გადაწყვეტილება №88212/1/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№88212/1/2024
16 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "--------" (ს/ნ "--------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "--------" -ის 1.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №88212/1/2024).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 3.11.2023 №20580/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2024 წლის №001-15 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 141 234 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 77 423
დღგ - 42 508
საშემოსავლო გადასახადი - 33 363
ქონების გადასახადი - 1 552
ჯარიმა - 29 265
საურავი - 34 546
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში გამოსყიდვის უფლებით შეძენილი და შემდეგ უკან დაბრუნებული აქვს 18 უძრავი ქონება. ასევე, შეძენილი და რეალიზებული აქვს 12 უძრავი ქონება სხვადასხვა პირებზე.
შემოწმების შედეგად, უძრავი ქონების როგორც დაბრუნება, ისე რეალიზაცია ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, შესაბამისად განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი (18.03.2019 წელი). მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №001-248 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6244 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 11.05.2023 წლის №19457/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ფიქსირდება (ვინც იყიდა იმ ფიზიკური პირებისგან თუ დასტურდება), დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილოს სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 11.05.2023 წლის №19457/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა - 14 326 ლარით, მათ შორის გადასახადი - 11 768 ლარით, ჯარიმა - 2 558 ლარით. მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2023 წლის №16887 ბრძანება და №001-154 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 3.11.2023 №20580/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საბჭომ ყურადღება გაამახვილა მომჩივნის წარმომადგენლის მიერ დასახელებული არგუმენტების პირველ ეპიზოდზე, კერძოდ, სადაც მიუთითებს "------"-სთან (პ/ნ "-------") ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულებასთან ერთად მეუღლის "-------"-ის (პ/ნ "-------") ხელწერილზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა აღნიშნულ ეპიზოდთან (საკითხთან) დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამატებით კორექტირება (შემცირება). მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების დანარჩენ ეპიზოდებთან დაკავშირებით საბჭომ განმარტა, რომ სათანადო მტკიცებულებების არ არსებობის გამო აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინების საფუძველი არ არსებობს.
საბჭოს 3.11.2023 №20580/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 23.01.2024 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა - 27 991 ლარით, მათ შორის გადასახადი - 23 280 ლარით, ჯარიმა - 4 711 ლარით. მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2024 წლის №2610 ბრძანება და №001-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
9.02.2024 წლის №529310 წერილის საფუძველზე, რომელსაც თან ურთავს საჩივარს ითხოვს განხილული იქნას მის მიერ წარდგენილი საჩივარი, სადაც განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 5 თებერვლის №37 ბრძანებით „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი 1 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: "--------" ) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:1. 47-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე პირის განცხადებისას ან თანხმობისას – პირის წერილობითი მიმართვის/თანხმობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა;“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. თუ საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა, რომ საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდში პირს წარმოეშვა, როგორც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების უფლება, საგადასახადო შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, მიმართოს პირს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ინიციატივით. დღგის გადამხდელის თანხმობა საგადასახადო ორგანოს ეცნობება ამ ინსტრუქციის №III-03 დანართით, რა შემთხვევაშიც, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების უფლების წარმოშობის მომენტიდან“.
ზემოთაღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, ითხოვს შემოწმება/გადაანგარიშების პროცესში მოხდეს აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით შემოწმება/გადაანგარიშება დღგ-ის რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით. ასევე ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საჩივრის განხილვას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საბჭოს 3.11.2023 №20580/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საბჭომ ყურადღება გაამახვილა მომჩივნის წარმომადგენლის მიერ დასახელებული არგუმენტების პირველ ეპიზოდზე, კერძოდ, სადაც მიუთითებს "-------"-ის (პ/ნ "-------") ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულებასთან ერთად მეუღლის"-------"-ის (პ/ნ "-------") ხელწერილზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა აღნიშნულ ეპიზოდთან (საკითხთან) დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამატებით კორექტირება (შემცირება). მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების დანარჩენ ეპიზოდებთან დაკავშირებით საბჭომ განმარტა, რომ სათანადო მტკიცებულებების არ არსებობის გამო აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინების საფუძველი არ არსებობს.
საბჭოს 3.11.2023 №20580/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 23.01.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შესწავლილი იქნა მომჩივნის მიერ წარდგენილი იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების საფუძველზე, შეძენილი ქონების უკან დაბრუნება, ფიზიკური პირისათვის ან/და პირველი რიგის მემკვიდრესათვის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ, განხილული იქნა სასესხო გარიგებად, შედეგად საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა - 27 991 ლარით, მათ შორის გადასახადი - 23 280 ლარით, ჯარიმა - 4 711 ლარით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა საბჭოს 3.11.2023 №20580/2/2023 გადაწყვეტილება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს, რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 3.11.2023 №20580/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის საბჭოს 3.11.2023 №20580/2/2023 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მოჩივანი ითხოვს შემოწმება/გადაანგარიშების პროცესში მოხდეს აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით შემოწმება/გადაანგარიშება დღგ-ის რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით. ასევე ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საჩივრის განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში გამოსყიდვის უფლებით შეძენილი და შემდეგ უკან დაბრუნებული აქვს 18 უძრავი ქონება. ასევე, შეძენილი და რეალიზებული აქვს 12 უძრავი ქონება სხვადასხვა პირებზე.
შემოწმების შედეგად, უძრავი ქონების როგორც დაბრუნება, ისე რეალიზაცია ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, შესაბამისად განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი.მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის საბჭოს 3.11.2023 №20580/2/2023 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21)