ბრძანება N 7457

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.04.2024
№ დოკუმენტი 7457
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7457

04 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

„----------“-ის (პასპ/ნ ----------)

(ფაქტ. მის: ----------;

იურ. მის.: ----------)

2024 წლის 11 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 მარტის სხდომაზე (ოქმი №31), განიხილა „----------“-ის (პასპ/ნ ----------) №40918/21 საჩივარი, რომელიც ეხება 2024 წლის 22 თებერვლის №EL242587 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის დოკუმენტს №---------- და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს №---------- ექსპერტიზის დასკვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2024 წლის 22 თებერვალს ჩამოფრინდა ---------- რეისით ---------- საერთაშორისო აეროპორტში. თან ჰქონდა კუთვნილი 2 ცალი მობილური ტელეფონი და 6 ცალი მობილური ტელეფონის ქეისი კაბელების შემაერთებელი სამარჯვებით. არ იცოდა ქართული ენა და არც მებაჟეებს განუმარტავთ მისთვის გასაგებ ენაზე რაიმე და არ უთქვამთ, რომ ნივთები დეკლარირებას ექვემდებარებოდა. მომჩივანი მიუთითებს, რომ ტელეფონები მალულად არ გადმოუტანია, რადგან ისინი ჩვეულებრივად ჰქონდა.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 21 თებერვალს რეისით ---------- (№----------) ჩამოფრინდა „----------“. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პირი საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით ისე, რომ არ მიუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის და არ დაინტერესებულა მის მიერ გადაადგილებული საქონელი ექვემდებარებოდა თუ არა დეკლარირებას. უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა მისი შეჩერება და საბაჟო ფორმალობების განხორციელება, რომელიც მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ რუსულ და ინგლისურ ენებზე.

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „----------“ კუთვნილი ხელბარგისა და ბარგის დათვალიერების თაობაზე, რის შედეგად ხელბარგში აღმოჩენილ იქნა 2 ცალი მობილური ტელეფონი “----------”, 6 ცალი მობილური ტელეფონის ქეისი, 7 ცალი კაბელის შემაერთებელი სამარჯვებით, ყუთით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი №----------“. საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნით საქონელი დაილუქა №---------- საბაჟო ლუქით და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ ტერიტორიაზე.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2024 წლის 22 თებერვლის №---------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 7 624.81 ლარი.

ვინაიდან „----------“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, საბაჟო გამშვები პუნქტი „---------- აეროპორტი და ---------- ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 22 თებერვალს შედგენილი №EL242587 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით „----------“ შეეფარდა ჯარიმა 7624.81 ლარის ოდენობით. სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად ჩამორთმეულ საქონელზე შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №---------- ოქმი. ჩამორთმეული საქონელი დაილუქა №---------- საბაჟო ლუქით და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „---------- აეროპორტის“ ადმინისტრაციულ შენობაში.

„----------“ ერთად საბაჟოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დათვალიერებულ იქნა სხვა ---------- მოქალაქე, რომელიც ასევე გადააადგილებდა 4 ცალ დაუდეკლარირებელ მობილურ ტელეფონს სხვადასხვა საკუთვნოსთან ერთად. „----------“ მიერ გადაადგილებული მობილური ტელეფონების ცარიელი ყუთების „IMEI“ კოდების შემოწმებისას კი, ოთხივე მათგანი დაემთხვა მეორე ---------- მოქალაქის მიერ გადაადგილებული მობილური ტელეფონების „IMEI“ კოდებს.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლით დადგენილია:

საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს;

საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეულ ქმედებებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლით დადგენილია, რომ საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილში მითითებულია, რომ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.

„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესის“ (დანართი №2) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა მოიცავს სამართალდამრღვევი პირის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელ ღონისძიებებს და მათი განხორციელების პროცედურებს.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც თან დაერთვის სამართალდარღვევის ოქმს ან სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას. მე-5 ნაწილი კი ადგენს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შეწყდება, თუ სამართალდამრღვევი პირი ნებაყოფლობით აღასრულებს სამართალდარღვევისთვის შეფარდებულ საბაჟო სანქციას ან თუ მის მიმართ გამოყენებულ იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საჩივარში მითითებულ არგუმენტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აეროპორტის კონტროლის ზონაში (მოფრენის დარბაზი) განთავსებულია მწვანე და წითელი დერეფნები, რომლებზეც ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა განთავსებული ინფორმაცია მგზავრთა ვალდებულებებისა და შეღავათების შესახებ. „წითელი დერეფანი“ მოქალაქეს აფრთხილებს შემდეგი წარწერით: „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ საბაჟო ორგანოს“. ხოლო „მწვანე დერეფანი“ – „არ ექვემდებარება დეკლარირებას“. მიუხედავად აეროპორტში არსებული აღნიშვნებისა, მომჩივანს არ მიუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის და არ დაინტერესებულა მის ხელბარგში არსებული საქონელი ექვემდებარებოდა თუ არა დეკლარირებას და მან საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონა დატოვა „მწვანე დერეფნის“ გავლით, რის შემდეგაც მოხდა მისი შეჩერება და საბაჟო ფორმალობების განხორციელება, რომელიც მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ რუსულ და ინგლისურ ენებზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. „----------“-ის (პასპ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2024 წლის 21 თებერვალს ჩამოფრინდა მომჩივანი. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პირი საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით ისე, რომ არ მიუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის და არ დაინტერესებულა მის მიერ გადაადგილებული საქონელი ექვემდებარებოდა თუ არა დეკლარირებას. უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა მისი შეჩერება და საბაჟო ფორმალობების განხორციელება, რომელიც მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ რუსულ და ინგლისურ ენებზე.

მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1); 168(1).