გადაწყვეტილება №20045/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20045/2/2023
27 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“-ის (ს/ნ -------) ყოფილი დირექტორი ------- (პ/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის ყოფილი დირექტორის ------- 21.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20045/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 11.08.2022 წლის №21404 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.11.2022 წლის №136-14 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7350 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 206 283 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 116 156
დღგ - 45 416
მიწა - არასასოფლო - (-102)
საშემოსავლო გადასახადი - 70 842
ჯარიმა - 89 558
საურავი - 54 569
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შპს „-------“-ის საქმიანობაა სამშენებლო მასალების შეძენა-რეალიზაცია და სამშენებლო ბლოკების წარმოება-რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა აღნიშნული გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.06.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 21.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
- კომპანიის სახელზე რეგისტრირებულია ორი საკონტროლო-სალარო აპარატი. რეალიზაცია ხორციელდება, როგორც სასაქონლო ზედნადებით, ასევე სალარო აპარატით. შემოწმებისთვის წარდგენილია საბუღალტრო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ (შეძენა, წარმოება, რეალიზაცია, ნაშთები). კომპანიას სამშენებლო ბლოკის წარმოებისას საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმებით შესწავლილია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი - ბლოკების მწარმოებელი პირების აუდირებული კალკულაციები, რომლის მიხედვითაც დაანგარიშებული წარმოებული ბლოკების რაოდენობა (სახეობების მიხედვით) აღემატება გადამხდელის მიერ აღრიცხულ მონაცემებს. შედეგად, შემოწმებით დაანგარიშებულ ბლოკების რაოდენობაზე გავრცელდა გადამხდელის რეალიზაციის დოკუმენტებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები (ასევე სახეობების მიხედვით). სულ ჯამში შემოწმებით დაანგარიშებულ დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის სხვაობა შეადგენს 192 569 (დღგ გარეშე) ლარს. გადამხდელს აღნიშნულ ნაწილში დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
- გადამხდელს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი 502 კვ.მ, მასზე მდგარი შენობანაგებობით - 411 კვ.მ, ქ. ------, რომელიც რეალიზებულია 2020 წლის 21 იანვარს კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორზე 10 000 ლარად. ზემოაღნიშნული პირები საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს. შემოწმებით შესწავლილია აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება რეალიზაციის მომენტისთვის, რაც შეადგენს 167 000 ლარს. საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად განსაზღვრის მიზნით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია საბაზრო ღირებულებიდან. შედეგად, 2020 წლის იანვრის თვის დღგის ბრუნვა გაიზარდა 141 525 ლარით (დღგ-ის გარეშე), რაზეც დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
- შემოწმებით დაანგარიშებულ დასაბეგრ შემოსავალსა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის სხვაობა შეადგენს 334 094 ლარს (დღგ გარეშე), დღგ-ის ჩათვლით 394 232 ლარს. (საკითხი №1 და საკითხი №2) აღნიშნული თანხა (დარიცხული) 492 793 ლარის ოდენობით ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. ამასთან, გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა 2019 წლის მაისში გაცემული დივიდენდი (გადასახადი 549 ლარი).
- გადამხდელი განმარტავდა, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით ------- სხვადასხვა პერიოდში უფიქსირდება კაპიტალში სხვადასხვა ოდენობის თანხის შეტანა. გადამხდელი ითხოვს აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებას ნაღდი ფულის გაანგარიშებისას. აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტში ინფორმაცია მოცემული არ არის.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის №40689 ბრძანება და ამავე თარიღის №136-21 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2022 წლის 23 მარტს და 7 ივლისს შპს „--------“-ის ყოფილი დირექტორის ------- მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.08.2022 წლის №21404 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- შემოწმებით განსაზღვრულ და დეკლარირებულ შემოსავალს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- ნაღდი ფულის გაანგარიშებისას კაპიტალში სხვადასხვა ოდენობის თანხის შენატანის გათვალისწინებასთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 11.08.2022 წლის №21404 ბრძანება (არ დაკმაყოფილების ნაწილში (მე-2 დავის საგანი)) შპს „------“-ის ყოფილი დირექტორის -------- მიერ 25.08.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 7.10.2022 წლის №17625/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 11.08.2022 წლის №21404 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 25.10.2022 წლის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 62 735 ლარით, მათ შორის: გადასახადი 45 795 ლარით, ჯარიმა 16 940 ლარით. -აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა 31.10.2022 წლის №27467 ბრძანება და 1.11.2022 წლის №136-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 28.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7350 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ ბლოკის წარმოების გაანგარიშებისას გათვალისწინებულია როგორც ნაშთები, ასევე კომპანიის სასაწყობე შენობა-ნაგებობების მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისთვის გამოყენებული ბლოკის რაოდენობა, ხოლო დანაკარგები დადგენილი არ არის. გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით იქნა შესწავლილი გამოწერილ დოკუმენტებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები სახეობების მიხედვით, რის შედეგადაც შემცირებას დაექვემდებარა აღნიშნულ ნაწილში დღგ-ში დარიცხული თანხები. ასევე გადაანგარიშების ეტაპზე, პირველი საკითხის გათვალისწინებით (ბლოკის წარმოება, სარეალიზაციო ფასები) დასაბეგრი შემოსავლის შემცირების შედეგად შემცირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ კაპიტალის მოძრაობასთან დაკავშირებით არ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების მონაცემებით დაანგარიშებული ნაღდი ფულის მოძრაობის შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია საქმიანობისას სამეურნეო ოპერაციების (ნედლეულის, შეძენა, წარმოება, რეალიზაცია, ნაშთები წლების ჭრილში, ასევე ინფორმაცია დანაკარგების შესახებ, როგორც მზა პროდუქციის, ასევე წარმოების პროცესში) აღრიცხვას ახორციელებდა პროგრამა „ექსელში“. ამასთან, აღნიშნულ პროგრამაში დეტალურად იყო გაწერილი ბლოკის წარმოების კალკულაციები/გაანგარიშებები, თუმცა შემოწმების მიერ შემოსავლების დათვლის პრინციპის განსაზღვრისას აღნიშნული გარემოებები არ იქნა გათვალისწინებული და გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი.
გადაანგარიშებისას შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული შემდეგი:
1. ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების შესახებ, ასევე ის გარემოება, რომ როგორც ცალკე აღებული ცემენტის, ასევე წარმოებული ბლოკის ნაწილი მოხმარდა კომპანიის მიერ სასაწყობე შენობა-ნაგებობის მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებს;
2. წარმოების პროცესში ბლოკის საწარმოებლად გამოყენებული ცემენტის დანაკარგები მტვრის სახით, ასევე დაზიანებული/გატეხილი ბლოკები;
3. დამფუძნებლის მიერ კომპანიის კაპიტალში სხვადასხვა ოდენობის შეტანა;
4. შემოწმების მიერ მიწოდებულ ცხრილებში (სასაქონლო ზედნადებები, ბლოკის წარმოების ცხრილები) ასახული მონაცემები გარკვეულ პერიოდებში განსხვავდება გადაანგარიშების დასკვნაში არსებული მონაცემებისგან.
აღნიშნულის გათვალისწინება გამოიწვევს ბიუჯეტს წინაშე შემოწმებით განსზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დამატებით კორექტირებას/შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 11.08.2022 წლის №21404 ბრძანებით:
- არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- შემოწმებით განსაზღვრულ და დეკლარირებულ შემოსავალს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- ნაღდი ფულის გაანგარიშებისას კაპიტალში სხვადასხვა ოდენობის თანხის შენატანის გათვალისწინებასთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 11.08.2022 წლის №21404 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 25.10.2022 წლის დასკვნით:
- შემოწმებით ბლოკის წარმოების გაანგარიშებისას გათვალისწინებულია როგორც ნაშთები, ასევე კომპანიის სასაწყობე შენობა-ნაგებობების მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისთვის გამოყენებული ბლოკების რაოდენობა, ხოლო დანაკარგები დადგენილი არ არის. გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით იქნა შესწავლილი გაწერილ დოკუმენტებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები სახეობების მიხედვით, რის შედეგადაც შემცირებას დაექვემდებარა აღნიშნულ ნაწილში დღგ-ში დარიცხული თანხები;
- გადაანგარიშების ეტაპზე, საჩივარში და დასკვნაში აღწერილი პირველი საკითხის გათვალისწინებით (ბლოკის წარმოება, სარეალიზაციო ფასები) დასაბეგრი შემოსავლის შემცირების შედეგად კორექტირებას - შემცირებას დაექვემდებარა ასევე, საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა;
- შემოწმების პროცესში შესწავლილია კაპიტალის მოძრაობა. გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მონაცემებით დაანგარიშებული ნაღდი ფულის მოძრაობის შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას - შემცირებას არ დაექვემდებარა.
გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ კომპანია საქმიანობისას სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვას ახორციელებდა პროგრამა „ექსელში“. ამასთან, აღნიშნულ პროგრამაში დეტალურად იყო გაწერილი ბლოკის წარმოების კალკულაციები/გაანგარიშებები, თუმცა შემოწმების მიერ შემოსავლების დათვლის პრინციპის განსაზღვრისას აღნიშნული გარემოებები არ იქნა გათვალისწინებული და გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი. გადაანგარიშებისას შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული შემდეგი:
1. ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების შესახებ, ასევე ის გარემოება, რომ როგორც ცალკე აღებული ცემენტის, ასევე წარმოებული ბლოკის ნაწილი მოხმარდა კომპანიის მიერ სასაწყობე შენობა-ნაგებობის მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებს;
2. წარმოების პროცესში ბლოკის საწარმოებლად გამოყენებული ცემენტის დანაკარგები მტვრის სახით, ასევე დაზიანებული/გატეხილი ბლოკები;
3. დამფუძნებლის მიერ კომპანიის კაპიტალში სხვადასხვა ოდენობის შეტანა;
4. შემოწმების მიერ მიწოდებულ ცხრილებში (სასაქონლო ზედნადებები, ბლოკის წარმოების ცხრილები) ასახული მონაცემები გარკვეულ პერიოდებში განსხვავდება გადაანგარიშების დასკვნაში არსებული მონაცემებისგან.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 11.08.2022 წლის №21404 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 11.08.2022 წლის №21404 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიას სამშენებლო ბლოკის წარმოებისას საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის №40689 ბრძანება და ამავე თარიღის №136-21 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2022 წლის 23 მარტს და 7 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.08.2022 წლის №21404 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის 11.08.2022 წლის №21404 ბრძანება (არ დაკმაყოფილების ნაწილში (მე-2 დავის საგანი)) 25.08.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 7.10.2022 წლის №17625/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 11.08.2022 წლის №21404 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 25.10.2022 წლის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 62 735 ლარით, მათ შორის: გადასახადი 45 795 ლარით, ჯარიმა 16 940 ლარით.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა 31.10.2022 წლის №27467 ბრძანება და 1.11.2022 წლის №136-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 28.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7350 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 11.08.2022 წლის №21404 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1"გ").