ბრძანება N 23139
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23139
30 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ის (ს/ნ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის პირველი ოქტომბრის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №110) განიხილა ი/მ --- ის (ს/ნ ---) 2024 წლის პირველი ოქტომბრის №92161/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ოქტომბრის ID: --- შესაგებელთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე შესაგებელს. განმარტავს, რომ ზედმეტობის წარმოშობის მიზეზს წარმოადგენს იმპორტირებულ მსუბუქ ავტომობილზე 180 კალენდარული დღის ვადაში განხორციელებული ექსპორტის ოპერაციის შედეგად გადახდილი აქციზისა და იმპორტის თანხა. განმარტავს, რომ განაბაჟა ავტომობილი, რომელიც გაყიდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. აცხადებს, რომ აღნიშნული მანქანის რეალიზაციით მოგება არ მიუღია, პირიქით რამდენიმე ათასი დოლარის ზარალი განიცადა. მიუთითებს, რომ პირად მანქანებს ყიდულობდა და მათ რეალიზებას ახდენდა მოკლე დროში თავისივე ფასში. აღნიშნავს, რომ არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, მუშაობს ერთ-ერთ კომპანიაში არქიტექტორად და იხდის საშემოსავლო გადასახადს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) 2024 წლის 12 სექტემბრის მოთხოვნის (ID: ---) შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელი ითხოვს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი 2 500 ლარის დაბრუნებას.
გადასახადის გადამხდელის განმარტების თანახმად, ზედმეტობა წარმოშობილია იმპორტირებულ მსუბუქ ავტომობილზე 180 კალენდარული დღის ვადაში განხორციელებული ექსპორტის ოპერაციისას აქციზისა და იმპორტის თანხის გადახდის შედეგად.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის საფუძველზე, 2024 წლის 23 სექტემბერს განისაზღვრა ხარვეზი: (ID: ----), კერძოდ:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 29 მაისიდან გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, ხოლო 2023 წლის პირველი ივნისიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის გადამხდელის სტატუსი, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დეტალურ განმარტებას ექვემდებარება ეკონომიკური საქმიანობა, საქმიანობის განხორციელების ადგილი (იჯარის არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულება) და ანგარიშსწორების ფორმა.
წარმოდგენას ექვემდებარება ცნობები საბანკო დაწესებულებებიდან მათთან გახსნილი საბანკო ანგარიშების შესახებ და შესაბამისი ამონაწერები (მათ შორის, ნულოვანი, დახურული ანგარიშები) ყველა საბანკო ანგარიშიდან 29.05.2023-22.09.2024 პერიოდზე (PDF, EXCELL).
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2024 წელს გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაცია საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე ნაკლებ ვადაში, რასთან დაკავშირებითაც წარმოსადგენია ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყიდვა/გაყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები ღირებულების და ფასის მითითებით) შესაძლო საგადასახადო ვალდებულების წარმოშობაზე მიღებული დასაბეგრი შემოსავლის ნაწილში და შესაბამის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მხრიდან განსახორციელებელია სათანადო დეკლარირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი იბეგრება 5%-ით, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის „ვ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან „არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდებით ნამეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში ფიზიკური პირი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადის შესახებ“.
გადასახადის გადამხდელს დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით 2024 წლის 23 სექტემბერს წარადგინა მოთხოვნა (ID: ---, რომლის საპასუხოდ 2024 წლის პირველ ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა შესაგებელი (ID: ---) „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან სრულყოფილად არ იქნა გამოსწორებული ხარვეზი, კერძოდ:
გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ცნობები საბანკო დაწესებულებებიდან მათთან გახსნილი საბანკო ანგარიშების შესახებ და შესაბამისი ამონაწერები
(მათ შორის, ნულოვანი, დახურული ანგარიშები) ყველა საბანკო ანგარიშიდან 29.05.2023-22.09.2024 პერიოდზე (PDF, EXCELL).
გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია 2024 წლის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყიდვა/გაყიდვის შესახებ, შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობაზე მიღებული დასაბეგრი შემოსავლის დადგენის მიზნით.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ განხორციელებულა სათანადო დეკლარირება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ხარვეზი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის, იმ ავტომობილებთან დაკავშირებით, რომელთა რეალიზაცია მოხდა საკუთრებაში ფლობიდან 6 თვემდე ვადაში. თუმცა, გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად.
გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მხოლოდ განმარტება, სადაც აღნიშნავს, რომ მართალია გააჩნია მცირე ბიზნესის სტატუსი, თუმცა აღნიშნული სტატუსით არ სარგებლობს და მუშაობს კონტრაქტით.
შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ, არ წარმოადგინა ცნობები საბანკო დაწესებულებებიდან მათთან გახსნილი საბანკო ანგარიშების შესახებ და შესაბამისი ამონაწერები, ასევე, ინფორმაცია/დოკუმენტაცია 2024 წლის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყიდვა/გაყიდვის შესახებ, შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობაზე მიღებული დასაბეგრი შემოსავლის დადგენის მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე შესაგებელს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მეწარმის 2024 წლის 12 სექტემბრის მოთხოვნის შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის საფუძველზე განისაზღვრა ხარვეზი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63; 65.