ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ

სათამაშო ბიზნესი 30.05.2022
№ დოკუმენტი 13
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2022 წლის 30 მაისი

ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის.

2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

 

მუხლი 2

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგინდეს ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:

1.მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

2. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.

3. მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:

- საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის – 1 ლარის ოდენობით.

- არასაცხოვრებელი და სამეწარმეო/კომერციული დანიშნულების ობიექტებისთვის – 2 ლარის ოდენობით.

- შენობების აღდგენითი სამუშაოების/რეკონსტრუქციის შემთხვევაში (თუ არ იცვლება შენობის ფართი) მოსაკრებელი განისაზღვროს -0,50 ლარით.

3. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 50 ლარის ოდენობით, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარის ოდენობით, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარს..

4. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის განისაზღვროს – 0,50 ლარით.

5. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს ისეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობას, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. აგრეთვე, სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობას.

 

მუხლი 3

მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვროს:

1. ერთ სულ მოსახლეზე 0,5 ლარის ოდენობით თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.

იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის – 25 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.

 

მუხლი 4

დამტკიცდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი:

1. თითოეულ სამორინეს მაგიდაზე კვარტალში – 30 000 ლარის ოდენობით;

2.თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში – 2000 ლარის ოდენობით;

3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %-ის ოდენობით.

4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 275 000 ლარი;

ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 275 000 ლარი;

გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 275 000 ლარი.

5. ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%.

6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კვარტალში – 10 000 ლარი.

7. თითოეულ კლუბის მაგიდაზე კვარტალში – 7000 ლარი.

8. მოსაკრებლების ანგარიშგება და გადახდა განხორციელდეს „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 26.06.2024წ.

 

მუხლი 5

ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის №8 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.141.016199).

 

მუხლი 6

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

ნაირი ირიციან

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე