გადაწყვეტილება №18576/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.02.2023
№ დოკუმენტი 18576/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18576/2/2022

3.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-----" (ს/ნ "-----")

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 3.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-----"- ის 27.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18576/2/2022).

 

დავის საგანი:

დაკისრებული საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №31073 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, მომჩივნის მიერ წარდგენილია დღგ-ის 2021 წლის ივლისი-დეკემბრის და 2022 წლის იანვრის თვის დაზუსტებული დეკლარაციები, რომელთა საფუძველზე გაზრდილია ბიუჯეტში გადასახდელი თანხა წინა დეკლარაციებთან შედარებით, კერძოდ:

- 16.03.2022 წელს წარდგენილია დღგ-ის 2021 წლის ივლისის და აგვისტოს თვის დაზუსტებული დეკლარაციები, რომელთა საფუძველზე ბიუჯეტში გადასახდელი თანხა წინა დეკლარაციებთან შედარებით გაზრდილია ჯამში 5 515 986 ლარით, მათ შორის 2021 წლის ივლისის დაზუსტებული დეკლარაციით 2 729 356 ლარით, ხოლო 2021 წლის აგვისტოს დაზუსტებული დეკლარაციით 2 786 630 ლარით. დეკლარაციების დაზუსტებამ, ერთი დღის შედარების აქტის მიხედვით 16.03.2022-17.03.2022 წწ გამოიწვია საურავის დარიცხვა 458 367,8 ლარის ოდენობით, რაშიც ასევე მონაწილეობს იმპორტის საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე დარიცხული 12 223,62 ლარი;

- 21.03.2022 წელს წარდგენილია დღგ-ის 2021 წლის სექტემბრის თვის დაზუსტებული დეკლარაცია, რომლის საფუძველზე ბიუჯეტში გადასახდელი თანხა წინა დეკლარაციასთან შედარებით გაზრდილია 2 605 551 ლარით. დეკლარაციის დაზუსტებამ, ერთი დღის შედარების აქტის მიხედვით 21.03.2022-22.03.2022 წწ გამოიწვია საურავის დარიცხვა 200 655,69 ლარი;

- 15.04.2022 წელს წარდგენილია დღგ-ის 2021 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვის დაზუსტებული დეკლარაციები, რომელთა საფუძველზე ბიუჯეტში გადასახდელი თანხა წინა დეკლარაციებთან შედარებით გაზრდილია 5 282 544 ლარით. მათ შორის 2021 წლის ოქტომბრის დაზუსტებული დეკლარაციით 2 483 026 ლარით, ხოლო 2021 წლის ნოემბრის დაზუსტებული დეკლარაციით 2 799 518 ლარით. ერთი დღის შედარების აქტის მიხედვით 15.04.2022-16.04.2022 წწ პერიოდში დარიცხულია საურავი 350 391,38 ლარი, რაშიც ასევე მონაწილეობს 15.04.2022 წელს დარიცხული დღგ, საშემოსავლო და მოგების გადასახადები ჯამში 4 354 413,23 ლარი;

- 16.05.2022 წელს წარდგენილია დღგ-ის 2021 წლის დეკემბრის თვის დაზუსტებული დეკლარაცია, რომლის საფუძველზე ბიუჯეტში გადასახდელი თანხა წინა დეკლარაციასთან შედარებით გაზრდილია 3 362 822,36 ლარით. ერთი დღის შედარების აქტის მიხედვით 16.05.2022- 17.05.2022 წწ პერიოდში დარიცხულია საურავი 187 995,81 ლარი, რაშიც ასევე მონაწილეობს 16.05.2022 წელს დარიცხული დღგ, საშემოსავლო და მოგების გადასახადები და დღგ საბაჟო, ჯამში 3 709 946,69 ლარი. 18.10.2022 წელს კვლავ დაზუსტებულია დღგ-ის 2021 წლის დეკემბრის თვის დეკლარაცია, რომლის საფუძველზე წინა დეკლარაციასთან შედარებით ბიუჯეტში გადასახდელი თანხა შემცირებულია 60 888,68 ლარით. ბოლო დაზუსტებული დეკლარაცია წარმოდგენილია 15.06.2022 წლის შემდეგ და დეკლარაციის სავადო თარიღი 16.08.2021-15.06.2022 წწ შორისაა. დეკლარაციის დაზუსტებამ, ერთი დღის შედარების აქტის მიხედვით (18.10.2022-19.10.2022 წწ) გამოიწვია საურავის შემცირება 4 535,6 ლარით;

- 15.06.2022 წელს წარდგენილია დღგ-ის 2022 წლის იანვრის თვის დაზუსტებული დეკლარაცია, რომლის საფუძველზე ბიუჯეტში გადასახდელი თანხა წინა დეკლარაციასთან შედარებით გაზრდილია 3 240 242 ლარით. ერთი დღის შედარების აქტის მიხედვით 15.06.2022-16.06.2022 წწ პერიოდში დარიცხულია საურავი 182 699,45 ლარი, რაშიც ასევე მონაწილეობს 15.06.2022 წელს დარიცხული დღგ, საშემოსავლო, მოგების და ქონების გადასახადები ჯამში 6 101 108,89 ლარი

საჩივარში მითითებულ თარიღებში (16.03.2022 წ. 21.03.2022 წ. 15.04.2022 წ. 16.05.2022 წ. 15.06.2022 წ.) შედარების აქტების მიხედვით, დარიცხული საურავი შეადგენს სულ 1 380 110,13 ლარს. დეკლარაციების დაზუსტებამდე 16.08.2021-15.03.2022 წწ პერიოდში დარიცხული საურავი არ ფიქსირდება, ხოლო დეკლარაციების დაზუსტების შემდეგ 16.08.2021-15.06.2022 წწ პერიოდში დარიცხულია საურავი სულ 1 374 785,42 ლარი, რაც პერიოდულად იფარება გადახდილი თანხებით.

2016 წლიდან, ერთიან სახაზინო კოდზე გადასვლასთან დაკავშირებით, გადახდილ თანხებზე აღარ ხორციელდება სავარაუდო დარიცხვა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადებისთვის გადახდილი თანხები ირიცხება ზედმეტად გადახდილად გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების შესაბამისი თვის დეკლარაციის წარდგენამდე.

გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახება საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვში, ხოლო გადასახდელი თანხა პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება დეკლარაციაში მითითებული სავადო თარიღების მიხედვით. შედარების აქტში კონკრეტული თარიღისათვის სალდო გამოყვანილია ოპერაციის ჩაწერის თარიღის მიხედვით. ამიტომ ერთი და იგივე თარიღისათვის სალდო შედარების აქტისა და გადასახადის გადახდის სავადო თარიღის მიხედვით დალაგებულ პირადი აღრიცხვის ბარათზე იდენტური არ არის.

2022 წლის ივნისის თვეში გადახდილი თანხებით დაფარულია საურავი ჯამში 800 016,19 ლარი. "----- -ს " (ს/ნ "-----") 21.11.2022 წლის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტად გადახდილი 274 834,7 ლარი

დაკისრებული საურავისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლების თაობაზე მომჩივანმა წარადგინა საჩივარი შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №31073 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 53-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული საურავი მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 დეკემბრის №31073 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ: შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით "----- -ს " (ს/ნ "-----" ) პირადი აღრიცხვის ბარათზე (გადასახადებში) 2.12.2022 წლის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა 303 880,88 ლარის ოდენობით.

2.12.2022 წლის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა (303 880,88 ლარი) არ ასახავს კომპანიის რეალურ საგადასახადო ვალდებულებებს, ვიანიდან გათვალისწინებული არ არის პირველი ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე ბიუჯეტში გადახდილი და დაურიცხავი საშემოსავლო გადასახადის თანხები და რეალურად კომპანიას ერიცხებოდა დავალიანება 780 674,51 ლარის ოდენობით, მათ შორის დაუფარავი საურავის ნაშთი 780 674,51 ლარი.

ანალოგიური მდგომარეობაა 2022 წლის 15 და 20 დეკემბრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობის ნაწილში, კერძოდ:

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1679387075317 {margin-left: 5.3pt; margin: 0 auto !important; }თარიღი

ზედმეტად გადახდილი გადასახადი

გადახდილი საშემოსავლო გადასახადი დარიცხვამდე

ნარჩენი

 

ნოემბერი

დეკემბერი

სულ

სულ

დაუფარავი საურავის ნაშთი

 

02.12.2022

303 880,88

1 070 642

13 913,39

1 084 555,39

- 780 674,51

780 674,51

 

15.12.2022

364 492,8

 

1 047 412,05

1 047 412,05

- 782 929,25

782 919,25

 

20.12.2022

276 288,43

 

1 059 207,68

1 059 207,68

- 782 929,25

782 919,25

 

სხვაობების გამომწვევ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ შემოსავლების სამსახური, საშემოსავლო გადასახადის მიხედვით გადახდილ გადასახადებს, დარიცხვის განხორციელებამდე თვლის ზედმეტად გადახდილ გადასახადად, რის გამოც რეალური საგადასახადო დავალიანება დღგ-ის ნაწილში, გადასახადის გადახდის სავადო თარიღებისა და დარიცხვის პერიოდების მიხედვით, განიცდის მუდმივ ცვალებადობას და არ იძლევა რეალური საგადასახადო ვალდებულების (დავალიანება ან/და ზედმეტობა) დადგენის საშუალებას.

დეკლარაციების დაზუსტების შემდეგ 16.08.2021-15.06.2022 წწ პერიოდში დარიცხულია საურავი, სულ 1 374 785,42 ლარი, რაც პერიოდულად იფარება გადახდილი თანხებით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 222 მუხლის (აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის წესი) თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით-გადასახადის თანხა-ჯარიმა-საურავი.

კომპანიის მიერ, მიზნობრივად გადახდილი საშემოსავლო გადასახადი (დარიცხვამდე) წარმოადგენს ძირითადი საგადასახადო ვალდებულების დასაფარად განხორციელებულ მიზნობრივ გადახდებს და ეს თანხები (დარიცხვის განხორციელებამდე) არ უნდა ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილ თანხებად და მათ ხარჯზე არ უნდა ხორციელდებოდეს საურავების დაფარვა. მითუმეტეს, რომ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე გადასახადის დარიცხვისას, ხორციელდება გადაუხდელი საურავის ნაშთის აღდგენა.

შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის არგუმენტი, რომ დარიცხული საურავი „პერიოდულად იფარება გადახდილი თანხებით“, არ ასახავს რეალურ სიტუაციას, ვინაიდან დაუფარავი საურავის ნაშთი ვუალირებულია, მაგრამ უცვლელია.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული საურავი მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

შემოსავლების სამსახურის აღნიშნული პოზიცია არასწორია, ვინაიდან წარდგენილ საჩივარში სრულად იყო ასახული კომპანიის მიერ დაშვებული შეცდომის არსი და ის, რომ კომპანიამ თავად აღიარა შეცდომა და განახორციელა შესწორებები საგადასახადო ვალდებულებებში, ადასტურებს კომპანიის კეთილსინდისიერებას და არ არსებობს საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის არ გამოყენების საფუძველი.

გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ:

- კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს და 2013 წლიდან დღემდე არ გააჩნდა არსებითი საგადასახადო რისკები;

- კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში. 2019-2021 წლებში, კომპანიის მიერ ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა შეადგინა - 267 868 025 ლარი, მათ შორის დღგ - 209 643 865 ლარი, ხოლო 2022 წლის პირველ ნახევარში - 39 311 990 ლარი;

- კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგადასახადო ორგანოსთან, ოპერატიულად რეაგირებს ნებისმიერ რეკომენდაციაზე და მოთხოვნაზე;

- ორიენტირებულია საგადასახადო რისკების ოპტიმიზაციაზე, რაზეც მეტყველებს კომპანიის მიმართ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებების რაოდენობა;

- ოპერაციის შესწორების ვალდებულება (შეცდომა) გამოწვეული იყო „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონის და საგადასახადო კანონმდებლობის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციით და არა გადასახადებისაგან თავის არიდების განზრახვით;

- 1.07.2022 წლის მდგომარეობით კომპანიის მიერ დამატებით აღიარებული დღგ-ის ძირითადი საგადასახადო ვალდებულება დაფარულია სრულად.

წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და არგუმენტების საფუძველზე როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელის მიმართ, გამოყენებული უნდა იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პირობა და კომპანია გათავისუფლდეს გამოყენებული სანქციისგან (საურავი).

წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და არგუმენტების შესწავლის საფუძველზე, მიღებული უნდა იყოს ობიექტური გადაწყევტილება და კომპანიის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად დაშვებული შეცდომა (რომელიც წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე არ ისახავდა მიზნად საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდებას), რომელმაც გამოიწვია საგადასახადო პასუხისმგებლობა (საურავი), როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი კომპანია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს გამოყენებული სანქციისგან (საურავი) 1 374 785,42 ლარის ან ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანის თარიღისთვის არსებული დაუფარავი საურავის ნაწილში, ვინაიდან სამართალდარღვევა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის შეცდომით და 1.07.2022 წლის მდგომარეობით აღიარებული საგადასახადო დავალიანება დაფარულია სრულად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქმის გარემოებებით დგინდება, რომ "-----"-ის (ს/ნ "-----" ) მიერ წარმოდგენილია დღგ-ის 2021 წლის ივლისი-დეკემბრის და 2022 წლის იანვრის თვის დაზუსტებული დეკლარაციები, რომელთა საფუძველზე გაზრდილია ბიუჯეტში გადასახდელი თანხა წინა დეკლარაციებთან შედარებით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საქმის გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისგან გათავისუფლების მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №31073 ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.