ბრძანება N 219

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.01.2025
№ დოკუმენტი 219
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 219

16 იანვარი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 21 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 ნოემბრის, 5, 19 და 25 დეკემბრის სხდომებზე (ოქმი №125; №128; №133 და №137) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 21 ნოემბრის №92972/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ოქტომბრის №002-194 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევას და აღნიშნულის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის №14082 და 11 ივლისის №16476 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ქონების გადასახადის ნაწილში შემოწმდა 2021 წლის საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 23 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 24 ოქტომბრის №22859 ბრძანება და ამავე თარიღის №002-194 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 684 343 ლარი, მათ შორის გადასახადი 362 455 ლარი, ჯარიმა 233 725 ლარი და საურავი 88 163 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

გადამხდელს 2023 წლის საანგარიშო პერიოდში არარეზიდენტებზე -------ზე გადარიცხული აქვს თანხები ჯამში 921 235 ევრო, 2 377 975 ლარის ექვივალენტი. აღნიშნული თანხიდან გადამხდელს 50 271 ლარი განხილული აქვს საკონსულტაციო მომსახურებად და დაბეგრილი აქვს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100, 104-ე, 134-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით.

საგადასახადო შემოწმების პროცესში ვერ დადგინდა გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკვალიფიცირდა გაწეულ ხარჯად ან სხვა გადახდად, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. საბოლოოდ, 2023 წლის საანგარიშო პერიოდში არარეზიდენტებზე გადარიცხული სრული თანხა 2 555 254 ლარი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო აღნიშნული თანხიდან გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი შემცირებას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ -------ს (------- აგენტს) გადამხდელისთვის არ გაუწევია არანაირი მომსახურება და იგი ------- ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა მხოლოდ ------- მომსახურებას -------ის სასარგებლოდ. აღნიშნავს, რომ ------- მომსახურება და ------- აგენტი არის მხოლოდ თანხის გადატანის საშუალება, როგორც საბანკო აკრედიტივი, როდესაც მესამე დამოუკიდებელი მხარე იღებს თანხას სპეციალურ ანგარიშზე და მხარეების მიერ შეთანხმებული პირობის დადგომის შემდეგ ურიცხავს გამყიდველს. შესაბამისად, ამავე ხელშეკრულების მიხედვით, ------- აგენტს ევალებოდა მხოლოდ თანხის მიღება, შენარჩუნება და გამყიდველისთვის გადაცემა. უდავო გარემოებაა ის ფაქტიც, რომ გადამხდელი არ წარმოადგენს არც ------- ხელშეკრულების მხარეს და დოკუმენტის ხელმომწერები არიან მხოლოდ შემდეგი იურიდიული პირები: ------- (გამყიდველი); ------- (ინვესტორი 1); ------- (ინვესტორი 2); ------- (------- აგენტი). მიუთითებს, რომ გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში წარმოდგენილია ორი ინვოისი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 500 000 ევროს და მიღებულია -------სგან, თანხა კი გადარიცხულია -------ის ------- ანგარიშზე. სწორედ ------- წარმოადგენს გამყიდველს ------- ხელშეკრულების მიხედვით და კომპანიამ მისგან საკუთარი საოპერაციო საქმიანობისთვის საჭირო პროდუქცია და პროგრამული უზრუნველყოფა შეიძინა, რომლის არსებით ნაწილზე (500 000 ევრო) ინვოისები მიღებულია და თანხაც სრულადაა გადახდილი, ხოლო სხვაობის - 350 000 ევროს ნაწილში პროდუქციის მოწოდებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

საქმის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ შეუძლია წარმოადგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა და აღნიშნულის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს 2023 წლის საანგარიშო პერიოდში არარეზიდენტებზე გადარიცხული აქვს თანხები. აღნიშნული თანხიდან ნაწილი განხილული აქვს საკონსულტაციო მომსახურებად და დაბეგრილი აქვს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით.

საგადასახადო შემოწმების პროცესში ვერ დადგინდა გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დაკვალიფიცირდა გაწეულ ხარჯად ან სხვა გადახდად, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. 2023 წლის საანგარიშო პერიოდში არარეზიდენტებზე გადარიცხული სრული თანხა დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო აღნიშნული თანხიდან გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი შემცირებას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(1)