ბრძანება N 26475

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.10.2023
№ დოკუმენტი 26475
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26475

27 .10. 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,----------ის“ (ს/ნ-------------------)

(ფაქტ. მის.:------------------------------;

იურ. მის.: ------------------------------ )

2023 წლის 25 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა შპს ,,----------ის“ (ს/ნ-------------------) №83772/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისი №001-172 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ:

1. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ ფასნამატს და აცხადებს, რომ ბაზარზე არსებული კონკურენციის პირობებში ფასნამატი 10%-ს არ აღემატება. ასევე, აცხადებს, რომ ფასნამატის გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს შეძენა-რეალიზაცია, რომელიც არასრულყოფილია და აკლია შეძენის დოკუმენტები, ასევე, გათვალისწინებულია 200%, 500%, 1000%, 5000%-იანი ფასნამატები. აცხადებს, რომ აღნიშნული არარეალურია და ამ სატრანსპორტო საშუალებებზე მოთხოვნილი აქვთ N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენება ხარჯების გათვალისწინების კუთხით. შესაბამისად, არ ეთანხმება აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და ერთობლივ შემოსავალს. გადამხდელი ასევე, აცხადებს, რომ დღგ-ით დაბეგრილია სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც რეალიზებულია განუბაჟებლად. მიუთითებს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებაზე გადაანგარიშების დასკვნაში არ არის ინფორმაცია.

2. არ ეთანხმება გამოსაქვით ხარჯებს და აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გაურკვეველ თანხაზე იქნა გამოყენებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელო. მოითხოვს იმ სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, რომლის ხარჯის დოკუმენტაციაც არ არსებობს, გამოყენებულ იქნეს იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი სხვა პირების აუდირებული შედეგები, ხოლო ანომალიური ფასნამატის დაფიქსირების შემთხვევაში N0256 სიტუაციური სახელმძღვანელო.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 ივლისის N23929 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,----------ის“ (ს/ნ-------------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს ,,----------ის“ (ს/ნ-------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარუდგინოს მტკიცებულებები, მ.შ სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები და იმ შემთხვევაში თუ არ დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვროს წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტმა უზრუნველყოს შესაბამისი მეთოდის გათვალისწინებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.

3. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო გადასახადის გადამხდელის მხრიდან პირველადი საგადასახადო დოკუმენტების ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში/ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებთან შეუსაბამისობის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტმა ერთობლივი შემოსავლიდან დოკუმენტურად დაუდასტურებელი გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრასთან დაკავშირებით იმსჯელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება.

4. მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში სმფ-ს ნაშთების დაზუსტების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები/არგუმენტები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

5. მეოთხე სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სალაროში არსებული თანხის სახელფასო განაცემად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

6. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება.

7. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 ივლისის N23929 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 21 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 35 117 ლარით, მათ შორის, გადასახადი 16 266 ლარით, ხოლო ჯარიმა 18 851 ლარით.

აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 ივლისის №001-172 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილ იქნა, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი (ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები), ასევე საბაჟო დეპარტამენტიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც აღნიშნულ პერიოდში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

 გამოსაქვით ხარჯებთან მიმართებით, დამატებით შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, საბაჟო დეპარტამენტიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად, 2016-2017 წლებში შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ხარჯის (დოკუმენტურად დადასტურებული) და დამატებით, იმ საქონლის მიმართებაში, რომელზეც ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ფიქსირდება, გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო. შედეგად, აღნიშნულ პერიოდში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას.

 სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებთან მიმართებით, დამატებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი (ფიზ. პირების ახსნა-განმარტებები), ასევე საბაჟო დეპარტამენტიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან მიმართებით, დამატებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით გაზრდილ იქნა შეძენილი მატერიალური ფასეულობების ხარჯი. შედეგად, შემცირდა ხელფასად განხილული თანხები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 სანქციის კორექტირებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმა არ დაექვემდებარა კორექტირება/შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით შესწავლილ იქნა, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი (ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები), ასევე საბაჟო დეპარტამენტიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 35 117 ლარით, მათ შორის, გადასახადი 16 266 ლარით, ხოლო ჯარიმა 18 851 ლარით.

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად საგადასახადო სანქციისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.შპს ,,----------ის“ (ს/ნ-------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება :

1. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ ფასნამატს და ეთანხმება აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და ერთობლივ შემოსავალს. ასევე, აცხადებს, რომ დღგ-ით დაბეგრილია სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც რეალიზებულია განუბაჟებლად.

2. გამოსაქვით ხარჯებს და აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გაურკვეველ თანხაზე იქნა გამოყენებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელო.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 ივლისის N23929 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 ივლისის N23929 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 21 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა .აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 ივლისის №001-172 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილ იქნა, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი (ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები), ასევე საბაჟო დეპარტამენტიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატთან დაკავშირებით, აღნიშნულ პერიოდში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

გამოსაქვით ხარჯებთან მიმართებით,2016-2017 წლებში შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ხარჯის (დოკუმენტურად დადასტურებული) და დამატებით, იმ საქონლის მიმართებაში, რომელზეც ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ფიქსირდება, გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო. შედეგად, აღნიშნულ პერიოდში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებთან მიმართებით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან მიმართებით, გაზრდილ იქნა შეძენილი მატერიალური ფასეულობების ხარჯი. შედეგად, შემცირდა ხელფასად განხილული თანხები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

სანქციის კორექტირებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმა არ დაექვემდებარა კორექტირება/შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 269(7); 302(6); 304(21);

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო;