ბრძანება N 30998
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 30998
11 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ს (ს/ნ -------)
(მის.:---------)
2023 წლის 15 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა შპს „--------.“-ს (ს/ნ --------) 2023 წლის 15 ნოემბრის №85076/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ოქტომბრის №005-156 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კომპანია ამ ეტაპზე არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, არ უფიქსირდება ფინანსური შემოსავალი, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხული ჯარიმა კომპანიისთვის წარმოადგენს დიდ ფინანსურ ტვირთს და ითხოვს აღნიშნული ჯარიმის თანხის (349 357 ლარი) გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 სექტემბრის №23278 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“-ს (ს/ნ -------) საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 01 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 4 ოქტომბრის №24415 ბრძანება და ამავე თარიღის №005-156 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი 906 728 ლარი და დაერიცხა ჯარიმა 349 357 ლარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის თანახმად 2021 წლის 15 თებერვლიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში შპს „--------.“-ს სახელით შპს „-------“ გამოწერილ იქნა 7 (შვიდი) ერთეული ყალბი მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-72 №-------, ეა-72 №-------, ეა-72 №------, ეა-72 №------, ეა-72 №------, ეა-72 №------, ეა-73 №------) ჯამური ღირებულებით 1 905 524,20 ლარი (დღგ- 290 673,18 ლარი). 2021 წლის 15 ოქტომბერს შპს „------.“-ს სახელით შპს „------“ გამოწერილ იქნა 1 (ერთი) ერთეული ყალბი მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-73 №-----) ჯამური ღირებულებით 150 000 ლარი (დღგ- 22 881,36 ლარი). 2021 წლის 15 დეკემბერს, 2022 წლის 17 იანვარს და 2022 წლის 15 თებერვალს შპს „-----.“-ს სახელით შპს „------“ გამოწერილ იქნა 3 (სამი) ერთეული ყალბი მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-74 №-------, ეა-74 №-------, ეა-74 №-------) ჯამური ღირებულებით 430 000 ლარი. 2022 წლის 17 თებერვალს 200 000 ლარის ღირებულების ანგარიშ-ფაქტურა ეა-74 №--------დაკორექტირდა ყალბი ეკ №------საგადასახადო ანგარიშფაქტურით, ღირებულებით 60 000 ლარი (დღგ-ის თანხა 9 152,54 ლარი). კორექტირების შემდგომ შპს „--------.“-ს სახელით შპს „---------ზე“ გამოწერილი 3 (სამი) ერთეული ყალბი მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 290 000 ლარი (დღგ-ის თანხა 44 237 29 ლარი). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს „---------“-ს მიერ შპს „-------, შპს „---------“ და შპს „--------“ გამოწერილ ყალბი ---------ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად დადგენილი დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა შემცირებას, კერძოდ, დღგ-ში დარიცხული თანხა შემცირდა 357 792 ლარით და პირი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 715 584 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა - იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, შემოწმების შედეგად, ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს, ასევე გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------.“-ს (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს ჯარიმის თანხის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 სექტემბრის №23278 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 01 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 4 ოქტომბრის №24415 ბრძანება და ამავე თარიღის №005-156 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი 906 728 ლარი და დაერიცხა ჯარიმა 349 357 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოწმების შედეგად, ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს, ასევე გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282(3); 269(7).