ბრძანება N 1230

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 30.01.2023
№ დოკუმენტი 1230
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1230

30.01.2023

შპს „-----“ (ს/ნ ----- )

(მის.:-----)

2023 წლის 7 და 23 იანვრის საჩივრების

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6) იმსჯელა შპს „----“ (ს/ნ -----) 2023 წლის 7 იანვრის №77813/1/2023 და 23 იანვრის №78394/1/2023 საჩივრებზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 დეკემბრის №041-57 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის 473 დადგენილებით დამტკიცებულ „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის “მე-15 მუხლის პირველ,მე-2,21 და მე-3 პუნქტებზე,რომელთა თანახმად:

1. მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აპარატი ადგენს, შეიცავს თუ არა საჩივარი ხარვეზს.

2. იმ შემთხვევაში, თუ საჩივრის დასაშვებობა სადავოა, აპარატი ითხოვს დამატებით ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას.

21.იმ შემთხვევაში,თუ საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული ფაქტები და გარემოებები,რომლებზედაც მომჩივანი ამყარებს თავის მოთხოვნებს,დავის განმხილველი ორგანო,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით,მომჩივანს უდგენს ხარვეზს,ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

3. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, საჩივრის განხილვა ჩერდება ხარვეზის შესახებ შეტყობინების გაგზავნის მომდევნო დღიდან ხარვეზის სრულად გამოსწორების მომდევნო დღემდე, ხოლო მომჩივანს მიეცემა საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საჩივრის განხილვა განახლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი დადგენილ ვადაში სრულად გამოასწორებს აპარატის მიერ მითითებულ ხარვეზს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს წარმოებაში არ იღებს, თუ საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი.

 

ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მომჩივანს წერილობით ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა არანაკლებ 5 დღე საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, მომჩივნის მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში გააგრძელოს ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა. ამასთან, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია ხარვეზის არსებობის მიუხედავად მიიღოს საჩივარი წარმოებაში, თუ იგი არსებითად არ უშლის ხელს საჩივრის განხილვას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივრებში არ არის მითითებული კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მომჩივანი ამყარებს თავის მოთხოვნებს.

2023 წლის 7 იანვარს წარმოდგენილ საჩივარზე გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 იანვრის №"------" წერილით საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის მე-15 მუხლის 21 ნაწილისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრა 7 (შვიდი) კალენდარული დღე. მომჩივანი აღნიშნულ წერილს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე გაეცნო 2023 წლის 16 იანვარს. გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 23 იანვარს წარმოდგენილ იქნა დაზუსტებული საჩივარი, საიდანაც ასევე არ ირკვევა მოთხოვნის არსი, შესაბამისად დადგენილი ხარვეზი ვერ იქნა გამოსწორებული.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრების წარმოდგენის ეტაპზე არ არის მითითებული კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მომჩივანი ამყარებს თავის მოთხოვნებს, საჩივრები არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, ამასთან, მომჩივნის მიერ, დადგენილ ვადაში არ არის გამოსწორებული აპარატის მიერ მითითებული ხარვეზი. ამდენად, სახეზე არ არის საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებულ „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-15 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრების განახლების საფუძვლები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „----“ (ს/ნ-----) საჩივრები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ ------) საჩივრები დარჩეს განუხილველი;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.