვების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 იანვრის სხდომაზე (ოქმი№2) იმსჯელა „ -----„ (პ/ნ -----) №223248/21-11 საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 23 ივნისის №EL093977 და 2019 წლის 29 სექტემბრის №EL100623 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ იგი ჩაჰბარდა პირადად ადრესატს.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა,რომ 2019 წლის 23 ივნისის №EL093977 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მომჩივანს ჩაჰბარდა პირადად იმავე დღეს, რაც დასტურდება სადავო ადმინისტრაციულ აქტის შესაბამის გრაფაში არსებული ხელმოწერით, ხოლო 2019 წლის 29 სექტემბრის №EL100623 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარების შესახებ ხელმოწერაზე სამართალდამრღვევმა უარი განაცხადა და ხელმოწერის გარეშე ჩაიბარა აღნიშნული ოქმი.ამდენად,საჩივრისწარდგენის ბოლო ვადა№EL093977 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შემთხვევაში იყო 2019 წლის 23 ივლისი,EL100623 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შემთხვევაში კი -2019 წლის 29 ოქტომბერი.საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2022 წლის 8 დეკემბერს (30 დღიანი გასაჩივრების ვადის შემდგომ).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევის თაობაზე, სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „-----„ (პ/ნ ----- ) საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.